სიკეთისა და ბოროტების არსი

in-yen

სიკეთისა და ბოროტების არსი

ზოგი იტყვის, რომ არსებობს აბსოლუტური ზღვარი სიკეთესა და ბოროტებას შორის. ყველამ იცის სად გადის, რას შვება და როგორ აღვიქვამთ მას. თითქოს არსებობს  აბსოლუტური განსაზვრება, აღქმა საზოგადოების მხრიდან რა არის ან უნდა იყოს სიკეთე და მისი ანტიპოდი ბოროტრბა. ანუ არსებობს აბსოლუტურად შავი და აბსოლუტურად თეთრი ქმედება ან მათი ჯაჭვი, რომელთა კრებსითი სახელი შეესაბამება სიკეთეს ან ბოროტებას. ადამიანის აღქმადობაშიც სიკეთეს და ბოროტება ფერთა პალიტრიდან  შესაბამისად თეთრს ან შავს უკავშირდება. ალბათ ეს ზოგადი საზოგადოებრივი აზრიდან გვიყალიბდება, ბავშვობიდან და გაზრდილნი აღარც ვფიქრობთ შეიძლება თუ არა ეს რაღაც აბსტრაქტული სახელდებულები სხვა ფერი იყოს. შეიძლება კი მე, ინდივიდმა სუბიექტურად შევძლო მათთვის ფერების შერჩევა?

              იმისთვის, რომ გავიგოთ სიკეთის და ბოროტების არსი საჭიროა ღრმა შინაგანი ძიება და უკიდურესობების პოვნა. რა არის  სიკეთე ჩემთვის და ქმედების ჩადენისას რას მაძლევს მე როგორც განწყობის ასევე შეგრძნების დონეზე. ჩვენ ყველანი შევთანხმდებით იმ ფაქტზე, რომ სიკეთის კეთება სასიამოვნოა. ჩავთვალოთ, რომ სიკეთის კეთებისგან მიღებული სიამოვნება კონსტანტაა. მაშინ გამოგვდის სქემა, რომლის მიხედვითაც სიკეთის აქტის შემდგომ ჩვენ ვღებულობთ სიამოვნებას, გამოიკვეთა მიზეზ შედეგობრივი კავში. ახალა უნდა გავარკვიოთ რა არის სიკეთე და რა არის სიამოვნება ცალ ცალკე. სიკეთე ესე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: სიკეთე არის ქმედება სხვა სუბიექის ან ობიექტის მიმართ, როდესაც სიკეთის ქმედების ობიექტი, ან სუბიექტი კონკრეტულ  მომენტში განიცდის ან მომავალში განიცდიდეს იქნება სიამოვნებას, ანუ სარგებელს.  გვაქვს განტოლების ერთი მხარე ახლა ვისაუბროთ მეორეზე, რა არის სიკეთით განცდილი სიამოვნება: სიკეთით განცდილი სიამოვნება არის სხვა სუბიექტის ან ობიექტის მიერ განცდილი სიამოვნების ანარეკლი სიკეთის ჩამდენზე. ანუ სხვანაირად, რომ ვთქვათ იმ კონკრეტულ მომენტში სიკეთის ჩამდენი თავის თავს აყენებს იმ სუბიექტის, ან ობიეტის ადგილზე ვის მიმართაც განახორციელა სიკეთის აქტი. ანუ აღწერილი ქმედება შინაარსით შეესაბამება ემპათიას. ანუ უნარს როდესაც ერთ ადამიანს შეუძლია მეორე ადამიანის ან სხვა არსების ადგილზე წარმოიდგინოს თავი. სწორედ ამიტომაა, რომ ემპათიის დეფიციტის მქონე პიროვნების ნარცისული გართულების მქონე ადამიანები, სოციოპათები და ფსიქოპათები ვერ ღებულობენ სიკეთის კეთებისას სიამოვნებას. მათთვის ეს გაუგებარია, უფრო მეტიც კონტრპროდუქტიული, რადგან სიკეთე თავის თავსი გულისხმობს მატერიალურ ან არამატერიალურ მსხვერპლს სხვის სასიკეტოდ. ანუ, ამ ჯგუფის გადმოსახედიდან ხარჯს, დანაკარგს.

              რომ შევაჯამოთ სიკეთის გულწრფელი აქტი = სიკეთის მიმღები სუბიექტის მიერ  მიღებულ სიამოვნებას + სიკეთის ჩამდენი სუბიექტის ემპათიის უნარი. ანუ სიკეთის გულწრფელი აქტისას სიკეთის მიმღები სუბიექტი თუ ვერ ღებულობს სიამოვნებას, ან სიკეთის ჩამდენ სუბიექტს არ გააჩნია ემპათიის უნარი სიკეთის გულწრფელი აქტი შეიძლება ჩაითვალოს შეუმდგარად. აქედანვე გამომდინარეობს უემპათიო ადამიანის მხრიდან რწფელი სიკეთის აქტის ჩადენის უუნარობა. რწფელი სიკეთის აქტი, ანუ სიკეთე რომელიც თავის თავში არ გულისხმობს  სხვა ამონაგებს გარდა ემპათიური მდგომარეობით მიღებული სიამოვნებისა. თავის მხრივ ემპათიისგან მიღებული სიამოვნება მით უფრო მაღალია რაც უფრო მაღალი  და გულწრფელია მადლიერება სიკეთის მიმღები სუბიექტისა.

              თუ ობიექტურად შევხედავთ ამ ფორმულას გამოგვივა, რომ როგორც სიკეთის ჩამდენი ასევე სიკეთის მიმღები აქტისგან ღებულობენ სიამოვნებას, რაც განაპირობებს  აქტის ჩადენის შემდგომ ინიციატივებს. თუ პიროვნება ვერ ღებულობს სიამოვნებას მაშინ სიკეთის ჩადენას მისთვის აზრი ეკარგება.

              ახლა კი დროა ყურადღება დავუთმოთ სიკეთის ოპონენტ მოვლენას, ოპოზიტს, რევერსს ბოროტებას. რა არის ბოროტება? ბოროტება არის ქმედება ერთი სუბიექტისა მეორე სუბიექტის ან ობიეტის მიმართ, რომლის დროსაც მიმღები მხარე მომწოდებლის ქმედებისგან სიამოვნების ნაცვლად განიცდის ფიზიკურ ან სულიერ ტანჯვას. ანუ აქაც როგორც სიკეთის შემთხვევაში არსებობს მომხმარებელი და მიმწოდებელი. იმისთვის რომ გავერკვეთ აქტის ჩადენის მომენტში რა მოვლენები ვითარდეაბ საჭიროა ორივე მხარეს დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებასთან ერთად. საზოგადოების მხრიდა მიღებული ფორმულირებას დაქვემდებარებული ქმედება ბოროტება აღიძვრება მოთხოვნის გამო იმ პიროვნებაში რომელიც ანხორციელებს აქტს. ანუ არსებობს დაუკმაყოფილებლობის მომენტი, რომელიც იმდონეზეა აყვანილი, რომ საბოლოოდ პიროვნებას ვალდებულს ხდის გამოხატოს ამა თუ იმ ფორმით. ამ მომენტში სუბიექტი კონცენტრირდება თავის დაუკმაყოფილებლობის იგივე ტკივილის წერტილზე და ცდილობს მოაგვაროს ის, შიდა რესურსის ამოწურვის შემდგომ სუბიექტი გამოხატავს შინაგან განწყობას გარემოზე. ამ გამოხატვის მიზანია თავიდან მოიშოროს შინაგანი დისკომფორტი და განთავისუფლდეს. ხოლო გათავისუფლების შემდგომ, ანუ აქტის დამთავრებისთანავე მოდის შვება ანუ დამშვიდება რომელიც სიამოვნებას გვრის სუბიექტს. ხოლო აქტის მიზანია თავისი შინაგანი განწყობა გადასცეს, ანუ მის პერსონალურ მდგომარებასთან მიახლოვოს სხვა სუბიექტი ან ობიექტი. მხოლოდ ასე მიიღწევა განთავისუფლება შინაგანი დისკომფორტისაგან.

              არსებობს ბოროტების ჩადენის კიდევ ერთი მიზანი. ეს არის სხვისი ტანჯვით ტკობა. მზგავსი ადამიანები იწვევენ სხვებში ნეგატიურ ემოციებს, თავი იგრძნონ მათზე ზემოთ, აღმატებულად. ანუ იგრძნონ ძალაუფლება.

              განვიხილოთ სქემის მეორე მხარე. აქტის მიმდინარეობისას სუბიექტი გადის რამოდენიმე ეტაპს სანამ მიაღწევს პანიკას. ბოროტების აქტორის მიზანიც სწორედ ეს არის სხვაში მიაღწიოს პანიკის იმ დონეს რომელიც მის შინაგან დისკომფორტს გაუტოლდება. თუ მიზანი მიღწეულია მაშინ ბოროტების აქტორი კმაყოფილდება, თუ არა აგრძელესბს აქტს ან ეძებს ახალ მსხვერპლს, ან მოეშვება საკითხს დროთა სვლასთან ერთად, ან იქნება მუდმივი შიმშილის, დაუკმაყოფილებლობის ზღვარზე. შეგვიძლია ვთქვათ რომ აქტორი ცდილობს მაქსიმალურად მიაახლოვოს მის შინაგან განწყობებთან ვიზავი და ამ გზით გადასცეს თავისი შინაგანი დისკომფორტი, ტკივილი, თუ სხვა წუხილები. ანუ თავის ადგილას ჩააყენოს სხვა და ნახოს თავისი დისკომფორტის პროექცია მასში. განთავისუფლდეს და ისიამოვნოს განთავისუფლებით.

              შესაბამისად ბოროტების აქტის შესადგომად ისევე, როგორც სიკეთის აქტის შემდგარად საცნობად საჭიროა მეორე სუბიექტის არსებობა. ეს იმისთვისაა საჭირო რომ მივიღოთ უკუკავშირით გამოწვეული სიამოვნება, როგორც ერთ ასევე მეორე შემთხვევაში.

              როგორც დავინახეთ სიკეთის და ბოროტების კეთებას ერთი მიზანი აქვთ, მიიღოს სიამოვნება აქტისგან. მაგრამ ისინი მაინც ოპოზიტურ მიმართებაში არიან ერთმანეთთან. ანუ სიკეთის აქტის შემთხვევაში მექანიზმი მუშაობს იმგვარად, რომ აქტორი ემპათიის საშუალებით დგება სუბიექტის მდგომარეობაში და თავის თავში აირეკლავს სუბიექტის მიერ მიღებულ სიამოვნებას. ბოროტი ქმედების შემთხვევაში კი აქტორი პირიქით თავის თავს აპროექცირებს სხვა სუბიექტში, რომ განთავისუფლდეს შინაგანი ტანჯვისგან.

              თუ ზემოთ აღნიშნული დებულება ჭეშმარიტია მაშინ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ როგორც სიკეთე ისე ბოროტება სიამოვნების მიღების წყაროა და მათ შორის ზღვარი პირობითია, ანუ სუბიექტურად დანახული როგორც დამკვირვებლის ასევე აქტში ჩართული პირების მხრიდან.

              თუ გავაგრძელებთ მსჯელობას და გავიაზრებთ რომ სიამოვნების წყაროზე დამოკიდებულების ჩამოყალიბება ძალზე შესაძლებელია, შეგვიძლია დავუშვათ რომ შეიძლება არსებობდეს აბსოლუტურად სიკეთეზე და აბსოლუტურად ბოროტებაზე დამოკიდებული სუბიექტები. მაშ რა განსხვავება იქნება ამ ორ სუბიექტს შორის.

              თუ სუბიექტი ეჩვევა ბოროტების ჩადენას და ახორციელებს აქტს პერმამენტულად მასში პროპორციულად მცირდება ემპათიის გრძნობა სხვა სუბიექტებისა მიმართ. უკიდურეს შემთხვევაში გამოიხატება პათოლოოგიების სახით. მაგრამ კიდევ უფრო უცნაურია სიკეთეზე დამოკიდებული ადამიანის მდგომარეობა. რადგან სიკეთე მოითხოვს როგორც სულიერ ასევე მატერიალურ გაცემას, ანუ რესურსების დათმობას, შესაძლოა კონკრეტული სუბიეტისთვის არსებობდეს ზედა ზღვარი, რომლის იქითაც ის თავს იგრძნობს ჩაგრულად. ანუ კომფორტის ზონიდან იქნება ამოგდებული, რაც მას უბიძგებს ჯერ თვითგვემისკენ და თუ განგრძობითად გაგრძელდა მზგავსი მდგომარეობა, ის მიდრეკილი იქნება ბოროტების აქტის ჩადენისკენ, რომ მისი მდგომარეობა რამენაირად შეამსუბუქდეს,ანუ განთავისუფლდეს. გარკვეულწილად ასე იკვრება ციკლი სიკეთესა და ბოროტებას შორის და ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ სუბიექტების რესურსები ამოწურვადია. ხოლო რესურსების მარაგი კონკრეტული შემთხვევისთვის კონკრეტულია და განპირობებულია პიროვნების პირადი მახასიათებლებით.

სიკეთის კეთების სურვილი უკუპროპორციულია ჩადენილი აქტების რაოდენობისა და დროის მონაკეთში ინტენსივობისა(რაც უფრო მაღალია ინტენსივობა მით უფრო დაბალია სიკეთის კეთების სურვილი)

ბოროტების ჩადენის სურვული პროპორციულია აქტების ჩადენის რაოდენობისა და უკუპროპორციულია ჩადენილი აქტების რაოდენობის ინტენსივობისა (რაც უფრო მეტ ბოროტებას ჩადიხარ მით უფრო ბევრი, უფრო მასშტაბური გინდება, მაგრამ თუ აქტების რაოდენობა დროის მონაკვეთში ბევრია მაშინ ბოროტების კეთების სურვილი მცირდება)

სიკეთის კეთების სურვილი პირდაპირ პროპორციულია უკან დაბრუნებული სიამოვნების ხარისხისა და მასშტაბისა.

ბოროტების კეთების სურვილი პირდაპირ პროპორციულია უკან დაბრუნებული სიამოვნების ხარისხისა და მასშტაბისა.

თანაბარი იმპულსის მიღების შემთხვევაში სიკეთის კეთებისას იგივე იმპულსი უფრო მალე დაიხარჯება ვიდრე ბოროტების კეთებისას. იმის გამო რომ სიკეთის კეთება მეტად ენერგო ხარჯვადია ვიდრე ბოროტების კეთება.

რამოდენიმე სიტყვა უნდა ითქვას აზრის წარმოსობის მომენტზე და იმის განსაზღვრებაზე ეს აზრი პოროტია თუ კეთილი. ამ თემის მასშტაბური განხილვა მოცემულია ჩემს მოთხრობაში „არქიონი“. სწორედ „არქიონი“ ანუ პირველადი დავარქვი იმ აზრს, რომელმაც ჯერ არ იცის კეთილია თუ ბოროტია. სწორედაც აზრის წარმოშობის მომენტში ადამიანმა არ იცის ეს აზრი სიკეთისკენაა მიმართული თუ ბოროტებისკენ. გონება ამ აზრის ავკარგიანობას განსაზღვრავს წინარე გამოცდილების საფუძველზე და იშველიებს ანალოგიებს იმის დასადგენად თუ ეს აზრი როგორ უკურეაქციას გამოიწვევს თუ სამყაროში ჰპოვებს გამოვლინებას. ანუ ამუშავებას იწყებს კონვენციური მორალი, რომელიც ეფუძნება დასჯის შიშს. შემდგომ კი გადამოწმება ხდება არაკონვენციური მორალის პარამეტრებით. თუ დასჯადია აღნიშნული აზრი ის ბოროტებას ემსახურება, თუ არა პირიქით. არსებობს კიდევ ერთი კრიტერიუმი, რამდენად სარგებლიანია ან დამაზიანებელი საკუთრივ ეს აზრი ამ აზრის პატრონისთვის. ემპათიური გონებისთვის არსებობს კიდევ ერთი კრიტერიუმი. გამოიწვევს თუ არა აღნიშნული აზრი სხვაში ტკივილს ან სიამოვნებას. ეს არის ძირითადი კრიტერიუმები რითიც გონება განსაზღვრავს აზრის ავკარგიანობას.

რომ შევაჯამოთ, გონებამ არ იცის პირველადი აზრი ანუ არქიონის რაობა. ამას განსაზღვრავს შემდგომი ფილტრები, გამომუშავებული გამოცდილებით და დაგროვილი ცოდნით. შესაბამისად სიკეთისა და ბოროტების რაობა თავიდან გაურკვეველია და მიზნად ისახავს სიამოვნების მიღებას.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *