სოკრატეს აპოლოგია, კომენტარი

socrates philosopher

სოკრატეს აპოლოგია, კომენტარი

დიდი კაცი იყო ანაქსაგორა, წარმოუდგენელიც კი. მასწავლებელი სოკრატესი და ათენელთა საძულველი თაბამოქალაქე. მიყვარს მისი შორეული აზრი, აზრი 26 საუკუნის წინანდელისა, რომ ციური სხეულები მოძრაობენ ინერციით და რომ თავდაპირველად ყველაფერი არეულ-ადღლეზილი იყო ერთ გიგანტურ სუპში. ამბობდა, რომ მთვარე მიწაა მზე ცეცხლია და ის ბევრად დიდია ვიდრე ელადა. ბრწყინვალე აზრებია მისი საუკუნისთვის და რა უქნა ამ დიად მოაზროვნეს ათენმა? ბრალი დასდო მკრეხელობაში და სიკვდილი განუსაზღვრა. ანაქსაგორას გაქცევა მოუწია. ის რაც საზოგადოებამ ანაქსაგორაზე ვერ მოახერხა, მოახერხა სოკრატესთან. მათ მორიგჯერ იძალადეს ბრძენ ადამიანზე და მისი აზრების გაქრობა სცადეს, მაგრამ გავიდა 25 საუკუნე და აი მე მასზე ვწერ. რამდენად გამოუვიდათ თქვენ თვითონ ხვდებით. სოკრატე მოკლეს, მაგრამ იდეები ვერა.

გენიოსი სამყაროსთვის შვებაა, საზოგადოებისთვის კი შეურაცყოფა. არ ვიცი ეს ფრაზა მოვიპარე, თუ ნიცშცემ შთამაგონა, მაგრამ ნამდვილად ასეა. საზოგადოებას უჭირს განსხვავებულის, მითუმეტეს განსაკუთრებულის მიღება და მით უფრო თუ ეს განსხვავებული ჩრდილავს. თანაც ისე, რომ ეს ჩრდილი საუკუნეებს გადასწვდება ხოლმე. მახსოვს ფრაზა სადღაციდან, რომ არ შეიძლება ერთი ადამიანის ჭკუა სჯობდეს ყველა სხვა დანარჩენისას, მაგრამ ჩვენი ისტორია საწინააღმდეგოს მუდმივი მტკიცებაა, რომ ჭკვიანთა შეჯამებით მხოლოდ ბრბოს თუ მიიღებ და მეტს ვერაფერს. სწორედ ამიტომ ცალკე აღებული ადამიანი უფრო ფასეულია ვიდრე საზოგადოება ან სახელმწიფო.

რომ შემეძლოს ამას ვეტყოიდი პაექრობის ოსტატს. არ დავდუმდებოდი კრიტინივით, როდესაც ის უარს მეტყოდა და სახელმწიფოს სახელით სიკვდილზე წავიდოდა. ვეტყოდი, რომ სოკრატეს საზოგადოების შიში და რიდი, რომელიც მან კრიტონში სამართლიანად დაგმო, სოკრატესავე არსში სახელმწიფოთი, კანონებითა და ღმერთებითაა ჩანაცვლებული, და რომ ის არაა თავისუფალი ადამიანი, რამეთუ ამ ფასეულობებისა და ღმერთების ტყვეობაშია. სწორედ ეს არის სოკრატეს ნამდვილი დილეგი და არა ის რომელშიც ათენელებმა ჩასვეს.

ის კი წავიდა სიკვდილზე ხალხის, ათენისა და ღმერთების სახელით. სიკვდილზე ქრისტესავით, ქრისტემდე!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *