ANIMO

სიცოცხლის აზრი და მიზანი
ადრე ვფიქრობდი, რომ ყველა თავისით აძლევს ცხოვრებას შინაარს და ამით ივსება ის სიცარიელე რაც დაბადებიდან მოგვყვება, მაგრამ შევცდი! შემიძლია ჩემს მაგალითზე მოვყვე:

ნებისმიერი მოქმედება, ნებისმიერი გადაწყვეტილება ეფუძნება ჩემს საბაზისო მოთხოვნებს. ყოველი აღმატებული აზრი, ყოველი ქველი საქმე თუ გადაწყვეტილებები სინამდვილეში დაიყვანება ჩემი ორგანიზმის წმინდა ბიოლოგიურ მოთხოვნილებებზე. ხოლო ეს მოთხოვნილებები ერთ საბაზისო წყურვილამდე, თუ როგორ ვასიამოვნო ჩემი ტვინი. ამ მიხვედრამ დამაფიქრა იმაზე, რომ ჩემი ქმედებები უნიკალური არ არის, რამეთუ მოთხოვნილებებიც არაა უნიკალური და ისინი ადამიანიდან ადამიანამდე მეორდებიან . შესაბამისად ჩემი ქმედებები შაბლონურია და ის მეორდება სხვებშიც, გარემოდან და ცხოვრების ეტაპის შესაბამისად. ვინმე იტყვის, რომ იმ მომენტში დამდგარი საჭიროების უნიკალურობა გახდიდა ჩემს მდგომარეობას განუმეორებელს და ამით დამამშვიდებდა, მაგრამ რა არის იმის ალბათობა, რომ ეს ვითომ უნიკალური მდგომარეობა ადრე არ იყო, ან მომავალში არ განმეორდება. არის თუ არა რაიმე უნიკალური ადამიანის ცხოვრებაში, რაც სხვაში ან სხვისთვის არ მომხდარა, ან არ მოხდება? და თუ ეს ასეა ცხოვრებისთვის რაიმე შინაარსის თვითნებური მინიჭება აბსურდული შაბლონურობაა. რამეთუ არ არსებობს უნიკალური გზა, რადგან გზა რომელიც აირჩიე შედგება სეგმენტებისგან, რომელიც სხვა და სხვა დროს სხვა ადამიანებმა ან გაიარეს, ან გადიან, ან გაივლიან. შესაბამისად არ არსებობს უნიკალური შინაარსი, მაგრამ არსებობს უნივერსალირი მიზანი, რომელიც თავად სიცოცხლის შინაარსია.

აქ უნდა დავიწყოთ მარტივად. გავიხედოთ, თუ რას შვრება სიცოცხლე სხვა არსებებში, რას ემსახურება ამ არსებების ყოფიერება? ცხოველთა სამყაროში სიცოცხლეს მხოლოდ ერთი მიზანი აქვს და ეს გამრავლების გზით სიცოცხლის ექსპანსიაა, ყველა შესაძლო სივრცეში. მაშ, სიცოცხლის მთავარი მიზანი, თავად სიცოცხლეა!

ადამიანების სიცოცხლეს გარდა გენის დროში განგრძობადი არსებობისა, მშობლის მხრიდან პირმშოსთვის საკუთარი იდენტობის გადანერგვის მცდელობა ახასიათებს. მშობელი ცდილობს შვილი გაზარდოს საკუთარი წარმოდგენების შესაბამისად და ეს წარმოდგენები გადასცეს დროში შვილის სახით. ადამიანის ცხოვრებას აქვს ორი მიზანი, გენისა და იდენტობის მემკვიდრეობითი გადაცემა. მაგრამ ეს არ იძლევა გარანტიას.

როდის კვდება ადამიანი? იტყვით, რომ ფიზიკური გარდაცვალებისას, მაგრამ ეს ასე არ არის. ადამიანი კვდება მაშინ როდესაც კვდება ბოლო ადამიანი, რომელსაც ის ახსოვდა. გამოდის, რომ ადამიანზე მეხსიერება არის მისი განგრძობადი არსებობის გარანტია.

ადამიანის ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია მესამე გზით. მესამე გზას ასევე შეუძლია გენის გადაცემის მნიშვნელობის ნიველირება. ხანდახან ადამიანის იდენტობა გენის მოთხოვნილებებზე მაღლა დგება. ასეთ ადამიანებს ისტორიულ ფიგურებს ეძახიან. მზგავსი სოციალური მასის მფლობელები იმდენ ადამიანზე და იმდენ თაობაზე ახერხებენ თავიანთი იდენტობის, იდეების/ქმედებების  გადაცემას, რომ პრაქტიკულად უკვდავები ხდებიან კაცობრიობის არსებობის შესაძლო ვადებში და ვინ იცის კიდევ იმის იქითაც.

შესაბამისად, ადამიანის სიცოცხლის აზრი იგივე მიზანი, მისი გენისა და იდენტობის ექსპანსიაა დროსა და სივრცეში!

და ეს საბაზისო, აქსიომატური განმარტებაა.

The post სიცოცხლის აზრი და მიზანი first appeared on ANIMO.

მორალური პასუხისმგებლობა!
მოკლე ისტორია:

1801 წელს, რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებას ხელი მოაწერა, მოფიქრებული მიზეზით რომ ერეკლეს შთამომავლებს შორის არსებული კონფლიქტი გადაუჭრელი იყო და რუსეთს სხვა გზა არ რჩებოდა გარდა სამეფოს გაუქმებისა. ახლა ამას რომ ვწერ უკვე 219 წელია გასული. ამ მანძილის განმავლობაში იყო მრავალი აჯანყება, თავგანწირვა და არ იყო ერთიობა 1918 წლამდე. ამ ერთობამ სულ სამი წელი გასტანა ახალ ოკუპაციამდე. მერე მოხდა ის რის შედეგებს დღემდე ვიმკით. რეპრესიების შედეგად განადგურდა მოსახლეობის მოაზროვნე ნაწილი და საქართველო მორჩილი, თვინიერი და სისტემასთან შემგუებელი გახდა. 1989 წელს გამოჩნდა შანსი დამოუკიდებლობის მოპოვებისა და 1991 წელს დეკლარაციით რეალიზდა.

ხარკი:

საქართველომ დამოუკიდებლობისთვის უმძიმესი ხარკი გადაიხადა: 9 აპრილი, აფხაზეთის ომი და 250 000 დევნილი, ცხინვალის რეგიონის დაკარგვა, სამოქალაქო ომი, პრეზიდენტის დამხობა და რაც მთავარია სახელმწიფოს სრული ეკონომიკური გაკოტრება.

დამოუკიდებლობის 30 წელი:

200 წლის მანძილზე საქართველოს არ ახსოვს ამდენ ხნიანი დამოუკიდებლობის მონაკვეთი, თუმცა გამოდგა, რომ არ ვიყავით მზად და დღემდე ფალშსტარტზე ვდგავართ. არის გარკვეული წინსვლა, მაგრამ არა ხელშესახები. იმდენად, რომ მოქალაქემ, ანუ ინდივიდმა თავი თავისუფლად იგრძნოს, განსაკუთრებით კი ეკონომიკური თვალსაზრისით. ბალტიის ქვეყნები სწრაფადვე ტრანსფორმირდნენ დასავლური ცივილიზაციის ნაწილად, რადგან მათი საზოგადოება ბევრად უფრო ახლოს იყო ევროპულ ღირებულებებთან ვიდრე ჩვენი. მათ საზოგადოების ტრანსფორმირება სწრაფად მოახდინეს. ჩვენს შემთხვევაში კი იმის გამო რომ უფრო დიდხანს ვიყავით საბჭოთა ოკუპაციის ქვეშ, დაგვიხოცეს რა მოაზროვნე თავები, ქართველი ადამიანი ქცეული ჰომო სოვიეტიკუსად და შესისხლხორცებული სისტემასთან, აღმოჩნდა ახალი თამაშის წესების ვერ მიმღები. ქართულ საზოგადოებრივ სხეულს გაუჭირდა დასავლურ ვაქცინასთან ადაპტაცია და ხშირად გვერდითი მოვლენები გამოავლინა. განსაკუთრებით ეს გვერდითი მოვლენები თავს იჩენს უფროს თაობაში, მათში ვინც როგორც პიროვნება საბჭოთა საქართველოში ჩამოყალიბდა.

მორალური პასუხისმგებლობა:

ზემოთ მოცემული ტექსტი რომელიც მოკლედ მოგვითხრობს ისტორიას, მიუთითებს უდიდეს მსხვერპლზე რომელიც საქართველომ და ანუ თითოეულმა ჩვენგანმა გაიღო თავისუფლებისთვის. ამიტომ და აქედან გამომდინარე, თითოეული ჩვენგანი ვალდებულია პატივი სცეს მსხვერპს, მსხვერპლს რომელიც გაიღეს დევნილებმა აფახაზეთიდან და სამაჩაბლოდან, მსხვერპლს რომელსაც ამ წუთებშიც გასცემს მრავალშვილიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთმ მყოფი დედა, მსხვერპლს რომელიც რუსთაველზე მრავალგზის დაგვინთხევია ამ 30 წლის მანძილზე,ადამიანები რომლებიც დავკარგეთ სისხლის მღვრელ ომებში, აღარაფერს ვამბობ მეფის რუსეთის და საბჭოთა ოკუპაციის პერიოდზე.

აღნიშნული, გვაკისრებს ვალდებულებას ერთმანეთის წინაშე, რომ ეს ქვეყანა იყოს წარმატებული, განვითარებული და მდიდარი. ამისთვის საჭიროა კარგად ვფლობდეთ დემოკრატიას, როგორც მიზნის მიღწევის იარღს და არა როგორც თვითმიზანს. ნატოც, ევროკავშირიც იმ იარაღთა ნაწილია, რომელიც აუცილებელია ქართველთა კეთილდღეობისთვის. ხოლო ჩამოთვლილთა კარგად ფლობისთვის აუცილებელია ცვლილებები, ცვლილებები არა მარტო სახელმწი ინსტიტუტებში არამედ, თითოეულის გულსა და გონებაში. აუცილებელია ჩვენს თავებს და გარემოს შევხედოთ სხვა კუთხით, სხვა თვალით ვიდრე ამას გვეუბნებოდნენ, გვასწავლიდნენ, გვირჩევდნენ მამები, თუნდაც წინაპრები ტრადიციის დაურღვევლობის ეგიდით. საქართველო უნდა განთავისუფლდეს, როგორც მისი “დიადი” წარსულის წნეხისგან, ასევე გაისაზრისოს ნაკლოვანებები დღევანდელი საზოგადოებისა. დროა ახალმა თაობამ გადააბიჯოს წინა თაობის სულში აქოთებულ საბჭოთა გვამს და იპოსვოს თავისი გზა, რომელიც უცილობლად იქნება ქართული. იცნოს მტერი და მიაგნოს იმ გზებს, რითიც მოწინააღმდეგე პოულობს ღრიჭოს ჩვენს სახელმწიფოებრივ სხეულზე. გარდაქმნას, ან აუცილებლობის შემთხვევაში საერთოდაც მოიშოროს თუნდაც მას ერქვას ათასწლოვანი ტრადიცია. მოიშოროს მომავლის სახელით!

ცვლილებებია თავისუფლების გზა და მორალური პასუხისმგებლობა ერთმანეთის წინაშე!

The post მორალური პასუხისმგებლობა! first appeared on ANIMO.

ოღრაშის მორალი…
სამარშრუტო ტაქსი. ჩვეული ადგილი. ვზივარ ბორბლის თავზედ, კენტ სავარძელში. მუხლებზე მიდევს ჩანთა. ჩვეულად მივდივარ დარბაზში. მძღოლიც ჩვეულად უჩერებს მგზავრებს, მე ყურსასმენებში, ჩაფლული ჩვეულად არ ვაქცევ ყურადღებას და ასე ჩვეულად დღეს უნდა ვივარჯიშო. უცებ უჩვეულო მოხუცი უჩვეულო ადგილას აჩერებს და ახალგაზრდა ქალს უჩვეულოდ უთმობს სამარშრუტო ტაქსში.

– აბრძანდით მშვენიერო! – ” მომესმა თუ გავიგონე, ყურსასმენები ხომ არ მოგვეხსნა?” – მივმართე ჩემს მეს, ისიც ჩვეულად დამეთანხმა.

– მადლობა! – ქალი შერცხვენით ამოკეკლუცდა თითქოს უკანალზე უპწკინესო. ჰმ ვინ იცის?! ჩამოიარეს და უჩვეულოდ ანუ მოულოდნელად ცალ ცალკე, იგივ ერთურთის განშორებით დასხდნენ, უკან, გრძელ სავარძელზე. დავიძაბე, აბა რა იქნება შემდეგ? ვკითხე ჩემს მეს. ის კი უჩვეულოდ დუმდა.

– კარგი გოგონა ჩანხარ! – განაგრძო სავარძელში მოკომფორტებულმა მოხუცმა.

– ჰმ! – კეფით ვიგრძენი როგორ შეიშმუშნა “სანადირო ხოხობი რკინის მანქანაში გამომწყვდეული”.

– ბავშვობიდან მასწავლიდნენ ქალებთან თავაზიანი უნდა იყოო, ასე გავატარე მთელი ცხოვრება, აგერ უკვე 84 წლის ვარ და ჯერ ქალისთვის არ მიწყენინებია! – ვერ ვხედავდი, მაგრამ აშკარა იყო, რომ თავისი ორღობე კბილებით დაღრეჯილ-აღტკინებულად შესციციმებდა.

– კარგია, კარგად გაუზრდიხართ! – წაიბურტყუნა ქალმა და უჩვეულო სიჩუმე ჩამოვარდა. თითქოს ყურდაცქვეტილ მგზავრებთან ერთად ძრავიც მიწყნარდა და დაძაბულ ატმოსფეროში ლივიტირდაო ჩვენი ტრანსპორტი.

– ბაბუუუ! – არავინ ელოდა ამ უჩვეულო სიტყვას, რამეთუ ბაბუას აშკარად ჰქონდა “მატორი” ადგილზე. ტემბრი იცვალა, მშობელივით მზრუნველი გახდა და სამარშრუტო ტაქსმა ერთიანად ამოისუნთქა. – მე თბილისში გაზრდილი კაცი ვარ! – განაგრძო ოღრაშმა – აი “კარენნოის” რომ ეძახიან, გაგიგია ალბათ!

– კი როგორ არა! – გაისმა წვრილი ხმა

– ადრე თბილისი სხვანაირი იყო ბაბუ, ახლა ბოდიში და ეს ჩამოთრეული ხალხი არაფერს სცემენ პატივს. ნაგავი, რომ ნაგავია იმას ყუთში კი არა ყუთის გვერდზე ყრიან, მთლა უარესი ზოგი ფანჯრიდანაც ისვრის. ვერ ისწავლა ამ ხალხმა თავისი ქვეყნის სიყვარული, აბა რა უნდა ელაპარაკო ამათ?!

– აბა, აბა! – უკვე ჩვეულად უპსუხა ქალმა

– ჰეჰ, ჰა,ჰა – რაღაცის თქმა უნდოდა და უცებ უჩვეულო ხველამ აიყოლია.

– ხომ კარგად ხართ? – გაისმა ჩვეული წვრილი ხმა.

– მა რა, ბევრ ახალგაზრდას არა ვჯობივარ?! – მიუგო უჩვეულომ სასტიკი ხველებით, რომელიც არ წყდებიდა. ქალი შეწუხდა, თითქმის მიახლოვებაც გაბედაო, ისიც უჩვეულოდ აგრძელებდა ხველას და უცებ.

– რეებს ბედავთ? – გაისმა წვრილი მაგრამ მკაცრი ხმა

– რა იყო ქალო, ხელი არ შეგხებია? – განაწყენდა უარყოფილი მოხუცი და პირი საპირისპიროდ ჰქნა.შეშფოთებული ქალი თავის ადგილს დაუბრუნდა. ისიც აშკარად სხვა მხარეს იყურებოდა.

ასე გავიარეთ რამოდენიმე დაძაბული გაჩერება და რადგან აღარაფერი ხდებოდა, ჩემმა მემ მიბრძანა ყურსასმენები ჩვეულ მდგომარეობაში დამებრუნებინა. მეც დავუჯერე, ასე მეძახის კაი ბიჭი ხარო და იმედებს ხომ ვერ გავუცრუებდი. “არქთიკ მანკის ინტრო” არ ჰქონდა დასრულებული, რომ მოხუცის უჩვეულოდ შეწუხებული ხმა უკვე შეჩვეულად მომესმა.

– ამ ხალხთან, როგორ უნდა აშენო ქვეყანა? – კითხულობდა ხმამაღლა – არაფერი უყვართ, ერთმანეთი ეზიზღებათ და ვერ იტანენ, განა ასე შეიძლება? – ქალი უკვე ჩვეულად აღარ პასუხობდა, ის კი მიუხედავად განაგრძობდა – ასე არ იყო ადრე, ეჰ სად არიან ის ჩემი მეგობრები? როდის ვისწავლით ჭკუას, ერთმანეთის სიყვარულს, წესებისა და კანონების მორჩილებას?! – ასე იძახოდა, შემდეგ სხვა ჭრელი მჭერმეტყველი სიტყვებიც გვესროლა დაუნდობლად. წამით გულწრფელად დავუწყე მოსმენა. კი ოღრაშია, მაგრამ სიმართლის მარცვალს დებს სიტყვებშითქო. არ გაჩერდა, იგრძნო რა აუდიტორიის მზერა უფრო და უფრო აღმატებული მორალით გვიმკობდა ყურებს. ვაჰ აი მოხუცი, აი კაცი, ქართველი ბაბუს ეტალონი, ოღრაში მაგრამ მართალითქო, როდესაც ბოლოში მჯდომი, საუბარ საუბრით დაიძრა, მოძრაობდა ანაზდეულად, უჩვეულოდ და გასაოცრად. ჩახტა გაჩერებაზე მგზავრობის ფულის გადაუხდელად და გაოცებული დაგვტოვა. თითქოს ამ სიტყვებით ან და თავისი ცხოვრების გზით დაიმსახურა უფასოდ მგზავრობაო, რამეთუ მისი ჭკუით ეკუთვნოდა!

სიტყვები ლიტონი აღმოჩნდა

რა საცოდავია ადამიანი, რასაც ხედავს იმას უარყოფს და ტკბილს სიტყვებში ცვლის. რა აფსურდია იმედის ქონა, როდესაც თვალწინ მაგალითი გიდევს და ეჰ, მაინც! როგორ შეიძლებოდა ეს ბაბუ ოღრაში და თან სიტყვების ერთგული ყოფილიყო?!

The post ოღრაშის მორალი… first appeared on ANIMO.

“გრუზინის” ანატომია
შენიშვნა: ფოტო ხელოვნური ინტელექტითაა დაგენერირებული და არავისი ბაბუა ან მამა არ არის…

გრუზინი არის ჰომოსაპიენსი რომელიც ჰომო ერექტუსობისაკენ მიისწრაფვის.

გრუზინი არის ადამიანი, რომელიც გაღვიძებული უკვე უკმაყოფილოა. ის გააღვიძეს ტკბილი ძილიდან და ისევ ამ საშინელ ცხოვრებას მოაბრუნეს. ნაწყენობა მისი თანმდევი ატრიბუტია რადგან იმედი აქვს გაცრუებული: ქვეყნისგან,მშობლებისგან, მეუღლისგან, მეგობრებისგან, შვილებისგანაც და საბოლოო ჯამში თავისი თავისგანაც. თუმცა ამას არ აღიარებს.

მუდმივად განადიდებს წარსულს, სძაგს ამწმყო და ვერ ხედავს მომავალს. არის დიდრონი და ამპარტავანი, რადგან ოდეს ყოფილა დიდი საქართველო. ეს შეგრძნება ყოველშია, მირაჟული უპირატესობისა სხვა ერების, სხვა ხალხის და მათ შორის ახლობელი ადამიანების მიმართაც. ყველა გრუზინი ყველა გრუზინზე მაღლა დგას.

თუ ვინმეს დაინახავენ რაიმე კარგს აკეთებს მაშინვე უპოვნიან ნაკლს, რომ რამენაირად გაამართლონ თავიანთი უმაქნისობა. სხვისი დაკნინება გრუზინისთვის მასზე აღზევებას ნიშნავს. ასე უფრო მარტივია , რადგან სხვისი აღიარება თავისი თავის ირიბ დადანაშაულებას ნიშნავს უმოქმედობაში, უძრაობაში ეს კი დისონანსში მოდის მის დიდრონ პერსონასთან. ამიტომაც უარყოფა რეფლექსად ქცევია და ალტერნატიულ რეალობას იქმნის, სადაც სამეფო გვირგვინი მას ადგას თავზე და სხვები ჰორიზონტს მიღმა თავიანთი გლეხუჭა ცხოვრებით ცხოვრობენ. ყოველი გრუზინი სარკეში მეფეს ხედავს და მართლაც, მას ყველა ატრიბუტი აქვს მეფობისა: სიზარმაცე, მბრძანებლური ტონი, დავალებების გაცემის უნარი, “ექსპერტი” ყველა სფეროში და არ მცოდნი ცალკე აღებული არცერთის. მაგრამ თავის თავში უსაზღვროდ დარწმუნებული, რეალობის უარყმყოფი და მასთან სასტიკად დაჯახებულია. ამასთან ღარიბი, ფლიდი, ვერგამტანი, უნიათო, მჩაგვრელი, ზოგან გაბოროტებულიც.

გრუზინს არ უყვარს განვითარება. საკუთარ თავზე შრომა ალქიმია ჰგონია, რომლის შესწავლაც მისთვის უბრალო დროის კარგვაა. ამიტომაც ჯობია დრო სხვა რამეში დაკარგოს. მაგალითად, მოყვეს თავისი მეფური ბუნება, გაშალოს ფარშევანგის კუდი, რამეთუ ღრმად წამს მისი ბაქიბუქობა მომხიბვლელია და გასაგები. მართალიც ასეა, სხვა გრუზინები ტკბილად ისმენენ გრუზინულ ამბებს, რადგან ეპოსურად გაფორმებულ ამბავს თავის თავთან აიგივებენ და ამით დროებით ივსებენ იმ სიცარიელეს, რომელსაც რეალობასთან აცდენა უქმნით.

გრუზინისთვის ყველა ტრადიცია წმინდაა და მისი მოდიფიცირება, თანამედროვეობასთან ინტეგრირება, წარმოუდგენელი. ის კი არა სიტყვა მოდიფიცირებაც კი სატანური ჰგონია, რამეთუ მასში ხედავს დამდგარი და ჩამყაყებული, მაგრამ უკვე შეგუებული გარემოს შეცვლას. ამიტომაც გრუზინი ეწინააღმდეგება ყველაფერ განსხვავებულს და ახალს სკეპტიკურად უყურებს. ამით იცავს თავის უნიათობას, შიშს შეცნობისა.

ყოველი გრუზინი მართლმადიდებლად თვლის თავს, მაგრამ ეკლესიას უფრო ბიუროდ აღიქვამს სადაც ცოლის ღალატი, მეგობრის საქმეში გადაგდება ან თუნდაც უარესი აუცილებლად მიეტევება და თუ მისი სული რაიმე მძიმე ცოდვით არის დამძიმებული, მან იცის რომ გარკვეული შესაწირის სანაცვლოდ სულს ერთი-ორად შეუმსუბუქებენ.

გრუზინი მტერს სცნობს მოყვარედ თუ ეს მის ინტერესებში მოხვდა. მას უჭირს საერთო იდეის დანახვა და ამ იდეისთვის ბრძოლა ხო საერთოდაც ეზარება, რადგან ხედავს, რომ არც სხვები იხწვიან. გრუზინისთვის მთავარი იდეა არ მოიცავს რაიმე მის პერსონაზე უფრო მეტს, რადგან მისი პერსონა მისთვის ყველფერზე დიდია.

გრუზინი არის ადამიანი, რომლისთვისაც სიკეთის კეთებას ფუნქცია აქვს და ეს ფუნქცია ინვესტირებაა, რომელმაც მალე სასურველი შედეგი უნდა გამოიღოს. გრუზინი არის ადამიანი რომელიც უბრალოდ, ბუნებრივად კი არ იღიმის, იღიმის იმიტომ რომ საჭიროა.

რას იტყვით დავრჩეთ გრუზინებად?

The post “გრუზინის” ანატომია first appeared on ANIMO.

ტესერაქსი, შავი ხვრელი, აბსოლუტურად შავი სხეული
ნაწილი 1: ტესერაქსი

ერთი შეხედვით, ტესერაქსს, შავ ხვრელსა და აბსოლუტურად შავ სხეულს პირდაპირი კავშირი არ აქვს, მაგრამ სტატიის მიზანი სწორედ ამ კავშირების გამოვლენაა.

ალბათ აჯობებს საუბრაი ტესერაქსით დავიწყოთ. ტესერაქსი ოთხგანზომილებიანი კუბის პროექციაა სამ განზომილებაში. არ მოგესმათ, პროექცია და არა თვითონ ოთხგანზომლებიანი კუბი. იმისთვის, რომ გავიგოთ თუ რა არის განზომილების პროექცია, აჯობებს ჯერ ერთ, შემდეგ ორ და სამ განზომილებაში განვიხილოთ კუბის ფორმები.

ერთგანზომილებიან სამყაროში კუბი უბრალოდ მონაკვეთია, რომელსაც მხოლოდ ერთი პარამეტრი, სიგრძე გააჩნია, ეს გამომდინარეობს თვითონ ერთგანზომილებიანი სამყაროს პარამეტრიდან. ახლა კი წარმოვიდგინოთ რომ ორი ასეთი კუბი ხვდება ერთმანეთს. სიტყვაზე, ერთს ერქვას ლაშა და მეორეს გიგა. რას დაინახავდნენ ისინი? დიახ, დიახ სწორი ბრძანდებით, ისინი ერთმანეთს წერტილებად აღიქვამენ, რადგან მხოლოდ ერთი მიმართულებით შეუძლიათ ყურება ან წინ, ან უკან, ყველა სხვა მიმართულება, იგივე განზომილება, მათთვის დახურულია, ანუ მათთვის არ არსებობს.

ახლა იგივე ანალიზი გავაგრძელოთ ორ განზომილებაში. ჩვენ, დამკვირვებლები ვხედავთ, რომ ამ განზომილებაში კუბი კვადრატს წარმოადგენს, რომელსაც გააჩნი სიგრძე და სიმაღლე. ისმის კითხვა, როგორ აღიქვამენ ლაშა და გიგა ერთმანეთს. მათთვის სხვა ობექტები წერტილი კი არა უკვე მონაკვეთებია. ისინი ერთმანეთს ხედავენ მონაკვეთებად, რადგან უკვე შეუძლიათ ერთმანეთი მეორე განზომილებიდან დაინახონ, ანუ გვერდიდან შეხედონ. გიგასთვის, ლაშა ყველა მხრიდან მონაკვეთია ისევე, როგორც ლაშასთვის გიგა, რადგან ისინი ვერ ხედავენ ერთმანეთსის ზედხედს, ამ კონკრეტულ სამყაროში მესამე განზომილების არ არსებობის გამო.

გავაგრძელოთ ანალიზი და ამჯერად დავამატოთ მესამე განზომილება. რას ხედავს გიგა და ლაშა? გიგა ხედავს, რომ ლაშა შედგება კვადრატებისგან, იგივეს ხედავს ლაშა. რომელი მხრიდანაც უნდა მობრუნდეს ლაშა, გიგასთვის ის კვადრატებია. თუ კუბი გაუმჭვირვალეა შენ მხოლოდ სამ მხარეს ხედავ და ვერ იტყვი თუ რა ხდება უკანა მხარეს.

ანალიზის თანახმად, იმისთვის, რომ ობიექტი თავის განზომილებაში სრული ფორმით აღიქვა, ერთი განზომილებით უფრო მაღლიდან უნდა შეხედო. სამ განზომილებიანი კუბის ყველა მხარე ერთდროულად რომ დაინახო, ამისთვის მას მეოთხე განზომილებიდან უნდა შეხედო.

გამოდის, რომ ჩვენ, ადამიანებს, ანუ სამგანზომილებიან არსებებს ბინოკულარული მხედველობით, ტესერაქსის სრულ ფორმებში დანახვა არ შეგვიძლია, მაგრამ შეგვიძლია მოვახდინოთ მისი პროეცირება სამ განზომილებაში და შემდგომ გადავიტანოთ ქაღალდზე, ანუ მოვახდინოთ ოთხგანზომილებიანი კუბის სამ განზომილებაში პროექცირების პროექცირება ორ განზომილებიან ზედაპირზე. ყველამ ვიცით, რომ კუბს აქვს ჩრდილი და როგორც წესი, კუბის ჩრდილი ასიმეტრიულია და არ გავს ჩრდილის წყაროს. ეს ერთი განზომილების დაკარგვის საფასურია. რა იქნება ტესერაქსის ჩრდილი სამ განზომილებაში. ამისთვის ჩვენი კუბი უნდა დავაკოპიროთ და ოდნავ დავაპატარაოდ, ისე რომ ახალი კუბი წინა კუბის ცენტრში დარჩეს, ხოლო შემდეგ წახნაგები შევაერთოთ. სწორედ ეს არის 4 განზომილებიანი კუბის პროექცია სამ განზომილებაში, ანუ ტესერაქსი.

ახლა კი ისევ მივუბრუნდეთ ორგანზეომილებიან სამყაროს, სადაც ლაშას და გიგას ერთმანეთი მონაკვეთები ჰგონიათ, და დავამატოთ ერთი პირობა, რომ ეს ორგანზომილებიანი სამყარო გამრუდებულია მესამეში. ასეთ გამრუდებულ სამყაროში თუ გიგა საკმარისად შორ მანძილზე იმოგზაურებს, ის აუცილებლად დაუბრუნდება მოგზაურობის დაწყების წერტილს. ის ვერ დაინახავს ამ გამრუდებას, მაგრამ ლოგიკურად დაასკვნის, რომ მისი სამყარო გამრუდებულია, ხოლო ასეთი სამყაროს ცენტრი მესამე განზომილებაშია.

ეს კარგად შეესაბამება ჩვენს, ადამიანების მდგომარობას. თუ გიგას და ლაშას ორგანზომილებიან სამყაროს მესამეს დავამატებთ და ვიტყვით, რომ ის მეოთხეშია გამრუდებული, მივიღებთ ჰიპერსფეროს, რომლის ცენტრი მეოთხე განზომილებაში მდებარეობს. მაშინ, კითხვაზე სად მოხდა დიდი აფეთქება, პასუხი მარტივია: სამ განზომილებაში ყველგან და აფეთქების ცენტრი მეოთხე განზომილებაშია, ხოლო როგორც კუბის მაგალითზე ვნახეთ, ოთხგანზომილებიანი ობიექტის სრულად აღსაქმელად მე-5 განზომილებიდან უნდა შეხედო მას (ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მგონი ნოლანის ინტერსტელარში ის უცხო არსებები, რომლებმაც “ვორმჰოლი” შექმნეს, სწორედ მე-5 განზომილებიდან არიან და არა მაგალითად მე-4 ან მე-9 დან. ალბათ იმიტომ, რომ მე-5 განზომილებიდან სამყაროს რაობა ხელისგულივით მოჩანს, ეს ჩემი ვარაუდია).

თუ სამყაროში მატერიის რაოდენობა არასაკმარისია იმისათვის, რომ ოდესმე გრავიტაციის ხარჯზე სამყაროს გაფართოება შეჩერდეს, მაშინ ასეთი სამყარო გახსნილია და ის უნაგირივით მორკალული უნდა იყოს. თუ სამყაროში საკმარისი მატერიაა ინფლაციის შესაჩერებლად, მაშინ სამყარო ჩაკეტილი ჰიპერსფეროა, საიდანაც სინათლეც კი ვერ გააღწევს, ანუ შავი ხვრელი.

წყარო: კარლ სეიგანის კოსმოსი: გვერდი 417 მე-2 აბზაციდან – 422 გვერდის ჩათვლით.

ნაწილი 2: შავი ხვრელი

შავი ხვრელის აღწერა მრავალნაირად შეიძლება, თუნდაც ფარდობითობის თეორიის ჭრილში, შავი ხვრელების მიმართულებით რომლის შემდგომ დაკონკრეტებასაც წარმოადგენს ჰოკინგის ნამუშევრები და ბეკენშტეინის შავი ხვრელის ენტროპიული კუთხით წარმოდგენა. მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში დავეყრდნობით ნიუტენისეულ ფიზიკას, რომელიც ყველაზე უკეთ შეესაბამება ჩვენს მიერ შერჩეულ დღევანდელ თემას. ამისთვის დაგვჭირდება კოსმოსური სიჩქარის  ფორმულის E=((1/2)*M*V^2)-(G*Mm)/r  მოდიფიკაცია სინათლის სიჩქარით.

წყარო: სამყარო როგორც შავი ხვრელი Lawrence Krauss

ლორენ კრაუსის მსჯელობა:

თუ ობიექტის მასას (რომლისგანაც გაქცევას ვცდილობთ) გავზრდით საკმარისად, მაშინ ამ ობიექტისგან გასაქცევად საჭირო სიჩქარე მიუახლოვდება სინათლის სიჩქარეს. თუ მასას მეტად გავზრდით, მაშინ სინათლეც ვერ დააღწევს ამ ობიექტს თავს და მივიღებთ შავ ხვრელს.

თავის მხრივ, მასა ტოლია ობიექტის მოცულობისა და სიმკვრივის ნამრავლისა.(ro=C^2/(2*G*R^2) თავის მხრივ სიმკვრივე (ro) ტოლია სინათლის სიჩქარის კვადრატის შეფარდებისა (C^2)/ ორჯერ გამრავლებული გრავიტაციული კონსტანტის ნამრავლისა ობიექტის რადიუსის კვადრატზე (2*G*R^2)), გამოდის, რომ რაც უფრო დიდია შავი ხვრელის მოცულობა, მით უფრო ნაკლებია მისი სიმკვრივე. მსჯელობიდან გამომდინარე, თუ ჩვენი გალაქტიკის ზომის შავ ხვრელს ავიღებთ, მისი სიმკვრივე წყლის სიმკვრივეს გაუტოლდება, ხოლო თუ ავიღებთ ხილვადი სამყაროს ზომის შავ ხვრელს, მაშინ მისი სიმკვრივე სამყაროს სიმკვრივეზე ოდნავ მეტი იქნება (კრაუსის მსჯელობის დასასრული).

თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენ, სამყაროს მხოლოდ ნაწილს ვხედავთ, შესაძლებელი ხდება დაშვება, რომ სამყარო შავი ხვრელია. რაც იმას ნიშნავს, რომ ის ჩაკეტილი სისტემაა და ჩვენი სამყაროდან სინათლე ვერ გადის.

თუ სამყარო შავი ხვრელია, ანუ ჩაკეტილი სისტემაა, სადაც დიდი აფეთქება ერთდროულად და ყველგან მოხდა, მაშინ ის ჰიპერსფერო ანუ ოთხგანზომილებიანი სფეროა და აფეთქების წერტილი მე-4 განზომილებაში მდებარეობს. ამ მსჯელობით კი ჩვენ ვუბრუნდებით ჩვენი საუბრის დასაწყისს, ანუ განზომილებებს და მის წარმომადგენელ ჰიპერკუბს, ანუ ტესერაქსს.

ნაწილი 3: აბსოლუტურად შავი სხეული

ყუთი, ასევე შესაძლოა, როგორც აბსოლუტურად შავი სხეული ისე წარმოვიდგინოთ, რომელსაც თავის მხრივ გააჩნია კავშირი შავ ხვრელთან.
რა არის აბსოლუტურად შავი სხეული? ეს არის ჰიპოთეტური სხეული, რომელიც შთანთქავს სინათლის ყველა სპექტრულ ხაზს. და თუ წარმოვიდგენთ, რომ ეს შავი სხეული შედგება მატერიისგან, მაშინ შეგვიძლია ვიავარაუდოთ, რომ მისი ტემპერატურა მოიმატებს სინათლის შთანთქმის პარალელურად. თუ ობიექტის ტემპერატურა იმატებს, ესეიგი ის ასხივებს სინათლეს, რასაც აბსოლუტურად შავი სხეულის გამოსხივება ეწოდება.
აბსოლურტურად შავი სხეულის გამოსხივება კი დამოკიდებულია ტემპერატურაზე. ამ დამოკიდებულებას ეწოდება პლანკის კანონი/ფუნქცია. (B=(2hc^2/lamda^5)*(1/(exp((h*c)/(lamda*kB*T))-1)) სადაც h = პლანკის კონსტანტა, c = სინათლის სიჩქარე, kB=ბოლცმანის კონსტანტა).

ამ ფუნქციის მიხედვით, ობიექტი რაც უფრო ცხელია, მით უფრო ლურჯი სპეტრისკენ იწყებს გამოსხივებას, ხოლო ტემპერატურის კლებასთან ერთად, ობიექტის ფერი წითლისკენ იხრება.
სწორედ ეს მიგნება გვაძლევს საშუალებას ფერის მიხედვით განვსაზღვროთ შორეული ობიექტების ტემპერატურა, რადგან ფერის კონკრეტულ სპექტრს, კონკრეტული ტემპერატურა შეესაბამება.

თუ დავუბრუნდებით შავ ხვრელს, უკვე ვიცით, რომ შავი ხვრელი არაა აბსოლუტურად ჩაკეტილი სისტემა და ის ჰოკინგის გამოსხივებით ასხივებს. შვარცშილდის რადიუსის მქონე შავი ხვრელისთვის გამოსხივება ტოლფასი იქნება აბსოლუტურად შავი სხეულის გამოსხივებისა, რომლის ტემპერატურაც შეესაბამება (6*10^-8K)* Mo/M ფორმულას. სადაც Mo არის მზის მასა, ხოლო M – შავი ხვრელის მასა. ბევრი რომ არ ვილაპარკოთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შავი ხვრელის გამოსხივება ძალიან მცირეა, მაგალითად, ვარსკვლავთან შედარებით, ტემპერატურაც შესაბამისად, რაც იმას ნიშნავს, რომ შავი ხვრელი ძალიან ნელა კარგავს თავის მასას.

შეჯამება:

ჩვენი კუბი ჯერ წარმოვადგინეთ, როგორც ტესერაქსი, რომელიც ოთხგანზომილებიანი ობიექტის პროექციაა სამ განზომილებაში, ხოლო შემდგომ, სამყარო, როგორც ჩაკეტილი სისტემა ანუ შავი ხვრელი, რომლის ცენტრიც მეოთხე განზომილებაში მდებარეობს. შემდეგ კი იგივე ობიექტები შავი ხვრელი და ტესერაქსი, როგორც აბსოლუტურად შავი სხეულები. თუ მე ამ სფეროს ანუ შავ ხვრელს ყუთში ჩავდებ, გამოვა გარკვეული კოსმიური კალკირება (ფრანგული სიტყვაა და განმეორებას ნიშნავს). შინაარსეით ერთი და იმავე ობიექტის ორი განსხვავებული ფორმა მოთავსებული ერთმანეთში.

არ დაგავიწყდეთ ამ ობიექტის აწყობა, თქვენც შეგიძლიათ სახლის პირობებში. საჭირო ნივთების ბმულები იხილეთ აღწერაში.

საღებავი Black 3.0 შთანთქავს სინათლის 99,45% –
https://www.ebay.com/itm/164637886441?ssPageName=STRK%3AMEBIDX%3AIT&_trksid=p2060353.m2749.l2649

ბროლის ბურთი –
https://www.ebay.com/itm/164294282267?ssPageName=STRK%3AMEBIDX%3AIT&_trksid=p2060353.m2749.l2648
კუბი დამზადდა ელიავაზე (დურგლებთან) ფასი: 100 ლარი
კუბის პროპორციები: 16x16x16 სმ, კუთხური ჭრილები 45გრადუსი.

The post ტესერაქსი, შავი ხვრელი, აბსოლუტურად შავი სხეული first appeared on ANIMO.

რიგითი კალიას გადასარჩენად!
დილით რაღაც გაგუდული ხმა მაღვიძებს. ერთხელ, მეორედ! გახელაც არ მინდა, ჯერ ფანჯარაზე არეკლილი მზე დახუჭულ თვალებში არ მანათებს, ესეიგი ადრეა. მაგრამ გაგუდული ხმა მიახლოვდება და სხვა გზა არ არის. მბჟუტავი სინათლე მიქიცინებს ნეორონებში და ცოცხით მომარჯვებულ დედას შოკირებული შევყურებ. მეთქი არა, ჩემზე? როგორ კაცო! დედა? გამიელვა ფიქრებმა, როცა მოძრაობა შევამჩნიე. საბანს ჩახუტებული კალია ამაყად დამყურებდა, მისი სფინქსივით გაშეშებული სხეული უძრავად დამდგარიყო მორიგ ნახტომში მომზადებული. მივხვდი რა, რომ კალიას სასიკვდილო საფრთხე გადაუდებელ ზომებს მოითხოვდა, სასწრაფოდ გადავეფარე და ისიც უმადურად შემასკდა შუბლზე. საწოლი, სკამი, იატაკი, დივანი: ბრაგან ხელში ცოცხი, ბაძგვან მხარში ცოცხი, სადღაც ბრძოლის შუწელს შევთანხმდით, რომ “ლეტალურ” იარაღს აღარ გამოვიყენებდით! ისევ იატაკი, მერე მაგიდა და ბოლოს კომპიუტერთან მოხერხდა აჯანყებულის გაკავება. ოჰ, როგორ ფორთხავდა საწყალი, ვეცადე არ გამეჭყლიტა, წამით “ვისა ბიჯოოოო” სახე მტყორცნა და ჭიდაობა განაგრძო. სასწრაფოდ აივანზე, ნიავმა აიტაცა, ასე ნარნარად გაშალა ყავისფერი ფრთები გადარჩენილმა. ამაყი მზერა გავაყოლე, მშვიდობით ჩემი კალია, “მაგრამ, ბიჭო, რაღაც ძაან მაღლა მიფრინავთქო” გავიფიქრე, როდესაც მერცხალმა უადვოკატოდ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა და სინათლის სიჩქარით ჩამიქროლა. ახლა, როცა მაგ მერცხალზე ვფიქრობ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მკვლელობის შემდეგ მადლობის ნიშნად თვალიც კი ჩამიპაჭუნა და ამით კიდევ უფრო შემზიზღდა მისი შავრაზმული, ბნელი, მანტია მოსხმული სილუეტი. იცოდეთ… ეგ მერცხალი ჩემი მტერია!!!

The post რიგითი კალიას გადასარჩენად! first appeared on ANIMO.

სიკეთისა და ბოროტების არსი
ზოგი იტყვის, რომ არსებობს აბსოლუტური ზღვარი სიკეთესა და ბოროტებას შორის. ყველამ იცის სად გადის, რას შვება და როგორ აღვიქვამთ მას. თითქოს არსებობს  აბსოლუტური განსაზვრება, აღქმა საზოგადოების მხრიდან რა არის ან უნდა იყოს სიკეთე და მისი ანტიპოდი ბოროტრბა. ანუ არსებობს აბსოლუტურად შავი და აბსოლუტურად თეთრი ქმედება ან მათი ჯაჭვი, რომელთა კრებსითი სახელი შეესაბამება სიკეთეს ან ბოროტებას. ადამიანის აღქმადობაშიც სიკეთეს და ბოროტება ფერთა პალიტრიდან  შესაბამისად თეთრს ან შავს უკავშირდება. ალბათ ეს ზოგადი საზოგადოებრივი აზრიდან გვიყალიბდება, ბავშვობიდან და გაზრდილნი აღარც ვფიქრობთ შეიძლება თუ არა ეს რაღაც აბსტრაქტული სახელდებულები სხვა ფერი იყოს. შეიძლება კი მე, ინდივიდმა სუბიექტურად შევძლო მათთვის ფერების შერჩევა?

იმისთვის, რომ გავიგოთ სიკეთის და ბოროტების არსი საჭიროა ღრმა შინაგანი ძიება და უკიდურესობების პოვნა. რა არის  სიკეთე ჩემთვის და ქმედების ჩადენისას რას მაძლევს მე როგორც განწყობის ასევე შეგრძნების დონეზე. ჩვენ ყველანი შევთანხმდებით იმ ფაქტზე, რომ სიკეთის კეთება სასიამოვნოა. ჩავთვალოთ, რომ სიკეთის კეთებისგან მიღებული სიამოვნება კონსტანტაა. მაშინ გამოგვდის სქემა, რომლის მიხედვითაც სიკეთის აქტის შემდგომ ჩვენ ვღებულობთ სიამოვნებას, გამოიკვეთა მიზეზ შედეგობრივი კავში. ახალა უნდა გავარკვიოთ რა არის სიკეთე და რა არის სიამოვნება ცალ ცალკე. სიკეთე ესე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: სიკეთე არის ქმედება სხვა სუბიექის ან ობიექტის მიმართ, როდესაც სიკეთის ქმედების ობიექტი, ან სუბიექტი კონკრეტულ  მომენტში განიცდის ან მომავალში განიცდიდეს იქნება სიამოვნებას, ანუ სარგებელს.  გვაქვს განტოლების ერთი მხარე ახლა ვისაუბროთ მეორეზე, რა არის სიკეთით განცდილი სიამოვნება: სიკეთით განცდილი სიამოვნება არის სხვა სუბიექტის ან ობიექტის მიერ განცდილი სიამოვნების ანარეკლი სიკეთის ჩამდენზე. ანუ სხვანაირად, რომ ვთქვათ იმ კონკრეტულ მომენტში სიკეთის ჩამდენი თავის თავს აყენებს იმ სუბიექტის, ან ობიეტის ადგილზე ვის მიმართაც განახორციელა სიკეთის აქტი. ანუ აღწერილი ქმედება შინაარსით შეესაბამება ემპათიას. ანუ უნარს როდესაც ერთ ადამიანს შეუძლია მეორე ადამიანის ან სხვა არსების ადგილზე წარმოიდგინოს თავი. სწორედ ამიტომაა, რომ ემპათიის დეფიციტის მქონე პიროვნების ნარცისული გართულების მქონე ადამიანები, სოციოპათები და ფსიქოპათები ვერ ღებულობენ სიკეთის კეთებისას სიამოვნებას. მათთვის ეს გაუგებარია, უფრო მეტიც კონტრპროდუქტიული, რადგან სიკეთე თავის თავსი გულისხმობს მატერიალურ ან არამატერიალურ მსხვერპლს სხვის სასიკეტოდ. ანუ, ამ ჯგუფის გადმოსახედიდან ხარჯს, დანაკარგს.

რომ შევაჯამოთ სიკეთის გულწრფელი აქტი = სიკეთის მიმღები სუბიექტის მიერ  მიღებულ სიამოვნებას + სიკეთის ჩამდენი სუბიექტის ემპათიის უნარი. ანუ სიკეთის გულწრფელი აქტისას სიკეთის მიმღები სუბიექტი თუ ვერ ღებულობს სიამოვნებას, ან სიკეთის ჩამდენ სუბიექტს არ გააჩნია ემპათიის უნარი სიკეთის გულწრფელი აქტი შეიძლება ჩაითვალოს შეუმდგარად. აქედანვე გამომდინარეობს უემპათიო ადამიანის მხრიდან რწფელი სიკეთის აქტის ჩადენის უუნარობა. რწფელი სიკეთის აქტი, ანუ სიკეთე რომელიც თავის თავში არ გულისხმობს  სხვა ამონაგებს გარდა ემპათიური მდგომარეობით მიღებული სიამოვნებისა. თავის მხრივ ემპათიისგან მიღებული სიამოვნება მით უფრო მაღალია რაც უფრო მაღალი  და გულწრფელია მადლიერება სიკეთის მიმღები სუბიექტისა.

თუ ობიექტურად შევხედავთ ამ ფორმულას გამოგვივა, რომ როგორც სიკეთის ჩამდენი ასევე სიკეთის მიმღები აქტისგან ღებულობენ სიამოვნებას, რაც განაპირობებს  აქტის ჩადენის შემდგომ ინიციატივებს. თუ პიროვნება ვერ ღებულობს სიამოვნებას მაშინ სიკეთის ჩადენას მისთვის აზრი ეკარგება.

ახლა კი დროა ყურადღება დავუთმოთ სიკეთის ოპონენტ მოვლენას, ოპოზიტს, რევერსს ბოროტებას. რა არის ბოროტება? ბოროტება არის ქმედება ერთი სუბიექტისა მეორე სუბიექტის ან ობიეტის მიმართ, რომლის დროსაც მიმღები მხარე მომწოდებლის ქმედებისგან სიამოვნების ნაცვლად განიცდის ფიზიკურ ან სულიერ ტანჯვას. ანუ აქაც როგორც სიკეთის შემთხვევაში არსებობს მომხმარებელი და მიმწოდებელი. იმისთვის რომ გავერკვეთ აქტის ჩადენის მომენტში რა მოვლენები ვითარდეაბ საჭიროა ორივე მხარეს დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებასთან ერთად. საზოგადოების მხრიდა მიღებული ფორმულირებას დაქვემდებარებული ქმედება ბოროტება აღიძვრება მოთხოვნის გამო იმ პიროვნებაში რომელიც ანხორციელებს აქტს. ანუ არსებობს დაუკმაყოფილებლობის მომენტი, რომელიც იმდონეზეა აყვანილი, რომ საბოლოოდ პიროვნებას ვალდებულს ხდის გამოხატოს ამა თუ იმ ფორმით. ამ მომენტში სუბიექტი კონცენტრირდება თავის დაუკმაყოფილებლობის იგივე ტკივილის წერტილზე და ცდილობს მოაგვაროს ის, შიდა რესურსის ამოწურვის შემდგომ სუბიექტი გამოხატავს შინაგან განწყობას გარემოზე. ამ გამოხატვის მიზანია თავიდან მოიშოროს შინაგანი დისკომფორტი და განთავისუფლდეს. ხოლო გათავისუფლების შემდგომ, ანუ აქტის დამთავრებისთანავე მოდის შვება ანუ დამშვიდება რომელიც სიამოვნებას გვრის სუბიექტს. ხოლო აქტის მიზანია თავისი შინაგანი განწყობა გადასცეს, ანუ მის პერსონალურ მდგომარებასთან მიახლოვოს სხვა სუბიექტი ან ობიექტი. მხოლოდ ასე მიიღწევა განთავისუფლება შინაგანი დისკომფორტისაგან.

არსებობს ბოროტების ჩადენის კიდევ ერთი მიზანი. ეს არის სხვისი ტანჯვით ტკობა. მზგავსი ადამიანები იწვევენ სხვებში ნეგატიურ ემოციებს, თავი იგრძნონ მათზე ზემოთ, აღმატებულად. ანუ იგრძნონ ძალაუფლება.

განვიხილოთ სქემის მეორე მხარე. აქტის მიმდინარეობისას სუბიექტი გადის რამოდენიმე ეტაპს სანამ მიაღწევს პანიკას. ბოროტების აქტორის მიზანიც სწორედ ეს არის სხვაში მიაღწიოს პანიკის იმ დონეს რომელიც მის შინაგან დისკომფორტს გაუტოლდება. თუ მიზანი მიღწეულია მაშინ ბოროტების აქტორი კმაყოფილდება, თუ არა აგრძელესბს აქტს ან ეძებს ახალ მსხვერპლს, ან მოეშვება საკითხს დროთა სვლასთან ერთად, ან იქნება მუდმივი შიმშილის, დაუკმაყოფილებლობის ზღვარზე. შეგვიძლია ვთქვათ რომ აქტორი ცდილობს მაქსიმალურად მიაახლოვოს მის შინაგან განწყობებთან ვიზავი და ამ გზით გადასცეს თავისი შინაგანი დისკომფორტი, ტკივილი, თუ სხვა წუხილები. ანუ თავის ადგილას ჩააყენოს სხვა და ნახოს თავისი დისკომფორტის პროექცია მასში. განთავისუფლდეს და ისიამოვნოს განთავისუფლებით.

შესაბამისად ბოროტების აქტის შესადგომად ისევე, როგორც სიკეთის აქტის შემდგარად საცნობად საჭიროა მეორე სუბიექტის არსებობა. ეს იმისთვისაა საჭირო რომ მივიღოთ უკუკავშირით გამოწვეული სიამოვნება, როგორც ერთ ასევე მეორე შემთხვევაში.

როგორც დავინახეთ სიკეთის და ბოროტების კეთებას ერთი მიზანი აქვთ, მიიღოს სიამოვნება აქტისგან. მაგრამ ისინი მაინც ოპოზიტურ მიმართებაში არიან ერთმანეთთან. ანუ სიკეთის აქტის შემთხვევაში მექანიზმი მუშაობს იმგვარად, რომ აქტორი ემპათიის საშუალებით დგება სუბიექტის მდგომარეობაში და თავის თავში აირეკლავს სუბიექტის მიერ მიღებულ სიამოვნებას. ბოროტი ქმედების შემთხვევაში კი აქტორი პირიქით თავის თავს აპროექცირებს სხვა სუბიექტში, რომ განთავისუფლდეს შინაგანი ტანჯვისგან.

თუ ზემოთ აღნიშნული დებულება ჭეშმარიტია მაშინ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ როგორც სიკეთე ისე ბოროტება სიამოვნების მიღების წყაროა და მათ შორის ზღვარი პირობითია, ანუ სუბიექტურად დანახული როგორც დამკვირვებლის ასევე აქტში ჩართული პირების მხრიდან.

თუ გავაგრძელებთ მსჯელობას და გავიაზრებთ რომ სიამოვნების წყაროზე დამოკიდებულების ჩამოყალიბება ძალზე შესაძლებელია, შეგვიძლია დავუშვათ რომ შეიძლება არსებობდეს აბსოლუტურად სიკეთეზე და აბსოლუტურად ბოროტებაზე დამოკიდებული სუბიექტები. მაშ რა განსხვავება იქნება ამ ორ სუბიექტს შორის.

თუ სუბიექტი ეჩვევა ბოროტების ჩადენას და ახორციელებს აქტს პერმამენტულად მასში პროპორციულად მცირდება ემპათიის გრძნობა სხვა სუბიექტებისა მიმართ. უკიდურეს შემთხვევაში გამოიხატება პათოლოოგიების სახით. მაგრამ კიდევ უფრო უცნაურია სიკეთეზე დამოკიდებული ადამიანის მდგომარეობა. რადგან სიკეთე მოითხოვს როგორც სულიერ ასევე მატერიალურ გაცემას, ანუ რესურსების დათმობას, შესაძლოა კონკრეტული სუბიეტისთვის არსებობდეს ზედა ზღვარი, რომლის იქითაც ის თავს იგრძნობს ჩაგრულად. ანუ კომფორტის ზონიდან იქნება ამოგდებული, რაც მას უბიძგებს ჯერ თვითგვემისკენ და თუ განგრძობითად გაგრძელდა მზგავსი მდგომარეობა, ის მიდრეკილი იქნება ბოროტების აქტის ჩადენისკენ, რომ მისი მდგომარეობა რამენაირად შეამსუბუქდეს,ანუ განთავისუფლდეს. გარკვეულწილად ასე იკვრება ციკლი სიკეთესა და ბოროტებას შორის და ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ სუბიექტების რესურსები ამოწურვადია. ხოლო რესურსების მარაგი კონკრეტული შემთხვევისთვის კონკრეტულია და განპირობებულია პიროვნების პირადი მახასიათებლებით.

სიკეთის კეთების სურვილი უკუპროპორციულია ჩადენილი აქტების რაოდენობისა და დროის მონაკეთში ინტენსივობისა(რაც უფრო მაღალია ინტენსივობა მით უფრო დაბალია სიკეთის კეთების სურვილი)

ბოროტების ჩადენის სურვული პროპორციულია აქტების ჩადენის რაოდენობისა და უკუპროპორციულია ჩადენილი აქტების რაოდენობის ინტენსივობისა (რაც უფრო მეტ ბოროტებას ჩადიხარ მით უფრო ბევრი, უფრო მასშტაბური გინდება, მაგრამ თუ აქტების რაოდენობა დროის მონაკვეთში ბევრია მაშინ ბოროტების კეთების სურვილი მცირდება)

სიკეთის კეთების სურვილი პირდაპირ პროპორციულია უკან დაბრუნებული სიამოვნების ხარისხისა და მასშტაბისა.

ბოროტების კეთების სურვილი პირდაპირ პროპორციულია უკან დაბრუნებული სიამოვნების ხარისხისა და მასშტაბისა.

თანაბარი იმპულსის მიღების შემთხვევაში სიკეთის კეთებისას იგივე იმპულსი უფრო მალე დაიხარჯება ვიდრე ბოროტების კეთებისას. იმის გამო რომ სიკეთის კეთება მეტად ენერგო ხარჯვადია ვიდრე ბოროტების კეთება.

რამოდენიმე სიტყვა უნდა ითქვას აზრის წარმოსობის მომენტზე და იმის განსაზღვრებაზე ეს აზრი პოროტია თუ კეთილი. ამ თემის მასშტაბური განხილვა მოცემულია ჩემს მოთხრობაში „არქიონი“. სწორედ „არქიონი“ ანუ პირველადი დავარქვი იმ აზრს, რომელმაც ჯერ არ იცის კეთილია თუ ბოროტია. სწორედაც აზრის წარმოშობის მომენტში ადამიანმა არ იცის ეს აზრი სიკეთისკენაა მიმართული თუ ბოროტებისკენ. გონება ამ აზრის ავკარგიანობას განსაზღვრავს წინარე გამოცდილების საფუძველზე და იშველიებს ანალოგიებს იმის დასადგენად თუ ეს აზრი როგორ უკურეაქციას გამოიწვევს თუ სამყაროში ჰპოვებს გამოვლინებას. ანუ ამუშავებას იწყებს კონვენციური მორალი, რომელიც ეფუძნება დასჯის შიშს. შემდგომ კი გადამოწმება ხდება არაკონვენციური მორალის პარამეტრებით. თუ დასჯადია აღნიშნული აზრი ის ბოროტებას ემსახურება, თუ არა პირიქით. არსებობს კიდევ ერთი კრიტერიუმი, რამდენად სარგებლიანია ან დამაზიანებელი საკუთრივ ეს აზრი ამ აზრის პატრონისთვის. ემპათიური გონებისთვის არსებობს კიდევ ერთი კრიტერიუმი. გამოიწვევს თუ არა აღნიშნული აზრი სხვაში ტკივილს ან სიამოვნებას. ეს არის ძირითადი კრიტერიუმები რითიც გონება განსაზღვრავს აზრის ავკარგიანობას.

რომ შევაჯამოთ, გონებამ არ იცის პირველადი აზრი ანუ არქიონის რაობა. ამას განსაზღვრავს შემდგომი ფილტრები, გამომუშავებული გამოცდილებით და დაგროვილი ცოდნით. შესაბამისად სიკეთისა და ბოროტების რაობა თავიდან გაურკვეველია და მიზნად ისახავს სიამოვნების მიღებას.

The post სიკეთისა და ბოროტების არსი first appeared on ANIMO.

Anima Exodus – სულის გასახლება
„მძულს, მძულს“ – გაიფიქრებდა მარიამი როდესაც გიორგი გვერდით ჩაუვლიდა. ვეღარ იტანდა, ვეღარ უძლებდა. ან პირს როგორ აწკლაპუნებდა ან, როგორ სუნთქავდა.“ აუტანელი და საზიზღარი მოღალატე. და მე ეს უნდა ავიტანო? მე ხომ ასეთი ლამაზი ვარ, ჩემი ღალატი როგორ გაბედა?“ – იჯდა სავარძელში და ამრეზი მზერით გასცქეროდა თავის ქმარს. „მე მას დავსჯი, ისე დავსჯი რომ ცრემლები ღვაროს, ისე რომ კანკალებდეს, აგერ ნახავ თუ არა!“

გიორგი და მარიამი უკვე ათ წელზე მეტია დაოჯახდნენ. მათი ისტორია რაღაცა კუთხით, შაბლონურია იმ საზოგადოებისთვის რომელიც მორალსა და ღირსებაზე აკეთებს აქცენტს, კრძალავს ყოველივე ადამიანურსა და ცხოველურს, მიჰყვება ანაქრონისტულ ტრადიციებს და ამავდროულად ჩადის სიასტიკეს, სისაძაგლესა და ყოველგვარ გარყვნილებას. ამ ორმაგი სტანდარტების საზოგადოებაში, სადაც პირფერობა კულტურის მაღალი დონის მაჩვენებელია, შეუძლებელია ინტიმური ურთიერთობა გქონდეს საპირისპირო სქესთან ვალდებულებების გარეშე. სწორედ ასე დაიწყო ამ ორი ადამიანის დაწყვილების ისტორია.

მარიამზე ვერ იტყვი, რომ წარმატებული მოსწავლე იყო. ვერც იმას, რომ თანატოლებს შორის ნიჭიერებით ან გონიერებით გამოირჩეოდა. არც სილამაზით დაიკვეხნიდა და ვერც ვერაფრით მიიქცევდა ყურადღებას, რომ არა მისი ტემპერამენტი, მისი თვალების „ცეკვა“ და სხვების სულებზე თამაშის უნარი. ყოველ ჯერზე როცა კი თავს მარტოსულად იგრძნობდა, გავარდებოდა იმ ხალხში რომლებსაც მეგობრებად მიიჩნევდა და ახალი ავანტიურით შეიარაღებული დაადგებოდა მათ სულებსა და გონებას. ასე დაიწყო სამეგობრომ მოწევა, დალევა და ბიჭებთან გართობა. ამით ორმაგ სიამოვნებას ღებულობდა. ჯერ პროცესით, მერე რომ პროცესში სხვებიც ჩაითრია და ამით მათზე გავლენა გააძლიერა. მარიამის ამ არეულ ცხოვრებას ვერც მისი ოჯახი აბალანსებდა, უფრო მეტიც. დედ-მამის ურთიერთობა მისი სულიერი მდგომარეობის ანარეკლი იყო. სიღარიბეში მცხოვრები ოჯახი, რომელსაც მითიური, „დიადი“ წარსულის გავლენით ამბიციები ახრჩობდა და ვერ იკმაყოფილებდა, მუდმივი მტრობისა და ქიშპობის პოლიგონად იყო ქცეული. დედის ჩხუბი, ყვირილი, წივილი. მამის ბღავილი და სახეში გალაწუნების ხმა. მერე ისევ და ისევ. უცხო კაცების სიარული დედასთან სახლში მისი „მძიმე“ ცხოვრების შესამსუბუქებლად. გვერდზე ოთახში ბორგინი, კნავილის ხმა. მამის დაკარგვა თვეობით და ამ არეულობის უწყვეტი ციკლი.

მიუხედავად მუდმივი დაძაბულობისა დედისერთა მარიამს მშობლები მაქსიმალურად ანებივრებდნენ, იმ ფარგლებში რისი სიდუხჭირეც ჰქონდათ. მარიამის ნებისმიერი ქცევა, მოქმედება მართლდებოდა მრავალი მიზეზებითა და სხვებზე გადაბრალებით. მარიამი ბავშვობიდანვე მართალი იყო და არასდროს ტყდებოდა თავის დანაშაულში. ეს მისმა მშობლებმა ასწავლეს, მიაჩვიეს და დაამახსოვრეს. მხარდაჭერით მშობლები ცდილობდნენ დაებალანსებინათ ის ფინანსური პრობლემები, რომლის გამოც მარიამს მათთვის საოცნებო გარემოს ვერ უქმნიდნენ. თუმცა დროთა განმავლობაში, ფეხზე წამოდგნენ და გათავხედებულ შვილს ერთი პერიოდი ოჯახის შენახვაშიც ეხმარებოდნენ.

მეორეს მხრივ არც გიორგის ცხოვრება ყვაოდა იმ ჭრელი და ლამაზი ფერებით როგორითაც უნდა კაშკაშებდეს ახალგაზრდის ცხოვრება. მამა უნივერსიტეტის პროფესორი დედა სკოლის მასწავლებელი. მიუხედავად იმისა, რომ წარმატებული, სტაბილური ოჯახის ბინადარი გახლდათ სამეგობრო წრე დიდად არ უწყობდა ხელს მისი, როგორც სტაბულურ და გაწონასწორებულ ადამიანად ჩამოსაყალიბებლად. ქუჩის ბიჭები, მუდმივი გარჩევები, ვიღაცის ქვეშ სიარული, ფულის გატანა სახლიდან, ხშირი დალევები გიორგის ცხოვრების ამ კონკრეტული მომენტის თანდაყოლილი იყო.

დიდი ამბავი არ დასჭირვებია ამ ორის შეყრას. მარიამმა თვალის ორ დაბრიალებაში აიყოლია გიორგი და ასე დაფეხმძიმდა. თავიდან მარიამი მშობლებს უმალავდა, შემდგომ კი უშედეგო აბორტის მცდელობისას, ყველამ გაიგო, რომ მარიამმა საზოგადოდ „სირცხვილი ჭამა“. ამ ამბის გასაჯაროების შემდეგ მარიამის მშობლები შეხვდნენ გიორგის მშობლებს და ასე შეიქმნა ოჯახი რომელზეც ახლა გითხრობთ.

მარიამს არც არასდროს შეეძლო დიდი სიყვარული ჩაედო გულში. ეგონა, რომ გრძნობდა, მაგრამ უფრო აწყობდა. როგორც იქნა მოშორდა მშობლების ტოქსიურ ურთიერთობას. არც გიორგი ჩანდა ცუდი ბიჭი და იქნებ გამოსვლოდა. იქნებ გაეგო ბედნიერი ცხოვრების არსი. გიორგის კი შეუყვარდა. ძალიან შეუყვარდა თავისი გოგონა და ნელ ნელა მეუღლისთვის ისეთი რომანტიული რამეების გაკეთება დაიწყო რის რესურსსაც მანამდე თავის თავში ვერ ხედავდა. გიორგის ქცევებმა და დამოკიდებულებამ მარიამში სითბო და სიმპათია გამოიწვია. ერთ დღესაც მან თავისი თავი დაარწმუნა, რომ უყვარდა, რომ ეს იყო „ის“ სიყვარული და სხვანაირი არ არსებობდა. ასე გავიდა წლები, ბავშვი იზრდებოდა, ცხოვრება მიდიოდა, მაგრამ მარიამის გულს ღრღნიდა ეჭვი, რომ ეს არ იყო ცხოვრება, რომელზეც ოცნებობდა და არც კაცი იყო მისი შესაფერისი. მან ნელა ნელა გვერდებზე თვალების ცეცებას მიჰყო, გაცივდა ქმრის მიმართ და მანიპულაციებს უმატა. მან შეიძლება ეს განძრახ არა, მაგრამ საბოლოოდ გიორგი ლეჩაქად აქცია და ისე გააუფასურა, რომ თავისუფლად, ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე შეეძლო სხვა კაცებთან ფლირტი. ღირსება შელახული გიორგი ხან რა მეთოდს მიმართავდა ხან რას. ცდილობდა დაერწმუნებინა, ცდილობდა შეეშინებინა, ცდილობდა გული მოეგო, მაგრამ მარიამი თავის გართობებზე უარს ვერ ამბობდა. გიორგის ღალატის ფაქტი არ ჰქონია თუმცა კი ტენდენციას აშკარად ამჩნევდა. ასე გაგრძელდა წლები,როდესაც გიორგის ცხოვრებაში გამოჩნდა ლალი. რომელმაც ის სითბო და სიყვარული, უფრო მეტად ის აღფრთოვანება აჩუქა რც მარიამმა წლების განმავლოვობაში, ვერ ან არ.

ხიდი ჩატყდა. ოჯახი ორ მტრულ ბანაკად დაიყო. მაგრამ ამ დროისთვის გიორგიმ მარიფათი გამოიჩინა, გაძვრა გამოძვრა. სახლში დაკარგული ღირსება საქმეში სასიკეთო გამოდგა და თავის დახრა არ გასჭირვებია დიდი ბატონებისთვის. სხვა გზა არც ჰქონია. ან ასე ან ოჯახს დაკარგავდა. საჩოთირო მაგრამ შემოსავლიანი სამსახური იშოვა და სიღარიბეში გაზრდილი მარიამისთვის შემოსავალი, ანუ ცხოვრების ახალი სტილი მეტად სასიამოვნო აღმოჩნდა. მოგზაურობები, სასტუმროები, ახალი მანქანები ის ყველაფერი რაზეც ამდენ ხანს ოცნებობდა. თითქოს ყველაფერი დალაგდა, თითქოს შეიძლებოდა ცხოვრების გაგრძელება, თითქოს კარგი კომპენსაცია მიიღო, მაგრამ არა. წლების მანძილზე ნაგროვებმა იმედგაცრუებამ ნალექი დატოვა და ზემოდან მოყრილმა კეთილდღეობამ ვერ გადაფარა წარსულის ნიადაგი. მარიამი უკმაყოფილო იყო, უკმაყოფილო თავისი ცხოვრებით, ქმრით შვილით, დედით მამით და რა საკვირველია თავისი თავით. შვილი, შვილიც კი რომელიც დედას გარდაუვლად უნდა უყვარდეს, ვიღაც უცხო, ვიღაცის იყო და არა მისი. კი ბავშვის სახეზე ცხადად ხედავდა საკუთარი გენების ანარეკლს, მაგრამ ის არ იყო იმ იდალიზირებული სიყვარულის ნაყოფი, რომელზეც ბავშვობაში საბნის ქეშ ნატრობდა. მხსნელს, მაშველს იდეალურ მანათობელს, რომელიც დაიცავდა შეიფარებდა. განსაკუთრებით საკუთარი თავისგან, საკუთარი ზიზღისგან სხვების, და სხვების ცხოვრების მიმართ და ამვდროულად მისცემდა ქმედების თავისუფლებას. გიორგი კი ჩვეულებრივი იყო, მომთმენი, ემოციურად უტყვი და მუდმივად მომლოდინე, მომლოდინე სითბოსი, რომელიც მარიამს არ შეეძლო. მას ეს არასდროს შეეძლო, ის მისთვის არავის უნახებია, არავის უსწავლებია, არავის ეცალა მისი სულიერი ხიზნების დასაშოშმინებლად ახლა კი მას არ ეცალა არავისთვის. ეს არ იყო შურისძიება მიმართული გიორგის მიმართ, ეს იყო შურისძიება მიმართული ცხოვრებას, მიმართული საკუთარ თავს, საკუთარ უუნარობას უყვარდეს და იყოს იდეალური სიყვარულის სუბიექტი.

მან იცნო რა გიორგის მოთხოვნილება იყოს სითბოსა და გაგებაში, საჭიროებისამებრ აწვდიდა, რომ რესურსთან ჰქონოდა წვდომა. ეს იყო თამაში, ეს იყო მოკატუნება, რომელიც ხშირად ავიწყდებოდა და ისევ გულგრილობაში გადასდიოდა. ამ ემოციური აიწონა დაიწონაში გიორგი თავს ჯერ დამნაშავედ გრძნობდა, გამოსწორების მცდელობის მარცხის შემდეგ კი იმედგაცრუებულად: „გიყვარვარ?“ – ეკითხებოდა. „კი“- პასუხობდა მარიამი. „სად?“, „აი აქ!“ – მიუთითებდა გულზე მაგრამ სიმართლე, რომ ეთქვა თითი საფულისკენ წავიდოდა და არა საგულისკენ.

სამსახურში მარიამს იცნობდნენ ქალად, რომელიც თავისუფლად იქცეოდა. რომლის ქმარიც თავის ადგილას არ იდგა. ქალად, რომელიც პატივს არ სცემდა არც თავს და შესაბამისად არც არვის. კლინიკაში სადაც მუშაობდა, არ იყო „მამრი“ თანამშრომელი, რომელსაც პატიოსნობისთვის მიუღებელი რამ არ ეკადრებინა მისთვის. მიუხედავად ის შეურაცყოფილად არ თვლიდა თავს, პირიქით თამაშის ნაწილი იყო, რომლის მიზანსაც ამა თუ იმ ჯეელის თითზე დახვევას და მის ემოციურ გაწურვას ისახავდა. ასე ერთობოდა მარიამი კაცებით. მინიშნებებით, რომ იმედი არსებობდა აპამპულავებდა და შემდგომ იშორებდა. ერთდროულად იღებდა ემოციას, რომელიც გიორგისთან აკლდა და მეორეს მხრივ ამ მათხოვარ კაცებზე გრძნობდა ძალაუფლებას. იდეალური სიყვარულის ძიებაში ფიზიკურად მხოლოდ ერთხელ უღალატა ქმარს, ემოციურად კი უსაზღვროდ ბევრჯერ. ეს ფიზიკური ღალატიც ძალიან ძვირად დაუჯდა. აყოყოჩებული ჯეელი არ ეშვებოდა და გასაქანს არ აძლევდა. ეს ამბავი გიორგის ყურამდეც მივიდა. სკანდალის ბოლოს ოჯახის დანგრევა მოახლოვდა. გიორგის მოთმენასაც ჰქონდასაზღვარი, მაგრამ მარიამი ასე უაზროდ არ აპირებდა რესურსთან გაყრას.მეორედ დაფეხმძიმდა. გიორგი ფეხმძიმე ცოლს ვეღარ მიატოვებდა. ამასთან თვითონაც ჰყავდა საყვარელი და დანაშაულსაც გრძნობდა.

ასე მოხდა მეორედაც, როდესაც მესამე შვილი გაუჩინა გიორგის. ამჯერად კითხვაც ისმოდა, იყო თუ არა გიორგისი. მაგრამ წლების მანძილზე ნანახმა და გაგონილმა გიორგის ბრძოლისუნარიონობა მიწაზე დაანარცხა, ისე, რომ ფეხზე ვეღარასოდეს წამოდგებოდა სანამ მარიამის გვერდით იყო. მარიამი კი იდეალური სიყვარულისა და პარტნიორის ძიებაში ახალ თავგადასავლებში ეფლობოდა. წინა ისტორიის გადამკიდეს სამსახურის გამოცვლა მოუწია. რამოდენიმე ხანი ინარჩუნა კდევამოსილება, ღირსების იმიტაცია, მაგრამ შემდეგ მოეშვა და ძველ მეთოდებს დაუბრუნდა.

გიორგი ეკითხებოდა თავის თავს და ვერ პოულობდა პასუხს, თუ რას აკეთებდა ამ ქალთან, რატომ ვერ შორდებოდა. მიზეზების ჩამოთვლის ბოლოს მიაგნებდა ხოლმე სიმართლეს, რომ უნიათო და უხერხემლო იყო, რომ წლების მანძილზე დაჩაჩანაკდა, დაუძლურდა და ვეღარ უწევდა წინააღმდეგობას. მერე კი ისევ აარიდებდა ამ პასუხს თავს და ბანალური მიზეზებით ნუგეშდებოდა. ხომ იყო ბედნიერი მომენტებიც. ძალიან ცოტა, ძალიან მცირე, თითზე ჩამოსათვლელი მაგრამ ხომ იყო. ოჯახი შვილები და ა.შ. ისიც ცხადი იყო, თუ რა აკავებდა მარიამს, იმაზეც ეფიქრებოდა, რომ შეიძლება არც არასდროს ყვარებოდა მას, მაგრამ ცხოვრებამ განვლო, ამ ქალის გვერდით განვლო, გაიარა და ახლა განვლილი გზა შეცდომად მოსჩანდა. უმძიმდა ხაზი გადაესვა მისი ცხოვრების ოცი წლისთვის. შეგუება იმ აზრთან, რომ დამთავრდა, რომ აჯობებს ეს ქალი სხვისი პრობლემა გახდეს, ვიდრე კუბომდე ზიდოს ერთგვარ ხსნად ევლინებოდა, მაგრამ მერე ისევ ნებდებოდა, ისევ ეშვებოდა და სახლში დაბრუნებული შუბლზე კოცნიდა, როგორც ვინმე ძვირფასს.

ამჯერად ნანა, ნანა იყო მისი თავშესაფარი. ყოფილი ძმაკაცის ყოფილი მეუღლე. კვირაში ორჯერ საწოლიდან წამომდგარნი, ყავის წრუპვისას ანუგეშებდნენ ერთმანეთს. უზიარებდნენ იმ გამოცდილებას, რაც დააგროვეს და ეცოდებოდათ, საშინლად ეცოდებოდათ საკუთარი თავი. თითქოს ერთმა გაჭირვებამ შეყარე და დააკავშირა ბედნიერების მაძიებელი მოხეტიალე სულები. იყო კი მათ შორის სიყვარული? ალბათ ნაკლებად, მაგრამ გაგება ნამდვილად სუფევდა.

მარიამი კი თავისი იდეალური სიყვარულის ძიებაში იმდენ კაცს მისცა უკადრებელის უფლება, რომ აღარც მათი სახეები ახსოვდა და სახელები ხომ მითუმეტეს. „ვინ ვის ჯობია? მსჯობს მსჯობი არ დაელევა! და თუ ასეა იქნებ გართობა ჯობდეს მიუღწეველის ძიებას?“ – ამ აზრზე გამოიჭერდა თავის თავს და მერე სასწრაფოდ უარყოფდა. რადგან არსებობდა მისი მეორე მე, ალტერნატიული მარიამი, რომელსაც სურდა საზოგადო პატივისცემა და კეთილი მოპყრობა. როგორ შეათავსებდა ამ უკიდურესად ანტაგონისტურ სურვილებს? ვერა, ვერ შეათავსებდა! და ამიტომაც ტანჯავდა დანაშაულის გრძნობა დაკარგული იმიჯის გამო. გრძნობდა, რომ მის მიმართ პატივიცსება, საკუთარი უთავმოყვარეობის ფონზე ილეოდა და საზოგადოების მხრიდან მის მიმართ ტოტალურ გულგრილობაში გადაიზარდა. მაგრამ ყურადღება არ აკლდა იმ კაცებისგან, რომლებიც დაბალი ღობით სარგებლობის იმედად, საკუთარ უსუსურობას ვერ უწევდნენ წინააღმდეგობას. და დაქალები, რომელთათვის უბრალო ინტერესის სფერო იყო მარიამის პირადი ცხოვრება. შიდა სამზარეულოს ცოდნით რაღაც დონეზე განიცდიდნენ ზნედაცემულობის ხიბლს, ისე რომ მათი ნათელი ხატება არ შელახულიყო.

როგორც წესი თავდაპირველად მარიამი „მსხვერპლისგან“ შორს იჭერდა თავს, როცა კი მარტოობის შეგრძნება დაჯაბნიდა, ახლოს მოუშვებდა ჰარამხანის წევრთაგან ვინმეს. გვერდით ამოიჩრიდა რომელიმე დაქალს, რომ ჯეელს ზედმეტი ნაადრევად არ გაებედა. ხანდახან დაქალიც უწყობდა ხელს. საუბარში ჩაითრევდა ჯეელს რომ იქ სადაც იჯდა მარიამი მაგიდაზე, სუფრაზე, სავარძელში მოეთავსებინა ყმაწვილი. მარიამი კი პრეტენდენტის დანახვაზე დნებოდა, იღვენთებოდა და კანკალებდა თითქოს კაცი პირველად ენახა. დაქალი ამ სანახობიდან ორმაგ მოგებას ნახულობდა. „ქუქოლდის“ როლში მყოფი ტკბებოდა სანახაობით, ხოლო როდესაც მარიამი ამ ჯეელს ნახმარი ნასკივით მოიშორებდა, დატანჯული ყმაწვილის წვალება ერთგვარი შურისძიება იყო ზოგადად კაცების მოდგმაზე. თითქოს მარიამის ხელით იმარჯვებდა მათზე და იყუჩებდა მიუღწეველ წყურვილს. თუ დაქალთაგან არავინ იყო საშველად დაუძახებდა, მესიჯად მისწერდა და ისინიც დიდის ენთუზიაზმით ერთვებოდნენ პროცესში. ასე ქმნიდა მიჯაჭულობას და ბრიყვთა ჰარამხანა იზრდებოდა და იზრდებოდა. მარიამისთვის ყველანი შავი მასა იყვნენ. ის კი, აი ის იდეალური, რომელიც ამ ციკლიდან დაიხსნიდა, საკუთარ თავს შეაყვარებდა არა და არ ჩანდა.

იჯდა მარიამი, იხსენებდა პირველ ღალატს, რომელიც შურისძიების მიზნით ჩაიდინა. შურისძიება, ოჰ ეს შურისძიება. სწორედ ეს იყო ყველაზე სასიამოვნო და ტკბილი განცდა. თვალი თვალის წილ, პრინციპით ცხივრობდა. პატარასაც არ გააპარებდა, არ დათმობდა და ამიტომაც ორი ღერა თუ იყო ის რიცხვი ვისაც მეგობარს დაუძახებდა. მის გვერდით მხოლოდ ისინი რჩებოდნენ, ვისაც ასევე შეეძლო შურისძიებით ეცხოვრა. მარიამი ქმარს ღალატს ვერ გაუტარებდა. არ ჰქონდა მნიშვნელობა ვინ იყო დამნაშავე, რადგან ყველა დამნაშავეა მის გარდა. ქმარს ისევე უნდა ტკენოდა როგორც მას. მაგრამ ეტკინა კი? არა, უფრო პრინციპის ამბავი იყო? არა. მაშ რა? მან მიიღო ლიცენზია ეღალატა და აი ისიც, ჰარამხანის წევრი კლინიკის მთავარი ექიმი და სასუწარკვეთილი მოტრფიალე მარიამის გრძელი ფეხებისა, რომელთა გადაშლაზეც დღე და ღამე ოცნებობდა. მეორეს მხრივ კი მარიამისთვის შესაძლებლობა კლინიკაში ფესვები გაედგა.

საწოლიდან ამდგარმა თავი საშინლად იგრძნო. იმ წამსვე შეზიზღდა საკუთარი თავი და საკუთარი მე.. აბაზანაში დიდხანს ქვითინებდა. თითქოს დაუგეგმავად ქალიშვილობა დაეკარგოს. ქალიშვილობა არა, მაგრამ მისი სულის ბოლო უმწიკლო ნატეხიც გაშავდა. ფეხზე წამოდგა, სარკეში ჩაიხედა, თავს შესძახა, რომ ასე იყო საჭირო და სული მოკვდა. მას შემდეგ მარიამს საკუთარ თავში სული აღარ უგვრძნია, იყო მხოლოდ ხორცი და მისი მოთხოვნილებები.

„ასე ცხოვრობს ბევრი, ასე შეიძლება ცხოვრებამ ჩაიაროს და მერე რა? განა არ შეიძლება ასე ცხოვრება? შეიძლება, შეიძლება და ამის მაგალითი ვარ მე“ – ამბობდა მარიამი, როცა კი რაიმე სინდისს შეახსენებდა. მაგრამ იმ იდეალური სიყვარულისთვის რომლისკენაც მიილტვოდა მზად უნდა იყო, უნდა შეესაბამებოდე და აი ამ ტესტის დროც დადგა.

მარიამი ამ მანიპულაციებით გამობრძმედილი, თავდაჯერებას კაცის წინასე არასდროს კარგადა, მაგრამ მშვენივრად ახერხებდა ყოყმანობის იმიტაციას. დარწმუნებული იყო, რომ ზუსტად იცოდა რა სურდა მამაკაცს და ამ მომენტუმს სათავისოდ იყენებდა. უარს არ ამბობდა ფლირტზე ან მოფერებაზე. თუ კანდიდატი გაცივდებოდა, მიმართავდა ხრიკებს. თავს იკატუნებდა, როგორც დაუცველი, როგორც უმწეო და კაცს საჭიროდ აგრძნობინებდა თავს. ამ გზით გამოაფხიზლებდა მის მიმართ ინტერესს და ყველაფერი თავიდან იწყებოდა. მრავალჯერ გაუმართლა ამ მექანიზმმა და ბოლო ეტაპზე, კაცების ხვეწნა-მუდარა დიდ სიამოვნებას ანიჭებდა. სწორედ ეს სჭირდებოდა მარიამს საკუთარი დაცემული თვითშეფასების ასამაღლებლად, უპირატესობის მისაღწევად და მოპოვებული ძალაუფლებით დასატკბობად. ოჰ, რამხელა სიამოვნებაა იმაში, როდესაც ვინმე დირექტორად, უფროსად, მოვლენილი, მდგომი მუხლებზე გეხვეწება და გემუდარება. გიმტკიცებს სიყვარულს, ათასგვარს გპირდება. ამხელა ძალაუფლება მას ვერასოდეს ექნებოდა სხვა გზებით, პიროვნული ანდა კარიერული წინსვლით. როგორც კი კაცი ხვეწნაზე გადავიდოდა, ანუ მისი თქმით „დაიწვებოდა“, იგრძნობდა შეყვარებულობას, მარიამი წყვეტდა თამაშს და კაცის წვალებით ტკბებოდა, სანამ საბოლოოდ მოიშორებდა მას.

ეს სისტემა თითქმის უნაკლოდ მუშაობდა და შედეგებიც დიდ სიამოვნებას ანიჭებდა, მაგრამ ერთხელაც მექანიზმმა არ იმუშავა. არ იმუშავა და ბევრი კითხვები დატოვა. გაუგებარი იყო მარიამისთვის მისი ქმედებები რატომ არ ახდენდა გავლენას, მიუხედავდ იმისა, რომ ჯეელი მას თამაშში აყვა. რა იყო ამისი მიზეზეი? რა იყო ამ ყმაწვილში განსაკუთრებული, რომ სხვებივით არ იქცეოდა. ბევრი კითხვები უტრიალებდა მარიამს და ფიქრებს შეყვა. ეს უჩვეულო იყო მისთვის. რაც უფრო მეტს ცდილობდა არ ეფიქრა, მით უფრო მეტს ფიქრობდა. ხან საუკეთესო იყო, ხანაც ყველაზე საშინელი ადამიანი, რომელიც კი მას შეხვედროდა. ხან ვერ იტანდა, ხანაც რაღაც გაუგებრობას გრძნობდა მის მიართ. ამიტომ გადაწყვიტა შური ეძია, ისე როგორც ადრე იძია გიორგიზე და ახალი კანდიდატებით სცადა გადაეფარა ღრმული, რომელიც ამ ჯეელის გულგრილობამ დაუტოვა. იფიქრა რომ ისევ გამოძვრებოდა, ასე აეჭვიანებდა, ასე გულს ატკენდა და საკუთარი თავის განადგურებას მიჰყვა. იმდენად შეყვა ამ ახალ თამაშს, რომ ის ზღვრებიც გადალახა, რომელთა გადალახვასაც მანამდე თავს არიდებდა. ცოტაც და საზოგადოდ დამატებით იარლიყებს აიკიდებდა. თამაში ზედმეტად ძვირი დაუჯდა. განვლო თვეებმა, წლებმა და ვერა მექანიზმმა გაჭრა. ვერც ეშვებოდა, არც გამოსდიოდა, რადგან გრძნობდა ჯეელის გრძნობებს და მაინც არ მუშაობდა მისი მექანიზმები. სცადა, რომ გამოსწორებულიყო, სცადა მიდგომის შეცვლა. გაპატიოსნდა, გაჯანსაღდა, მაგრამ ტყუილი იყო. ხანდისხან მაინც ვერ უძლებდა ცდუნებას ვინმე სიყვარულის მათხოვრით არ გართობილიყო. ისევ მოეშვა ჭანჭიკები. მარიამი რასაც ვერ ღალატობდა იყო ღალატი, გზა რომლითაც ცხოვრებაში ყველაზე მეტ სიამოვნებას ღებულობდა. სახლში კი ყველაფერი ისევ ისე ოყო. ანუ ცუდად, ანუ უვარგისად, მაგრამ მაინც ერთად.

გონებაში ჯეელს თავის ქმარს ადარებდა, სიმაღლეს სიგანეს, გონს, ცოდნას, ხასიათს და ხვდებოდა, რომ ქმრის ადგილს ჯეელი იკავებდა. რა ექნა, თავი დაეხარა, ეღიარებინა? მაშინ ის ყველაზე სუსტ პოზიციაში აღმოჩნდებოდა, ანუ შეყვარებული, ანუ სხვაზე დამოკიდებული. მიიღებდა კი ჯეელი მის სიყვარულს, მიიღებდა კი მას შემდეგ რაც „ხასიათი“ გამოავლინა? ალბათ არა. რა უნდა ექნა? ამ ამბავს სხვასც ვერ მოუყვებოდა, არ იყო ნუგეში არსაით და იმედი, გამოსავალი. დაქალებში ხომ კაცების მჩაგვრელად ითვლებოდა. ასე გადიოდა ხანი. მარიამი საკუთარ წვენში იხარშებოდა. ბოლოს და ბოლოს იპოვა ის ვისაც გულით შეიყვარებდა, ვინც ტკივილის გზით, მაგრამ სული აპოვნინა, დაუბრუნა და მარიამი არ აღმოჩნდა მზად, რადგან ვერ ელეოდა, ვერც სიყვარულს, ვერც ქმრის ქონებას და ვერც გართობის მისეულ გზას. განსაკუთრებით კი ბოლოს.

მიტოვებულობის შეგრძნება აუტანელი იყო და ჩასაცხრობად ხან ერთს წაეფლირტავებოდა ხანაც მეორეს. ახალი მეგობრების შეძენა სცადა, მაგრამ მისი ტემპერამენტის ადამიანს ცოტა თუ აყვებოდა, გაუგებდა და დარჩებოდა. გარე გარე დადიოდა, რადგან ჯეელის გულცივობა მისი სიმარტოვის გამაძლიერებელი და მუდმივი წყარო გახდა. მრვალჯერ სცადა ნაცნობი გზა, გაუფასურებინა დაეკნინებინა, გაეფუჭბინა ყმაწვილის ხატება მის სულში. ყოველ ჯერზე როცა კი ფიქრობდა, აი უკვე მორჩა, აი უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, მოდუნდებოდა და სწორედ ამ მოდუნების პირას იწყებდა გონება ჩარხის, ბურღის, ტანჯვის ხმით ახალი წარმოსახვების გენერაციას, ახალი სურვილებისა და ძველების გახსენებას. და რაც უფრო ცდილობდა დაევიწყებინა მით უფრო ნათელი იყო, ცხადი არილი სიყვარულისა. ამიტომ გაამძაფრა გააძლიერა თამაში, ხან ვის მიაპყრო ყურადღება და ხანაც ვის. იმათაც კი ვისაც ადრე ზედაც არ დახედავდა და უყურებდა, უყურებდა იტანჯებოდა თუ არა მისი რჩეული. როცა ეხებოდნენ, როცა ეთამაშებოდნენ რას გრძნობდა ის, იყო გადამწყვეტი გასაგებად მისი გრძნობებისა. ჯეელი კი ყოველ ჯერზე უფრო და უფრო შორდებოდა. ალგორითმი არ მუშაობდა, არ მუშაობდა ის რაც მუშაობდა სხვებთან, დათოსთან, გიასთან, კახასთან… და მის ქმართან გივიკოსთან. სხვა გზა კი იყო აღიარება ანუ კედელი, ანუ გადაულახავი რამ და შიში უარყოფისა, იმ უარყოფისა რომლითაც ასე ხშირად აჯილდოვებდა სხვებს.

გცალია? – ჰკითხა მან

რისთვის?

მინდა გელაპარაკო!

ვერ ვხვდები რისთვის!
მარიამი გაშეშდა, არ იცოდა როგორ უნდა გაგრძელებულიყო დიალოგი, როგორ გადაელახა აღმართული კედელი. უეცრად შიშმა დაძლია და უსიტყვოდ გაბრუნდა. ძალების მოსაკრებად რამოდენიმე დღე დასჭირდა.

შეიძლება ყურადღება მომაქციო?

რისთვის? – გაისმა ნაცნობი კითხვა, ნაცნობ ტონალობაში.

გამომყევი და გაიგებ! – უპასუხა მბრძანებლური მაგრამ დამფრთხალი ხმით.

მე შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს!

გაქვს, რატომ შვები ამას?

რას?

გინდა მახვეწნინო?

მე შენგან არაფერი მინდა!

კარგი, მშვიდობით!

მშვიდობით!
მარიამი გაბრუნდა, მაგრამ ამჯერად ორ ნაბიჯში გაჩერდა. ზიზღმა აიტანა, თავისივე უძლურობის ზიზღმა, თავისივე დაძაბუნების აუტანელმა სიმძიმემ გააშეშა და გააშრო.

შენ ადგები და გამომყვები! – უბრძანა მას

არა!

საკმარისია, შენ მშვენივრად იცი თუ რაზე უნდა გელაპარაკო, შენ მშვენივრად იცი რაც ხდება!

ჰმ!

რა გინდა ასე საჯაროდ ვიყვირო, გინდა შეგარცხვინო?!

შენ მე ბევრჯერ შემარცხვინე, არც ყვირილი დაგიკლია თავის დროზე და არ მაინტერესებს, თუ რა გაქვს იქ!

კარგი მაშინი ვიყვირებ! – მარიამმა პირი დააღო და ხმის ამოღება როგორც კი სცადა მაშინვე არჩილის ხელი აეფარა.

რა დღეში ხარ?

ცუდში! – მიუგო მან და მთელი ქალური სინაზე გდმოაფრქვია, ის რის გამოც თავის დროზე არჩილმა შეიყვარა.

ნუ მანიმპულირებ!

აღარ!

რა გინდა?

შენ!

რისთვის?

ვილაპარაკოთ!
არჩილმა ხელი გაუშვა და განზე გადგა.

გიყვარვარ?

კი!

კარგი ვილაპარაკოთ!
დერეფანი დუმილით გაიარა, თითქოს ზურგზე გარდაცვლილი ეკიდა და სადღაც მიასვენებდა. იგრძნობოდა სიკვდილი, სიკვდილი ნდომისა და ურთიერთ დანდობისა.

გისმენ! – გააჩერა არჩილმა

აღარ მინდა ასე გაგრძელება!

როგორ?

აი ასე, არ მელაპარაკები, ზურგს მაქცევ. შენს გვერდით ვეღარ ვჯდები, ვეღარც ვდგები, ვეღარც ვლაპარაკობ. როდემდე აპირებ ასე გაგრძელებას?

უსასრულოდ, არ მაქვს პრობლემა!

რატომ შვები ამას?

მინდა შენგან შორს ვიყო!

დაგიშავე რამე?

კი, შენ ჩემში შენი თავი მოკალი, რწმენა და ნდობა!

ხომ იცოდი, რომ ქმარი მყავდა?

კი!

მაშინ რა გინდოდა?

შენ თავი ისე წარმოჩინე, რომ ხსნა გჭირდებოდა, თურმე ეს სატყუარა იყო!

მე შენ არ მომიტყუებიხარ!

განა?

არასდროს! მე ის ვარ რაც ვარ.

ახლაც კი იტყუები!

რას?

რომ გიყვარვარ, მე ეს კითხვა შენ მეორეჯერ დაგისვი წინაზე სხვ პასუხი გამეცი!

ხომ შეიძლებოდა, რომ ახლა შემყვარებოდი!

მე ვიცი როდიდან გიყვარვარ. როცა უარი მითხარი მაშინაც გიყვარდი და ახლაც. მაგრამ მაშინ გართობა გინდოდა, უკეთესის იმედმა დაგაბრმავა, ახლა კი ისევ დამნაშავე გამოგყავარ!

რაღაცები მეც დავაშავე!

რაღაცები? მანიპულაცია, სასიყვარულო სამკუთხედში ჩემი ჩათრევის მცდელობა, ყოველ გამვლელთან ფლირტი, მათთან განმარტოვება, ჩვენი ურთიერთობის მუდმივი დივერსია. შენ ამას რაღაცებს ეძახი?

არ იყო ეგ ეგრე!

აბა როგორ?

უბრალოდ ვმეგობრობდი!

შენ ყველას ვისაც შენთან დაწოლა უნდა მგონი მეგობარს ეძახი!

ნუ ბოდიალობ!

ანუ ვერ გამიგია, ვერ დამინახია, ასეა?

მე შენს წინააღმდეგ არაფერი გამიკეთებია!

ანუ არ მებრძვი, არ ებრძოდი ჩვენს ურთიერთობას?

საიდან მოიტანე?

ქალბატონო, მგონი თქვენ სიყვარული ბრძოლის გარეშე არ შეგიძლიათ. უფრო სწორად ვინც გიყვართ მას ისე ექცევით როგორც მტერს.

არა! – გაჯიუტდა მარიამი და ბავშვური, ნაწყენი სახე მიიღო.

ახლა, ამდენი წლის მერეც ისრებს ჩემკენ უმიზნებ. არ მინდა, აღარ მინდა ამ ავანტიურაში ყოფნა. მე წავედი, იმედს ვიტოვებ, რომ ოდესმე გაიზრდები. – არჩილმა სწრაფი ნაბიჯებით დატოვა. მარიამი კი სახტად გაშეშებული უყრებდა უბნის კუთხეში არჩილის გამქრალ ნაკვალევს.

სახლში მისულს ქმარი არ დახვდა, მაგრამ ვის ადარდებდა. დედამთილს გადაურეკა და ბავშვები მასთან გაამწესა. მარტო უნდოდა დარჩენა. ისე მარტო როგორც გრძნობდა თავს. გიორგი იმ საღამოს არ გამოჩნდა, აგვიანებდა. აივანზე ჩამომჯდარი მარიამი, ვისკის წრუპავდა და თბილისის ხედს შესსცქეროდა. ანძა საახალწოდ გაენათებინათ და მრავალ ფერში ციმციმებდა. შორს ტყვიის ფერი ღრუბლები ზამთრის შეგრძნებას აძლიერებდა და საბანმოხვეული ვისკის მოწრუპავდა. ასე იჯდა მთელი ღამე და ფიქრობდა და ოცნებობდა და ეჩხუბებოდა საკუთარ თავს, ვერ პატიობდა ამ მარცხს. შურისძიება სწყუროდა. უნდოდა დაეტანჯა, გაეთელა და გაენადგურებინა მისი სიყვარულის სუბიექტი. მეორე წამს კი ისევ მასთან ყოფნა წყუროდა. აღარც ქმარი ახსოვდა, აღარც შვილები, აღარც ტრაფარეტული სინდისი. ან ვის სჭირდება ეს სინდისი, ამ მოკლე და უსამართლო ცხოვრებაში. განა გაგვყვება რა?! ვის ემახსოვრება ერთი ჩვეულებრივი მოკვდავის სიცოცხლე, ვის გაახსენდება როგორ იქცეოდა, როგორ უყვარდა, როგორ კვდებოდა იმ ერთადერთის გარეშე. ჯანდაბას ყველაფერი, ჯანდაბას ასე არ იქნეაბა, ასე ვერ მოხდება. მან იპოვა საკუთარი ოცნება, საკუთარი სურვილი და თვითონვე გაფანტა დაფშვნა და გაანადგურა. რა იქნებოდა შემდეგ? ასე დაკიდებულს, გამოკიდებულს და დაუძლურებულს იმ საღამოს აივანზე ჩაეძინა.

გიორგი გვიან ღამე დაბრუნდა. მათ ახალ შეძენილ ბინაში, რომელიც მარიამის დაჯინებით ქალაქის ცენტრში, ლამაზ ხედებიან კორპუსსი იყიდეს, დუმილი იდგა. ბავშვები გადაამოწმა. ოთახებში არავინ იყო. მისაღებს გახედა, არც მარიამი ჩანდა. იფიქრა არ არიანო. აბაზანისთვის გაემზადა, საძინებლიდან გამოსულმა კუბოკრული ნაჭერი შეამჩნია აივანზე. გახედა. მძინარე მარიამი სიცივიეში პირიდან ორთქლს უშვებდა. გიორგი გავარდა. ეცადა გაღვიძებას, უშედეგოდ. ხელში აიყვანა და საწოლისკენ დაიძრა. „შენ, რომ არა, შენ რომ არა, ის, ის“ – ლუღლუღებდა მარიანი, გიორგი დუმდა და საძინებლისკენ მიდიოდა მკლავებში კი მარიამი ეჭირა. საწოლში ჩააწვინა, ზემოდან დაჰყურებდა. „სალომე შენი შვილი არ არის!“ – წაიბუტბუტა სიმთვრალის ძილბურნიდან მარიამმა. ამით გიორგიზე შური იძია. უნდოდა სიყვარულის სახელით დაენგრია ის რასაც თავისი ჭკუით უფრთხილდებოდა. ალბათ ეს მისი სულის კივილი იყო, ვიდრე დაფიქრებული ნაბიჯი. გიორგიმ, ოთახი დატოვა,ჩუმად, აუღელვებლად, გულმოდგინედ და მისაღების სავარძელში ჩამოჯდა. გაღვიძებულზე მარიამს გიორგი არ დახვდა. არ დარდობდა, სხვა რამ ჰქონდა სადარდებელი. სიყვარულის დაკარგვა უფრო უმძიმდა, ვიდრე ოჯახის. მარცხს ვერ ეგუებოდა, კიდევ უნდა დალაპარაკებოდა და ამ იდეით აღჭურვილი სახლიდან გავარდა.

მომისმინე, გთხოვ! – ადრე, მისთვის წარმოუდგენელი ფრაზა, წარმოუდგენელი პოზა, დამცრობილი იდგა არჩილის წინაშე

მე შენთან არაფერი მაქვს სალაპარაკო! – მოჭრილად, დაუნდობლად, კატანასავით დაუსვა მარიამის გულს

გეხვეწები მაპატიე!

რა სისულელეა, მე შენთან ყოფნა უბრალოდ არ მინდა!

რატომ, ლამაზი არ ვარ?

აღარ, ჩემთვის აღარ!

რა მოხდა?

შენ თავი მოიკალი, მე შენ დიდი ხანია გამოგიტირე, დაგმარხე იქ სადაც პირველად ჩამეხუტე.

ასე რა გაწყენინე? სხვებს…

სხვებს? – გააწყვეტინა არჩილმა – სწორედ, რომ სხვებს. სწორედ რომ ვერ გაჩერდები. ამიტომ!

გავჩერდები, შენთვის გავჩერდები!

რა სისულელეა, რა სიბრიყვეა. შენ შენი დედისთვის, შენი მამისთვის, შენი ოჯახისთვის, ქმრისთვის შვილებისთვის ვერ გაჩერებულხარ, რომ მათი ღირსება არ შეგელახა და ჩემთვის გაჩერდები? – ხმას აუწია არჩილმა, ზიზღი და აუტანლობა იგრძნობოდა – შეიძლება ერთი თვე, ორი, მაქსიმუმ წელი ითამაშო კარგი გოგოს როლი და მანდ დაასრულო. რა აზრი აქვს ურთიერთობას, რომელიც განწირულია თავიდანვე? ან ხელზე ჯერ კიდევ ბეჭედი გიკეთია. საერთოდაც არ უნდა მოსულიყავი. გაბრუნდი, დაუბრუნდი შენს ქმარს, ოჯახს და შენს გივიკოს გვერდზე დაიმარხე ასი წლის მერე!

ვეღარ?

რატომ, მიგატოვა?

ჩვენს შორის დიდ ხანია ყველაფერი დამთავრდა, ეს ბეჭედი უბრალოდ ფორმალობაა!

დამთავრდებოდა აბა რა იქნებოდა! – მოუჭრა არჩილმა

გთხოვ! – შესციცინებდა მარიამი

შემეშვი! – არჩილმა ნაბიჯი გადადგა, მარიამმა ხელი წაავლო – არათქო!

გეხვეწები! – მარიამი ჩაეხუტა. ასე იდგნენ ორი წამი. მალხაზს ცრემლები მოერია, მაგრამ გადაყლაპა.

არა! – რბილად და ნაზად, ისე როგორც ადრე. გრძნობით და სითფოთი, მაგრამ მალხაზის პასუხი იყო არა.

მარიამი ფეხის ტკივილმა შეაწუხა. მთელი დღე სიარულში გაატარა და ბოლოს ვაკის პარკში ამოყო თავი. მას არ ჰქონია მიზანი აქ მოსულიყო, რაღაცამ მოიყვანა, რაღაცა ეძახდა. მოგონება, მისი ყივილი სადღაც სულში იბრძოდა. უყურებდა შადრევანს და მისი ცეკვა აბსოლუტურად არ გამოხატავდა მარიამის გრძნობებს. მის გარეთ სხვა სამყარო იყო. ცხოვრება, რომელიც თავის გზას მიუყვებოდა, ხოლო შიგნით კი მხოლოდ ფიქრი და სიყვარულის ეპიზოდური გახსენება. მომენტში შადრევანი საფლავად მოეჩვენა. „მოცეკვავე საფლავი“ გაიფიქრა და გონებაში ღიმილი იგრძნო. ასე დაღამდა, ისევ აცივდა, ახალი წელი მოდიოდა. დრო სახლისა, დრო ოჯახისა, დრო სითბოსი და სიყვარულისა.

The post Anima Exodus – სულის გასახლება first appeared on ANIMO.

მისტერ არავინ
ეს მოთხრობა დაიბეჭდა “ლიტერატურულ გაზეთში” 11/10/2024

აღარ მახსოვს ჩემი სახე. ისიც აღარ მახსოვს მზგავსი საუბრები როგორ იწყება. თითქოს რაღაც შესავალი უნდა, მომზადება, თამაში. რაღაც კითხვა,  რაღაც პასუხი. მერე ისევ, და ასე. ყოველ ჯერზე ართულებ, უფრო ღრმად ჩადიხარ, უფრო მნიშვნელოვანს ატივტივებ იმის იმედით, რომ მსმენელი მოგყვება. და ისიც ცდილობს. უფრო რთულდება. ჰმ საინტერესოა უკვე. თავიდან სულელური სიტყვათ გაცვლა ახლა რაღაცის ძიებას ემზგავსება. მოგყვება, ცდილობს: უპს, შენი სიტყვების განმეორება დაიწყო და ხვდები, სადღაც ახლოსაა ის საზღვარი რომლის იქითაც მარტო რჩები. იხტიბარს არ იტეხ, გინდა გამოთქვა და მოსაუბრის შეუვალობა ვერა დაბრკოლებაა მოზღვავებულისთვის. საუბარი მონოლოგს ემზგავსება. ყვები უსასრულო დღეებზე, წუთებზე რომელიც შენებურად აღიქვი გგონია. წამით ამაყობ კიდეც, რომ გასცდი, გაკვეთე საზღვარი. აჯობე კიდეც მსმენელს, მეტი გცოდნია. მაგრამ საუბრის მიზანი გაგებული იქნა, აშკარად ხელიდან გასხლტდა. და გრძნობ, მცდელობა შეცნობილქმნა შენი მზგავსი არსებისგან, უსასრულოდ გადაიდო.  როცა გაივლის  წამიერი გამარჯვების ეიფორია, მოდის მწარე მარცხის გარდაუვლობა, მთავარი მიზნის მიუღწევლობისა.

საუბარი გრძელდება. ისევ ექსტერნა, და მერე ისევ. უკვე ხვდები, სადღაც შეტოპე, შეამჩნიე რა, რომ თვალი აგარიდა. გაიაზრე: სხვა გასართობი მოუნდა. შენი სიტყვების რაკანი ფარზე მოხვედრილივით ისხლიტება  ყურის საზღვრებთან. დროა დაბრუნდე, გამარტივდე, ნაცნობი სიტყვებით ელაპარაკო… ჰმ! ხედავ ისევ მობრუნდა, ცოტაც და ყურადღებას იქცევ… აი გამოიცნო, გაუხარდა, სიტყვა ჩამოგართვა. ახლა ის აგრძელებს და აქვეა ერთობის შეგრძნება.

დროებით,გიტაცებს, აჰყვები. თამაში გრძელდება. მაგრამ  ბრუნდება ის ძველი გრძნობა. ზურგს მოგპარვია, გულის კუნჭულში სადგურდება. ნელა ფართოვდება, იკავებს რა შენს გონებას აზრამდე, რომ ისევ ვერ იქენ გაგებული, ისევ ვერ იქენ შეცნობილი, ისევ და ისევ ძებნა მოგიწევს, გაცნობის თავიდან ინიციალიზირება. ჰმ! და ასე,  ამდაგვარად კარგავს აზრს  საუბარი, მოსაუბრე მასთან ერთად.

შეიძლება ამ მომენტში, მეც დავკარგე ვალიდურობა მკითხველთან და ჯიუტი  ვარ რომელიც იხტიბარს არ იტეყს, იმედით, რომ შენ მისმენ.

მე აღარ მახსოვს ჩემი სახე. მე დავკარგე მომენტთან წვდომა, როცა ის ბოლოს ვნახე. მე თვალს წინ მიდგას სარკე და მაინც სხვა ვარ თითქოს. მითქვამს ჩემი თავისთვის, ხშირად უნდა იხედო ანარეკლშითქო. იქნებ დაგამახსოვრდეს, იქნებ გაიგო. ვცადე, ბევრჯერ, არ გამოვიდა. ყოველ  ჯერზე მე მავიწყდება ეს ჩემი სახე.

და ასე, დავდივარ დავებოტები ქალაქის ქუჩებში. დაკარგული კი უბრალო სენსორია: გარეთ ცივა თუ ცხელა. ის უბრალო ტრაფარეტია ჩემი ადამიანობისა, რადგან მე აღარ ვარ, ვინ!

გაიცანით ეს ადამიანია. გიორგი უსახო. არ, არა, არ დაბადებულა ასეთი. ის გახდა. თხუთმეტი წლის იყო როცა პირველი ბზარი გაუჩნდა  სახეს. დილა იყო ესე ერთი. ჩვეულებრივი, არაფერი ისეთი ან ასეთი. წამოდგა, აბაზანაში გავიდა, სახე დაიბანა, ანუ ქონდა მაშინ დაებანა რა. კბილების ხეხვას შეუდგა. რაღაცნაირად, მაგრად ექაჩებოდა ჯაგრისს. იფიქრებდი, კიდევ კარგი ჯაგრისი რკინის არაა თორემ ორი წუთიც ეყოფოდა ყველას სათითაოდ დასაყრელად. ეს არ იყო რაღაც ბავშვური გამოხტომა, უბრალოდ ეზარებოდა, ცდილობდა ჩქარა მოეშორებინა. მისი მოკლე ჭკუით, ჯაგრისის სწრაფი და მარდი ქნევა სწრაფ რეზულტატს მოიტანდა. მორჩა, თმების დავარცხნაზე გადავიდა, ერთი კარგად აუსვა სავარცხელი. ხშირი თმები მარჯვნიდან მარცხნივ გადმოზნიქა. ოჰ როგორ ეჯავრებოდა ეს საზიზღარი, ჯაგარივით. ოცნებობდა იმ მომენტზე, როცა დაცვენას დაიწყებდა. სულელი იყო… დაცვენა დაწყებულს რაღა გააჩერებდა. არ ეშველა, დაისველოს უნდა, წყალი მოუშვა, ხელები კარგად დაინამა და მარცხნიდან მარჯვნივ მოუსვა. მოულოდნელად ხელის გულზე რაღაც იგრძნო, თითქოს მოეჩვენა. მერე ისევ. ბოლო ბოლო დაინტერესდა და სარკესთან მიყუდებულმა გადაშალა. იქ სადაც  შუბლი თმებში გდადადის, პატარა ორმო იყო გაჩენილი, თვალით ძლივს შესამჩნევი, მაგრამ ხელშესახები. მოკლედ დიდი არაფერი და გიორგიმაც ასე ჩათვალა.

ეს იყო პირველი ბზარი  , რომლის მიზეზიც არც მას ახსოვს კარგად და მე მითუმეტეს რა გამახსენებდა. მაგრამ  ღრმად ამოიტვიფრა მეორე ბზარი, მის ჯერ კიდევ ბავშვურ სახეზე. ეს ჭრილობა  მწარედ აგონდება. ოჰ როგორ მოსდიოდა ცრემლები სანამ რაღაც მექანიზმით შუბლიდან ყელამდე დაუარა წვამ, როგორ იტალღებოდა მეხივით.

დედა და მამა საუბრობდნენ აივანზე. გიორგის მეორე დღეს ბიძაშვილთან წასვლა უნდოდა, რადგან შაბათი იყო ეგონა უარს არ ეტყოდნენ და ამის სათხოვრად მიდიოდა მშობლებთან, როცა მიახლოვებულს თავისი სახელი მოესმა. ინტერესმა გაიღვიძა მასში, მიეყურადა. მშობლებს შორის ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, ისინი შორდებოდნენ ერთმანეთს, განიხილავდნენ გიორგი ვისთან დარჩებოდა.  პირველად ესმოდა ამბავი. რთული, მძიმე იყო  გაგონება, მაგრამ  სამეგობროში ბევრი მზგავსი ისტორია ხდებოდა. ეს გარემოება ოდნავ, მაგრამ მაინც ამსუბუქებდა მდგომარეობას. გიორგის უფრო მეტად მამის სიტყვები ეწყინა. სხვა ყვარებოდა ამ მომენტისთვის, შვილი კი აშკარა დაბრკოლება იყო. მამამ  უფხო და უარგისი უწოდა :“არ ვიცი მისგან კაცი როდის დადგება“ ეს სიტყვები ეხლაც მწარედ აგონდება. აგონდება  ტკივილი რომლითაც იმ წუთას სახე დაესერა. აგონდება  შეკავება, მოთმინება, რითიც  დაძაბუნებას შეხვდა და ბრაზი ერევა ყოველ გახსენებაზე. აქ დამთავრდა ბავშვობა, დილით სხვა გიორგიმ გაიღვიძა.

დიდი ხანი სარკეს აღარ უყურებდა: მოგონება, ნაიარევი არ ანებებდა თავს, დრო გადიოდა, მაგრამ არ ხორცდებოდა.  ასეა,თუ ტკივილი არ გეშვება გადასაფარად ახალი და უფრო მძაფრია საჭირო.

მას მერე განვლო დრომ. კიდევ ბევრჯერ დაისერა, დაიღარა სახე. ზოგი ტალღად აჩნდა, ზოგი  სწორ ხაზად…. იმ მომენტისთვის, როცა მან სახის ნაწილი დაკარგა უამრავი ნაკვალევი აჩნდა,  შეხორცებული, ზოგი კი ღია.

დიდი ხანი უყვარდა გიორგის ნანა, შორიდან ევლებოდა ლამის წლობით, ვერა და ვერ დაუახლოვდა, ამ ღია და მხიარულ გოგონას. იმედად ესახებოდა, ნანა შეძლებდა  ჭრილობების მოშუშებას, დაშოშმინებასა და განკურნებას. მიუხედავად ასეთი სახისა ნანა მას შეიყვარებდა. გიორგის არ ქონდა მარიფათი, არ ქონდა შნო, ფხა როგორც მამამისი იტყოდა, ის ვერაფრით გადადგამდა პირველ ნაბიჯს და ეს ნანამ გააკეთა. დამეგობრდნენ. მალე, უფრო მეტიც. გიორგის  ჭრილობები ულბებოდა, ინკურნებოდა დავიწყების გზით, იმედით, რომელსაც მომავალი უსახავდა. მაგრამ ნანა დაღალა, დაქანცა გიორგის ჭრილობების მოშუშებით, მან უარი თქვა საერთო საზიდრად ექცია გიოს ლაბირინთები, რადგან ნანასაც ჭირდებოდა ვიღაც, ვინც მის ჭრილობებს შეიწყალებდა. დიახ, მიუხედავად ასე მკვეთრად გამოხატული მხიარული ხასიათისა მასაც ქონდა დაემალა რა. მისი მომხიბლავი კისკისი ყველაზე მეტად მაშინ იჩენდა თავს როცა უჭირდა, როცა გონებას წარსული ემძლავრებოდა, ლამობდა აწმყო ამოეშალა,ამოეშანთა, მომავალი დაეხშო. მარტო დარჩენილს კი თვალები ულურჯდებოდა, კანი უფიტრდებოდა, ძალა ეცლებოდა. გიო  კი არსად ჩანდა. ის თავის სახეს დასტიროდა ისევ და ისევ უყურებდა სარკეს, მაგარმ ვერ იმახსოვრებდა, კარგავდა ხატებას თავისი არსებისა.

მას შემდეგ უამრავმა წელმა განვლო, არ მოვიტყუები, საუკუნეებმაც. დღეს გიორგის სახე აღარ აქვს,ნანამ ის მიატოვა.

მოხუცი კაცი სახლისკენ მიდიოდა. გვიანი შემოდგომა იდგა. დრო თოვლის მოლოდინისა და ქარს აყოლილი ხმელი ფოთლების შრიამულისა. ცივი ნიავი კისერზე მოხვეულ შავ შარფს, ჰაერში უმოწყალოდ ათამაშებდა. თხელი პალტო, აქ-იქ დატერილი, ზოგან გახუნებული და თვალმორღვეული, ვერა სითბოს აძლევდა პატრონს. ყავარჯენს ჩაჭიდებოდა, რომელიც ამას წინ ვაგზლის ბაზრობაზე ნახევარი პენსიის ფასად შეიძინა. ასაკი, რომ გეკითხათ, ვერ გიპასუხებდათ, ვერ გეტყოდათ. იმიტომ არა,რომ არ ახსოვდა, წლებია წლების თვლა შეწყვიტა, დრომ მნიშვნელი დაკარგა!

მოხუცი სახლში მიდიოდა, ეზოში დატრიალებული კორიანტელი, მის ისედაც ძალამიკარგულ მხედველობას აზრქელებდა, აბუნდოვანებდა. მოხუცი გაჩერდა, გაშეშდა, უფიქრელად იგრძნო აუცილებლობა. მას რომ არ უნდოდა,მაგრამ რისთვის, უეჭველი ვერ გიპასუხებდათ. სიკვდილს ხომ გადაწყვეტა უნდა, დროის,იგივ პაემნის დანიშვნა. ასე უგერგილოდ სხეული თავს არ გაწირავდა და მოხუციც იდგა, სანამ ჩაწურული მზის ბოლო სხივები მოდუნებულ ქარში მტვრის ნაწილაკებს ხვრეტდა. აი ისიც, წითელლი დირონი ლივლივით მიეკრო შენობის კედელს. იგრძნო იქით და ნაბიჯი გადადგა.

მისი ასაკის ადამიანს შვილიშვილები უნდა ყოლოდა,შვილები, შთამომავლობა, ანუ ის რითიც ასაკოვნნი “ჟამამდე” ირთობენ დროს და ნაკლებად მტკივნეულად ტოვებენ ფერად სამყაროს. მაგრამ არ ჰყავდა და არ ჰყვარობდა. არ იცოდა რისთვის უნდა განეგრძო ცხოვრება და როცა ფიქრობდა, როცა წუხდა ხვდებოდა, რომ სიკვდილი ეზარებოდა.

რა იქნება ის, რისთვისაც აქაურობა მომენატრება, რისთვისაც ბოლო პეშვი ჰაერი გამწარდება და უკან მომაბრუნებს? – ეკითხებოდა მოხუცი თავს, როცა ჩაის სმისას მაგიდის მოპირდაპირედ დუმილი იდგა. ისიც იდგა, არ ილეოდა არც ივსებოდა,იდგა და დუმდა. მოხუცი კი, ფანჯარაში ტოტების ქნარს შეჰყურებდა. ხე ისე იგრიხებოდა იფიქრებდით უნდა მოწყდესო და ბოლო წამს სწორდებოდა. „რა უდრეკია, რატომ არ ნებდება?“- იკითხა ხმამაღლა, გაოცებით და პასუხი არავინ გასცა.

მოხუცი საძინებლისკენ დაიძრა. ამ პატარა „ხრუშოვკის“ ერთოთახიანში დიდი მანძილის გავლა არ უწევდა და სიმოხუცეში მხოლოდ ეს იყო ამ ჩაჟანგებული ბინის ხიბლი. ჩაი კი მაგიდაზე ეულად ცივდებოდა, ისევე როგორც პატრონი საბნის ქვეშ. სწუხდა, შფოთავდა, კითხულობდა -„რატომ არ ნებდება… რატომ არ ნებდება… რატომ არ ნებდენა?“ და ცხადად,ცოცხლად წარმოუდგა თვითმკვლელობის სცენა. „თოკი არა!“,რადგან სუნთქვა უყვარდა, მდინარეც იმავე მიზეზით გადათქვა და ბოლოს გაახსენდა ახალგაზრდობაში ნაფიქრი მეთოდი, ვენების გადასერვა,მშვიდად, უშფოთველად, თითქოს ძილში, გაპარვა. დაინახა, დაინახა თუ როგორ ეგდო ის და მისი სხეული, როგორ ჟონავდა შავი სისხლი, როგორ მიცურავდა იატაკზე და ზოგან დამტვრეული პარკეტის ქვეშ იკარგებოდა. ხელშიც კი იგრძნო ოდნავი კბენა,ხახუნი, მზგავსი იმისა,როცა ჭრილობა გიხორცდება და ძალიან გინდა ხელი მოისვა. ისიც იგრძნო როგორ წავიდა გონებიდან ძალა,როგორ ბნელდებოდა ოთახი, როგორ ჩაქრა სინათლე და სუნთქვა, რომელიც ყოველთვის უყვარდა. სისველემ შეაწუხა. უკვე გაციებული შარვლის ქვეშ უსიამოვნოდ ჩაუყვა. დიახ მას შარვლით იძინებდა. იმ წამს ეს სიკვდილიც შეზიზღდა, გაუწყრა, გადათქვა. აგერ უკვე მრავალი წელი იყო, ისევ გადათქვა. თავისთვის სასურველი თვითმკვლელობა ვერ მოეფიქრებინა და სწორედ ამას აბრალებდა იმას, რომ მიუხედავად ცოცხალი იყო.

წვალებით ჩაეძინა, მერე დილა ისევ თავის ტკივილით დაიწყო. გალახული მაინც ადგა, რადგან თავშესაფარში წვნიანის მოსატანად უნდა წასულიყო. მერე ფიქრობდა და გზაში  კითხულობდა: -„რატომ არ ნებდება… რატომ არ ნებდება… რატომ არ ნებდენა?“

ქალაქში თოვლი მოვიდა, შეუმჩნევლად შემოიპარა დასავლეთიდან და ნაყოფად ბავშვების სიხარული გამოიღო. ქუჩაში ორომტრიალი და ოხშივარია, გუნდაობით დაღლილი ბავშვები ქოშინებენ, ისვენებენ, მერე ისევ დასდევენ და ასე დაუმთავრებლად. პატარების სიხარულს აყოლილი უფროსებიც არ აკლებენ ერთმანეთს. ვისაც არ ჰყავს პირმშო, ძაღლს ასეირნებს. ზოგი კი ფანჯრიდან ტკბება ამ მოვლენით:“კარგი კარგი გეყოფა“ –  დედა ვითომ ჩხუბით და უფრო ღიმილით ცდილობს დაამშვიდოს შვილი რომელსაც  გუნდა მოუღერებია. პატარა არ ეშვება, დედა გაემზადა ცივი უსიამოვნებისთვის. აი გამოფრინდა, პირდაპირ სახეზე მოხვდა, გაამწარა კიდეც მაგრამ შვილის კისკისმა სწრაფად დაულბო: „უხ შე პატარა გაიძვრეა, ახლა დაგიჭერ“. ბავშვი გაიქცა, დედა გაეკიდა. იქვე და ძმა დასდევს ერთმანეთს, მკაცრი მამა მაყურებლად დამდგარა მათ თავზე. იქით მოედნის ბოლოს ქალი თეთრ, ფუმფულა ძაღლს ასეირნებს, ღვედი ჩვეულზე მეტად აუშვია, ძაღლი თოვლში ნებივრობს, ხან ჩაეფლობა, ხან ცხვირით თხრის. პატრონი ხალისობს,  უხარია.  „მამა, მამა თხილამურებს მიყიდი?“ – ეხვეწება პატარა, ქერა, ცისფერტვალება გოგო, შავგრემან მამიკოს : „ახლა? რად გინდა?“ „აბა გუდაურში წაგიყვანო!“ – კეკლუცად უღიმის და თვალებს იმრგვალებს,მამას გული ულბება, იხუტებს:“გიყიდი აბა რას ვიზამ“ . მათ უკან კი მოხუცი ქალბატონი და მისი მეუღლე ნელი ნაბიჯებით მიიწევენ პარკის სკამისკენ, გზაში კისკისებენ და ერტურთი უხარიათ.

შორიდან ძაღლის ყეფა მოისმა, მკაფიო გახდა, როცა ღრენაში გადაიზარდა ყველამ ყურადღება მიაპყრო. პარკის ბოლოს შავი სილუეტი ზურგით დგას, აშკარად გავლითაა, გასასვლელს უმიზნებს. თეთრი ძაღლი კი წრეებს ურტყამს, ყეფით არ ეშვება. პატრონი  ჭორაობაში გართული გიჟივით გამოვარდა. პატრონ დანახულს მეტი ძალა მიეცა, ღრენას უმატა, ლამის და ეძგერა, როცა საყელურში ხელი მოეჭიდა :“გაჩერდი შე უჯიშო შენა, როგორ იქცევი!“ დაუყვირა, ძაღლმაც  გაიგო, იკმინდა

– ბოდიშით ბატონო გიორგი, როგორ გამომეპარა არ ვიცი!

– არაუშავს მაია, შენი ძაღლი ვერას დამიშავებს! –  ნაოჭებიდან თეთრი, მოვლილი კბილები გამოაჩინა.

– თქვენ როგორ ბრძანდებით?

– უკეთ ვიდრე ოდესმე!

– მაშინ წავალ თქვენის ნებართვით, სახლში ავიყვან, კიდევ ერთხელ ბოდიშით!

– რას ამბობ მაია, რომც ეკბინა ვერას დამაკლებდა, ვერას!  – გაუღიმა

– ნახვამდის ბატონო გიორგი!

– ნახვამდის!

„ არავინა ხარ, ვერც ვერას გაკლებს ვერა“ –  ჩაილუღლუღა მოხუცმა

– ბატონო? –  ყური მოკრა მაიამ

– არა, არაფერი მაია, კარგად იყავი! – მშვიდად მიუგო

– კარგად!

ქალმა ძაღლი სასწრაფოდ გაბუნძულა, მოხუცმა კი გზა განაგრძო.

ნაბიჯი ნაბიჯს მიუყვება, ნელა, ზანტად მაგრამ მოურიდებლად. ჯოხი უფრო ტვირთად ქცეოდა ვიდრე დამხმარედ, მიჩვეული ვერ მოეშორებინა. გრძელი მაკინტოში ნიავზე ქანქარებს. საწვიმარში შევარდნილი, თოვლ აკიდებული ჰაერის ნაკადი მოხუცის გამხდარ, უიმედო სხეულს სიცივით ავიწროვებს.ცილინდრი ჭაღარა და მელოტ თავზე ვერა სითბოს იძლევა. ყურებ გაწითლებული, ლოყაჩავარდნილი, სიცივეს აყოლილი მოკანკალე მარჯვენა ხელი უსასრულობაში დაეკიდა. მის გარეგნობაში სიცოცხლე, გადავადებულ სიკვდილს ჰგავდა. თითოეული ნაკვთი იხვეწება, იჭინთება ამ ცხოვრებისგან დაღლილი მოსვენების მომლოდინე. მხოლოდ თვალები ცოცხლობდა მის არსებაში. ქორივით დაემიზნებინა და მათი გადამწყვეტელობა გარდუვლად აიძულებდა მოხუცის სხეულს, დაჟანგებულ მექანიზმს, ნელა, მაგრამ მაინც ემოძრავა.  პარკიდან გავიდა, შენობას მიეფარა.

უკვე ღამეა, ზამთრის მთვარე ჩრდილებს აგრძელებს სახლებსა გარე. ქალაქის ბოლოს ლანდი გამოჩნდა. მშრალი თოვლი ფეხებთან ჭრაჭუნობს. განვლილი მანძილის ზრდასთან ერთად ჯოხი უფრო ეფლობა. სიარული ძნელია და  ნელი. ნიავი ქარად გადაქცეული მოხუცის სილუეტს ეკიდება, ცდილობს მისი მჩატე სხეული თან წაიყოლოს, ის კი არ ნებდება, მიიწევს და ეს მოძრაობაა მისი შემოქმედი. ახლა გორაკი უნდა გადაიაროს, გორაკს იქით კი ხე ელოდება.

ჰორიზონტი ოდნავ განათდა, გაწითლდა, ღრუბელი დაეტყო. მთვარემ თავისი დრო მოჭამა, დილა თენდება. პირველი სხივიც გამოჩნდა.  შორს მოსროლილი დროის სვლასთან ერთად ფოკუზს ისწორებს და თოვლიან მიწას ჯერ ოდნავ მერე სრულად ანათებს. გორაკის თავი გაყვითლდა, მიწის სილუეტმა ჩრდილი კრა ქალაქის შესასვლელს. თოვლის სისპეტაკემ განათება გააორკეცა. სახლების თავზე მტრედები ფარფატებენ, სადღაც მატარებელმა იყივლა, მანქანებიც აპიპინდნენ და ქალქმა იფხიზლა. სიცოცხლე გრძელდება.

მოხუცის ბოლო ნაკვალევი, ბოლო ფიფქით შეივსო და სამუდამო მივიწყებას მისცა. სამახსოვროდ აჩრდილი ჩანს ხის ძირას მუხლებს დაყუდებული. არც ხელი ინძრევა არც თავი, მხოლოდ იშვიათი სუნთქვა თუ გასცემს მის არსებობას. პირიდან წამოსული ორთქლი ჯერ ჰაერში ეკიდება მერე კი უჩინარდება. მოხუცი დუმილით  მუხლებზე დგას.

ხემ იშრიალა, ისევ ქარი ამოვარდა, ცაზე ნარჩენი ღრუბლების მიმოფანტა. მზე უფრო აცხუნებს მოხუცი კი ისევ მუხლებზე დგას, ელოდება. თვითონაც არ იცის რას, იქნებ დაკარგულ სიმხნევეს,  ის ხომ ამდენი ხანია აქ არ ამოსულა, არ უნახია, არ მონდომებია. მან  დიდი ხნის წინ დამარხა და სამუდამოდ მიივიწყა. ახლა კი ხელი უკანკალებს, უძრწის, ერიდება გადაწმინდოს საფლავის ქვას. აი მომენტი, გაუძალიანდა,  მოიმარჯვა, მაგრამ ისევ დაუშვა. უკან მოიხედა, განვლილი გზა შორეულად მოეჩვენა, აქ მოსვლა კი უაზრობად. თვალი მიწას უსწორა.

მზემ ცაზე ზენიტი პოვა, თოვლი სწრაფად დნება. მუხლებ მოდრეკილს სისველე აეკიდა მაგრამ ვეღარ გრძნობდა. სუნთქვა რომელიც სულ უყვარდა გაუნელდა, გამოიხშირა და შეწყდა. თოვლი  დნება ცოტაც და მოხუცის გასაკეთებელს თვითონვე გააკეთებს, ქვაც გამოჩნდება. აი ძგიდე, იქით თავი, ნაცრისფერი გრანიტის ქვა. და სხეული, მოხუცის სხეული ცივი და უნუგეშო.

გაიცანით ეს იყო  ადამიანი. გიორგი უსახო. არ, არა, არ დაბადებულა, ის გახდა.

The post მისტერ არავინ first appeared on ANIMO.

Emotional Intelligence ემოციური ინტელექტი
აღარ მახსოვს ფრაზა “ემოციური ინტელექტი” პირველად როდის მოვისმინე, მაგრამ ცხადად მახსოვს ამ ფრაზის გააზრების მომენტი/ქრონონი. წლების წინ, გავიცანი ერთი გამორჩეული “არსება”. გოგონა, რომელიც ცდილობდა აეწყო იუთუბერის და ინფლუენსერის კარიერა. საკმაოდ ჭკვიანი და განათლებული, მაგრამ როგორც ხალხში იტყვიან “ხასიათიანი”. ჩემში იმ ჟინმა/ცნობისმოყვარეობამ გაიღვიძა რაც ალბათ კაცობის მიღმა მეცნიერებს ახასიათებთ ხოლმე, როდესაც რაიმე უცხოს აღმოაჩენენ და ლუპის ქვეშ აკვირდებიან. მისი ქცევა, მისი ხაფანგების დადგმის მექანიზმები და ხერხები ძალზე აზარტული და ჩამთრევი რებუსი აღმოჩნდა. ასე დაიწყო ჩემი ძიება ფსიქოპატიის, სოციოპატიის, შიზოფრენიის და პიროვნების ნარცისული გართულებების სფეროში. დავიწყე ფსიქოლოგიისა და ფილოსოფიის პროტო მეცნიურული შესწავლა. გამოძიება დაიწყო პლატონით (ხო ძალიან შორიდან დავიწყე, ასე ვიცით მეგრელბმა 🙂 ), მას მოყვა არისტოტელე, ზენონი, მარკუს ავრელიუსი, შოპენჰაუერი, ნიცჩე და ა.შ. ბევრი რომ არ გავაგრძელო ერთ ეპიზოდში ხელში მეკავა კარლ იუნგის “ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები”. სწორედ იუნგმა მომაწოდა ემოციური ინტელექტის შესახებ საფუძვლიანი მინიშნებები. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ინტელექტუალი ადამიანების სიყვარულის მექანიზმმა (როგორც ხვდებით, ამბიციურად მათ რიგებს მივაკუთვნებ საკუთარ თავს 🙂 ). იუნგის თქმით ინტელექტუალურად (IQ) განვითარებული ადამიანები ნაკლებად აქცევენ ყურადღებას საკუთარ ემოციურ ფონსა და ემოციების მართვის გარდაუვალ აუცილებლობას. მათთვის ემოციები მეორე ხარისხოვანია და არ ცდილობენ დახვეწონ მათ ცნობიერსა და ქვეცნობიერში შემავალი ემოციური ინფორმაციის მართვის უნარები. სწორედ ამიტომ ამ ტიპის ადამიანები ხშირ შემთხვევაში “ტრიგერდებიან” იმ ადამიანით რომელიც პირველ რიგში ცხოველურ მოთხოვნილებებს აღძრავს. ალბათ შეგიმჩნევიათ გარკვეული ტენდენცია პროფესორებს, ექიმებს და ა.შ, მათი იტნელექტისთვის უთანასწორო პარტნიორი გვერდით. მაღალი ინტელექტის ადამიანი, რომელიც ასევე არ არის მაღარალი ემოციური ინტელექტის პატრონი ხდება მარტივად მანიპულირებადი ემოციური თვალსაზრისით და ხშირად მზგავს ოჯახებში ლიდელურ პოზიციებს ის იკავებს ვისაც არა მაღალი IQ აქვს, არამედ ის ვინც უკეთესად მართავს ემოციებს, საკუთარს და სხვისას.

ამ გააზრებამ ჩემში გარკვეული წრე შეკრა, რომელის გახსნაც ზიგმუნდ ფროიდის “სექსუალობის ფსიქოლოგიის” წაკითხვისას დაიწყო. ხშირად გამკვირვებია ის ფაქტი, თუ როგორ ავსებს ამ ორი ერთმანეთს დაპირისპირებული მასწავლებლისა და მოწაფის ნაშრომები ერთმანეთს (ალფრედ ადლერიც, რა თქმა უნდა).სწორედ ამ გამოძიების, სხვისი და საკუთარი თავის კვლევის მრავალწლიან ციკლში ვიყავი როდესაც ქართულად ითარგმნა და გამოიცა დენიელ გოლმენის “ემოციური ინტელექტი”. იუნგის გავლენის ქვეშ მყოფს სხვა გზა არც მქონდა, უნდა მეყიდა და სასწრაფოდ გავცნობოდი. ასეც ვქენი, მაგრამ სასწრაფოდ წაკითხვაში ნამდვილად მოვიკოჭლე. გოლმენის წიგნი იმდენად საინტერესო და ფაქტებით დახუნძლული აღმჩნდა, რომ ჩემი კითხვის მანერასთან ერთად კატასტროფულად დიდი დრო მოითხოვა. როგორც წესი, კითხვისას ვინიშნავ საინტერესო ადგილებს, შემდგომ ვუბრუნდები და “ვგუგლავ”, რომ დამატებითი ინფორმაცია მივიღო ტექსტში მოცემულ თემაზე. ამ წიგნში კი თითქმის არ არის გვერდი სადაც რაიმე არ მოვხაზე ან არ დავაკომენტარე. დღეს გვერდით მიდევს წიგნი, რომელსაც სხვები გაფუჭებულს ეძახიან 🙂 .

ის მთლიანად ვარდისფერი მარკერითაა აჭრელებული და სხვას, რომ ვათხოვო ალბათ უკვე სხვა წიგნს წაიკითხავს ვიდრე გოლმენმა დაწერა 🙂 . ეს წიგნი იმ ბესტცელერების რიგშია, სადაც კარლ სეიგანის “კოსმოსი”, ან ძალაუფლების საკითხში მაკიაველის “პრინცი” და რობერტ გრინის “ძალაუფლების 48 წესია”.

ამ ცხოვრების სიგრძის ოდენა ძიებაში, იქ სადაც ფსიქოლოგიას და ფილოსოფიას ეხები, ძალიან რთულია გვერდი აუარო ნეირო ბიოლოგიას და განსაკუთრებით ქცევითი ბიოლოგიის მიმართულებას. აქ კიდევ ერთი ვარსკვლავი შემხვდა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ რობერტ საპოლსკი არსებობს. (ლექციების მოსმენა შეგიძლიათ იუთუბზე) მისი ლექციები ნამდვილი აღმოჩენაა იმის გასაგებად თუ რა განსაზღვრავს ინდივიდის ქცევებს ბიოლოგიური თვალსაზრისით. გვაქვს თუ არა არჩევანის თავისუფლება, რა არის დეპრესია, ტვინის რომელი ნაწილია სინდისზე, მორალურ ქცევებსა და ემოციების მართვაზე პასუხისმგებელი. გოლმენის წიგნი ამ ცოდნის მხარდამჭერი და შემავსებელიც აღმოჩნდა. განსაკუთრებულად ამიგდალას, ჰიპოთალამუსის, თალამუსის, თხემის წილასა და შუბლის წილს შორის ურთიერთ ბმისა და კავშირის შესახებ. რა ტიპის დარღვევა როგორ ვლინდება ცხოვრებაში და რა ნეგეატიურ გავლენას ახდენს ინდივიდის ცხოვრებაზე. წიგნში განსაკუთრებული აქცენტებია გაკეთებული ემოციური იტელექტის განვითარების აუცილებლობაზე. მითითებულია მეთოდები და გზები, თუ რომელი ასაკია უპრიანი ადამიანში ამა თუ იმ კეთილი თვისების ჩამოყალიბების ხელშესაწყობად. თუ როგორ შეიძლება ემოციური ინტელექტის ამაღლების ხარჯზე აგრესიისა და კომფლიქტების შემცირება საზოგადოებაში. განხილულია უკვე არსებული და შემუშავებული პროგრამები სკოლებსა და უნივერსიტეტებში. რაც ძალიან დიდ იმედს ტოვებს საზოგადოების ემოციური ფონის ამაღლების თვალსაზრისით. (მზგავსი ემოციური დასწავლის პროგრამები ქართული სკოლებისთვისაც შესაძლოა კარგი გამოსავალი იყოს)

წიგნი უაღესად დეტალური და ამომწურავია თავის სფეროში, მაგრამ აქვს ერთი მნიშვნელოვანი ნაკლი. გოლმენი მიუყვება ტენდეციას, რომლის მიხედვითაც ყველანი კეთილები და გამგებიანები უნდა იყვნენ. ანუ, ის ცდილობს ყველა გადახრა ერთ მთავარ ნაკადზე დასვას და გაასაშუალოს. ის არ ტოვებს ადგილს, როგორც კლინიკური გადახრების ასევე გენიოსობისთვის, რომელიც ასევე სტანდარტიდან გადახვევაა და ხშირ შემთხვევაში გარკვეულ ფსიქოლოგიურ დარღვევებს უკავშირდება. ეს წიგნი არ განიხილავს შემოთავაზებული გზის, ანუ ემოციური აღზრდის, დასწავლის გზის ფილოსოფიურ მხარეს და გარკვეულილად ცალმხრივია, თუმცა კეთილი.

ალბათ ერთ ერთი სამაგიდო წიგნი იქნება ცხოვრების მანძილზე. ის მშვენიერი გზამკვლევია ემოციების სამყაროში და ბევრად აადვილებს ამოცნობას ადამიანების ქცევების “პატერნებს” ქვეშ რა იმალება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანების, სიტუაციების გაგება მარტივდება და სხვა ყველა სიკეთეს თავი რომ დავანებოთ, მარტო ამ მიზეზით ღირს ამ წიგნის წაკითხვა.

გემოთი კი ეს წიგნი ალბათ ერთ რომელიმე ნამცხვარს, ან ტკბილეულს ვერ შედარდება, ის უდაოდ ტკბილეულის ასორტია 🙂 .

The post Emotional Intelligence ემოციური ინტელექტი first appeared on ANIMO.