სტატიები - ANIMO

ტესერაქსი, შავი ხვრელი, აბსოლუტურად შავი სხეული
ნაწილი 1: ტესერაქსი

ერთი შეხედვით, ტესერაქსს, შავ ხვრელსა და აბსოლუტურად შავ სხეულს პირდაპირი კავშირი არ აქვს, მაგრამ სტატიის მიზანი სწორედ ამ კავშირების გამოვლენაა.

ალბათ აჯობებს საუბრაი ტესერაქსით დავიწყოთ. ტესერაქსი ოთხგანზომილებიანი კუბის პროექციაა სამ განზომილებაში. არ მოგესმათ, პროექცია და არა თვითონ ოთხგანზომლებიანი კუბი. იმისთვის, რომ გავიგოთ თუ რა არის განზომილების პროექცია, აჯობებს ჯერ ერთ, შემდეგ ორ და სამ განზომილებაში განვიხილოთ კუბის ფორმები.

ერთგანზომილებიან სამყაროში კუბი უბრალოდ მონაკვეთია, რომელსაც მხოლოდ ერთი პარამეტრი, სიგრძე გააჩნია, ეს გამომდინარეობს თვითონ ერთგანზომილებიანი სამყაროს პარამეტრიდან. ახლა კი წარმოვიდგინოთ რომ ორი ასეთი კუბი ხვდება ერთმანეთს. სიტყვაზე, ერთს ერქვას ლაშა და მეორეს გიგა. რას დაინახავდნენ ისინი? დიახ, დიახ სწორი ბრძანდებით, ისინი ერთმანეთს წერტილებად აღიქვამენ, რადგან მხოლოდ ერთი მიმართულებით შეუძლიათ ყურება ან წინ, ან უკან, ყველა სხვა მიმართულება, იგივე განზომილება, მათთვის დახურულია, ანუ მათთვის არ არსებობს.

ახლა იგივე ანალიზი გავაგრძელოთ ორ განზომილებაში. ჩვენ, დამკვირვებლები ვხედავთ, რომ ამ განზომილებაში კუბი კვადრატს წარმოადგენს, რომელსაც გააჩნი სიგრძე და სიმაღლე. ისმის კითხვა, როგორ აღიქვამენ ლაშა და გიგა ერთმანეთს. მათთვის სხვა ობექტები წერტილი კი არა უკვე მონაკვეთებია. ისინი ერთმანეთს ხედავენ მონაკვეთებად, რადგან უკვე შეუძლიათ ერთმანეთი მეორე განზომილებიდან დაინახონ, ანუ გვერდიდან შეხედონ. გიგასთვის, ლაშა ყველა მხრიდან მონაკვეთია ისევე, როგორც ლაშასთვის გიგა, რადგან ისინი ვერ ხედავენ ერთმანეთსის ზედხედს, ამ კონკრეტულ სამყაროში მესამე განზომილების არ არსებობის გამო.

გავაგრძელოთ ანალიზი და ამჯერად დავამატოთ მესამე განზომილება. რას ხედავს გიგა და ლაშა? გიგა ხედავს, რომ ლაშა შედგება კვადრატებისგან, იგივეს ხედავს ლაშა. რომელი მხრიდანაც უნდა მობრუნდეს ლაშა, გიგასთვის ის კვადრატებია. თუ კუბი გაუმჭვირვალეა შენ მხოლოდ სამ მხარეს ხედავ და ვერ იტყვი თუ რა ხდება უკანა მხარეს.

ანალიზის თანახმად, იმისთვის, რომ ობიექტი თავის განზომილებაში სრული ფორმით აღიქვა, ერთი განზომილებით უფრო მაღლიდან უნდა შეხედო. სამ განზომილებიანი კუბის ყველა მხარე ერთდროულად რომ დაინახო, ამისთვის მას მეოთხე განზომილებიდან უნდა შეხედო.

გამოდის, რომ ჩვენ, ადამიანებს, ანუ სამგანზომილებიან არსებებს ბინოკულარული მხედველობით, ტესერაქსის სრულ ფორმებში დანახვა არ შეგვიძლია, მაგრამ შეგვიძლია მოვახდინოთ მისი პროეცირება სამ განზომილებაში და შემდგომ გადავიტანოთ ქაღალდზე, ანუ მოვახდინოთ ოთხგანზომილებიანი კუბის სამ განზომილებაში პროექცირების პროექცირება ორ განზომილებიან ზედაპირზე. ყველამ ვიცით, რომ კუბს აქვს ჩრდილი და როგორც წესი, კუბის ჩრდილი ასიმეტრიულია და არ გავს ჩრდილის წყაროს. ეს ერთი განზომილების დაკარგვის საფასურია. რა იქნება ტესერაქსის ჩრდილი სამ განზომილებაში. ამისთვის ჩვენი კუბი უნდა დავაკოპიროთ და ოდნავ დავაპატარაოდ, ისე რომ ახალი კუბი წინა კუბის ცენტრში დარჩეს, ხოლო შემდეგ წახნაგები შევაერთოთ. სწორედ ეს არის 4 განზომილებიანი კუბის პროექცია სამ განზომილებაში, ანუ ტესერაქსი.

ახლა კი ისევ მივუბრუნდეთ ორგანზეომილებიან სამყაროს, სადაც ლაშას და გიგას ერთმანეთი მონაკვეთები ჰგონიათ, და დავამატოთ ერთი პირობა, რომ ეს ორგანზომილებიანი სამყარო გამრუდებულია მესამეში. ასეთ გამრუდებულ სამყაროში თუ გიგა საკმარისად შორ მანძილზე იმოგზაურებს, ის აუცილებლად დაუბრუნდება მოგზაურობის დაწყების წერტილს. ის ვერ დაინახავს ამ გამრუდებას, მაგრამ ლოგიკურად დაასკვნის, რომ მისი სამყარო გამრუდებულია, ხოლო ასეთი სამყაროს ცენტრი მესამე განზომილებაშია.

ეს კარგად შეესაბამება ჩვენს, ადამიანების მდგომარობას. თუ გიგას და ლაშას ორგანზომილებიან სამყაროს მესამეს დავამატებთ და ვიტყვით, რომ ის მეოთხეშია გამრუდებული, მივიღებთ ჰიპერსფეროს, რომლის ცენტრი მეოთხე განზომილებაში მდებარეობს. მაშინ, კითხვაზე სად მოხდა დიდი აფეთქება, პასუხი მარტივია: სამ განზომილებაში ყველგან და აფეთქების ცენტრი მეოთხე განზომილებაშია, ხოლო როგორც კუბის მაგალითზე ვნახეთ, ოთხგანზომილებიანი ობიექტის სრულად აღსაქმელად მე-5 განზომილებიდან უნდა შეხედო მას (ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მგონი ნოლანის ინტერსტელარში ის უცხო არსებები, რომლებმაც “ვორმჰოლი” შექმნეს, სწორედ მე-5 განზომილებიდან არიან და არა მაგალითად მე-4 ან მე-9 დან. ალბათ იმიტომ, რომ მე-5 განზომილებიდან სამყაროს რაობა ხელისგულივით მოჩანს, ეს ჩემი ვარაუდია).

თუ სამყაროში მატერიის რაოდენობა არასაკმარისია იმისათვის, რომ ოდესმე გრავიტაციის ხარჯზე სამყაროს გაფართოება შეჩერდეს, მაშინ ასეთი სამყარო გახსნილია და ის უნაგირივით მორკალული უნდა იყოს. თუ სამყაროში საკმარისი მატერიაა ინფლაციის შესაჩერებლად, მაშინ სამყარო ჩაკეტილი ჰიპერსფეროა, საიდანაც სინათლეც კი ვერ გააღწევს, ანუ შავი ხვრელი.

წყარო: კარლ სეიგანის კოსმოსი: გვერდი 417 მე-2 აბზაციდან – 422 გვერდის ჩათვლით.

ნაწილი 2: შავი ხვრელი

შავი ხვრელის აღწერა მრავალნაირად შეიძლება, თუნდაც ფარდობითობის თეორიის ჭრილში, შავი ხვრელების მიმართულებით რომლის შემდგომ დაკონკრეტებასაც წარმოადგენს ჰოკინგის ნამუშევრები და ბეკენშტეინის შავი ხვრელის ენტროპიული კუთხით წარმოდგენა. მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში დავეყრდნობით ნიუტენისეულ ფიზიკას, რომელიც ყველაზე უკეთ შეესაბამება ჩვენს მიერ შერჩეულ დღევანდელ თემას. ამისთვის დაგვჭირდება კოსმოსური სიჩქარის  ფორმულის E=((1/2)*M*V^2)-(G*Mm)/r  მოდიფიკაცია სინათლის სიჩქარით.

წყარო: სამყარო როგორც შავი ხვრელი Lawrence Krauss

ლორენ კრაუსის მსჯელობა:

თუ ობიექტის მასას (რომლისგანაც გაქცევას ვცდილობთ) გავზრდით საკმარისად, მაშინ ამ ობიექტისგან გასაქცევად საჭირო სიჩქარე მიუახლოვდება სინათლის სიჩქარეს. თუ მასას მეტად გავზრდით, მაშინ სინათლეც ვერ დააღწევს ამ ობიექტს თავს და მივიღებთ შავ ხვრელს.

თავის მხრივ, მასა ტოლია ობიექტის მოცულობისა და სიმკვრივის ნამრავლისა.(ro=C^2/(2*G*R^2) თავის მხრივ სიმკვრივე (ro) ტოლია სინათლის სიჩქარის კვადრატის შეფარდებისა (C^2)/ ორჯერ გამრავლებული გრავიტაციული კონსტანტის ნამრავლისა ობიექტის რადიუსის კვადრატზე (2*G*R^2)), გამოდის, რომ რაც უფრო დიდია შავი ხვრელის მოცულობა, მით უფრო ნაკლებია მისი სიმკვრივე. მსჯელობიდან გამომდინარე, თუ ჩვენი გალაქტიკის ზომის შავ ხვრელს ავიღებთ, მისი სიმკვრივე წყლის სიმკვრივეს გაუტოლდება, ხოლო თუ ავიღებთ ხილვადი სამყაროს ზომის შავ ხვრელს, მაშინ მისი სიმკვრივე სამყაროს სიმკვრივეზე ოდნავ მეტი იქნება (კრაუსის მსჯელობის დასასრული).

თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენ, სამყაროს მხოლოდ ნაწილს ვხედავთ, შესაძლებელი ხდება დაშვება, რომ სამყარო შავი ხვრელია. რაც იმას ნიშნავს, რომ ის ჩაკეტილი სისტემაა და ჩვენი სამყაროდან სინათლე ვერ გადის.

თუ სამყარო შავი ხვრელია, ანუ ჩაკეტილი სისტემაა, სადაც დიდი აფეთქება ერთდროულად და ყველგან მოხდა, მაშინ ის ჰიპერსფერო ანუ ოთხგანზომილებიანი სფეროა და აფეთქების წერტილი მე-4 განზომილებაში მდებარეობს. ამ მსჯელობით კი ჩვენ ვუბრუნდებით ჩვენი საუბრის დასაწყისს, ანუ განზომილებებს და მის წარმომადგენელ ჰიპერკუბს, ანუ ტესერაქსს.

ნაწილი 3: აბსოლუტურად შავი სხეული

ყუთი, ასევე შესაძლოა, როგორც აბსოლუტურად შავი სხეული ისე წარმოვიდგინოთ, რომელსაც თავის მხრივ გააჩნია კავშირი შავ ხვრელთან.
რა არის აბსოლუტურად შავი სხეული? ეს არის ჰიპოთეტური სხეული, რომელიც შთანთქავს სინათლის ყველა სპექტრულ ხაზს. და თუ წარმოვიდგენთ, რომ ეს შავი სხეული შედგება მატერიისგან, მაშინ შეგვიძლია ვიავარაუდოთ, რომ მისი ტემპერატურა მოიმატებს სინათლის შთანთქმის პარალელურად. თუ ობიექტის ტემპერატურა იმატებს, ესეიგი ის ასხივებს სინათლეს, რასაც აბსოლუტურად შავი სხეულის გამოსხივება ეწოდება.
აბსოლურტურად შავი სხეულის გამოსხივება კი დამოკიდებულია ტემპერატურაზე. ამ დამოკიდებულებას ეწოდება პლანკის კანონი/ფუნქცია. (B=(2hc^2/lamda^5)*(1/(exp((h*c)/(lamda*kB*T))-1)) სადაც h = პლანკის კონსტანტა, c = სინათლის სიჩქარე, kB=ბოლცმანის კონსტანტა).

ამ ფუნქციის მიხედვით, ობიექტი რაც უფრო ცხელია, მით უფრო ლურჯი სპეტრისკენ იწყებს გამოსხივებას, ხოლო ტემპერატურის კლებასთან ერთად, ობიექტის ფერი წითლისკენ იხრება.
სწორედ ეს მიგნება გვაძლევს საშუალებას ფერის მიხედვით განვსაზღვროთ შორეული ობიექტების ტემპერატურა, რადგან ფერის კონკრეტულ სპექტრს, კონკრეტული ტემპერატურა შეესაბამება.

თუ დავუბრუნდებით შავ ხვრელს, უკვე ვიცით, რომ შავი ხვრელი არაა აბსოლუტურად ჩაკეტილი სისტემა და ის ჰოკინგის გამოსხივებით ასხივებს. შვარცშილდის რადიუსის მქონე შავი ხვრელისთვის გამოსხივება ტოლფასი იქნება აბსოლუტურად შავი სხეულის გამოსხივებისა, რომლის ტემპერატურაც შეესაბამება (6*10^-8K)* Mo/M ფორმულას. სადაც Mo არის მზის მასა, ხოლო M – შავი ხვრელის მასა. ბევრი რომ არ ვილაპარკოთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შავი ხვრელის გამოსხივება ძალიან მცირეა, მაგალითად, ვარსკვლავთან შედარებით, ტემპერატურაც შესაბამისად, რაც იმას ნიშნავს, რომ შავი ხვრელი ძალიან ნელა კარგავს თავის მასას.

შეჯამება:

ჩვენი კუბი ჯერ წარმოვადგინეთ, როგორც ტესერაქსი, რომელიც ოთხგანზომილებიანი ობიექტის პროექციაა სამ განზომილებაში, ხოლო შემდგომ, სამყარო, როგორც ჩაკეტილი სისტემა ანუ შავი ხვრელი, რომლის ცენტრიც მეოთხე განზომილებაში მდებარეობს. შემდეგ კი იგივე ობიექტები შავი ხვრელი და ტესერაქსი, როგორც აბსოლუტურად შავი სხეულები. თუ მე ამ სფეროს ანუ შავ ხვრელს ყუთში ჩავდებ, გამოვა გარკვეული კოსმიური კალკირება (ფრანგული სიტყვაა და განმეორებას ნიშნავს). შინაარსეით ერთი და იმავე ობიექტის ორი განსხვავებული ფორმა მოთავსებული ერთმანეთში.

არ დაგავიწყდეთ ამ ობიექტის აწყობა, თქვენც შეგიძლიათ სახლის პირობებში. საჭირო ნივთების ბმულები იხილეთ აღწერაში.

საღებავი Black 3.0 შთანთქავს სინათლის 99,45% –
https://www.ebay.com/itm/164637886441?ssPageName=STRK%3AMEBIDX%3AIT&_trksid=p2060353.m2749.l2649

ბროლის ბურთი –
https://www.ebay.com/itm/164294282267?ssPageName=STRK%3AMEBIDX%3AIT&_trksid=p2060353.m2749.l2648
კუბი დამზადდა ელიავაზე (დურგლებთან) ფასი: 100 ლარი
კუბის პროპორციები: 16x16x16 სმ, კუთხური ჭრილები 45გრადუსი.

The post ტესერაქსი, შავი ხვრელი, აბსოლუტურად შავი სხეული first appeared on ANIMO.

სიკეთისა და ბოროტების არსი
ზოგი იტყვის, რომ არსებობს აბსოლუტური ზღვარი სიკეთესა და ბოროტებას შორის. ყველამ იცის სად გადის, რას შვება და როგორ აღვიქვამთ მას. თითქოს არსებობს  აბსოლუტური განსაზვრება, აღქმა საზოგადოების მხრიდან რა არის ან უნდა იყოს სიკეთე და მისი ანტიპოდი ბოროტრბა. ანუ არსებობს აბსოლუტურად შავი და აბსოლუტურად თეთრი ქმედება ან მათი ჯაჭვი, რომელთა კრებსითი სახელი შეესაბამება სიკეთეს ან ბოროტებას. ადამიანის აღქმადობაშიც სიკეთეს და ბოროტება ფერთა პალიტრიდან  შესაბამისად თეთრს ან შავს უკავშირდება. ალბათ ეს ზოგადი საზოგადოებრივი აზრიდან გვიყალიბდება, ბავშვობიდან და გაზრდილნი აღარც ვფიქრობთ შეიძლება თუ არა ეს რაღაც აბსტრაქტული სახელდებულები სხვა ფერი იყოს. შეიძლება კი მე, ინდივიდმა სუბიექტურად შევძლო მათთვის ფერების შერჩევა?

იმისთვის, რომ გავიგოთ სიკეთის და ბოროტების არსი საჭიროა ღრმა შინაგანი ძიება და უკიდურესობების პოვნა. რა არის  სიკეთე ჩემთვის და ქმედების ჩადენისას რას მაძლევს მე როგორც განწყობის ასევე შეგრძნების დონეზე. ჩვენ ყველანი შევთანხმდებით იმ ფაქტზე, რომ სიკეთის კეთება სასიამოვნოა. ჩავთვალოთ, რომ სიკეთის კეთებისგან მიღებული სიამოვნება კონსტანტაა. მაშინ გამოგვდის სქემა, რომლის მიხედვითაც სიკეთის აქტის შემდგომ ჩვენ ვღებულობთ სიამოვნებას, გამოიკვეთა მიზეზ შედეგობრივი კავში. ახალა უნდა გავარკვიოთ რა არის სიკეთე და რა არის სიამოვნება ცალ ცალკე. სიკეთე ესე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: სიკეთე არის ქმედება სხვა სუბიექის ან ობიექტის მიმართ, როდესაც სიკეთის ქმედების ობიექტი, ან სუბიექტი კონკრეტულ  მომენტში განიცდის ან მომავალში განიცდიდეს იქნება სიამოვნებას, ანუ სარგებელს.  გვაქვს განტოლების ერთი მხარე ახლა ვისაუბროთ მეორეზე, რა არის სიკეთით განცდილი სიამოვნება: სიკეთით განცდილი სიამოვნება არის სხვა სუბიექტის ან ობიექტის მიერ განცდილი სიამოვნების ანარეკლი სიკეთის ჩამდენზე. ანუ სხვანაირად, რომ ვთქვათ იმ კონკრეტულ მომენტში სიკეთის ჩამდენი თავის თავს აყენებს იმ სუბიექტის, ან ობიეტის ადგილზე ვის მიმართაც განახორციელა სიკეთის აქტი. ანუ აღწერილი ქმედება შინაარსით შეესაბამება ემპათიას. ანუ უნარს როდესაც ერთ ადამიანს შეუძლია მეორე ადამიანის ან სხვა არსების ადგილზე წარმოიდგინოს თავი. სწორედ ამიტომაა, რომ ემპათიის დეფიციტის მქონე პიროვნების ნარცისული გართულების მქონე ადამიანები, სოციოპათები და ფსიქოპათები ვერ ღებულობენ სიკეთის კეთებისას სიამოვნებას. მათთვის ეს გაუგებარია, უფრო მეტიც კონტრპროდუქტიული, რადგან სიკეთე თავის თავსი გულისხმობს მატერიალურ ან არამატერიალურ მსხვერპლს სხვის სასიკეტოდ. ანუ, ამ ჯგუფის გადმოსახედიდან ხარჯს, დანაკარგს.

რომ შევაჯამოთ სიკეთის გულწრფელი აქტი = სიკეთის მიმღები სუბიექტის მიერ  მიღებულ სიამოვნებას + სიკეთის ჩამდენი სუბიექტის ემპათიის უნარი. ანუ სიკეთის გულწრფელი აქტისას სიკეთის მიმღები სუბიექტი თუ ვერ ღებულობს სიამოვნებას, ან სიკეთის ჩამდენ სუბიექტს არ გააჩნია ემპათიის უნარი სიკეთის გულწრფელი აქტი შეიძლება ჩაითვალოს შეუმდგარად. აქედანვე გამომდინარეობს უემპათიო ადამიანის მხრიდან რწფელი სიკეთის აქტის ჩადენის უუნარობა. რწფელი სიკეთის აქტი, ანუ სიკეთე რომელიც თავის თავში არ გულისხმობს  სხვა ამონაგებს გარდა ემპათიური მდგომარეობით მიღებული სიამოვნებისა. თავის მხრივ ემპათიისგან მიღებული სიამოვნება მით უფრო მაღალია რაც უფრო მაღალი  და გულწრფელია მადლიერება სიკეთის მიმღები სუბიექტისა.

თუ ობიექტურად შევხედავთ ამ ფორმულას გამოგვივა, რომ როგორც სიკეთის ჩამდენი ასევე სიკეთის მიმღები აქტისგან ღებულობენ სიამოვნებას, რაც განაპირობებს  აქტის ჩადენის შემდგომ ინიციატივებს. თუ პიროვნება ვერ ღებულობს სიამოვნებას მაშინ სიკეთის ჩადენას მისთვის აზრი ეკარგება.

ახლა კი დროა ყურადღება დავუთმოთ სიკეთის ოპონენტ მოვლენას, ოპოზიტს, რევერსს ბოროტებას. რა არის ბოროტება? ბოროტება არის ქმედება ერთი სუბიექტისა მეორე სუბიექტის ან ობიეტის მიმართ, რომლის დროსაც მიმღები მხარე მომწოდებლის ქმედებისგან სიამოვნების ნაცვლად განიცდის ფიზიკურ ან სულიერ ტანჯვას. ანუ აქაც როგორც სიკეთის შემთხვევაში არსებობს მომხმარებელი და მიმწოდებელი. იმისთვის რომ გავერკვეთ აქტის ჩადენის მომენტში რა მოვლენები ვითარდეაბ საჭიროა ორივე მხარეს დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებასთან ერთად. საზოგადოების მხრიდა მიღებული ფორმულირებას დაქვემდებარებული ქმედება ბოროტება აღიძვრება მოთხოვნის გამო იმ პიროვნებაში რომელიც ანხორციელებს აქტს. ანუ არსებობს დაუკმაყოფილებლობის მომენტი, რომელიც იმდონეზეა აყვანილი, რომ საბოლოოდ პიროვნებას ვალდებულს ხდის გამოხატოს ამა თუ იმ ფორმით. ამ მომენტში სუბიექტი კონცენტრირდება თავის დაუკმაყოფილებლობის იგივე ტკივილის წერტილზე და ცდილობს მოაგვაროს ის, შიდა რესურსის ამოწურვის შემდგომ სუბიექტი გამოხატავს შინაგან განწყობას გარემოზე. ამ გამოხატვის მიზანია თავიდან მოიშოროს შინაგანი დისკომფორტი და განთავისუფლდეს. ხოლო გათავისუფლების შემდგომ, ანუ აქტის დამთავრებისთანავე მოდის შვება ანუ დამშვიდება რომელიც სიამოვნებას გვრის სუბიექტს. ხოლო აქტის მიზანია თავისი შინაგანი განწყობა გადასცეს, ანუ მის პერსონალურ მდგომარებასთან მიახლოვოს სხვა სუბიექტი ან ობიექტი. მხოლოდ ასე მიიღწევა განთავისუფლება შინაგანი დისკომფორტისაგან.

არსებობს ბოროტების ჩადენის კიდევ ერთი მიზანი. ეს არის სხვისი ტანჯვით ტკობა. მზგავსი ადამიანები იწვევენ სხვებში ნეგატიურ ემოციებს, თავი იგრძნონ მათზე ზემოთ, აღმატებულად. ანუ იგრძნონ ძალაუფლება.

განვიხილოთ სქემის მეორე მხარე. აქტის მიმდინარეობისას სუბიექტი გადის რამოდენიმე ეტაპს სანამ მიაღწევს პანიკას. ბოროტების აქტორის მიზანიც სწორედ ეს არის სხვაში მიაღწიოს პანიკის იმ დონეს რომელიც მის შინაგან დისკომფორტს გაუტოლდება. თუ მიზანი მიღწეულია მაშინ ბოროტების აქტორი კმაყოფილდება, თუ არა აგრძელესბს აქტს ან ეძებს ახალ მსხვერპლს, ან მოეშვება საკითხს დროთა სვლასთან ერთად, ან იქნება მუდმივი შიმშილის, დაუკმაყოფილებლობის ზღვარზე. შეგვიძლია ვთქვათ რომ აქტორი ცდილობს მაქსიმალურად მიაახლოვოს მის შინაგან განწყობებთან ვიზავი და ამ გზით გადასცეს თავისი შინაგანი დისკომფორტი, ტკივილი, თუ სხვა წუხილები. ანუ თავის ადგილას ჩააყენოს სხვა და ნახოს თავისი დისკომფორტის პროექცია მასში. განთავისუფლდეს და ისიამოვნოს განთავისუფლებით.

შესაბამისად ბოროტების აქტის შესადგომად ისევე, როგორც სიკეთის აქტის შემდგარად საცნობად საჭიროა მეორე სუბიექტის არსებობა. ეს იმისთვისაა საჭირო რომ მივიღოთ უკუკავშირით გამოწვეული სიამოვნება, როგორც ერთ ასევე მეორე შემთხვევაში.

როგორც დავინახეთ სიკეთის და ბოროტების კეთებას ერთი მიზანი აქვთ, მიიღოს სიამოვნება აქტისგან. მაგრამ ისინი მაინც ოპოზიტურ მიმართებაში არიან ერთმანეთთან. ანუ სიკეთის აქტის შემთხვევაში მექანიზმი მუშაობს იმგვარად, რომ აქტორი ემპათიის საშუალებით დგება სუბიექტის მდგომარეობაში და თავის თავში აირეკლავს სუბიექტის მიერ მიღებულ სიამოვნებას. ბოროტი ქმედების შემთხვევაში კი აქტორი პირიქით თავის თავს აპროექცირებს სხვა სუბიექტში, რომ განთავისუფლდეს შინაგანი ტანჯვისგან.

თუ ზემოთ აღნიშნული დებულება ჭეშმარიტია მაშინ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ როგორც სიკეთე ისე ბოროტება სიამოვნების მიღების წყაროა და მათ შორის ზღვარი პირობითია, ანუ სუბიექტურად დანახული როგორც დამკვირვებლის ასევე აქტში ჩართული პირების მხრიდან.

თუ გავაგრძელებთ მსჯელობას და გავიაზრებთ რომ სიამოვნების წყაროზე დამოკიდებულების ჩამოყალიბება ძალზე შესაძლებელია, შეგვიძლია დავუშვათ რომ შეიძლება არსებობდეს აბსოლუტურად სიკეთეზე და აბსოლუტურად ბოროტებაზე დამოკიდებული სუბიექტები. მაშ რა განსხვავება იქნება ამ ორ სუბიექტს შორის.

თუ სუბიექტი ეჩვევა ბოროტების ჩადენას და ახორციელებს აქტს პერმამენტულად მასში პროპორციულად მცირდება ემპათიის გრძნობა სხვა სუბიექტებისა მიმართ. უკიდურეს შემთხვევაში გამოიხატება პათოლოოგიების სახით. მაგრამ კიდევ უფრო უცნაურია სიკეთეზე დამოკიდებული ადამიანის მდგომარეობა. რადგან სიკეთე მოითხოვს როგორც სულიერ ასევე მატერიალურ გაცემას, ანუ რესურსების დათმობას, შესაძლოა კონკრეტული სუბიეტისთვის არსებობდეს ზედა ზღვარი, რომლის იქითაც ის თავს იგრძნობს ჩაგრულად. ანუ კომფორტის ზონიდან იქნება ამოგდებული, რაც მას უბიძგებს ჯერ თვითგვემისკენ და თუ განგრძობითად გაგრძელდა მზგავსი მდგომარეობა, ის მიდრეკილი იქნება ბოროტების აქტის ჩადენისკენ, რომ მისი მდგომარეობა რამენაირად შეამსუბუქდეს,ანუ განთავისუფლდეს. გარკვეულწილად ასე იკვრება ციკლი სიკეთესა და ბოროტებას შორის და ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ სუბიექტების რესურსები ამოწურვადია. ხოლო რესურსების მარაგი კონკრეტული შემთხვევისთვის კონკრეტულია და განპირობებულია პიროვნების პირადი მახასიათებლებით.

სიკეთის კეთების სურვილი უკუპროპორციულია ჩადენილი აქტების რაოდენობისა და დროის მონაკეთში ინტენსივობისა(რაც უფრო მაღალია ინტენსივობა მით უფრო დაბალია სიკეთის კეთების სურვილი)

ბოროტების ჩადენის სურვული პროპორციულია აქტების ჩადენის რაოდენობისა და უკუპროპორციულია ჩადენილი აქტების რაოდენობის ინტენსივობისა (რაც უფრო მეტ ბოროტებას ჩადიხარ მით უფრო ბევრი, უფრო მასშტაბური გინდება, მაგრამ თუ აქტების რაოდენობა დროის მონაკვეთში ბევრია მაშინ ბოროტების კეთების სურვილი მცირდება)

სიკეთის კეთების სურვილი პირდაპირ პროპორციულია უკან დაბრუნებული სიამოვნების ხარისხისა და მასშტაბისა.

ბოროტების კეთების სურვილი პირდაპირ პროპორციულია უკან დაბრუნებული სიამოვნების ხარისხისა და მასშტაბისა.

თანაბარი იმპულსის მიღების შემთხვევაში სიკეთის კეთებისას იგივე იმპულსი უფრო მალე დაიხარჯება ვიდრე ბოროტების კეთებისას. იმის გამო რომ სიკეთის კეთება მეტად ენერგო ხარჯვადია ვიდრე ბოროტების კეთება.

რამოდენიმე სიტყვა უნდა ითქვას აზრის წარმოსობის მომენტზე და იმის განსაზღვრებაზე ეს აზრი პოროტია თუ კეთილი. ამ თემის მასშტაბური განხილვა მოცემულია ჩემს მოთხრობაში „არქიონი“. სწორედ „არქიონი“ ანუ პირველადი დავარქვი იმ აზრს, რომელმაც ჯერ არ იცის კეთილია თუ ბოროტია. სწორედაც აზრის წარმოშობის მომენტში ადამიანმა არ იცის ეს აზრი სიკეთისკენაა მიმართული თუ ბოროტებისკენ. გონება ამ აზრის ავკარგიანობას განსაზღვრავს წინარე გამოცდილების საფუძველზე და იშველიებს ანალოგიებს იმის დასადგენად თუ ეს აზრი როგორ უკურეაქციას გამოიწვევს თუ სამყაროში ჰპოვებს გამოვლინებას. ანუ ამუშავებას იწყებს კონვენციური მორალი, რომელიც ეფუძნება დასჯის შიშს. შემდგომ კი გადამოწმება ხდება არაკონვენციური მორალის პარამეტრებით. თუ დასჯადია აღნიშნული აზრი ის ბოროტებას ემსახურება, თუ არა პირიქით. არსებობს კიდევ ერთი კრიტერიუმი, რამდენად სარგებლიანია ან დამაზიანებელი საკუთრივ ეს აზრი ამ აზრის პატრონისთვის. ემპათიური გონებისთვის არსებობს კიდევ ერთი კრიტერიუმი. გამოიწვევს თუ არა აღნიშნული აზრი სხვაში ტკივილს ან სიამოვნებას. ეს არის ძირითადი კრიტერიუმები რითიც გონება განსაზღვრავს აზრის ავკარგიანობას.

რომ შევაჯამოთ, გონებამ არ იცის პირველადი აზრი ანუ არქიონის რაობა. ამას განსაზღვრავს შემდგომი ფილტრები, გამომუშავებული გამოცდილებით და დაგროვილი ცოდნით. შესაბამისად სიკეთისა და ბოროტების რაობა თავიდან გაურკვეველია და მიზნად ისახავს სიამოვნების მიღებას.

The post სიკეთისა და ბოროტების არსი first appeared on ANIMO.

არის თუ არა ასტროლოგია მეცნიერება?
ასტროლოგიის მოკლე ისტორია

ასტროლოგიის ისტორია იწყება მესოპოტამიიდან. ტიგროსისა და ევფრატის აუზში. დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე, დაახლოებით 4000 წლის წინ. ამ მომენტისთვის ასტროლოგები აწარმოებდნენ დაკვირვებას და აკავშირებდნენ დედამიწაზე მიმდინარე მოვლენებს. ამ მოვლენებს ომენებს უწოდებდნენ. ომენების მაგალითი: თუ მზის დაბნელება მოხდებოდა, მაშინ რაიმე უბედურება დაემუქრებოდა სამეფოს, ან მეფე მოკვდებოდა ან ომი დაიწყებოდა.

თანამედროვე ასტროლოგიას მიმზგავსებული ასტროლოგია კი უკვე 3500 წლის წინ დაიწყო, ასტროლოგიის დაფუძნებიდან 500 წლის შემდგომ.

ასირიული იმპერიის პირობებში ასტროლოგიის განვითარება სწრაფად მიმდინარეობდა, რადგან მმართველი კლასი ასტროლოგებს მხარს უჭერდა და ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 750 წლისთვის იმპერიის ფარგლებში ათაი ასტროლოგიური სკოლა გაიხსნა. ამ ასტროლოგიური ცენტრების მთავარი ფუნქცია მეფისთვის ასტროლოგიური წინასწარმეტყველებების მიწოდება იყო. მაგრამ, როგორც ცნობილია, ამან ასირიელების იმპერია დაცემისგან ვერ იხსნა.

ჩვენ წელთ აღრიცხვამე მე-5 საუკუნეში ხდება ასტროლოგიის მოდერნიზაცია და ამ პერიოდიდან ჩნდება ზოდიაქოს ნიშნები ასტროლოგიაში. ემატება პლანეტების მოძრაობაც. იქმნება ნატალური, ანუ დაბადების თარიღზე დამოკიდებული ასტროლოგია, რომელიც ადამიანის თვისებებსა და მომავალს ადამიანის დაბადების დღის მომენტში პლანეტათა და ვარსკვლავთა განლაგებით განსაზღვრავს. პირველი ნატალური ჩანაწერი ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 410 წლით თარიღდება (რაშბურგის წიგნი Rochberg „Babylonian Horoscops“).

ეგვიპტური ასტროლოგია არ ეფუძნებოდა 12 ზოდიაქოს ნიშანს, არამედ დეკანებს (Decans). დეკანი არის 36 ტოლნაწილად დაყოფილი წრე/დაფა რომელზეც დატანილია 36 უძრავი ციური სხეული/ვარსკვლავი. ამ დაფას ეგვიპტელები ძირითადად იყენებდნენ რელიგიური რიტუალების თარიღების გამოსათვლელად. ასევე დეკანებს ანიჭბდნენ ადამიანისთვის დამახასიათებელ თვისებებს. დეკანები პირველად გამოჩნდა ქრისტეს შობამდე 2000 წლით ადრე.

ალექსანდრე მაკედონელის გავლენა: (დაპყრობითი ომები ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 336-323 წლებში). ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 300 წლისთვის, ელინისტური კულტურა ხდება წამყვანი კულტურა ხმელთაშუა ზღვის, ეგვიპტისა და მესოპოტამიის ტერიტორიაზე. ხდება ზოდიაქოს ნიშნებისა და დეკანების შერწყმა მაკედონელის იმპერიის ფარგლებში. ჩვენს წელთ აღრიცხვამდე მე-100 წლისთვის ყალიბდება ელინისტური ასტროლოგია თავისი პლანეტებით, 12 ზოდიაქოს ნიშნით, ასპექტებით და სახლებით (პტოლემეანების ეპოქა ეგვიპტეში, ალექსანრიის ბიბლიოთეკა).

დეკანებისა და ზოდიაქოს ნიშნების შერწყმამ ზოდიაქოს ნიშენებს დეკანისთვის დამახასიათებელი ადამიანური თვისებები მიანიჭა (პრაქტიკულად ხდება ელინისტური ასტროლოგიისა (ვარსკვლავები /თანავარსკვლავედები) და სპირიტუალისტური ეგვიპტური წარმოდგენების შერწყმა).

ჩვენს წელთ აღრიცხვით მე-2 მე-3 საუკუნეში ელინისტური ასტროლოგია ხვდება ინდოეთში. და ერწყმება ინდურ მთვარის ასტროლოგიას.მე-3 საუკუნეშივე ასტროლოგია სპარსეთის იმპერიაშიც იმკვიდრებს თავს.

მე-7 საუკუნეში ელინისტური ასტროლოგიის დაისი იწყება, დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის, ქრისტიანობის სასტიკი წინააღმდეგობისა, არაბეთის იმპერიის ჩამოყალიბებით (ეგვიპტე ელინისტური ასტოლოგიის სამშობლო 641 წელს არაბების ხელში მოექცა).

ასტროლოგიის შემდეგი მობრუნება/აღორძინება დასავლეთ აზიის ტერიტორიაზე უკვე არაბებს უკავშირდება. კონკრეტულად მე-8 საუკუნის ბაღდადს და აბასიდების დინასტიას. ხდება ჰორარული ასტროლოგიის ჩამოყალიბება (ასტროლოგიით მკითახობა).

საბოლოოდ ჩამოყალიბდა ასტროლოგიის 4 მიმართულება:
1. მიწიერი ასტროლოგია (წინასწარმეტყველებს ერებისა და ქვეყნების ბედს)
2. ნატალური ასტროლოგია (წინასწარმეტყველებს პიროვნების თვისებებსა და ბედს მისი დაბადების თარიღით)
3. შერჩევითი ასტროლოგია (ეძებს თარიღებს კარგი და ცუდი დროის მონაკვეთების განსასაზღვრავად, რისი გაკეთება რა პერიოდშია მიზანშეწონილი)
4. ჰორარული (საპატიო) ასტროლოგია (კლიენტის მხრიდან კითხვის დასმის მომენტში ასტროლოგიური მდგომარეობისა და კითხვის კონტექსტის შესაბამისად განსაზღვრავს პასუხს, კითხვის თავიდან დასმისას პასუხი წინა პასუხის გამომრიცხავიც კი შეიძლება იყოს).

ასტროლოგია ევროპაში მე -12 საუკუნისთვის ბრუნდება, როდესაც ერთის მხრივ არაბები იპყრობენ ესპანეთის ნაწილს და მეორეს მხრივ იწყება ჯვაროსნული ლაშქრობები. ამ პერიოდში არაბულიდან ლათინურზე მრავალი ტექსტი ითარგმნა, მათ შორის ასტროლოგიური წიგნებიც. შემდეგ პერიოდში ასტროლოგია ევროპის უნივერსიტეტბში წამყვანი საგანი ხდება.

რენესანსის პერიოდი:
1440 წელს დაიწყო ბეჭდური წიგნების გამოშვება, რაც მშვენიერი იარაღი გახდა ასტროლოგიის მოსახლეობაში გასავრცელებლად. ასტროლოგებს მეტი შესაძლებლობა მიეცათ თავიანთი მოძღვრება უფრო მეტი ხალხისთვის მიეწოდებინათ. მაგრამ აქ პრობლემა მოსახლეობის განათლების დონის სიმდაბლე ხდება და ასტროლოგიას მასობრივი გავრცელებისთვის მეტი დრო დასჭირდება. ფეხს იკიდებს ელიტებში (ამ მომენტისთვის ჯერ მხოლოდ 6 პლანეტაა ცნობილი).

ასტროლოგია დღევანდელ სახეს კიდევ უფრო უახლოვდება მე-17 საუკუნეში, კერძოდ 1647 წელს William Lilly „Christian Astrology“ – ის (ამაზონზე 30$ ღირს) გამოქვეყნებით (დაიბადა 1602 წელს, აპირებდა გამხდარიყო მღვდელი, მაგრამ საბოლოოდ ასტროლოგი გახდა „მე-17 საუკუნის ინგლისელი ცაგარელი“ ). გამოუშვა პირველი ინგლისური წიგნი ასტროლოგიაზე. ამ მომენტამდე თითქმის ყველა წიგნი ასტროლოგიაზე იყო ლათინურ ენაზე, რაც აბრკოლებდა ასტროლოგიის მოსახლეობაში ფართოდ გავრცელებას, ლათინურის არ ცოდნის გამო. ამ წიგნში ხდება ყველა წინარე გამოცდილების განხილვა და ამით ის იქცა ასტროლოგიის განვითარების შემდგომ ნაბიჯად.

მე 17 – მე18 საუკუნეებში წინარე ასტროლოგიურ წარმოდგენებს საფრთხეს უქმნის მეცნიერების განვითარება, კონკრეტულად კი სამყაროს მოწყობის მოდელის გეოცენტრისულიდან ჰელიოცენტრისტულად გადაქცევა და ასევე მე-2 საუკუნეში ალექსანდრიაში მოღვაწე Ptolemy (პტოლემეუსი) (ასტრონომი, ასტროლოგი, გეოგრაფი ამტკიცებდა, რომ დედამიწა მრგვალია, ჰქონდა ჰელიოცენტრისტული მოსაზრებები, მაგრამ საბოლოოდ უარყო. იყო ასტროლოგიის რეფორმატორი, მოაგროვა და მოახდინა ეგვიპტური, ელინისტური ასტროლოგიის სისტემატიზაცია, ნაშრომს ჰქვია „ტეტრაბიბლიუსი“)-ის სამყაროს მოწყობის მოდელის უარყოფა. ამ პერიოდში ასტროლოგია ქრება უნივერსიტეტებიდან როგორც ცრუ მეცნიერება.

ასტროლოგიის მობრუნება უკვე მე-20 საუკუნეში იწყება. ამ პერიოდში საზოგადოება უფრო გახსნილი გახდა, ნაკლებად დამოკიდებული ეკლესიაზე, რომელიც სპირიტუალიზმს კრძალავდა. ასევე დიდი წვლილი შეიტანა Alan Leo -მ (ბრიტანელი ასტროლოგი), რომელმაც მოახდინა ასტროლოგიური ნახაზების გამარტივება ისე, რომ ჩვეულებრივი ადამიანისთვის მისი აღქმა/ათვისება მარტივი ყოფილიყო. გამარტივებამ და საუკუნისთვის დამახასიათებელმა ტექნოლოგიურმა განვითარებამ ხელი შეუწყო გავრცელებას.

თანამედროვე ასტროლოგია უკვე 1930 იანი წლებიდან იღებს სათავეს. Dane Rudhyar მა ასტროლოგიას ფსიქოლოგიური ასპექტები შესძინა (სათავეს იღებს ტრანს პერსონალური ასტროლოგია) და წარმოაჩინა როგორც საჭირო იარაღი ფსიქოლოგირი საკითხების დასამუშავებლად.

ამავე  პერიოდში ხდება ახლად აღმოჩენილი პლანეტების ინტეგრაცია ასტროლოგიაში და მათთვის თვისებების მიკუთვნება/გადანაწილება. უფრო და უფრო წყდება ძველ ტრადიციებს და ადაპტირდება თანამედროვეობაზე. კომპიტერები და ინტერნეტი ასტროლოგიას ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის.

იოჰან კეპლერი (Johannes Kepler) და ასტრონომია/ასტროლოგიის გამიჯვნა

იოჰან კეპლერი იყო გერმანელი ასტრონომი და შემდგომში კაცობრიობის ისტორიაში პირველი ასტროფიზიკოსი, რომელიც 1571 წელს, ქალაქ ვაილ დერ შტადტში დაიბადა, რომის იმპერიის ტერიტორიაზე (გარდაიცვალა 1630 წელს). ის მშობლებმა ქალაქ მაულბრონის სასულიერო აკადემიაში ჩააბარეს. ეს იმ დროისთვის ჩვეული პრაქტიკა იყო. საზრიან იოჰანესზე, მკაცრი დისციპლინა მძიმე ზეგავლენას ახდენდა. შემდეგ ის ტუბინგენის უნივერსიტეტში გადადის, სადაც ეცნობა კოპერნიკის ჯერ კიდევ სახიფათო ნაშრომს სამყაროს ჰელიოცენტრულ მოდელთან დაკავშირებით, რომელიც პოლონელმა ბერმა 1543 წელს გამოსცა (იმავე წელს გარდაიცვალა 70 წლის სასკში). კოპერნიკი ასევე მიიჩნევდა, რომ მზე მხოლდ ერთი ვარსკვლავია მრავალთა შორის და რომ სხვა პლანეტებზეც შეიძლება არსებობდეს სიცოცხლე. მისი ეს მოსაზრებები 1616 წელს აკრძალულთა სიაში მოხვდა კათოლიკური ეკლესიის მხრიდან და 1835 წლებამდე ამ სიაში რჩებოდა.

კეპლერს, კოპერნიკის იდეებმა ახალი შთაგონება მისცა. ამ პერიოდში ის მასწავლებლად იწყებს მუშაობას ავსტრიის ქალაქ გრაცში. თუმცა წარუმატებლად, რადგან მისი მეტყველების უნარები მასწავლებლისას არ შეესაბამებოდა. შემდგომ თავს ასტროლოგიით ირჩენს და პარალელურად აგრძელებს მათემატიკური გამოთვლების წარმოებას. მისი ნაშრომები ნელ-ნელა იხვეჭდა პოპულარობას და მალევე წმინდა რომის იმპერატორის რუდოლფ II-ს ყურადღება მიიქცია. მისი რჩევით, სამეფო კარის მთავარმა მათემატიკოსმა ტიჰო ბრაჰემ, კეპლერი თავისთან აიყვანა.

ტიჰო ბრაჰე არა მარტო კარგი მათემატიკოსი, არამედ უბადლო დამკვირვებელი ასტრონომიც იყო და მას მრავალწლიანი ჩანაწერები ჰქონდა პლანეტათა მოძრაობის შესახებ. კეპლერისგან კონკურენციის შეგრძნებამ ბრაჰეს გადააწყვეტინა კეპლერისთვის  სიკვდილის პირამდე არ გაემხილა თავისი ნამუშევრები. 1601 წელს, ტიჰო ბრაჰეს სიკვდილის შემდეგ, მისი ნაშრომები და თანამდებობა მთლიანად კეპლერის გახდა.

კეპლერი, ბრაჰე და გალილეო გალილეი (1564-1642 წლები. იუპიტერის თანამგზავრები აღმოაჩინა 1610 წ.) დარწმუნებულნი იყვნენ, რომ პლანეტები აბსოლუტურად იდეალურ წრეზე მოძრაობდნენ. ეს გამომდინარეობდა მათი რწმენიდან, რომ ღვთის შექნილი სამყარო იდეალური უნდა ყოფილიყო. კეპლერს რაოდენ ზუსტი გათვლებიც უნდა გაეკეთებინდა, ვერასდროს ახერხებდა მარსის მოძრაობის მათემატიკური აღწერა ბრაჰეს დაკვირვებებისთვის შეესაბამებინა. მას ეს დიდ სადარდელს უჩენდა, რადგან ეწინააღმდეგებოდა მისსავე მსოფლხედველობას. მათემატიკური ანალიზი ჯიუტად არ ნებდებოდა და ბოლოს მან გადაწყვიტა, ელიფსის ფორმულა გამოეყენებინა, რომელიც პირველად აპოლონიუს პერგელმა ალეექსანდრიის ბიბლიოთეკაში წარადგინა (ჩვენ წელთ აღიცხვამდე მე-3 საუკუნის დამლევის).  ფორმულამ გაამართლა და კეპლერის გამოთვლები ერთი ერთში დაემთხვა ტიჰო ბრაჰეს მიერ დაკვირვებით აღწერილ რეალობას. შედეგად, ჩამოყალიბდა კეპლერის სამი კანონი, რომელიც დღემდე წამყვანი ფორმულირებაა პლანეტათა მოძრაობის აღსაწერად.

პლანეტა მოძრაობს ელიფსზე, რომლის ერთ-ერთ ფოკუსშიც მდებარეობს მზე.

მზისა და პლანეტის შემაერთებელი მონაკვეთი დროის ტოლ შუალედში ტოლ ფართობს შემოწერს

პლანეტის ორბიტული პერიოდის კვადრატი ამ პლანეტისა და მზეს შორის მანძილის კუბის პროპორციულია P^2=a^3 (იოჰან კეპლერი და მისი კანონები).

კეპლერი იყო უკანასკნელი ასტროლოგ-მეცნიერი და პირველი ასტროფიზიკოსი. მას შემდეგ ასტროლოგია და ასტრონომია გაიყო. ასტროლოგია გაქრა უნივერსიტეტების პროგრამებიდან და დღემდე აღიარებულია, როგორც ფსევდო მეცნიერება!

აი რას წერდა იოჰან კეპლერი ასტროლოგიაზე: „ღმერთი ყველა ცხოველს აძალევს საარსებო საშუალებას, – ასტრონომისთვის მან ასტროლოგია შექმნა“ (წყარო, კარლ სეიგანის წიგნი  „კოსმოსი“ (მე-100 გვერდიდან 117-ის ჩათვლით, გამომცემლობა ბაკურ სულაკაური)

სვეტიცხოვლის ზოდიაქოს ნიშნები (ფრესკა შეიქმნა 1656-1675 წლებში)
(ანალიზის ავტორი, მღვდელი ბიძინა გუნია)

სიტყვა „ზოდიაქო“, ბერძნული სიტყვიდან „ძოონ“ (ცხოველი) არის წარმომდგარი, რომლის ამგვარი სახელწოდებაც იმით არის განპირობებული, რომ თანავარსკვლავედებს უძველეს დროიდანვე (უმთავრესად) ცხოველთა სახელებით მოიხსენიებდნენ.

ცნება „ზოდიაქოს“ აღსანიშნავად, ძველ-ქართულ ენაში რამდენიმე ტერმინი გვხვდება: „ცხოველთა-სახილველი“ ანუ „ცხოველთა-სახილავი“, „ბურჯი“ და „ეტლი“ (იხ. სულხან-საბა ორბელიანის „ლექსიკონი ქართული“).

ცრუ სწავლებეისადმი ინტერესი, ქართველი ხალხის სულიერი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერის – სვეტიცხოვლის სულიერ მემკვიდრეობასაც შეეხო. ასე განსაჯეთ, ავრცელებენ აზრს, რომ თითქოს ქრისტიანობა არ უარყოფდა ასტროლოგიას და ამის საბუთად სვეტიცხოლის სამხრეთი კედლის ფრესკაზე გამოსახული ზოდიაქოს ნიშნები მოჰყავთ (?!) უფრო მეტიც, თვლიან, რომ X საუკუნის ხელნაწერის – „ფსალმუნის დამატებაში“ (აქ იგულისხმება A-38 ხელნაწერის – „მცხეთის დავითნის“ დანართში მოცემული თხზულება „ცნობისათვის და უწყებისათვის“…) ასტროლოგიური კალენდარია წარმოდგენილი და სხვა.

წმიდა იოანე დამასკელი

„ელინები ამბობენ, რომ ყოველი ჩვენი საქმიანობა ვარსკვლავთა, აგრეთვე მზისა და მთვარის ამოსვლით, ჩასვლითა და მათი ურითიერთმიახლოებით (ურთიერთგანლაგებით – ბ.გ.) წარიმართება, რასაც ასტროლოგია სწავლობს. ჩვენ პირიქით, ვამტკიცებთ, რომ მზე, მთვარე და ვარსკვლავები წვიმისა თუ დარის, ნოტიო თუ მშრალი ამინდის, აგრეთვე ქარებისა და სხვა მისთანათა მომასწავებელია, და არანაირად არ განაპირობებენ ჩვენს ქცევებსა და საქმეებს. და ეს ცხადია, რადგან ღმერთმა თავისუფალნი შეგვქმნა (მოგვანიჭა რა თავისუფალი ნება და არჩევანის საშუალება – ბ.გ.), და ჩვენვე ვართ ბატონ-პატრონი ჩვენი საქმეების. თუკი ყველაფერს ვარსკვლავთა მოძრაობის ზემოქმედებით, ესე იგი აუცილებლობით ვაკეთებთ და არა ჩვენი თავისუფალი ნებით… უფრო მეტიც: თუკი ყოველივე აუცილებლობით ხდება და წარიმართება, მაშინ არც ღვთის განგებულება ყოფილა სამყაროში და არც მის მიერ წარმართვა მთელი ქმნილებისა“.

„მცხეთის დავითნი“, რომელშიც მითითებულია ზოდიაქური გამოთვლები, ქალაქ მცხეთაში ინახებოდა.

პირველი – მთლიანად ფრესკა „მკვდართა აღდგომა“ (იხ. 9, გვ. 214, ზ, 6) და ხსენებული ფრაგმენტი „დიდება უფლისა“ (ბ.გ.), მორწმუნე ადამიანის სულში ღვთის შიშსა და სინანულს, სამარადისო ცხოვრებისათვის ყოველდღიური მზადებისა და ყველა ქმნილებასთან ერთად ღვთის სადიდებლის აღვლენის სურვილს უნდა აღძრავდეს;

მეორე – პრაქტიკული თვალსაზრისით, ხსენებული ფრაგმენტი „ზოდიაქოს რკალი“ (ბ.გ.), საქართველოში კარგად ცნობილი ხელნაწერის, „მცხეთის დავითნში“ მოცემული ზოდიაქური გამოთვლების ერთგვარ „თვალსაჩინოებას“ წარმოადგენს.

(სტატიის ავტორის შენიშვნა) სვეტიცხოვლის სამხრეთ ფერდზე განთავსებული ფრესკა, სადაც ზოდიაქოს ნიშნებია მოცემული, შემდეგნაირად უნდა აღვიქვათ: მთავარი მოქმედი ფიგურა, ქრისტეს გამოსახულება, აღნიშნავს მეორედ მოსვლის ჟამს, მის გარშემო ანგელოზების დასი კი იმ სამსჯავროს, რომელიც მეორედ მოსვლისას იქნება. გარე რკალში გამოსახული ზოდიაქოს ნიშნები კი აღნიშნავენ ჟამთა სვლას, თეებს, რაც ემთხვევა  მცხეთის დავითნიში არსებულ გამოთვლებს. წყარო; თანამშრომლობა საპატრიარქოსთან.

რატომ არ არის ასტროლოგია მეცნიერება?

როგორც უკვე ვთქვით, იოჰან კეპლერის შემდეგ, ასტროლოგია და ასტრონომია გამიჯნულია და ამ გამიჯვნის მიზეზი, კეპლერის მიერ ტიჰო ბრაჰეს დაკვირვებების მათემატიკური ანალიზია, რომლის საფუძველზეც კეპლერმა ციური მექანიკის სამი უმნიშვნელოვანესი კანონი შეიმუშავა.

შემდგომ, ეს უფსკრული კიდევ უფრო გააღრმავა ნიუტონმა (1643 – 1727 წ. დაიბადა კეპლერის გარდაცვალებიდან 13 წელში), დიფერენციალური და ინტეგრალური აღრიცხვის შემოღებით. კეპლერის იდეების შემდგომი განვითარებით, რომელმაც ნიუტონის ცის მექანიკა მოგვცა, აინშტაინის ფარდობითობის თეორიამდე მიგვიყვანა. რაც დრო გადის, უფესკრული ასტროლოგიასა და ასტრონომიას შორის, სულ უფრო ღრმავდება.

ზოგადად, მეცნიერება ეყრდნობა ორ ძირითად „ვეშაპს“. ეს არის თეორიული და ექსპერიმენტული ნაწილი. თეორიული ნაწილი გულისხმობს საკითხის მათემატიკურ ანალიზს, ხოლო ექსპერიმენტული – რაიმე ექსპერიმენტით ან დაკვირვებით ამ მათემატიკური ანალიზის დასაბუთებას. ხანდახან, ხდება პირიქითაც, ჯერ ექსპერიმენტი ტარდება, შემდეგ კი მისი მათემატიკური ანალიზი. თუ მათემატიკური ანალიზი და ექსპერიმენტი არ ემთხვევა ერთმანეთს, ესეიგი დებულება არასწორია და მოითხოვს შემდგომ კვლევას.

ასევე, ექსპერიმენტის მთავარი მახასიათებელია მისი განმეორების შესაძლებლობა. ანუ ექსპერიმენტის განმეორება შესაძლებელი უნდა იყოს იმავე შედეგის მიღებით. ავიღოთ რეზერფოდის ოქროს ფირფიტის ექსპერიმენტი, რომელითაც მან პროტონი აღმოაჩინა. მისი განმეორება ნებისმიერს შეუძლია.

ასტროლოგია ვერ აკმაყოფილებს ამ მიდგომებით დადგენილ კრიტერიუმებს. მას არ გააჩნია ფუნდამენტური მათემატიკური ზურგი და მისი მიმართულებებისა და დოგმების ექსპერიმენტული დადასტურება კი შეუძლებელია. ვიღაც იტყვის, რომ ფილოსოფიაშიც ცოტა მათემატიკაა, მაგრამ ფილოსოფია არ იყენებს ცის მექანიკას თავისი მოსაზრებების დასასაბუთებლად.

ამასთან, ასტროლოგია არაფერს ამბობს გარეკოსმოსურ ობიექტებზე, როგორიცაა: სხვა ვარსკვლავების სიტემები, ეგზოპლანეტები, კვაზარები, ნეიტრონული ვარსკვლავები, ზეახლები და ა.შ. ნუთუ ეს ობიექტები არ ახდენენ ჩვენს “ცნობიერებაზე გავლენას”?

როგორც ასტროლოგიის ისტორიიდან ვგებულობთ, მას სპირიტუალისტური და წარმართული სარწმუნოებები უდევს საფუძვლად. მესოპოტამიური, ეგვიპტური, ელინისტური, ინდური და სპარსული. შესაბამისად, სპირიტუალისტური და რელიგიური საფუძვლების მქონე სწავლება ვერ იქნება მეცნიერება.

ბერნუმის ეფექტი და ფერერის ექსპერიმენტი

ბერნუმის ეფექტი გულისხმობს, რომ ადამიანი თავის თვისებებს და თავის პიროვნებას აპარალლებს, ან აიგივებს აღწერასთან, რომელიც არ არის კონკრეტულად მასზე მორგებული და ზოგადია.

ფერერის ექსპერიმენტის მიხედვით, სტუდენტები, რომლებსაც დაურიგეს პიროვნების ზოგადი ასტროლოგიური აღწერა, ახდენენ თავიანთი თავის პროეცირება/გაიგივებას მოცემულ ტექსტთან. ეს ექსპერიმენტი თითქმის ასჯერ ჩატარდა სხვადასხვა პირობებში და შედეგი ყოველ ჯერზე იდენტური იყო.

დეივიდ ვოასის კვლევა

2007 წელს,  დოქროტმა დეივიდ ვოასმა, მანჩესტერის უნივერსიტეტიდან, გადაწყვიტა ვარსკვლავის ნიშანთა თავსებადობის სტატისტიკური ანალიზი გაეკეთებინა. მან აღწერითი მონაცემები გამოიყენა ინგლისიდან და უელსიდან, რომელიც დაქორწინებულ წყვილთა 20 მილიონ დაბადების თარიღს მოიცავდა (10 მლნ წყვილი შეისწავლა). აღმოჩნდა, რომ დაბადების თვეს მეწყვილის შერჩევისას არანაირი გავლენა არა აქვს. ვოასმა ვერ შეძლო მტკიცებულების პოვნა, რომ ადამიანები მიდრეკილები არიან, რომელიმე კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნის მიმართ და უფრო ხშირად მათზე ქორწინდებოდნენ, ვიდრე სხვა ზოდიაქოს ნიშნებზე (წყარო1; წყარო 2; წყარო 3)

აუტოსუგესტია ანუ თვითშთაგონება

ადამიანი შთააგონებს საკუთარ თავს გარკვეულ ფორმულას, აზრს, ემოციას, განწყობას, რომელიც მის ფსიქიკურ და სომატურ პროცესებსა და ქცევას წარმართავს. თვითშთაგონება არის ნებისყოფის რთული პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს განსაზღვრული ქცევის მიმართ ორგანიზმის მზაობის მიზანმიმართულ ფორმირებას და, საჭიროების შემთხვევაში – მის რეალიზაციას.

ასტროლოგია კი თვითშთაგონების ბრწყინვალე საშუალებაა.

მკითხველისთვის შეთავაზებული ექსპერიმენტი: აიღეთ 3-დან 5-მდე სხვადასხვა გამომცემლობა, სადაც მოცემულია დღის ჰოროსკოპი და შეადარეთ ერთმანეთს, ნახეთ თუ რამდენად დაემთხვევა ტექსტის შინაარსები. სასურველია რამდენიმე გამომცემლობა იყოს უცხოური, რადგან საქართველოში გამომცემლობები ხშირად ერთმანეთს აკოპირებენ.

The post არის თუ არა ასტროლოგია მეცნიერება? first appeared on ANIMO.

ვაჟადან ავატარამდე
ვაჟა, ავატარი2, ჯეიმს კამერონი, ფილოსოფია.

ვიყავ წყლის გზაზე, სევდიან ფიქრთ დასალევად და ახალი ფიქრებით გამომაცილა. აშკარაა რომ ამ ზრქელ და რთულად გასკვირვებელ გონებას საკენკი დამიყარა.

და აი ის ნამცეცებიც:

პანდორას სილამაზე ალბათ ცოტას თუ უკვირს წინა ფილმის შემდეგ და ბოლო წლების ფენტეზი ფილმებით განებივრებულ მაყურებელს გრაფიკული შედევრით ნაკლებად თუ განაცვიფრებ, მაგრამ ფილმი ამ მხრივ ნამდვილად უზადოა, გემოვნებიანი და დახვეწილი. ამიტომ ამაზე არ გავჩერდები, უფრო შეგრძნებებზე მინდა ვილაპარაკო.

ერთი შეხედვით ფილმი ზედაპირულად იწყება, ყველაფერი კარგადაა. ჯეიკ სალი და ნაიტირი თავის შვილებთან და ნაშვილებებთან ერთად ბედნიერად ცხოვრობენ პანდორას ტყეში. ამ კადრების შემხედვარე იფიქრებ, რომ ბედნიერება მოსაწყენია (ასეც არის, მაგრამ ამაზე სხვა დროს). ფილმი “იღვიძებს” მაშინ, როდესაც ცის ადამიანები ანუ დედამიწელები იწყებენ დაბრუნებას. გამაოგნებელია მათი უდარდელობა და გაუაზრებლობა თუ სად მოდიან. ეს დამოკიდებულება ყველაზე კარგად ჩანს კოსმოსური ხომალდის დაშვების კადრში როდესაც ხომალდი სრულიად ანადგურებს მის ქვეშ არსებულ ტყეს, პლანეტის ზედაპირს და კილომეტრობით რადიუსში მხოლოდ ფერფლს თუ ტოვებს. წლების შემდგომ პანდორამ პირველად იგრძნო ადამიანის უდარდელი ფეხის სიმძიმე. ამის შემდგომ ჯეიკ სალი ავატიკაებთან ერთად პარტიზანულ ომს მთელი ერთი წლის მანძილზე აწარმოებს, ტაქტიკურად წარმატებით, მაგრამ სტრატეგიულად უშედეგოდ. ადამიანების წნეხი და შემოსევის მასშტაბი ზედმეტად დიდია. იგრძნობა რომ კაცობრიობამ პანდორას მძლავრი მუშტი მოუქნია და ეს მხოლოდ დასაწყისია. ანტაგონიზმი და აგრესია კი შემზარავი.

ამ ყველაფერს ემატება პირადი შურისძიებით აღტკინებული ამჯერად ავატარის სხეულში “ჩაპარკინგებული” პოლკოვნიკის დაუოკებელი წყურვილი მოკლას მისი პირადი მტერი ჯეიკ სალი. პოლკოვნიკის გამოჩენა სალის ფსიქიკას და ტაქტიკას ცვლის, რადგან პოლკოვნიკის სახით მის ოჯახს პირდაპირი საფრთხე ემუქრება და ეს უკვე აღარ არის მარტო ცივილიზაციური ომი, არამედ ორ მამრს შორის პირადი დაპირისპირებაა, რომელთაგან ერთი იცავს ოჯახს, მეორეს კი დასაკარგი არაფერი აქვს.

სწორედ პოლკოვნიკი ხდება ის ტრიგერი რის გამოც სალი, ნაიტირი და ბავშვები ავატიკაიებს ტოვებენ და კუნძულებს აფარებენ თავს. ასე იწყება “წყლის გზა”.

საინტერესოა ჯეკ სალის ფსიქოტიპი, განსაკუთრებით ბავშვებთან ურთიერთობისას. ხშირად ლოგიკას აყენებს სიამაყეზე წინ, ხოლო ნაიტირი მიუხედავად თავს არ ხრის. ოჯახის უსაფრთხოება პირველ ადგილზე დგას ორივესთვის თუმცა სალი ბევრად ფრთხილია ვიდრე მისი მეუღლე. დედამიწელის თვალებში უფრო მეტი შიშია. ასეც უნდა იყოს, ჩვენ ყველამ ვიცით თუ სისტემა როგორ მუშაობს. კამერონი მართლაც კარგად ახერხებს ამ სხვაობის გადმოცემას.

აქვე ერთი-ორი სიტყვაც უნდა ითქვას კამერონზე. რატომ წყლის გზა? ამის პასუხი კამერონის ბიოგრაფიაშია. იგი ბავშვობიდან იყო აღფრთოვანებული ჟაკ კუსტოთი და ამავდროულად მისი ბავშვობა დაემთხვა მთვარეზე აპოლოს მისიის პერიოდს. ალბათ ამ ორი ფაქტორის შედეგია ავატარის ეს ფილმი. კამერონი ამ მომენტში მცხოვრებთა შორის ერთ ერთი იშვიათი ადამიანია რომელსაც ათასობით საათი აქვს გატარებული წყალქეშა ბატისკაფში. ის ერთადერთი რეჟისორია და ძალიან ცოტას შორის ერთე ერთი ადამიანია რომელმაც მარიანას ღრმულში მოახერხა ჩასვლა. მას უამრავი დოკუმენტური ფილმი აქვს გადაღებული ოკიანეებზე და მასვე ეკუთვნის წყლის მოწყობილობებთან დაკავშირებული გამოგონებები. ხოლო ამ ფილმისთვის მან სრულიად ახალი კამერა შექმნა, რომელიც წყლის ლინზის ეფექტს ანეიტრალებს (წყალში ობიექტები უფრო ახლოს ჩანს ვიდრე ზედაპირზე). მოკლედ რომ ვთქვათ კამერონი ოკენეზე უზომოდ შეყვარებული კაცია და ეს მას პანდორას წყალქვეშა ფაუნის შექმნაში აშკარად დაეხმარა.

ამ ფილმშივე ჩანს რეჟისორის სიღმისეული ცოდნა ჩვენი პლანეტის ბიომრავალფეროვნებისა და მისი ბიო წარსულისა. ცოდნას შერწყმული ფანტაზიის უნარი იძლევა პანდორას ულამაზეს ხედებსა და არსებებს. აშკარაა რომ კამერონმა წყალქვეშა არსებების ფორმები და ფუნქციონალები დედამიწის კემბრიული აფეთქბის დროინდელ არსებებს “მოპარა” (კემბრიული აფეთქება 350 მლნ წლის წინანდელ მოვლენას ჰქვია, როდესაც სიცოცხლე ერთუჯრედიანიდან რთული ფორმების ეტაპზე გადავიდა და საოცრად მრავალფეროვანი წყალქვეშა ფაუნა ჩამოყალიბდა) და მოახდინა მათი მოდიფიკაცია. ზოგიერთ მზგავს არსებებს კიმბრიული აფეთქებიდან დღესაც შეხვდებით:კიბორჩხალების, რვაფეხების, ომარების სახით. თუმცა შეჯავშნული თევზები შემდგომი პერიოდიდანაა როდესაც ხერხემლიანები ჩამოყალიბდნენ და ხმელეთზე ერთი სულიერიც არ ჭაჭანებდა. პ.ს კარგია როდესაც განათლება გაქვს და თუ ნიჭიც გეხმარება, მაშინ პანდორის მზგავს რამეებს მარტივად შექმნი.

ვისურვებდი კამერონს ღრმა ცოდნა ადამიანის ფსიქოლოგიაშიც ჰქონოდა, რადგან ამავე ფილმში ვხვდებით ნარატიულ სიუჟეტს შურისძიებაზე, რომ ახლობელი ადამიანი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე შენ, გმირობები, გმირობები და ბოროტი პერსონაჟები კითხვების გარეშე, ტერმინატორის სტილში. მაგრამ ეს ის არის რაც იყიდება. მესმის რომ კამერონი მარტო ჩემთვის ფილმს ვერ გადაიღებდა.

მაგრამ ერთი საინტერესო პასაჟი ამ მიმართულებით იმედს იძლევა. ფილმში არის შეგრძნება, რომ პოლკოვნიკის მეტამორფოზა დაიწყო, მაგრამ სიუჟეტი ჯერ გახსნილი არ არის. ვნახოთ შემდეგ ფილმში როგორ განვითარდება. ზოგადად ძალიან რთულია მეტამორფოზის მომენტუმის დაფიქსირება, ეს დიდ ვაჟასაც გაუჭირდა და უბრალოდ გადაახტა, ვნახოთ კამერონში არის თუ არა ეს ტიტანური აღქმის უნარი სწორი პასაჟის დაჭერისა.

აი ტრაგედიის გადმოცემა კი საკმაოდ მარტივია თუ ზოესნაირი მსახიობი ცოცხლობს ნაიტირის სხეულში. სალის და ნაიტირის შვილის სიკვდილის სცენა ამ ფილმის ნამდვილი მშვენებაა. მსახიობ ზოე სალდანას შესაქებად სიტყვები არ მყოფნის. ის კივილი და სასუწარკვეთა, რომელიც მხოლოდ დედებმა იციან სრულად და დამაჯერებლად იქნა გამოხატული. მაგრამ უფრო შთამბეჭდავია ნაიტირის სახე, დედის რომელმაც შვილი ორი წამის წინ დაკარგა, როდესაც მისი რჩეული თხოვს რომ ტყვეობაში მყოფი გოგონებისთვის ის უნდა იყოს ძლიერი გულით. ბრწყინვალედ დუმს ნაიტირი, გაშეშებული, შოკირებული და შეძრწუნებული თვალებით შეჰყურებს ჯეიკს და დუმილითვე იღებს მშვილდისარს, რომ ეს სასუწარკვეთა მტრის თავზე ისრების წვიმად აქციოს. უზომოდ სამწუხაროა, რომ მოუშენ ქეფჩერის მსახიობებს როლის შესრულებისთვის ოსკარი არ გადაეცემა. ეს სცენა თავისი სიმძიმით ნატვრის ხის ბოლო კადრს გავს, როდესაც სესილია თაყაიშვილი უიმედოდ ასავსავებს ხელებს.

კამერონი რისი კამერონი იქნებოდა, რომ დედამიწისეული პრობლემები არ წარმოეჩინა. როგორც ოკეანეების მოყვარულმა მან თვალნათლივ დაგვანახა თუ რა საშინელებაა ვეშაპებზე ნადირობა და თუ როგორი დაუცველები არიან ისინი. პანდორას არსებების მცირე სითხის გამო დახოცვით გვაჩვენა თუ რა უაზრობა იყო ვეშაპებზე ნადირობა მათი ქონისთვის. ვინც არ იცით გეტყვით, რომ ვეშაპის მოკვლის შემდგომ ქონი მისი თავის ქალიდან ამოჰქონდათ. ექოლოკაციის აპარატი, რომელიც მათ ბუნებრივად შუბლზე აქვთ განთავსებული თითქმის მთლიანად ქონისგან შედგება. ამ ქონის ამოტუმბვის შემდგომ ვეშაპის სხეული როგორც წესი აღარ გამოიყენებოდა და ოკიანეში რჩებოდა სატივტივოდ, სწორედ ისე როგორც ეს ფილმშია ნაჩვენები პანდორას გიგანტური ჯავშნოსანი ვეშაპის მაგალითზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმიანობა ელექტრო ენერგიისა და ნათურის გამოგონების ხარჯზე შეწყდა (ვეშაპის ქონი გამოიყენებოდა მათ შორის სახლების განათებისთვის) დღესაც, იაპონიის ხელისუფლება გასცემს კვოტებს ვეშაპების რეწვაზე, რის შედეგადაც წელიწადში ასობით ვეშაპი იღუპება. ასევე რამოდენიმე კუნძულზე შემორჩენილია მათი ხოცვის ტრადიცია, ასე რომ ეს პრობლემა ჯერ კიდევ აქტუალურია.

მეორეს მხრივ ფილმში მოთხრობილი ნადირობის ეს ეპიზოდი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს ადამიანების სახეს: დამყრობლურს, მიმტაცებლურს, ეგოისტურსა და დაუნდობელს, განსაკუთრებით იმის მიმართ რისიც არ ესმით და განსაკუთრებით ეს თვისებები გვევლინება მაშინ, როდესაც ადამიანიები კუთხეშია არიან მიმწყვდეულნი.(პლანეტა დედამიწა ირუპება, პანდორა უნდა აითვისონ)

კიდევ ერთი საინტერესო პერსონაჟი ვინც მინდა განსაკუთრებით გამოვყო და ჩემი აზრით, ვისზეც იქნება ბევრწილად აგებული შემდეგი ფილმები ეს დოქტორ გრეისის ქალიშვილია. რომელიც გრეისის ავატარში არასქესობრივი გზით ჩაისახა. დიდი ალბათობით ის ეივას და დოქტორ გრეისის ქალიშვილია. ჩასახვა ჯერ კიდევ წინა ფილმში მოხდა როდესაც სალიმ დაჭრილი გრეისი და მისი ავატარი ეივას ხესთან მიიყვანა, რომ ეივას გრეისი თავის ავატარში გადაეყვანა. როგორც გახსოვთ მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. გრეისი ეივასთან დარჩა, მაგრამ ავატარი ანაბიოზში იყო ანუ ჯერ კიდევ ფუნქციონირებდა. სწორედ ამ მომენტში შეიძლებოდა ეივას ჩაესახა თავისი “მესია” გრეისის ავატარში. სწორედ ამიტომ აქვს ამ ბავშს ცხოველებთან კომუნიკაციისა და მათი მართვის განსაკუთრებული უნარები. ეს კი იმას ნიშნავს რომ ეს გოგონა ეივას განსახიერებაა და შემდეგ ფილმში რელიგიური ასპექტები აუცილებლად წამოჭრება.

განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ნავის ხალხის დამოკიდებულება თავისი ბუნებისა და გარემოს მიმართ. ისინი სხვა არსებებთან ერთად კი არ თანაცხოვრობენ არამედ მათ ნაწილად მიიჩნევენ თავს. ეს განსაკუთრებით ვეშაპების მიმართ დამოკიდებულებაში აისახა. ნავის და ვეშაპების შეხვედრა ნამდვილად უცხოა დედამიწელთათვის, და გარკვეულწილად გაუგებარიც კი.

ერთი წინადადების გამოყოფა მინდა მთელი ფილმიდან, რაც შეიძლება ავატარის ზოგად და მთავარ მესიჯად ჩაითვალოს. ეს ნავის ლიდერის, მაყვშვის სიტყვებია, როდესაც ბავშვებს პირველი სიმღერების წინანდელ პერიოდს ახსენებს. როგორც ირკვევა ადრე პანდორაზე აბორიგენები ერთმანეთს ხოცავდნენ იმ გააზრებამდე რომ ნებისმიერი მკვლელობა, სამართლიანიც კი იწყებდა მკვლელობათა ახალ სერიას და რომ წყლის გზა არის მიმტევებლობა და გზა რომელზეც არ არის მტერი. ამით კამერონმა გვაჩვენა, რომ მიუხედავად ტექნოლოგიური განუვითარებლობისა ნავის ხალხი თავისი შეგნებით დღევანდელ ადამიანებზე მაღლა დგას. კონტრასტი განსაკუთრებულად პოლკოვნიკთან მიმართებაში ვლინდება, რომელსაც მცირედი ემპათიის გამოხატვაც კი უჭირს აბორიგენების მიმართ, რომლებიც მას ჯეიკ სალის ადგილსამყოფელს არ უმხელენ. ნავის ხალხი არის ვაჟასთან, ალუდა ქეთელაურის თვალით უყურებენ სამყაროს და ამბობენ, რომ ნებისმიერი ვინც კი სისხლს ღვრის არ არის ჩვენთან, ანუ არ არსებობს მტერი. “წყლის გზა” არის ალუდა ქეთელაურის გზა. ძალზე უცნაურია საუკუნის შემდგომ ვაჟასთვის გაცემული ეს პასუხი აბსოლუტურად სხვა ქვეყნის რეჟისორისგან, რომელსაც დიდი ალბათობით ვაჟაზე არაფერი სმენია. თუმცა გენიოსი იმითაა გენიოსი , რომ იდეამდე მარტო მიდის. ალბათ აღნიშნულ შეგნებამდე მიღწევა, არის კაცობრიობის შემდგომი განვითარების საფუძველი და გარანტია, რამეთუ ამ შინაგანი რწმენის გარეშე მაღალგანვითარებული ტექნოლოგია ადრე თუ გვიან ურთიერთ განადგურებას გვიქადის.

რომ შევაჯამოთ, გარკვეული შაბლონური სიუჟეტების მიუხედავად კამერონის ეს ფილმი მორიგი შედევრია და როგორც წინა ავატარი ეს ავატარიც წმინდა ადამიანური ისტორიაა, თავისი პრობლემებით და ჩამყაყებული შეხედულებებით. კამერონი კი ცდილობს, რომ დაგვანახოს ალტერნატივა, პანდორასეული თანაცხოვრების, იგივე წყლის გზის და მტრობის დავიწყების ჩვენებით, რომელსაც ადამიანები არათუ აუარყოფენ, არამედ საერთოდ ვერც კი აღიქვამენ.

The post ვაჟადან ავატარამდე first appeared on ANIMO.