
ბორის კრიგერი – მოხეტიალე გონებების ალყაში (в хороводе блуждающих умов)
ჰმ, თუ გქონიათ სურვილი გესაუბრათ სოკრატესთან, შოპენჰაუერთან ან თუნდაც მასლოუსთან, მაშინ ეს წიგნი სწორედ ამ წყურვილის დაკმაყოფილებაა.
იჯდე გადარეულნ ნიცჩესთან ან შოპენჰაუერის ბუზღუნს უსმინო ნესტიან კოლიდორში ძალზე უცნაური, მაგრამ სასიამოვნო გამოცდილებაა.
თითქოს ეს აზროვნების გიგანტები ვიღაცა, უბრალო მეგობრები არიან და უშუალოდ შეგიძლია ესაუბრო მათ. რაღაცა კუთხით ეს ასეცაა. კითხულობ ზარატუსტრას და თითქოს ის შენზე საუბრობს, კითხულობ სიყვარულის მეტაფიზიკას და გუმანში მწარე, ანუ მართალი აზრი იბადება. ეს აქოჩრილი ბერიკაცი მართალია, ნამდვილად მართალი! არის რაღაც ფილოსოფოსების ნარკვევებში რითიც ისინი მწერლებისგან განსხვავდებიან. რადგან მწერალი ყვება ისტორიას ფილოსოფოსი კი გესაუბრება პირადად შენ. შენ როგორც სამყაროს და როგორც სამყაროს ნაწილს. ამით ისინი რაღაცით რელიგიურ წინასწარმეტყველებს გვანან და მათი ნაშრომები გარკვეულწილად ეპისტოლარულია.
ბორია კრიგერი კი სწორედ ამ სიმძიმეს, ფილოსოფიურ სიზრქელეს უშუალობით ანაცვლებს და დიად პერსონებს პერსონაჟებად აქცევს. ზოგს ეთანხმება ზოგს არა, ზოგს ეჩხუბება, ზოგს კი ეჯიბრება.
ამავდროულად წიგნი ცნობილ ფილოსოფოსთა ნაშრომების მოკლე განხილვა და ზოგადი განმარტებაა.
გემოთი კი ეს წიგნი კამფეტების/შოკოლადების ნაკრებს გავს, რომელი თავი აიღო არ იცი.