სიცოცხლის აზრი და მიზანი

sdfddddd

სიცოცხლის აზრი და მიზანი

ადრე ვფიქრობდი, რომ ყველა თავისით აძლევს ცხოვრებას შინაარს და ამით ივსება ის სიცარიელე რაც დაბადებიდან მოგვყვება, მაგრამ შევცდი! შემიძლია ჩემს მაგალითზე მოვყვე:

ნებისმიერი მოქმედება, ნებისმიერი გადაწყვეტილება ეფუძნება ჩემს საბაზისო მოთხოვნებს. ყოველი აღმატებული აზრი, ყოველი ქველი საქმე თუ გადაწყვეტილებები სინამდვილეში დაიყვანება ჩემი ორგანიზმის წმინდა ბიოლოგიურ მოთხოვნილებებზე. ხოლო ეს მოთხოვნილებები ერთ საბაზისო წყურვილამდე, თუ როგორ ვასიამოვნო ჩემი ტვინი. ამ მიხვედრამ დამაფიქრა იმაზე, რომ ჩემი ქმედებები უნიკალური არ არის, რამეთუ მოთხოვნილებებიც არაა უნიკალური და ისინი ადამიანიდან ადამიანამდე მეორდებიან . შესაბამისად ჩემი ქმედებები შაბლონურია და ის მეორდება სხვებშიც, გარემოდან და ცხოვრების ეტაპის შესაბამისად. ვინმე იტყვის, რომ იმ მომენტში დამდგარი საჭიროების უნიკალურობა გახდიდა ჩემს მდგომარეობას განუმეორებელს და ამით დამამშვიდებდა, მაგრამ რა არის იმის ალბათობა, რომ ეს ვითომ უნიკალური მდგომარეობა ადრე არ იყო, ან მომავალში არ განმეორდება. არის თუ არა რაიმე უნიკალური ადამიანის ცხოვრებაში, რაც სხვაში ან სხვისთვის არ მომხდარა, ან არ მოხდება? და თუ ეს ასეა ცხოვრებისთვის რაიმე შინაარსის თვითნებური მინიჭება აბსურდული შაბლონურობაა. რამეთუ არ არსებობს უნიკალური გზა, რადგან გზა რომელიც აირჩიე შედგება სეგმენტებისგან, რომელიც სხვა და სხვა დროს სხვა ადამიანებმა ან გაიარეს, ან გადიან, ან გაივლიან. შესაბამისად არ არსებობს უნიკალური შინაარსი, მაგრამ არსებობს უნივერსალირი მიზანი, რომელიც თავად სიცოცხლის შინაარსია.

აქ უნდა დავიწყოთ მარტივად. გავიხედოთ, თუ რას შვრება სიცოცხლე სხვა არსებებში, რას ემსახურება ამ არსებების ყოფიერება? ცხოველთა სამყაროში სიცოცხლეს მხოლოდ ერთი მიზანი აქვს და ეს გამრავლების გზით სიცოცხლის ექსპანსიაა, ყველა შესაძლო სივრცეში. მაშ, სიცოცხლის მთავარი მიზანი, თავად სიცოცხლეა!

ადამიანების სიცოცხლეს გარდა გენის დროში განგრძობადი არსებობისა, მშობლის მხრიდან პირმშოსთვის საკუთარი იდენტობის გადანერგვის მცდელობა ახასიათებს. მშობელი ცდილობს შვილი გაზარდოს საკუთარი წარმოდგენების შესაბამისად და ეს წარმოდგენები გადასცეს დროში შვილის სახით. ადამიანის ცხოვრებას აქვს ორი მიზანი, გენისა და იდენტობის მემკვიდრეობითი გადაცემა. მაგრამ ეს არ იძლევა გარანტიას.

როდის კვდება ადამიანი? იტყვით, რომ ფიზიკური გარდაცვალებისას, მაგრამ ეს ასე არ არის. ადამიანი კვდება მაშინ როდესაც კვდება ბოლო ადამიანი, რომელსაც ის ახსოვდა. გამოდის, რომ ადამიანზე მეხსიერება არის მისი განგრძობადი არსებობის გარანტია.

ადამიანის ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია მესამე გზით. მესამე გზას ასევე შეუძლია გენის გადაცემის მნიშვნელობის ნიველირება. ხანდახან ადამიანის იდენტობა გენის მოთხოვნილებებზე მაღლა დგება. ასეთ ადამიანებს ისტორიულ ფიგურებს ეძახიან. მზგავსი სოციალური მასის მფლობელები იმდენ ადამიანზე და იმდენ თაობაზე ახერხებენ თავიანთი იდენტობის, იდეების/ქმედებების გადაცემას, რომ პრაქტიკულად უკვდავები ხდებიან კაცობრიობის არსებობის შესაძლო ვადებში და ვინ იცის კიდევ იმის იქითაც.

შესაბამისად, ადამიანის სიცოცხლის აზრი იგივე მიზანი, მისი გენისა და იდენტობის ექსპანსიაა დროსა და სივრცეში!

და ეს საბაზისო, აქსიომატური განმარტებაა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *