
მისტერ არავინ
ეს მოთხრობა დაიბეჭდა “ლიტერატურულ გაზეთში” 11/10/2024
აღარ მახსოვს ჩემი სახე. ისიც აღარ მახსოვს მზგავსი საუბრები როგორ იწყება. თითქოს რაღაც შესავალი უნდა, მომზადება, თამაში. რაღაც კითხვა, რაღაც პასუხი. მერე ისევ, და ასე. ყოველ ჯერზე ართულებ, უფრო ღრმად ჩადიხარ, უფრო მნიშვნელოვანს ატივტივებ იმის იმედით, რომ მსმენელი მოგყვება. და ისიც ცდილობს. უფრო რთულდება. ჰმ საინტერესოა უკვე. თავიდან სულელური სიტყვათ გაცვლა ახლა რაღაცის ძიებას ემზგავსება. მოგყვება, ცდილობს: უპს, შენი სიტყვების განმეორება დაიწყო და ხვდები, სადღაც ახლოსაა ის საზღვარი რომლის იქითაც მარტო რჩები. იხტიბარს არ იტეხ, გინდა გამოთქვა და მოსაუბრის შეუვალობა ვერა დაბრკოლებაა მოზღვავებულისთვის. საუბარი მონოლოგს ემზგავსება. ყვები უსასრულო დღეებზე, წუთებზე რომელიც შენებურად აღიქვი გგონია. წამით ამაყობ კიდეც, რომ გასცდი, გაკვეთე საზღვარი. აჯობე კიდეც მსმენელს, მეტი გცოდნია. მაგრამ საუბრის მიზანი გაგებული იქნა, აშკარად ხელიდან გასხლტდა. და გრძნობ, მცდელობა შეცნობილქმნა შენი მზგავსი არსებისგან, უსასრულოდ გადაიდო. როცა გაივლის წამიერი გამარჯვების ეიფორია, მოდის მწარე მარცხის გარდაუვლობა, მთავარი მიზნის მიუღწევლობისა.
საუბარი გრძელდება. ისევ ექსტერნა, და მერე ისევ. უკვე ხვდები, სადღაც შეტოპე, შეამჩნიე რა, რომ თვალი აგარიდა. გაიაზრე: სხვა გასართობი მოუნდა. შენი სიტყვების რაკანი ფარზე მოხვედრილივით ისხლიტება ყურის საზღვრებთან. დროა დაბრუნდე, გამარტივდე, ნაცნობი სიტყვებით ელაპარაკო… ჰმ! ხედავ ისევ მობრუნდა, ცოტაც და ყურადღებას იქცევ… აი გამოიცნო, გაუხარდა, სიტყვა ჩამოგართვა. ახლა ის აგრძელებს და აქვეა ერთობის შეგრძნება.
დროებით,გიტაცებს, აჰყვები. თამაში გრძელდება. მაგრამ ბრუნდება ის ძველი გრძნობა. ზურგს მოგპარვია, გულის კუნჭულში სადგურდება. ნელა ფართოვდება, იკავებს რა შენს გონებას აზრამდე, რომ ისევ ვერ იქენ გაგებული, ისევ ვერ იქენ შეცნობილი, ისევ და ისევ ძებნა მოგიწევს, გაცნობის თავიდან ინიციალიზირება. ჰმ! და ასე, ამდაგვარად კარგავს აზრს საუბარი, მოსაუბრე მასთან ერთად.
შეიძლება ამ მომენტში, მეც დავკარგე ვალიდურობა მკითხველთან და ჯიუტი ვარ რომელიც იხტიბარს არ იტეყს, იმედით, რომ შენ მისმენ.
მე აღარ მახსოვს ჩემი სახე. მე დავკარგე მომენტთან წვდომა, როცა ის ბოლოს ვნახე. მე თვალს წინ მიდგას სარკე და მაინც სხვა ვარ თითქოს. მითქვამს ჩემი თავისთვის, ხშირად უნდა იხედო ანარეკლშითქო. იქნებ დაგამახსოვრდეს, იქნებ გაიგო. ვცადე, ბევრჯერ, არ გამოვიდა. ყოველ ჯერზე მე მავიწყდება ეს ჩემი სახე.
და ასე, დავდივარ დავებოტები ქალაქის ქუჩებში. დაკარგული კი უბრალო სენსორია: გარეთ ცივა თუ ცხელა. ის უბრალო ტრაფარეტია ჩემი ადამიანობისა, რადგან მე აღარ ვარ, ვინ!
გაიცანით ეს ადამიანია. გიორგი უსახო. არ, არა, არ დაბადებულა ასეთი. ის გახდა. თხუთმეტი წლის იყო როცა პირველი ბზარი გაუჩნდა სახეს. დილა იყო ესე ერთი. ჩვეულებრივი, არაფერი ისეთი ან ასეთი. წამოდგა, აბაზანაში გავიდა, სახე დაიბანა, ანუ ქონდა მაშინ დაებანა რა. კბილების ხეხვას შეუდგა. რაღაცნაირად, მაგრად ექაჩებოდა ჯაგრისს. იფიქრებდი, კიდევ კარგი ჯაგრისი რკინის არაა თორემ ორი წუთიც ეყოფოდა ყველას სათითაოდ დასაყრელად. ეს არ იყო რაღაც ბავშვური გამოხტომა, უბრალოდ ეზარებოდა, ცდილობდა ჩქარა მოეშორებინა. მისი მოკლე ჭკუით, ჯაგრისის სწრაფი და მარდი ქნევა სწრაფ რეზულტატს მოიტანდა. მორჩა, თმების დავარცხნაზე გადავიდა, ერთი კარგად აუსვა სავარცხელი. ხშირი თმები მარჯვნიდან მარცხნივ გადმოზნიქა. ოჰ როგორ ეჯავრებოდა ეს საზიზღარი, ჯაგარივით. ოცნებობდა იმ მომენტზე, როცა დაცვენას დაიწყებდა. სულელი იყო… დაცვენა დაწყებულს რაღა გააჩერებდა. არ ეშველა, დაისველოს უნდა, წყალი მოუშვა, ხელები კარგად დაინამა და მარცხნიდან მარჯვნივ მოუსვა. მოულოდნელად ხელის გულზე რაღაც იგრძნო, თითქოს მოეჩვენა. მერე ისევ. ბოლო ბოლო დაინტერესდა და სარკესთან მიყუდებულმა გადაშალა. იქ სადაც შუბლი თმებში გდადადის, პატარა ორმო იყო გაჩენილი, თვალით ძლივს შესამჩნევი, მაგრამ ხელშესახები. მოკლედ დიდი არაფერი და გიორგიმაც ასე ჩათვალა.
ეს იყო პირველი ბზარი , რომლის მიზეზიც არც მას ახსოვს კარგად და მე მითუმეტეს რა გამახსენებდა. მაგრამ ღრმად ამოიტვიფრა მეორე ბზარი, მის ჯერ კიდევ ბავშვურ სახეზე. ეს ჭრილობა მწარედ აგონდება. ოჰ როგორ მოსდიოდა ცრემლები სანამ რაღაც მექანიზმით შუბლიდან ყელამდე დაუარა წვამ, როგორ იტალღებოდა მეხივით.
დედა და მამა საუბრობდნენ აივანზე. გიორგის მეორე დღეს ბიძაშვილთან წასვლა უნდოდა, რადგან შაბათი იყო ეგონა უარს არ ეტყოდნენ და ამის სათხოვრად მიდიოდა მშობლებთან, როცა მიახლოვებულს თავისი სახელი მოესმა. ინტერესმა გაიღვიძა მასში, მიეყურადა. მშობლებს შორის ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, ისინი შორდებოდნენ ერთმანეთს, განიხილავდნენ გიორგი ვისთან დარჩებოდა. პირველად ესმოდა ამბავი. რთული, მძიმე იყო გაგონება, მაგრამ სამეგობროში ბევრი მზგავსი ისტორია ხდებოდა. ეს გარემოება ოდნავ, მაგრამ მაინც ამსუბუქებდა მდგომარეობას. გიორგის უფრო მეტად მამის სიტყვები ეწყინა. სხვა ყვარებოდა ამ მომენტისთვის, შვილი კი აშკარა დაბრკოლება იყო. მამამ უფხო და უარგისი უწოდა :“არ ვიცი მისგან კაცი როდის დადგება“ ეს სიტყვები ეხლაც მწარედ აგონდება. აგონდება ტკივილი რომლითაც იმ წუთას სახე დაესერა. აგონდება შეკავება, მოთმინება, რითიც დაძაბუნებას შეხვდა და ბრაზი ერევა ყოველ გახსენებაზე. აქ დამთავრდა ბავშვობა, დილით სხვა გიორგიმ გაიღვიძა.
დიდი ხანი სარკეს აღარ უყურებდა: მოგონება, ნაიარევი არ ანებებდა თავს, დრო გადიოდა, მაგრამ არ ხორცდებოდა. ასეა,თუ ტკივილი არ გეშვება გადასაფარად ახალი და უფრო მძაფრია საჭირო.
მას მერე განვლო დრომ. კიდევ ბევრჯერ დაისერა, დაიღარა სახე. ზოგი ტალღად აჩნდა, ზოგი სწორ ხაზად…. იმ მომენტისთვის, როცა მან სახის ნაწილი დაკარგა უამრავი ნაკვალევი აჩნდა, შეხორცებული, ზოგი კი ღია.
დიდი ხანი უყვარდა გიორგის ნანა, შორიდან ევლებოდა ლამის წლობით, ვერა და ვერ დაუახლოვდა, ამ ღია და მხიარულ გოგონას. იმედად ესახებოდა, ნანა შეძლებდა ჭრილობების მოშუშებას, დაშოშმინებასა და განკურნებას. მიუხედავად ასეთი სახისა ნანა მას შეიყვარებდა. გიორგის არ ქონდა მარიფათი, არ ქონდა შნო, ფხა როგორც მამამისი იტყოდა, ის ვერაფრით გადადგამდა პირველ ნაბიჯს და ეს ნანამ გააკეთა. დამეგობრდნენ. მალე, უფრო მეტიც. გიორგის ჭრილობები ულბებოდა, ინკურნებოდა დავიწყების გზით, იმედით, რომელსაც მომავალი უსახავდა. მაგრამ ნანა დაღალა, დაქანცა გიორგის ჭრილობების მოშუშებით, მან უარი თქვა საერთო საზიდრად ექცია გიოს ლაბირინთები, რადგან ნანასაც ჭირდებოდა ვიღაც, ვინც მის ჭრილობებს შეიწყალებდა. დიახ, მიუხედავად ასე მკვეთრად გამოხატული მხიარული ხასიათისა მასაც ქონდა დაემალა რა. მისი მომხიბლავი კისკისი ყველაზე მეტად მაშინ იჩენდა თავს როცა უჭირდა, როცა გონებას წარსული ემძლავრებოდა, ლამობდა აწმყო ამოეშალა,ამოეშანთა, მომავალი დაეხშო. მარტო დარჩენილს კი თვალები ულურჯდებოდა, კანი უფიტრდებოდა, ძალა ეცლებოდა. გიო კი არსად ჩანდა. ის თავის სახეს დასტიროდა ისევ და ისევ უყურებდა სარკეს, მაგარმ ვერ იმახსოვრებდა, კარგავდა ხატებას თავისი არსებისა.
მას შემდეგ უამრავმა წელმა განვლო, არ მოვიტყუები, საუკუნეებმაც. დღეს გიორგის სახე აღარ აქვს,ნანამ ის მიატოვა.
მოხუცი კაცი სახლისკენ მიდიოდა. გვიანი შემოდგომა იდგა. დრო თოვლის მოლოდინისა და ქარს აყოლილი ხმელი ფოთლების შრიამულისა. ცივი ნიავი კისერზე მოხვეულ შავ შარფს, ჰაერში უმოწყალოდ ათამაშებდა. თხელი პალტო, აქ-იქ დატერილი, ზოგან გახუნებული და თვალმორღვეული, ვერა სითბოს აძლევდა პატრონს. ყავარჯენს ჩაჭიდებოდა, რომელიც ამას წინ ვაგზლის ბაზრობაზე ნახევარი პენსიის ფასად შეიძინა. ასაკი, რომ გეკითხათ, ვერ გიპასუხებდათ, ვერ გეტყოდათ. იმიტომ არა,რომ არ ახსოვდა, წლებია წლების თვლა შეწყვიტა, დრომ მნიშვნელი დაკარგა!
მოხუცი სახლში მიდიოდა, ეზოში დატრიალებული კორიანტელი, მის ისედაც ძალამიკარგულ მხედველობას აზრქელებდა, აბუნდოვანებდა. მოხუცი გაჩერდა, გაშეშდა, უფიქრელად იგრძნო აუცილებლობა. მას რომ არ უნდოდა,მაგრამ რისთვის, უეჭველი ვერ გიპასუხებდათ. სიკვდილს ხომ გადაწყვეტა უნდა, დროის,იგივ პაემნის დანიშვნა. ასე უგერგილოდ სხეული თავს არ გაწირავდა და მოხუციც იდგა, სანამ ჩაწურული მზის ბოლო სხივები მოდუნებულ ქარში მტვრის ნაწილაკებს ხვრეტდა. აი ისიც, წითელლი დირონი ლივლივით მიეკრო შენობის კედელს. იგრძნო იქით და ნაბიჯი გადადგა.
მისი ასაკის ადამიანს შვილიშვილები უნდა ყოლოდა,შვილები, შთამომავლობა, ანუ ის რითიც ასაკოვნნი “ჟამამდე” ირთობენ დროს და ნაკლებად მტკივნეულად ტოვებენ ფერად სამყაროს. მაგრამ არ ჰყავდა და არ ჰყვარობდა. არ იცოდა რისთვის უნდა განეგრძო ცხოვრება და როცა ფიქრობდა, როცა წუხდა ხვდებოდა, რომ სიკვდილი ეზარებოდა.
რა იქნება ის, რისთვისაც აქაურობა მომენატრება, რისთვისაც ბოლო პეშვი ჰაერი გამწარდება და უკან მომაბრუნებს? – ეკითხებოდა მოხუცი თავს, როცა ჩაის სმისას მაგიდის მოპირდაპირედ დუმილი იდგა. ისიც იდგა, არ ილეოდა არც ივსებოდა,იდგა და დუმდა. მოხუცი კი, ფანჯარაში ტოტების ქნარს შეჰყურებდა. ხე ისე იგრიხებოდა იფიქრებდით უნდა მოწყდესო და ბოლო წამს სწორდებოდა. „რა უდრეკია, რატომ არ ნებდება?“- იკითხა ხმამაღლა, გაოცებით და პასუხი არავინ გასცა.
მოხუცი საძინებლისკენ დაიძრა. ამ პატარა „ხრუშოვკის“ ერთოთახიანში დიდი მანძილის გავლა არ უწევდა და სიმოხუცეში მხოლოდ ეს იყო ამ ჩაჟანგებული ბინის ხიბლი. ჩაი კი მაგიდაზე ეულად ცივდებოდა, ისევე როგორც პატრონი საბნის ქვეშ. სწუხდა, შფოთავდა, კითხულობდა -„რატომ არ ნებდება… რატომ არ ნებდება… რატომ არ ნებდენა?“ და ცხადად,ცოცხლად წარმოუდგა თვითმკვლელობის სცენა. „თოკი არა!“,რადგან სუნთქვა უყვარდა, მდინარეც იმავე მიზეზით გადათქვა და ბოლოს გაახსენდა ახალგაზრდობაში ნაფიქრი მეთოდი, ვენების გადასერვა,მშვიდად, უშფოთველად, თითქოს ძილში, გაპარვა. დაინახა, დაინახა თუ როგორ ეგდო ის და მისი სხეული, როგორ ჟონავდა შავი სისხლი, როგორ მიცურავდა იატაკზე და ზოგან დამტვრეული პარკეტის ქვეშ იკარგებოდა. ხელშიც კი იგრძნო ოდნავი კბენა,ხახუნი, მზგავსი იმისა,როცა ჭრილობა გიხორცდება და ძალიან გინდა ხელი მოისვა. ისიც იგრძნო როგორ წავიდა გონებიდან ძალა,როგორ ბნელდებოდა ოთახი, როგორ ჩაქრა სინათლე და სუნთქვა, რომელიც ყოველთვის უყვარდა. სისველემ შეაწუხა. უკვე გაციებული შარვლის ქვეშ უსიამოვნოდ ჩაუყვა. დიახ მას შარვლით იძინებდა. იმ წამს ეს სიკვდილიც შეზიზღდა, გაუწყრა, გადათქვა. აგერ უკვე მრავალი წელი იყო, ისევ გადათქვა. თავისთვის სასურველი თვითმკვლელობა ვერ მოეფიქრებინა და სწორედ ამას აბრალებდა იმას, რომ მიუხედავად ცოცხალი იყო.
წვალებით ჩაეძინა, მერე დილა ისევ თავის ტკივილით დაიწყო. გალახული მაინც ადგა, რადგან თავშესაფარში წვნიანის მოსატანად უნდა წასულიყო. მერე ფიქრობდა და გზაში კითხულობდა: -„რატომ არ ნებდება… რატომ არ ნებდება… რატომ არ ნებდენა?“
ქალაქში თოვლი მოვიდა, შეუმჩნევლად შემოიპარა დასავლეთიდან და ნაყოფად ბავშვების სიხარული გამოიღო. ქუჩაში ორომტრიალი და ოხშივარია, გუნდაობით დაღლილი ბავშვები ქოშინებენ, ისვენებენ, მერე ისევ დასდევენ და ასე დაუმთავრებლად. პატარების სიხარულს აყოლილი უფროსებიც არ აკლებენ ერთმანეთს. ვისაც არ ჰყავს პირმშო, ძაღლს ასეირნებს. ზოგი კი ფანჯრიდან ტკბება ამ მოვლენით:“კარგი კარგი გეყოფა“ – დედა ვითომ ჩხუბით და უფრო ღიმილით ცდილობს დაამშვიდოს შვილი რომელსაც გუნდა მოუღერებია. პატარა არ ეშვება, დედა გაემზადა ცივი უსიამოვნებისთვის. აი გამოფრინდა, პირდაპირ სახეზე მოხვდა, გაამწარა კიდეც მაგრამ შვილის კისკისმა სწრაფად დაულბო: „უხ შე პატარა გაიძვრეა, ახლა დაგიჭერ“. ბავშვი გაიქცა, დედა გაეკიდა. იქვე და ძმა დასდევს ერთმანეთს, მკაცრი მამა მაყურებლად დამდგარა მათ თავზე. იქით მოედნის ბოლოს ქალი თეთრ, ფუმფულა ძაღლს ასეირნებს, ღვედი ჩვეულზე მეტად აუშვია, ძაღლი თოვლში ნებივრობს, ხან ჩაეფლობა, ხან ცხვირით თხრის. პატრონი ხალისობს, უხარია. „მამა, მამა თხილამურებს მიყიდი?“ – ეხვეწება პატარა, ქერა, ცისფერტვალება გოგო, შავგრემან მამიკოს : „ახლა? რად გინდა?“ „აბა გუდაურში წაგიყვანო!“ – კეკლუცად უღიმის და თვალებს იმრგვალებს,მამას გული ულბება, იხუტებს:“გიყიდი აბა რას ვიზამ“ . მათ უკან კი მოხუცი ქალბატონი და მისი მეუღლე ნელი ნაბიჯებით მიიწევენ პარკის სკამისკენ, გზაში კისკისებენ და ერტურთი უხარიათ.
შორიდან ძაღლის ყეფა მოისმა, მკაფიო გახდა, როცა ღრენაში გადაიზარდა ყველამ ყურადღება მიაპყრო. პარკის ბოლოს შავი სილუეტი ზურგით დგას, აშკარად გავლითაა, გასასვლელს უმიზნებს. თეთრი ძაღლი კი წრეებს ურტყამს, ყეფით არ ეშვება. პატრონი ჭორაობაში გართული გიჟივით გამოვარდა. პატრონ დანახულს მეტი ძალა მიეცა, ღრენას უმატა, ლამის და ეძგერა, როცა საყელურში ხელი მოეჭიდა :“გაჩერდი შე უჯიშო შენა, როგორ იქცევი!“ დაუყვირა, ძაღლმაც გაიგო, იკმინდა
– ბოდიშით ბატონო გიორგი, როგორ გამომეპარა არ ვიცი!
– არაუშავს მაია, შენი ძაღლი ვერას დამიშავებს! – ნაოჭებიდან თეთრი, მოვლილი კბილები გამოაჩინა.
– თქვენ როგორ ბრძანდებით?
– უკეთ ვიდრე ოდესმე!
– მაშინ წავალ თქვენის ნებართვით, სახლში ავიყვან, კიდევ ერთხელ ბოდიშით!
– რას ამბობ მაია, რომც ეკბინა ვერას დამაკლებდა, ვერას! – გაუღიმა
– ნახვამდის ბატონო გიორგი!
– ნახვამდის!
„ არავინა ხარ, ვერც ვერას გაკლებს ვერა“ – ჩაილუღლუღა მოხუცმა
– ბატონო? – ყური მოკრა მაიამ
– არა, არაფერი მაია, კარგად იყავი! – მშვიდად მიუგო
– კარგად!
ქალმა ძაღლი სასწრაფოდ გაბუნძულა, მოხუცმა კი გზა განაგრძო.
ნაბიჯი ნაბიჯს მიუყვება, ნელა, ზანტად მაგრამ მოურიდებლად. ჯოხი უფრო ტვირთად ქცეოდა ვიდრე დამხმარედ, მიჩვეული ვერ მოეშორებინა. გრძელი მაკინტოში ნიავზე ქანქარებს. საწვიმარში შევარდნილი, თოვლ აკიდებული ჰაერის ნაკადი მოხუცის გამხდარ, უიმედო სხეულს სიცივით ავიწროვებს.ცილინდრი ჭაღარა და მელოტ თავზე ვერა სითბოს იძლევა. ყურებ გაწითლებული, ლოყაჩავარდნილი, სიცივეს აყოლილი მოკანკალე მარჯვენა ხელი უსასრულობაში დაეკიდა. მის გარეგნობაში სიცოცხლე, გადავადებულ სიკვდილს ჰგავდა. თითოეული ნაკვთი იხვეწება, იჭინთება ამ ცხოვრებისგან დაღლილი მოსვენების მომლოდინე. მხოლოდ თვალები ცოცხლობდა მის არსებაში. ქორივით დაემიზნებინა და მათი გადამწყვეტელობა გარდუვლად აიძულებდა მოხუცის სხეულს, დაჟანგებულ მექანიზმს, ნელა, მაგრამ მაინც ემოძრავა. პარკიდან გავიდა, შენობას მიეფარა.
უკვე ღამეა, ზამთრის მთვარე ჩრდილებს აგრძელებს სახლებსა გარე. ქალაქის ბოლოს ლანდი გამოჩნდა. მშრალი თოვლი ფეხებთან ჭრაჭუნობს. განვლილი მანძილის ზრდასთან ერთად ჯოხი უფრო ეფლობა. სიარული ძნელია და ნელი. ნიავი ქარად გადაქცეული მოხუცის სილუეტს ეკიდება, ცდილობს მისი მჩატე სხეული თან წაიყოლოს, ის კი არ ნებდება, მიიწევს და ეს მოძრაობაა მისი შემოქმედი. ახლა გორაკი უნდა გადაიაროს, გორაკს იქით კი ხე ელოდება.
ჰორიზონტი ოდნავ განათდა, გაწითლდა, ღრუბელი დაეტყო. მთვარემ თავისი დრო მოჭამა, დილა თენდება. პირველი სხივიც გამოჩნდა. შორს მოსროლილი დროის სვლასთან ერთად ფოკუზს ისწორებს და თოვლიან მიწას ჯერ ოდნავ მერე სრულად ანათებს. გორაკის თავი გაყვითლდა, მიწის სილუეტმა ჩრდილი კრა ქალაქის შესასვლელს. თოვლის სისპეტაკემ განათება გააორკეცა. სახლების თავზე მტრედები ფარფატებენ, სადღაც მატარებელმა იყივლა, მანქანებიც აპიპინდნენ და ქალქმა იფხიზლა. სიცოცხლე გრძელდება.
მოხუცის ბოლო ნაკვალევი, ბოლო ფიფქით შეივსო და სამუდამო მივიწყებას მისცა. სამახსოვროდ აჩრდილი ჩანს ხის ძირას მუხლებს დაყუდებული. არც ხელი ინძრევა არც თავი, მხოლოდ იშვიათი სუნთქვა თუ გასცემს მის არსებობას. პირიდან წამოსული ორთქლი ჯერ ჰაერში ეკიდება მერე კი უჩინარდება. მოხუცი დუმილით მუხლებზე დგას.
ხემ იშრიალა, ისევ ქარი ამოვარდა, ცაზე ნარჩენი ღრუბლების მიმოფანტა. მზე უფრო აცხუნებს მოხუცი კი ისევ მუხლებზე დგას, ელოდება. თვითონაც არ იცის რას, იქნებ დაკარგულ სიმხნევეს, ის ხომ ამდენი ხანია აქ არ ამოსულა, არ უნახია, არ მონდომებია. მან დიდი ხნის წინ დამარხა და სამუდამოდ მიივიწყა. ახლა კი ხელი უკანკალებს, უძრწის, ერიდება გადაწმინდოს საფლავის ქვას. აი მომენტი, გაუძალიანდა, მოიმარჯვა, მაგრამ ისევ დაუშვა. უკან მოიხედა, განვლილი გზა შორეულად მოეჩვენა, აქ მოსვლა კი უაზრობად. თვალი მიწას უსწორა.
მზემ ცაზე ზენიტი პოვა, თოვლი სწრაფად დნება. მუხლებ მოდრეკილს სისველე აეკიდა მაგრამ ვეღარ გრძნობდა. სუნთქვა რომელიც სულ უყვარდა გაუნელდა, გამოიხშირა და შეწყდა. თოვლი დნება ცოტაც და მოხუცის გასაკეთებელს თვითონვე გააკეთებს, ქვაც გამოჩნდება. აი ძგიდე, იქით თავი, ნაცრისფერი გრანიტის ქვა. და სხეული, მოხუცის სხეული ცივი და უნუგეშო.
გაიცანით ეს იყო ადამიანი. გიორგი უსახო. არ, არა, არ დაბადებულა, ის გახდა.