
მორალური პასუხისმგებლობა!
მოკლე ისტორია:
1801 წელს, რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებას ხელი მოაწერა, მოფიქრებული მიზეზით რომ ერეკლეს შთამომავლებს შორის არსებული კონფლიქტი გადაუჭრელი იყო და რუსეთს სხვა გზა არ რჩებოდა გარდა სამეფოს გაუქმებისა. ახლა ამას რომ ვწერ უკვე 219 წელია გასული. ამ მანძილის განმავლობაში იყო მრავალი აჯანყება, თავგანწირვა და არ იყო ერთიობა 1918 წლამდე. ამ ერთობამ სულ სამი წელი გასტანა ახალ ოკუპაციამდე. მერე მოხდა ის რის შედეგებს დღემდე ვიმკით. რეპრესიების შედეგად განადგურდა მოსახლეობის მოაზროვნე ნაწილი და საქართველო მორჩილი, თვინიერი და სისტემასთან შემგუებელი გახდა. 1989 წელს გამოჩნდა შანსი დამოუკიდებლობის მოპოვებისა და 1991 წელს დეკლარაციით რეალიზდა.
ხარკი:
საქართველომ დამოუკიდებლობისთვის უმძიმესი ხარკი გადაიხადა: 9 აპრილი, აფხაზეთის ომი და 250 000 დევნილი, ცხინვალის რეგიონის დაკარგვა, სამოქალაქო ომი, პრეზიდენტის დამხობა და რაც მთავარია სახელმწიფოს სრული ეკონომიკური გაკოტრება.
დამოუკიდებლობის 30 წელი:
200 წლის მანძილზე საქართველოს არ ახსოვს ამდენ ხნიანი დამოუკიდებლობის მონაკვეთი, თუმცა გამოდგა, რომ არ ვიყავით მზად და დღემდე ფალშსტარტზე ვდგავართ. არის გარკვეული წინსვლა, მაგრამ არა ხელშესახები. იმდენად, რომ მოქალაქემ, ანუ ინდივიდმა თავი თავისუფლად იგრძნოს, განსაკუთრებით კი ეკონომიკური თვალსაზრისით. ბალტიის ქვეყნები სწრაფადვე ტრანსფორმირდნენ დასავლური ცივილიზაციის ნაწილად, რადგან მათი საზოგადოება ბევრად უფრო ახლოს იყო ევროპულ ღირებულებებთან ვიდრე ჩვენი. მათ საზოგადოების ტრანსფორმირება სწრაფად მოახდინეს. ჩვენს შემთხვევაში კი იმის გამო რომ უფრო დიდხანს ვიყავით საბჭოთა ოკუპაციის ქვეშ, დაგვიხოცეს რა მოაზროვნე თავები, ქართველი ადამიანი ქცეული ჰომო სოვიეტიკუსად და შესისხლხორცებული სისტემასთან, აღმოჩნდა ახალი თამაშის წესების ვერ მიმღები. ქართულ საზოგადოებრივ სხეულს გაუჭირდა დასავლურ ვაქცინასთან ადაპტაცია და ხშირად გვერდითი მოვლენები გამოავლინა. განსაკუთრებით ეს გვერდითი მოვლენები თავს იჩენს უფროს თაობაში, მათში ვინც როგორც პიროვნება საბჭოთა საქართველოში ჩამოყალიბდა.
მორალური პასუხისმგებლობა:
ზემოთ მოცემული ტექსტი რომელიც მოკლედ მოგვითხრობს ისტორიას, მიუთითებს უდიდეს მსხვერპლზე რომელიც საქართველომ და ანუ თითოეულმა ჩვენგანმა გაიღო თავისუფლებისთვის. ამიტომ და აქედან გამომდინარე, თითოეული ჩვენგანი ვალდებულია პატივი სცეს მსხვერპს, მსხვერპლს რომელიც გაიღეს დევნილებმა აფახაზეთიდან და სამაჩაბლოდან, მსხვერპლს რომელსაც ამ წუთებშიც გასცემს მრავალშვილიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთმ მყოფი დედა, მსხვერპლს რომელიც რუსთაველზე მრავალგზის დაგვინთხევია ამ 30 წლის მანძილზე,ადამიანები რომლებიც დავკარგეთ სისხლის მღვრელ ომებში, აღარაფერს ვამბობ მეფის რუსეთის და საბჭოთა ოკუპაციის პერიოდზე.
აღნიშნული, გვაკისრებს ვალდებულებას ერთმანეთის წინაშე, რომ ეს ქვეყანა იყოს წარმატებული, განვითარებული და მდიდარი. ამისთვის საჭიროა კარგად ვფლობდეთ დემოკრატიას, როგორც მიზნის მიღწევის იარღს და არა როგორც თვითმიზანს. ნატოც, ევროკავშირიც იმ იარაღთა ნაწილია, რომელიც აუცილებელია ქართველთა კეთილდღეობისთვის. ხოლო ჩამოთვლილთა კარგად ფლობისთვის აუცილებელია ცვლილებები, ცვლილებები არა მარტო სახელმწი ინსტიტუტებში არამედ, თითოეულის გულსა და გონებაში. აუცილებელია ჩვენს თავებს და გარემოს შევხედოთ სხვა კუთხით, სხვა თვალით ვიდრე ამას გვეუბნებოდნენ, გვასწავლიდნენ, გვირჩევდნენ მამები, თუნდაც წინაპრები ტრადიციის დაურღვევლობის ეგიდით. საქართველო უნდა განთავისუფლდეს, როგორც მისი “დიადი” წარსულის წნეხისგან, ასევე გაისაზრისოს ნაკლოვანებები დღევანდელი საზოგადოებისა. დროა ახალმა თაობამ გადააბიჯოს წინა თაობის სულში აქოთებულ საბჭოთა გვამს და იპოსვოს თავისი გზა, რომელიც უცილობლად იქნება ქართული. იცნოს მტერი და მიაგნოს იმ გზებს, რითიც მოწინააღმდეგე პოულობს ღრიჭოს ჩვენს სახელმწიფოებრივ სხეულზე. გარდაქმნას, ან აუცილებლობის შემთხვევაში საერთოდაც მოიშოროს თუნდაც მას ერქვას ათასწლოვანი ტრადიცია. მოიშოროს მომავლის სახელით!
ცვლილებებია თავისუფლების გზა და მორალური პასუხისმგებლობა ერთმანეთის წინაშე!