
რიგითი კალიას გადასარჩენად!
დილით რაღაც გაგუდული ხმა მაღვიძებს. ერთხელ, მეორედ! გახელაც არ მინდა, ჯერ ფანჯარაზე არეკლილი მზე დახუჭულ თვალებში არ მანათებს, ესეიგი ადრეა. მაგრამ გაგუდული ხმა მიახლოვდება და სხვა გზა არ არის. მბჟუტავი სინათლე მიქიცინებს ნეორონებში და ცოცხით მომარჯვებულ დედას შოკირებული შევყურებ. მეთქი არა, ჩემზე? როგორ კაცო! დედა? გამიელვა ფიქრებმა, როცა მოძრაობა შევამჩნიე. საბანს ჩახუტებული კალია ამაყად დამყურებდა, მისი სფინქსივით გაშეშებული სხეული უძრავად დამდგარიყო მორიგ ნახტომში მომზადებული. მივხვდი რა, რომ კალიას სასიკვდილო საფრთხე გადაუდებელ ზომებს მოითხოვდა, სასწრაფოდ გადავეფარე და ისიც უმადურად შემასკდა შუბლზე. საწოლი, სკამი, იატაკი, დივანი: ბრაგან ხელში ცოცხი, ბაძგვან მხარში ცოცხი, სადღაც ბრძოლის შუწელს შევთანხმდით, რომ “ლეტალურ” იარაღს აღარ გამოვიყენებდით! ისევ იატაკი, მერე მაგიდა და ბოლოს კომპიუტერთან მოხერხდა აჯანყებულის გაკავება. ოჰ, როგორ ფორთხავდა საწყალი, ვეცადე არ გამეჭყლიტა, წამით “ვისა ბიჯოოოო” სახე მტყორცნა და ჭიდაობა განაგრძო. სასწრაფოდ აივანზე, ნიავმა აიტაცა, ასე ნარნარად გაშალა ყავისფერი ფრთები გადარჩენილმა. ამაყი მზერა გავაყოლე, მშვიდობით ჩემი კალია, “მაგრამ, ბიჭო, რაღაც ძაან მაღლა მიფრინავთქო” გავიფიქრე, როდესაც მერცხალმა უადვოკატოდ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა და სინათლის სიჩქარით ჩამიქროლა. ახლა, როცა მაგ მერცხალზე ვფიქრობ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მკვლელობის შემდეგ მადლობის ნიშნად თვალიც კი ჩამიპაჭუნა და ამით კიდევ უფრო შემზიზღდა მისი შავრაზმული, ბნელი, მანტია მოსხმული სილუეტი. იცოდეთ… ეგ მერცხალი ჩემი მტერია!!!