Dune Messiah

Dune Messiah Cover

Dune Messiah

Dune Messiah

“დიუნ მესია” ჩემთვის ფრანკ ჰერბერტის წაკითხული წიგნებიდან რიგით მეორეა.
“დიუნთან” შედარებით “დიუნ მესია” ნაკლებად მასშტაბურია. წიგნში დეტექტივის, პოლიტიკის, მელოდრამისა და დრამს ელემენტები შემოდის. ჯიჰადის დაწყებიდან 12 წელია გასული.პოლმა და მისმა არმიამ, ფრიმენებმა უკვე მიაღწიეს წარმატებას. დაიმორჩილეს და დაიმონეს ათიათასზე მეტი პლანეტა და დახოცეს 61 მილიარდი ადამიანი. ამ მომენტისთვის ბენ გესერიტების სექტა, მოგზაურთა გილდია და ყველა დიდი სახლი დამორჩილებულია. თუმცა ყველაფერი იდეალურად არ არის. იმპერატორ პოლ მოადიპის ძალაუფლება ყველას და ყველაფერს ჩრდილავს. იმპერატორი ყველაზე მდიდარი ადამიანია ვისაც კი უარსებია, მისი სასახლე დიდი ქალაქის მხელაა და მთავარი დარბაზეის შესასვლელს 80 მეტრიანი კარი ამშვენებს.
დამარცხებულები კბილებს ილესავენ სამაგიეროს გადასადელად და მზადდება შეთქმულება., რომელშიც მონაწილეობს როგორც მოგზაურთა გილდია ასევე ბენ გესერიტების წინამძღოლი ელენა მახაიანი, კიდევ ერთი სექტა ბენ ტლეილაქსუ და ფრიმენების ბელადები. ტლეილაქსუ არიან გენმოდიფიცირებული ადამიანების პოპულაცია მზის სისტემა თალიმის ერთადერთი პლანეტიდან , რომელებიც მოქმედებენ ფარულად და ცდილობენ გავლენა მოახდინონ სამყაროს ევოლუციაზე. მათი ტექნოლოგიები იმდენად დახვეწილია, რომ მკვდრების გაცოცხლება შეუძლიათ. სწორედ მათ გააცოხლეს დუნკან აიდაჰო და მოგზაურთა გილდიის ელჩის ხელით აჩუქეს იმპერატორ პოლ მოადიპს. მაგრამ ვინც გაცოცხლების პროცედურა გაიარა, მას წარსული აღარ ახსოვს. დუნკან აიდაჰოს მისიაც ესაა, გაიხსენოს თუ ვინ იყო დუნკან აიდაჰო. ამისთვის მას ძლიერი, მძლავრი ძალისხმევა სჭირდება.
პოლი კი თავის მხრივ არ არის იდეალურ ფორმაში. მისი მომავლის ჭვრეტის უნარი დაქვეითებულია. მის გარშემო მუდმოვი ინტრიგა და ჩახლართულობაა. მისი ცოლი, ყოფილი იმპერატორის ქალიშვილი პრინცესა ირულანი პრაქტიკულად ბენ გესერიტების აგენტია. ხოლო ცხოვრების სიყვარული ჩანი ვერაფრით ახერხებს დაფეხმძიმებას. ბენ გესერიტებს კი პოლის გენეტიკური მასალა სჭირდებათ თავიანთი გენეტიკური სელექციის გასაგრძელებლად. პოლს ძალიან სურს ამ ყველაფრისგან გათავისუფლება.
ერთხელაც მას ეწვევა ხილვა, რომ მთვარე ჩამოვარდა. ეს მისი დასასრულის ნიშანია. ამ მომენტიდან პოლმა იცის რაც მოხდება.
შეთქმულები არაკინის ერთერთ უბანსი შეიტყუებენ სადაც ბინძური ბომბი აფეთდება. გამა გამოსხივება იქ მყოფთ აბრმავებს, მათ შორის პოლსაც. პოლმა თვალები დაკარგა, მაგრამ შინაგანი მხედველობა, ანუ ხილვის უნარი ჯერ კიდევ აქვს. ამიტომაც მაინც ხედავს მოვლენებს და ბრძოლის ველზე ბრძანებებსაც გასცემს. ფრიმენები გაოცებულები უყურებენ. კიდევ ერთი სასწაული ლისან ალგაიპისა, ბრმა რომელიც ხედავს. ფრიმენსების ტრადიციის მიხედვით ბრმა უდაბნოში უნდა წავიდეს, რადგან მისი წყალი შაი ჰულუდს, ანუ ქვიშის ჭიას ეკუთვნის. მაგრამ პოლი მაინც ხედავს. როგორ აიხსნება ეს თუ არა იმით, რომ ის ლისან ალგაიპია?
იმ მომენტისთვის, როდესაც პოლი ბრმავდება ჩანი ფეხმძიმედაა. პოლმა უკვე იცის, რომ ქალიშვილი ეყოლება და რომ მთვარე ჩამოვარდება. ბავშვი უდაბნოში უნდა დაიბადოს, როგორც ფრიმენთა ჩვეულებაა. როდესაც ჩანის მშობიარობა ეწყება, პოლი და დუნკანი ერთმანეთში საუბრობენ. პოლმა იცის, რომ დუნკანი მის მოსაკლავადაა გამოგზავნილი. იცის ვინც გამოაგზავნა. ისც ვინები მონაწილეობენ შეთქმულებაში და ისიც იცის, რომ დუნკანი მას ვერ მოკლავს. პოლი დუნკანს იმ საუბარში ითრევს, რომლის ბოლოსაც დუნკანმა უნდა გადაწყვიტოს მოკლავს პოლს თუ არა. ამ ემოციურ წნეხში მყოფ დუნკანს ახსენდება გრძნობა, მამობის, ძმობის, რომელსაც ის ადრე პოლის მიმართ განიცდიდა. სწორედ ამ უხილავ ძაფს ეჭიდება დუნკანის გონება და ის პოლის მოკვლას გადაიფიქრებს. დაუძახებენ პოლს. პოლმა უკვე იცის, რომ ჩანი გარდაცვლილია, ის მშობიარობას გადაყვა, მაგრამ ოთახში შესულს მოულოდნელობა ელოდება. ჩანიმ ტყუპები გააჩინა გოგო და ბიჭი. ხანიმა (ომში ნაალაფარი) და ზაფხული. პოლის უნარმა დაენახა მომავალი ვერ დაინახა ვაჯიშვილის დაბადება. ეს იმ ეფექტიდან გამომდინარეობს, რომ დროის მხილველები ერთმანეთს ვერ ხედავენ. მაგალითად მოგზაურთა გილდიას ჰყავდა ნავიგატორები, რომლებიც ხედავდნენ მომავლის მცირე მონაკვეთებს, პოლი მათ მომავლის ხილვისას ვერ ხედავდა ისევე როგორც ისინი პოლს. როგორც ჩანს ამ ეფექტის გამო პოლმა ვაჯიშვილი მომავალში ვერ დაინახა.
სწორედ პოლის ამ გაოგნების მომენტში იშიშვლებს დანას ტლეილაქსუს აგენტი, რომელიც თავისი გარდასახვის უნარის წყალობით ინტეგრირებული იყო პოლის ამალაში. და ისმის შეთავაზება, რომ ტლეილაქსუ გააცოცხლებდა ჩანის, სამაგიეროდ პოლს უარი უნდა ეთქვა შემოსავლებზე და დამორჩილებოდა ტლეილაქსუს ბრძანებებს. პოლი დადგა არჩევანის წინაშე. მან მოლაპარაკებების გაგრძელება თავის დას ალიას სთხოვა. სანამ ალიასა და აგენტს შორის საუბარი მომდინარეობდა, პოლს უეცრად აღუდგა მხედველობა. მაგრამ ეს მისი ხედვა არ იყო. პოლი თავისი ვაჯიშვილის თვალებით ხედავდა და უყურებდა აგენტს. ეს საკმარისი იყო, რომ პოლს მოულოდნელობის ეფექტი გამოეყენებინა. აგეტი უსულოდ დაეცა. პოლმა არჩევანი გააკეთა, ჩანის სხეული ფრიმენებმა წაიღეს წყლის რიტუალისთვის. პოლი არ გაჰყვა, ის უდაბნოში წავიდა, როგორც ბრმა ფრიმენს შეეფერებოდა, ისე ჩაჰბარდა მტვრის ქარიშხალ, რომელიც ხორცს ძვლებისგან აცალკევებს.
ასე დასრულდა პოლ ატრეიდასის ფიზიკური არსებობა, მაგრამ ლეგენდა სამუდამოდ დარჩა.
ანალიზი:
პოლი იდგა მისი სიცოცხლის მთავარი არჩევანის წინაშე. ჩანი მას ძალიან უყვარდა, მას სურდა მასთან ერთად დაბერება, მაგრამ ის იყო ატრეიდასი. მბრძანებელთა და ბატონთა შთამომავალი. მისი ჯიშის მთავარი საზრუნავი კი ბოლო 10 000 წლის მანძილზე იყო მემკვიდრეობა და მისი შენარჩუნება. სიყვარული თუ მემკვიდრეობა… აი ეს იყო პოლის არჩევანი. მას შეეძლო ჩანი გაეცოცხლებინა და ტლეილაქუს მარიონეტი გამხდარიყო, ან სიყვარული გაეწირა და დარჩენილიყო ლისან ალგაიპად. მოვლენად, რომელიც კაცობრიობას არ ახსოვს. მან აირჩია მეორე. თქვენი გადასაწყვეტია სწორია თუ არა, მაგრამ ამ ორს შორის მეორე გადაწყვეტილება ბევრად რთულია ვიდრე პირველი, რადგან გარდა სიყვარულისა მან გაწირა საკუთარი თავი, როდესაც ფრიმენების ტრადიცია შეასრულა და უდაბნოს გრიგალს მიანდო თავი. ამით მან უზრუნველყო ფრიმენების ერთგულება ატრეიდასების გვარის მიმართ. იმ ორი ტყუპის მიმართ, რომლებიც ამ გვარის მომავალია. ასე შეუნარჩუნა ტახტი ატრეიდასებს პოლმა…
არის თუ არა პოლი მესია?
ის არ არის მესია და აი რატომ: მესია თავის თავში გულისხმობს განუმეურებლობას, უნიკალურობას და გამორჩეულობას. პოლი ამ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს.
წიგნში ირკვევა, რომ ტლეილაქსუსაც ყოლია თავისი კვიზაც ხადერაკი, ასევე ირკვევა რომ პადიშაჰის ბავშვობის მეგობარსაც დააკლდა მცირე კვიზაც ხადირაკობამდე. გარდა ამისა ნიჭი რომელსაც პოლი ფლობს, ანუ მომავლის განჭვრეტა, უნიკალური არ არის. მზგავსი ნიჭი, თუმცა ნაკლებად მძლავრი, ახასიათებთ მოგზაურთა გილდიის ნავიგატორებს. ამასთან ეს ნიჭი გენეტიკურად გადაეცა პოლის შვილებს და მის დას ალიას. შესაბამისად ამაში უნიკალური და განუმეორებელი არაფერია.
მიუხედავად ამიას, ის უდაოდ ვუნდერკინდია, თუ დავაკვირდებით როგორ იყენებს ამ ნიჭს. ის უდაოდ გამჭრიახი და ჭკვიანია და ამავდროულად ძალიან ძლიერი ლიდერი.კი ის დიადი ლიდერია მაგრამ მესია ნამდვილად არა!

Frank Herbert novel

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *