“DUNE”-ის ასტრონომია

Dune Astrology Cover

“DUNE”-ის ასტრონომია

თავი 1: Caladan

Caladan

 წიგნი იწყება ატრეიდასების პლანეტა კალადანზე, რომელიც ოკეანური ტიპის პლანეტაა. კალადანი არის მზის სისტემა დელტა პავონისის მესამე პლანეტა. დელტა პავონისი მზეზე ოდნავ მცირედი მასის ვარსკვლავია, დედამიწიდან 100 მლნ სინათლის წლით დაშორებული. დიდია ალბათობა რომ მის გარშემო მართლაც არსებობდეს სიცოცხლისთვის ვარგისი პლანეტა, მზგავსი იმისა რაც წიგნში და ფილმშია აღწერილი. ვარსკვლავი დელტა პავონისი 9,9 მილიარდი წლისაა და სავარაუდოდ კიდევ 8 მილიარდი წელი იარსებებს.

 კალადანის ჰქონდა მძლავრი სასოფლო სამეურნეო ინდუსტრია. ატრეიდასების მმართველობის დროს, პლანეტის ეკონომიკა ეფუძნებოდა თევზაობას და ოკეანის სხვა ბინადართა ტყავის, ქონის და ხორცის მოპოვებას, რომელთაც შემდგომში ყიდიდნენ სხვა პლანეტებზე. ეს იყო ატრეიდასების ოჯახის ძირითადი შემოსავლის წყარო.

პლანეტის მაცხოვრებელთა კულტურაში დიდი ადგილი ეკავა ოკეანეს, თუმცა ასევე საკმაოდ მძლავრი იყო ხარის კულტი. ეს ერთგვარი მინიშნებაა ატრეიდასების გვარის წარმოშობაზე, რომელიც დედამიწაზე კუნძულ მინოსს და მინოტავრს უკავშირდება. წიგნის ერთ ერთ ეპიზოდში აღწერილია ლეტო ატრეიდასის მამის სიკვდილი ხართან ჭიდილისას. სწორედ ამ ხარის თავი ჩაიტანეს მათ არაკისზე როგორც მათი წარმოშობის შეხსენება.

Planet origin


თავი 2: Arrakis

sasasas

 პლანეტა არაკისი კანოპუს ვარსკვლავის მესამე პლანეტაა. კანოპუსი ნათებით მეორე ვარსკვლავია სამხრეთის ცაზე და ჩვენგან 350 მლნ სინათლის წლითაა დაშორებული. ეს ვარსკვლავი მიეკუთვნება f კლასს. ის მზეზე 8 ჯერ უფრო მასიურია და ორჯერ უფრო ასაკოვანი. მისი ფერის სპექტრი თეთრია ლურჯისკენ გადახრით.და სიცოცხლეს სუპერნოვას სახით დაასრულებს მომავალი 10-100 მლნ წლის პერიოდში. ასე რომ, არაკისის ცაზე თეთრი ვარსკვლავი იქნებოდა და არა მოყვითალო. ამასთან ეს ვარსკვლავი რადიო გამოსხივების მძლავრი წყაროა და სიცოცხლე ნაკლებად სავარაუდოა მის გარშემო.

 წიგნის მიხედვით: ატმოსფერო შედგებოდა 75,4% აზოტისაგან, 23% ჟანგბადისგან და უმნიშვნელო რაოდენობით ინერტული აირებისგან; ჟანგბადის სიმრავლის გათვალისწინებით, ატმოსფერო საშუალებას აძლევდა ადამიანებს ეცხოვრათ პლანეტაზე რესპირატორული აღჭურვილობის გარეშე. ჟანგბადი კი იყო ქვიშის ჭიების მეტაბოლიზმის გვერდითი მოვლენა.

 წყლის უზარმაზარი მარაგი მდებარეობდა პლანეტის მთების სიღრმეში. მცირე რაოდენობით წყლის ორთქლი არსებობდა ატმოსფეროშიც. პლანეტის ჩრდილოეთი და სამხრეთი პოლუსები დაფარული იყო ყინულით. რაც კლიმატის შერბილებას უწყობდა ხელს.


თავი 3: Giedi Prime

 ხარკონენების პლანეტა გიედი პრაიმ მდებარეობდა სისტემაში ბეტა ოპიუქი. ვარსკვლავის ფერის სპექტრი წითელი მოყვითალოა და არა თეთრი როგორც წიგნში და ფილმშია. ის ჩვენს მზეზე 21 ჯერ მასიურია. ასაკი 400 მლნ წელი და კიდევ 100 მლნ წ. იარსებებს. ასეთი ვარსკვლავის გარშემო სიცოცხლისთვის ვარგისი პლანეტის წარმოშობა შეუძლებელია, რადგან მზგავსი ვარსკვლავების სიცოცხლის ხანგრძლივობა ძალზე მცირეა მის გარშემო პლანეტაზე სტაბილური კლიმატისა და შესაბამისად სიცოცხლისთვის საჭირო გარემოს შესაქმნელად.

 წიგნის მიხედვით Giedi Prime-ზე დღის ხანგრძლივობა დაახლოებით 31,27 სტანდარტული საათი იყო და ადგილობრივი წელი გრძელდებოდა 2,6 სტანდარტული წელი. პლანეტა სიცოცხლისთვის კომფორტული ტემპერატურა ნარჩუნდებოდა  და ფლორა ხასიათდებოდა ფოტოსინთეზის დაბალი დონით. ფოტოსინთეზის ეს დაბალი დონე დიდწილად განპირობებული იყო პლანეტის მძიმე ინდუსტრიალიზაცთ. თუმცა, ჰარკონენებმა შეინარჩუნეს პლანეტის თავდაპირველი ტყეები, ძირითადად პილინგიტამის ხეების ჭრისა და ექსპორტისთვის.


თავი 4: Salusa Secundus

Salusa

 სალუსა სეკუნდუსი იყო მესამე პლანეტა გამა ვაიპინგის ვარსკვლავურ სისტემაში და კორინოს საიმპერატორო საგვარეულო სახლის მთავარი სამყარო. მოგვიანებით იგი გახდა გეტო პლანეტა სამეფო კარის მიგრაციის შემდეგ სამოთხის პლანეტაზე კაიტანში. პლანეტა გამოიყენებოდა იმპერატორის არმიის სარდაუკარების საწვრთვნელ ბაზად.

 გამა ვაიპინგი იგივე გამა პისციუმი (თევზების თანავარსკვლავედი) სინამდვილეში არის G8 კლასის მზის მასაზე ოდნავ მომცრო ყვითელი გიგანტი ვარსკვლავი. მდებარეობს დედამიწიდან 135 სინათლის წლის მანძილზე. 2021 წელს ამ ვარსკვლავის გარშემო აღმოჩენილ იქნა იუპიტერის ტიპის გაზის პლანეტა. ის იუპიტერზე 1,34 ჯერ მასიურია და მშობელი ვარსკვლავის გარშემო შემობრუნებას 555 დღეს ანდომებს.


თავი 5: “DUNE” წიგნის ნაკლოვანებები

 ფილმის ორივე ნაწილის მნახველებს უკვე ეცოდინებათ წიგნის სამყაროს მასშტაბებისა და მოვლენათა სიმძლავრის შესახებ. ამიტომ იმაზე გავამახვილებ ყურადღებას რაც ამ წიგნის ნაკლოვანებად მიმაჩნია.

ფრანკ ჰერბერტი უდაოდ დიდი მწერალია და უდიდესი ფანტაზიის მქონე ადამიანი, მაგრამ მისი ნაწარმოების ერთ კოჭლ ადგილს ვერ ვაცილებ თვალს. ეს არის ე.წ character development. ანუ პერსონაჟების პიროვნული განვითარება. შესადარებლად ტოლკინის და მარტინის პერსონაჟები დროთა განმავლობაში იცვლებიან და ვითარდებიან მოვლენათა გავლენის ქვეშ. დიუნში კი პერსონაჟები თითქმის არ იცვლებიან. ყველაზე ცვლადი მოქმედი გმირი თვითონ პაულია. სჩან სერიოზული ტრანსფორმაცია მის აზროვნეაბასა და მოქმედებაში მას შემდეგ რაც “სიცოცხლის წყალი” დალია, მაგრამ ეს მაინც არ არის ის ნახტომი, რაც გაგაკვირვებს ან გაგაოცებს. პაული ვისაც ხადერახობამდე ანუ დაუნდობელ და ცივ გონებამდე, რომელმაც იცის მოვლენათა განვითარების ყველა სცენარიო გაიარა გზა სადაც მან უკვე ჩაიდინა სისატიკეები.(მან ხარკონენების ტყავი საბრძოლო დოლზე ჩამოაცვა) ის არ არის მამამისი. ზაფხულის ჰერცოგისგან განსხვავებით პაული ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანურ მსხვერპლს. ზაფხულის ჰერცოგი პირველ რიგში ადამიანია, ხოლო პაული ლისან ალგაიპი. რომელი სჯობია, იყო მესია თუ უბრალოდ ადამიანი თქვენთვის მომინდია, მაგრამ ფაქტია მესია ვერ იქნება ადამიანი ადამიანურობის გადმოსახედიდან. ის უნდა იყოს მეტი ანუ არა ადამიანი და ამით ადამიანზე ნაკლები. ალბათ სწორედ ეს ვერ გაიგო მკითხველმა ჰერბერტის მონათხრობში და ამიტომაც მოუწია შემდეგი წიგნის დაწერა “დიუნა მესია”. ეს არის იძულებითი, დაუგეგმავი წიგნი, რომელიც თითქმის განმარტებაა იმისა თუ რა შედეგები მოაქვს მესიანიზმს. (“დიუნი მესია” წიგნის მოსმენა უკვე დაწყებული მაქვს და სავარაუდოდ მალე მოვრჩები). ჯიჰადი რომელიც 12 წელი გაგრძელდა და 61 მილიარდი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, რომ ერთ იმპერატორს ჩაენაცვლებინა მეორე.


თავი 6: “DUNE” წიგნის VS ფილმი

 წიგნი რომ შევადაროთ ფილმს ან პირიქით, საკმაოდ გაკვირვებული დარჩებით იმ ზედმიწევნით მიდევნებულობის გამო რითიც ფილმის რეჟისორი დენი ვილნევისი გამოირჩა. რამოდენიმე დეტალის გარდა ფილმი თითქმის ერთი ერთში იმეორებს ჰერბერტის მონათხრობს. და აი ეს სხვაობებიც: ფილმში პლანეტა არაკისი ზედმეტად უდაბური, თითქმის ტოტალურად უდაბურია. ხოლო წიგნში გვხვდება მცენარეები, ფრინველები და ცხოველები. წიგნში დეტალურადაა აღწერილი უდაბნოს ჭიების სიცოხლის ციკლი და ჯიშები. მათი წყალთან დამოკიდებულება და წყლის არსებობა პლანეტაზე. ფილმში გამოტოვებულია ის ფაქტი, რომ ფრიმენები სამხრეთში ახდენენ პლანეტის განაშენიანებას და ტერაფორმირებას. მათი იმედია, რომ 350 წელიწადში პლანეტაზე ღია წყალი იქნება, ამაში მათ იმპერატორის პლანეტოლოგი ეხმარება.

ფილმში ასევე გამოტოვებულია რამოდენიმე პერსონაჟი და მენტატები, რომლებიც მრჩევლისა და ცოცხალი კომპიტერის როლს ასრულებენ წარჩინაბული საგვარეულოების კარზე.

 ამოჭრილია ბარონის მიერ ფეიდრაუტა ხარკონენის აღზრდის მეთოდები. ფეიდრაუტას მიერ ბარონის მკვლელობის მცდელობა. ბარონის ნათესავები და საგვარეულო შტო, რომელიც თითქმს ათასი წლიტ უფრო მხცოვანია ვიდრე ატრეიდასების. ბარონის მამის სირცხვილი და ის შრომა რაც ვლადიმერმა გვარის ფეხზე წამოდგომაში ჩადო. და ალიას მიერ ბარონის მოკვლა იმპერატორის თვალწინ.

 ფილმში შეცვლილია ფეიდრაუტას გლადიატორული შერკინების ქვეტექსტი.

იმპერატორის ვიზუალი. ფილმში ის ასაკოვანი მოხუცია, წიგნში კი ასაკის მიუხედავად 30 წლის კაცს გავს. გამოტოვებულია ჩანის და პაულის შვილო უმცროსი ზაფხულის ჰერცოგის დაბადება და მისი მკვლელობა სარდაუკარების მიერ. ასევე ფილმში ძალიან გაკვრითაა ნახსენები ალია, პაულის და. წიგნში კი ის იმპერატორის. ტყვეობაშია პაულის არაკინზე თავდასხმის წინ. ასევე დაკარგულია პადიშაჰის ბავშვობის მეგობრის როლი, რომელიც სინამდვილეში უნდა გამხდარიყო ვისაც ხადირახი, რომ არა მინიმალური გენეტიკური დარღვევა. სწორედ მასთან იგრძნობს პაული სულიერ ძმობას, პირველად და უკანასკნელად. ეს მომენტი კი ფილმში დაკარგულია. ისევე როგორც მოტივები რომლის გამოც იმპერატორი არაკისზე მიემგზავრება.

 რომ შევაჯამოთ, როგორც ფილმი ასევე წიგნიც შედევრია. მაგრამ არის კი ის ტოლკინზზე უფრო მაღალი? არ არის, ის მარტინზე მაღალიც არაა!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *