DUNE – დიუნი

Dune Cover

DUNE – დიუნი

Dune

24 სთ გავიდა მას შემდეგ რაც ფრანკ ჰერბერტის რომასნ “დიუნს” მოვრჩი. ალბათ ეს წიგნი მასშტაბურობით ტოლკინის ჰობიტს ან ჯორჯ მარტინის სამეფო კარის თამაშებს უნდა შევადაროთ, რომ გასაგები იყოს რა ნაწარმოებთან გვაქვს საქმე.

ფილმის ორივე ნაწილის მნახველებს უკვე ეცოდინებათ წიგნის სამყაროს მასშტაბებისა და მოვლენათა სიმძლავრის შესახებ. ამიტომ იმაზე გავამახვილებ ყურადღებას რაც ამ წიგნის ნაკლოვანებად მიმაჩნია.

ფრანკ ჰერბერტი უდაოდ დიდი მწერალია და უდიდესი ფანტაზიის მქონე ადამიანი, მაგრამ მისი ნაწარმოების ერთ კოჭლ ადგილს ვერ ვაცილებ თვალს. ეს არის ე.წ character development. ანუ პერსონაჟების პიროვნული განვითარება. შესადარებლად ტოლკინის და მარტინის პერსონაჟები დროთა განმავლობაში იცვლებიან და ვითარდებიან მოვლენათა გავლენის ქვეშ. დიუნში კი პერსონაჟები თითქმის არ იცვლებიან. ყველაზე ცვლადი მოქმედი გმირი თვითონ პაულია. სჩან სერიოზული ტრანსფორმაცია მის აზროვნეაბასა და მოქმედებაში მას შემდეგ რაც “სიცოცხლის წყალი” დალია, მაგრამ ეს მაინც არ არის ის ნახტომი, რაც გაგაკვირვებს ან გაგაოცებს. პაული ვისაც ხადერახობამდე ანუ დაუნდობელ და ცივ გონებამდე, რომელმაც იცის მოვლენათა განვითარების ყველა სცენარიო გაიარა გზა სადაც მან უკვე ჩაიდინა სისატიკეები.(მან ხარკონენების ტყავი საბრძოლო დოლზე ჩამოაცვა) ის არ არის მამამისი. ზაფხულის ჰერცოგისგან განსხვავებით პაული ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანურ მსხვერპლს. ზაფხულის ჰერცოგი პირველ რიგში ადამიანია, ხოლო პაული ლისან ალგაიპი. რომელი სჯობია, იყო მესია თუ უბრალოდ ადამიანი თქვენთვის მომინდია, მაგრამ ფაქტია მესია ვერ იქნება ადამიანი ადამიანურობის გადმოსახედიდან. ის უნდა იყოს მეტი ანუ არა ადამიანი და ამით ადამიანზე ნაკლები. ალბათ სწორედ ეს ვერ გაიგო მკითხველმა ჰერბერტის მონათხრობში და ამიტომაც მოუწია შემდეგი წიგნის დაწერა “დიუნა მესია”. ეს არის იძულებითი, დაუგეგმავი წიგნი, რომელიც თითქმის განმარტებაა იმისა თუ რა შედეგები მოაქვს მესიანიზმს. (“დიუნი მესია” წიგნის მოსმენა უკვე დაწყებული მაქვს და სავარაუდოდ მალე მოვრჩები). ჯიჰადი რომელიც 12 წელი გაგრძელდა და მილიარდობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, რომ ერთ იმპერატორს ჩაენაცვლებინა წინა.

წიგნი რომ შევადაროთ ფილმს ან პირიქით, საკმაოდ გაკვირვებული დარჩებით იმ ზედმიწევნით მიდევნებულობის გამო რითიც ფილმის რეჟისორი დენი ვილნევისი გამოირჩა. რამოდენიმე დეტალის გარდა ფილმი თითქმის ერთი ერთში იმეორებს ჰერბერტის მონათხრობს. და აი ეს სხვაობებიც: ფილმში პლანეტა არაკისი ზედმეტად უდაბური, თითქმის ტოტალურად უდაბურია. ხოლო წიგნში გვხვდება მცენარეები, ფრინველები და ცხოველები. წიგნში დეტალურადაა აღწერილი უდაბნოს ჭიების სიცოხლის ციკლი და ჯიშები. მათი წყალთან დამოკიდებულება და წყლის არსებობა პლანეტაზე. ფილმში გამოტოვებულია ის ფაქტი, რომ ფრიმენები სამხრეთში ახდენენ პლანეტის განაშენიანებას და ტერაფორმირებას. მათი იმედია, რომ 350 წელიწადში პლანეტაზე ღია წყალი იქნება, ამაში მათ იმპერატორის პლანეტოლოგი ეხმარება.

ფილმში ასევე გამოტოვებულია რამოდენიმე პერსონაჟი და მენტატები, რომლებიც მრჩევლისა და ცოცხალი კომპიტერის როლს ასრულებენ წარჩინაბული საგვარეულოების კარზე.

ამოჭრილია ბარონის მიერ ფეიდრაუტა ხარკონენის აღზრდის მეთოდები. ფეიდრაუტას მიერ ბარონის მკვლელობის მცდელობა. ბარონის ნათესავები და საგვარეულო შტო, რომელიც თითქმს ათასი წლიტ უფრო მხცოვანია ვიდრე ატრეიდასების. ბარონის მამის სირცხვილი და ის შრომა რაც ვლადიმერმა გვარის ფეხზე წამოდგომაში ჩადო. და ალიას მიერ ბარონის მოკვლა იმპერატოროს თვალწინ.

ფილმში შეცვლილია ფეიდრაუტას გლადიატორული შერკინების ქვეტექსტი.

იმპერატორის ვიზუალი. ფილმში ის ასაკოვანი მოხუცია, წიგნში კი ასაკის მიუხედავად 30 წლის კაცს გავს. გამოტოვებულია ჩანის და პაულის შვილო უმცროსი ზაფხულის ჰერცოგის დაბადება და მისი მკვლელობა სარდაუკარების მიერ. ასევე ფილმში ძალიან გაკვრითაა ნახსენები ალია, პაულის და. წიგნში კი ის იმპერატორის. ტყვეობაშია პაულის არაკინზე თავდასხმის წინ. ასევე დაკარგულია პადიშაჰის ბავშვობის მეგობრის როლი, რომელიც სინამდვილეში უნდა გამხდარიყო ვისაც ხადირახი, რომ არა მინიმალური გენეტიკური დარღვევა. სწორედ მასთან იგრძნობს პაული სულიერ ძმობას, პირველად და უკანასკნელად. ეს მომენტი კი ფილმში დაკარგულია. ისევე როგორც მოტივები რომლის გამოც იმპერატორი არაკისზე მიემგზავრება.

რომ შევაჯამოთ, როგორც ფილმი ასევე წიგნიც შედევრია. მაგრამ არის კი ის ტოლკინზზე უფრო მაღალი? არ არის, ის მარტინზე მაღალიც არაა!

გემოთი ეს წიგნი ვაფლის გავს, მრავალფენიანი ხრაშუნა და პირში ქვიშასავით ხახუნობს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *