მოთხრობები - ANIMO

Anima Exodus – სულის გასახლება
„მძულს, მძულს“ – გაიფიქრებდა მარიამი როდესაც გიორგი გვერდით ჩაუვლიდა. ვეღარ იტანდა, ვეღარ უძლებდა. ან პირს როგორ აწკლაპუნებდა ან, როგორ სუნთქავდა.“ აუტანელი და საზიზღარი მოღალატე. და მე ეს უნდა ავიტანო? მე ხომ ასეთი ლამაზი ვარ, ჩემი ღალატი როგორ გაბედა?“ – იჯდა სავარძელში და ამრეზი მზერით გასცქეროდა თავის ქმარს. „მე მას დავსჯი, ისე დავსჯი რომ ცრემლები ღვაროს, ისე რომ კანკალებდეს, აგერ ნახავ თუ არა!“

გიორგი და მარიამი უკვე ათ წელზე მეტია დაოჯახდნენ. მათი ისტორია რაღაცა კუთხით, შაბლონურია იმ საზოგადოებისთვის რომელიც მორალსა და ღირსებაზე აკეთებს აქცენტს, კრძალავს ყოველივე ადამიანურსა და ცხოველურს, მიჰყვება ანაქრონისტულ ტრადიციებს და ამავდროულად ჩადის სიასტიკეს, სისაძაგლესა და ყოველგვარ გარყვნილებას. ამ ორმაგი სტანდარტების საზოგადოებაში, სადაც პირფერობა კულტურის მაღალი დონის მაჩვენებელია, შეუძლებელია ინტიმური ურთიერთობა გქონდეს საპირისპირო სქესთან ვალდებულებების გარეშე. სწორედ ასე დაიწყო ამ ორი ადამიანის დაწყვილების ისტორია.

მარიამზე ვერ იტყვი, რომ წარმატებული მოსწავლე იყო. ვერც იმას, რომ თანატოლებს შორის ნიჭიერებით ან გონიერებით გამოირჩეოდა. არც სილამაზით დაიკვეხნიდა და ვერც ვერაფრით მიიქცევდა ყურადღებას, რომ არა მისი ტემპერამენტი, მისი თვალების „ცეკვა“ და სხვების სულებზე თამაშის უნარი. ყოველ ჯერზე როცა კი თავს მარტოსულად იგრძნობდა, გავარდებოდა იმ ხალხში რომლებსაც მეგობრებად მიიჩნევდა და ახალი ავანტიურით შეიარაღებული დაადგებოდა მათ სულებსა და გონებას. ასე დაიწყო სამეგობრომ მოწევა, დალევა და ბიჭებთან გართობა. ამით ორმაგ სიამოვნებას ღებულობდა. ჯერ პროცესით, მერე რომ პროცესში სხვებიც ჩაითრია და ამით მათზე გავლენა გააძლიერა. მარიამის ამ არეულ ცხოვრებას ვერც მისი ოჯახი აბალანსებდა, უფრო მეტიც. დედ-მამის ურთიერთობა მისი სულიერი მდგომარეობის ანარეკლი იყო. სიღარიბეში მცხოვრები ოჯახი, რომელსაც მითიური, „დიადი“ წარსულის გავლენით ამბიციები ახრჩობდა და ვერ იკმაყოფილებდა, მუდმივი მტრობისა და ქიშპობის პოლიგონად იყო ქცეული. დედის ჩხუბი, ყვირილი, წივილი. მამის ბღავილი და სახეში გალაწუნების ხმა. მერე ისევ და ისევ. უცხო კაცების სიარული დედასთან სახლში მისი „მძიმე“ ცხოვრების შესამსუბუქებლად. გვერდზე ოთახში ბორგინი, კნავილის ხმა. მამის დაკარგვა თვეობით და ამ არეულობის უწყვეტი ციკლი.

მიუხედავად მუდმივი დაძაბულობისა დედისერთა მარიამს მშობლები მაქსიმალურად ანებივრებდნენ, იმ ფარგლებში რისი სიდუხჭირეც ჰქონდათ. მარიამის ნებისმიერი ქცევა, მოქმედება მართლდებოდა მრავალი მიზეზებითა და სხვებზე გადაბრალებით. მარიამი ბავშვობიდანვე მართალი იყო და არასდროს ტყდებოდა თავის დანაშაულში. ეს მისმა მშობლებმა ასწავლეს, მიაჩვიეს და დაამახსოვრეს. მხარდაჭერით მშობლები ცდილობდნენ დაებალანსებინათ ის ფინანსური პრობლემები, რომლის გამოც მარიამს მათთვის საოცნებო გარემოს ვერ უქმნიდნენ. თუმცა დროთა განმავლობაში, ფეხზე წამოდგნენ და გათავხედებულ შვილს ერთი პერიოდი ოჯახის შენახვაშიც ეხმარებოდნენ.

მეორეს მხრივ არც გიორგის ცხოვრება ყვაოდა იმ ჭრელი და ლამაზი ფერებით როგორითაც უნდა კაშკაშებდეს ახალგაზრდის ცხოვრება. მამა უნივერსიტეტის პროფესორი დედა სკოლის მასწავლებელი. მიუხედავად იმისა, რომ წარმატებული, სტაბილური ოჯახის ბინადარი გახლდათ სამეგობრო წრე დიდად არ უწყობდა ხელს მისი, როგორც სტაბულურ და გაწონასწორებულ ადამიანად ჩამოსაყალიბებლად. ქუჩის ბიჭები, მუდმივი გარჩევები, ვიღაცის ქვეშ სიარული, ფულის გატანა სახლიდან, ხშირი დალევები გიორგის ცხოვრების ამ კონკრეტული მომენტის თანდაყოლილი იყო.

დიდი ამბავი არ დასჭირვებია ამ ორის შეყრას. მარიამმა თვალის ორ დაბრიალებაში აიყოლია გიორგი და ასე დაფეხმძიმდა. თავიდან მარიამი მშობლებს უმალავდა, შემდგომ კი უშედეგო აბორტის მცდელობისას, ყველამ გაიგო, რომ მარიამმა საზოგადოდ „სირცხვილი ჭამა“. ამ ამბის გასაჯაროების შემდეგ მარიამის მშობლები შეხვდნენ გიორგის მშობლებს და ასე შეიქმნა ოჯახი რომელზეც ახლა გითხრობთ.

მარიამს არც არასდროს შეეძლო დიდი სიყვარული ჩაედო გულში. ეგონა, რომ გრძნობდა, მაგრამ უფრო აწყობდა. როგორც იქნა მოშორდა მშობლების ტოქსიურ ურთიერთობას. არც გიორგი ჩანდა ცუდი ბიჭი და იქნებ გამოსვლოდა. იქნებ გაეგო ბედნიერი ცხოვრების არსი. გიორგის კი შეუყვარდა. ძალიან შეუყვარდა თავისი გოგონა და ნელ ნელა მეუღლისთვის ისეთი რომანტიული რამეების გაკეთება დაიწყო რის რესურსსაც მანამდე თავის თავში ვერ ხედავდა. გიორგის ქცევებმა და დამოკიდებულებამ მარიამში სითბო და სიმპათია გამოიწვია. ერთ დღესაც მან თავისი თავი დაარწმუნა, რომ უყვარდა, რომ ეს იყო „ის“ სიყვარული და სხვანაირი არ არსებობდა. ასე გავიდა წლები, ბავშვი იზრდებოდა, ცხოვრება მიდიოდა, მაგრამ მარიამის გულს ღრღნიდა ეჭვი, რომ ეს არ იყო ცხოვრება, რომელზეც ოცნებობდა და არც კაცი იყო მისი შესაფერისი. მან ნელა ნელა გვერდებზე თვალების ცეცებას მიჰყო, გაცივდა ქმრის მიმართ და მანიპულაციებს უმატა. მან შეიძლება ეს განძრახ არა, მაგრამ საბოლოოდ გიორგი ლეჩაქად აქცია და ისე გააუფასურა, რომ თავისუფლად, ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე შეეძლო სხვა კაცებთან ფლირტი. ღირსება შელახული გიორგი ხან რა მეთოდს მიმართავდა ხან რას. ცდილობდა დაერწმუნებინა, ცდილობდა შეეშინებინა, ცდილობდა გული მოეგო, მაგრამ მარიამი თავის გართობებზე უარს ვერ ამბობდა. გიორგის ღალატის ფაქტი არ ჰქონია თუმცა კი ტენდენციას აშკარად ამჩნევდა. ასე გაგრძელდა წლები,როდესაც გიორგის ცხოვრებაში გამოჩნდა ლალი. რომელმაც ის სითბო და სიყვარული, უფრო მეტად ის აღფრთოვანება აჩუქა რც მარიამმა წლების განმავლოვობაში, ვერ ან არ.

ხიდი ჩატყდა. ოჯახი ორ მტრულ ბანაკად დაიყო. მაგრამ ამ დროისთვის გიორგიმ მარიფათი გამოიჩინა, გაძვრა გამოძვრა. სახლში დაკარგული ღირსება საქმეში სასიკეთო გამოდგა და თავის დახრა არ გასჭირვებია დიდი ბატონებისთვის. სხვა გზა არც ჰქონია. ან ასე ან ოჯახს დაკარგავდა. საჩოთირო მაგრამ შემოსავლიანი სამსახური იშოვა და სიღარიბეში გაზრდილი მარიამისთვის შემოსავალი, ანუ ცხოვრების ახალი სტილი მეტად სასიამოვნო აღმოჩნდა. მოგზაურობები, სასტუმროები, ახალი მანქანები ის ყველაფერი რაზეც ამდენ ხანს ოცნებობდა. თითქოს ყველაფერი დალაგდა, თითქოს შეიძლებოდა ცხოვრების გაგრძელება, თითქოს კარგი კომპენსაცია მიიღო, მაგრამ არა. წლების მანძილზე ნაგროვებმა იმედგაცრუებამ ნალექი დატოვა და ზემოდან მოყრილმა კეთილდღეობამ ვერ გადაფარა წარსულის ნიადაგი. მარიამი უკმაყოფილო იყო, უკმაყოფილო თავისი ცხოვრებით, ქმრით შვილით, დედით მამით და რა საკვირველია თავისი თავით. შვილი, შვილიც კი რომელიც დედას გარდაუვლად უნდა უყვარდეს, ვიღაც უცხო, ვიღაცის იყო და არა მისი. კი ბავშვის სახეზე ცხადად ხედავდა საკუთარი გენების ანარეკლს, მაგრამ ის არ იყო იმ იდალიზირებული სიყვარულის ნაყოფი, რომელზეც ბავშვობაში საბნის ქეშ ნატრობდა. მხსნელს, მაშველს იდეალურ მანათობელს, რომელიც დაიცავდა შეიფარებდა. განსაკუთრებით საკუთარი თავისგან, საკუთარი ზიზღისგან სხვების, და სხვების ცხოვრების მიმართ და ამვდროულად მისცემდა ქმედების თავისუფლებას. გიორგი კი ჩვეულებრივი იყო, მომთმენი, ემოციურად უტყვი და მუდმივად მომლოდინე, მომლოდინე სითბოსი, რომელიც მარიამს არ შეეძლო. მას ეს არასდროს შეეძლო, ის მისთვის არავის უნახებია, არავის უსწავლებია, არავის ეცალა მისი სულიერი ხიზნების დასაშოშმინებლად ახლა კი მას არ ეცალა არავისთვის. ეს არ იყო შურისძიება მიმართული გიორგის მიმართ, ეს იყო შურისძიება მიმართული ცხოვრებას, მიმართული საკუთარ თავს, საკუთარ უუნარობას უყვარდეს და იყოს იდეალური სიყვარულის სუბიექტი.

მან იცნო რა გიორგის მოთხოვნილება იყოს სითბოსა და გაგებაში, საჭიროებისამებრ აწვდიდა, რომ რესურსთან ჰქონოდა წვდომა. ეს იყო თამაში, ეს იყო მოკატუნება, რომელიც ხშირად ავიწყდებოდა და ისევ გულგრილობაში გადასდიოდა. ამ ემოციური აიწონა დაიწონაში გიორგი თავს ჯერ დამნაშავედ გრძნობდა, გამოსწორების მცდელობის მარცხის შემდეგ კი იმედგაცრუებულად: „გიყვარვარ?“ – ეკითხებოდა. „კი“- პასუხობდა მარიამი. „სად?“, „აი აქ!“ – მიუთითებდა გულზე მაგრამ სიმართლე, რომ ეთქვა თითი საფულისკენ წავიდოდა და არა საგულისკენ.

სამსახურში მარიამს იცნობდნენ ქალად, რომელიც თავისუფლად იქცეოდა. რომლის ქმარიც თავის ადგილას არ იდგა. ქალად, რომელიც პატივს არ სცემდა არც თავს და შესაბამისად არც არვის. კლინიკაში სადაც მუშაობდა, არ იყო „მამრი“ თანამშრომელი, რომელსაც პატიოსნობისთვის მიუღებელი რამ არ ეკადრებინა მისთვის. მიუხედავად ის შეურაცყოფილად არ თვლიდა თავს, პირიქით თამაშის ნაწილი იყო, რომლის მიზანსაც ამა თუ იმ ჯეელის თითზე დახვევას და მის ემოციურ გაწურვას ისახავდა. ასე ერთობოდა მარიამი კაცებით. მინიშნებებით, რომ იმედი არსებობდა აპამპულავებდა და შემდგომ იშორებდა. ერთდროულად იღებდა ემოციას, რომელიც გიორგისთან აკლდა და მეორეს მხრივ ამ მათხოვარ კაცებზე გრძნობდა ძალაუფლებას. იდეალური სიყვარულის ძიებაში ფიზიკურად მხოლოდ ერთხელ უღალატა ქმარს, ემოციურად კი უსაზღვროდ ბევრჯერ. ეს ფიზიკური ღალატიც ძალიან ძვირად დაუჯდა. აყოყოჩებული ჯეელი არ ეშვებოდა და გასაქანს არ აძლევდა. ეს ამბავი გიორგის ყურამდეც მივიდა. სკანდალის ბოლოს ოჯახის დანგრევა მოახლოვდა. გიორგის მოთმენასაც ჰქონდასაზღვარი, მაგრამ მარიამი ასე უაზროდ არ აპირებდა რესურსთან გაყრას.მეორედ დაფეხმძიმდა. გიორგი ფეხმძიმე ცოლს ვეღარ მიატოვებდა. ამასთან თვითონაც ჰყავდა საყვარელი და დანაშაულსაც გრძნობდა.

ასე მოხდა მეორედაც, როდესაც მესამე შვილი გაუჩინა გიორგის. ამჯერად კითხვაც ისმოდა, იყო თუ არა გიორგისი. მაგრამ წლების მანძილზე ნანახმა და გაგონილმა გიორგის ბრძოლისუნარიონობა მიწაზე დაანარცხა, ისე, რომ ფეხზე ვეღარასოდეს წამოდგებოდა სანამ მარიამის გვერდით იყო. მარიამი კი იდეალური სიყვარულისა და პარტნიორის ძიებაში ახალ თავგადასავლებში ეფლობოდა. წინა ისტორიის გადამკიდეს სამსახურის გამოცვლა მოუწია. რამოდენიმე ხანი ინარჩუნა კდევამოსილება, ღირსების იმიტაცია, მაგრამ შემდეგ მოეშვა და ძველ მეთოდებს დაუბრუნდა.

გიორგი ეკითხებოდა თავის თავს და ვერ პოულობდა პასუხს, თუ რას აკეთებდა ამ ქალთან, რატომ ვერ შორდებოდა. მიზეზების ჩამოთვლის ბოლოს მიაგნებდა ხოლმე სიმართლეს, რომ უნიათო და უხერხემლო იყო, რომ წლების მანძილზე დაჩაჩანაკდა, დაუძლურდა და ვეღარ უწევდა წინააღმდეგობას. მერე კი ისევ აარიდებდა ამ პასუხს თავს და ბანალური მიზეზებით ნუგეშდებოდა. ხომ იყო ბედნიერი მომენტებიც. ძალიან ცოტა, ძალიან მცირე, თითზე ჩამოსათვლელი მაგრამ ხომ იყო. ოჯახი შვილები და ა.შ. ისიც ცხადი იყო, თუ რა აკავებდა მარიამს, იმაზეც ეფიქრებოდა, რომ შეიძლება არც არასდროს ყვარებოდა მას, მაგრამ ცხოვრებამ განვლო, ამ ქალის გვერდით განვლო, გაიარა და ახლა განვლილი გზა შეცდომად მოსჩანდა. უმძიმდა ხაზი გადაესვა მისი ცხოვრების ოცი წლისთვის. შეგუება იმ აზრთან, რომ დამთავრდა, რომ აჯობებს ეს ქალი სხვისი პრობლემა გახდეს, ვიდრე კუბომდე ზიდოს ერთგვარ ხსნად ევლინებოდა, მაგრამ მერე ისევ ნებდებოდა, ისევ ეშვებოდა და სახლში დაბრუნებული შუბლზე კოცნიდა, როგორც ვინმე ძვირფასს.

ამჯერად ნანა, ნანა იყო მისი თავშესაფარი. ყოფილი ძმაკაცის ყოფილი მეუღლე. კვირაში ორჯერ საწოლიდან წამომდგარნი, ყავის წრუპვისას ანუგეშებდნენ ერთმანეთს. უზიარებდნენ იმ გამოცდილებას, რაც დააგროვეს და ეცოდებოდათ, საშინლად ეცოდებოდათ საკუთარი თავი. თითქოს ერთმა გაჭირვებამ შეყარე და დააკავშირა ბედნიერების მაძიებელი მოხეტიალე სულები. იყო კი მათ შორის სიყვარული? ალბათ ნაკლებად, მაგრამ გაგება ნამდვილად სუფევდა.

მარიამი კი თავისი იდეალური სიყვარულის ძიებაში იმდენ კაცს მისცა უკადრებელის უფლება, რომ აღარც მათი სახეები ახსოვდა და სახელები ხომ მითუმეტეს. „ვინ ვის ჯობია? მსჯობს მსჯობი არ დაელევა! და თუ ასეა იქნებ გართობა ჯობდეს მიუღწეველის ძიებას?“ – ამ აზრზე გამოიჭერდა თავის თავს და მერე სასწრაფოდ უარყოფდა. რადგან არსებობდა მისი მეორე მე, ალტერნატიული მარიამი, რომელსაც სურდა საზოგადო პატივისცემა და კეთილი მოპყრობა. როგორ შეათავსებდა ამ უკიდურესად ანტაგონისტურ სურვილებს? ვერა, ვერ შეათავსებდა! და ამიტომაც ტანჯავდა დანაშაულის გრძნობა დაკარგული იმიჯის გამო. გრძნობდა, რომ მის მიმართ პატივიცსება, საკუთარი უთავმოყვარეობის ფონზე ილეოდა და საზოგადოების მხრიდან მის მიმართ ტოტალურ გულგრილობაში გადაიზარდა. მაგრამ ყურადღება არ აკლდა იმ კაცებისგან, რომლებიც დაბალი ღობით სარგებლობის იმედად, საკუთარ უსუსურობას ვერ უწევდნენ წინააღმდეგობას. და დაქალები, რომელთათვის უბრალო ინტერესის სფერო იყო მარიამის პირადი ცხოვრება. შიდა სამზარეულოს ცოდნით რაღაც დონეზე განიცდიდნენ ზნედაცემულობის ხიბლს, ისე რომ მათი ნათელი ხატება არ შელახულიყო.

როგორც წესი თავდაპირველად მარიამი „მსხვერპლისგან“ შორს იჭერდა თავს, როცა კი მარტოობის შეგრძნება დაჯაბნიდა, ახლოს მოუშვებდა ჰარამხანის წევრთაგან ვინმეს. გვერდით ამოიჩრიდა რომელიმე დაქალს, რომ ჯეელს ზედმეტი ნაადრევად არ გაებედა. ხანდახან დაქალიც უწყობდა ხელს. საუბარში ჩაითრევდა ჯეელს რომ იქ სადაც იჯდა მარიამი მაგიდაზე, სუფრაზე, სავარძელში მოეთავსებინა ყმაწვილი. მარიამი კი პრეტენდენტის დანახვაზე დნებოდა, იღვენთებოდა და კანკალებდა თითქოს კაცი პირველად ენახა. დაქალი ამ სანახობიდან ორმაგ მოგებას ნახულობდა. „ქუქოლდის“ როლში მყოფი ტკბებოდა სანახაობით, ხოლო როდესაც მარიამი ამ ჯეელს ნახმარი ნასკივით მოიშორებდა, დატანჯული ყმაწვილის წვალება ერთგვარი შურისძიება იყო ზოგადად კაცების მოდგმაზე. თითქოს მარიამის ხელით იმარჯვებდა მათზე და იყუჩებდა მიუღწეველ წყურვილს. თუ დაქალთაგან არავინ იყო საშველად დაუძახებდა, მესიჯად მისწერდა და ისინიც დიდის ენთუზიაზმით ერთვებოდნენ პროცესში. ასე ქმნიდა მიჯაჭულობას და ბრიყვთა ჰარამხანა იზრდებოდა და იზრდებოდა. მარიამისთვის ყველანი შავი მასა იყვნენ. ის კი, აი ის იდეალური, რომელიც ამ ციკლიდან დაიხსნიდა, საკუთარ თავს შეაყვარებდა არა და არ ჩანდა.

იჯდა მარიამი, იხსენებდა პირველ ღალატს, რომელიც შურისძიების მიზნით ჩაიდინა. შურისძიება, ოჰ ეს შურისძიება. სწორედ ეს იყო ყველაზე სასიამოვნო და ტკბილი განცდა. თვალი თვალის წილ, პრინციპით ცხივრობდა. პატარასაც არ გააპარებდა, არ დათმობდა და ამიტომაც ორი ღერა თუ იყო ის რიცხვი ვისაც მეგობარს დაუძახებდა. მის გვერდით მხოლოდ ისინი რჩებოდნენ, ვისაც ასევე შეეძლო შურისძიებით ეცხოვრა. მარიამი ქმარს ღალატს ვერ გაუტარებდა. არ ჰქონდა მნიშვნელობა ვინ იყო დამნაშავე, რადგან ყველა დამნაშავეა მის გარდა. ქმარს ისევე უნდა ტკენოდა როგორც მას. მაგრამ ეტკინა კი? არა, უფრო პრინციპის ამბავი იყო? არა. მაშ რა? მან მიიღო ლიცენზია ეღალატა და აი ისიც, ჰარამხანის წევრი კლინიკის მთავარი ექიმი და სასუწარკვეთილი მოტრფიალე მარიამის გრძელი ფეხებისა, რომელთა გადაშლაზეც დღე და ღამე ოცნებობდა. მეორეს მხრივ კი მარიამისთვის შესაძლებლობა კლინიკაში ფესვები გაედგა.

საწოლიდან ამდგარმა თავი საშინლად იგრძნო. იმ წამსვე შეზიზღდა საკუთარი თავი და საკუთარი მე.. აბაზანაში დიდხანს ქვითინებდა. თითქოს დაუგეგმავად ქალიშვილობა დაეკარგოს. ქალიშვილობა არა, მაგრამ მისი სულის ბოლო უმწიკლო ნატეხიც გაშავდა. ფეხზე წამოდგა, სარკეში ჩაიხედა, თავს შესძახა, რომ ასე იყო საჭირო და სული მოკვდა. მას შემდეგ მარიამს საკუთარ თავში სული აღარ უგვრძნია, იყო მხოლოდ ხორცი და მისი მოთხოვნილებები.

„ასე ცხოვრობს ბევრი, ასე შეიძლება ცხოვრებამ ჩაიაროს და მერე რა? განა არ შეიძლება ასე ცხოვრება? შეიძლება, შეიძლება და ამის მაგალითი ვარ მე“ – ამბობდა მარიამი, როცა კი რაიმე სინდისს შეახსენებდა. მაგრამ იმ იდეალური სიყვარულისთვის რომლისკენაც მიილტვოდა მზად უნდა იყო, უნდა შეესაბამებოდე და აი ამ ტესტის დროც დადგა.

მარიამი ამ მანიპულაციებით გამობრძმედილი, თავდაჯერებას კაცის წინასე არასდროს კარგადა, მაგრამ მშვენივრად ახერხებდა ყოყმანობის იმიტაციას. დარწმუნებული იყო, რომ ზუსტად იცოდა რა სურდა მამაკაცს და ამ მომენტუმს სათავისოდ იყენებდა. უარს არ ამბობდა ფლირტზე ან მოფერებაზე. თუ კანდიდატი გაცივდებოდა, მიმართავდა ხრიკებს. თავს იკატუნებდა, როგორც დაუცველი, როგორც უმწეო და კაცს საჭიროდ აგრძნობინებდა თავს. ამ გზით გამოაფხიზლებდა მის მიმართ ინტერესს და ყველაფერი თავიდან იწყებოდა. მრავალჯერ გაუმართლა ამ მექანიზმმა და ბოლო ეტაპზე, კაცების ხვეწნა-მუდარა დიდ სიამოვნებას ანიჭებდა. სწორედ ეს სჭირდებოდა მარიამს საკუთარი დაცემული თვითშეფასების ასამაღლებლად, უპირატესობის მისაღწევად და მოპოვებული ძალაუფლებით დასატკბობად. ოჰ, რამხელა სიამოვნებაა იმაში, როდესაც ვინმე დირექტორად, უფროსად, მოვლენილი, მდგომი მუხლებზე გეხვეწება და გემუდარება. გიმტკიცებს სიყვარულს, ათასგვარს გპირდება. ამხელა ძალაუფლება მას ვერასოდეს ექნებოდა სხვა გზებით, პიროვნული ანდა კარიერული წინსვლით. როგორც კი კაცი ხვეწნაზე გადავიდოდა, ანუ მისი თქმით „დაიწვებოდა“, იგრძნობდა შეყვარებულობას, მარიამი წყვეტდა თამაშს და კაცის წვალებით ტკბებოდა, სანამ საბოლოოდ მოიშორებდა მას.

ეს სისტემა თითქმის უნაკლოდ მუშაობდა და შედეგებიც დიდ სიამოვნებას ანიჭებდა, მაგრამ ერთხელაც მექანიზმმა არ იმუშავა. არ იმუშავა და ბევრი კითხვები დატოვა. გაუგებარი იყო მარიამისთვის მისი ქმედებები რატომ არ ახდენდა გავლენას, მიუხედავდ იმისა, რომ ჯეელი მას თამაშში აყვა. რა იყო ამისი მიზეზეი? რა იყო ამ ყმაწვილში განსაკუთრებული, რომ სხვებივით არ იქცეოდა. ბევრი კითხვები უტრიალებდა მარიამს და ფიქრებს შეყვა. ეს უჩვეულო იყო მისთვის. რაც უფრო მეტს ცდილობდა არ ეფიქრა, მით უფრო მეტს ფიქრობდა. ხან საუკეთესო იყო, ხანაც ყველაზე საშინელი ადამიანი, რომელიც კი მას შეხვედროდა. ხან ვერ იტანდა, ხანაც რაღაც გაუგებრობას გრძნობდა მის მიართ. ამიტომ გადაწყვიტა შური ეძია, ისე როგორც ადრე იძია გიორგიზე და ახალი კანდიდატებით სცადა გადაეფარა ღრმული, რომელიც ამ ჯეელის გულგრილობამ დაუტოვა. იფიქრა რომ ისევ გამოძვრებოდა, ასე აეჭვიანებდა, ასე გულს ატკენდა და საკუთარი თავის განადგურებას მიჰყვა. იმდენად შეყვა ამ ახალ თამაშს, რომ ის ზღვრებიც გადალახა, რომელთა გადალახვასაც მანამდე თავს არიდებდა. ცოტაც და საზოგადოდ დამატებით იარლიყებს აიკიდებდა. თამაში ზედმეტად ძვირი დაუჯდა. განვლო თვეებმა, წლებმა და ვერა მექანიზმმა გაჭრა. ვერც ეშვებოდა, არც გამოსდიოდა, რადგან გრძნობდა ჯეელის გრძნობებს და მაინც არ მუშაობდა მისი მექანიზმები. სცადა, რომ გამოსწორებულიყო, სცადა მიდგომის შეცვლა. გაპატიოსნდა, გაჯანსაღდა, მაგრამ ტყუილი იყო. ხანდისხან მაინც ვერ უძლებდა ცდუნებას ვინმე სიყვარულის მათხოვრით არ გართობილიყო. ისევ მოეშვა ჭანჭიკები. მარიამი რასაც ვერ ღალატობდა იყო ღალატი, გზა რომლითაც ცხოვრებაში ყველაზე მეტ სიამოვნებას ღებულობდა. სახლში კი ყველაფერი ისევ ისე ოყო. ანუ ცუდად, ანუ უვარგისად, მაგრამ მაინც ერთად.

გონებაში ჯეელს თავის ქმარს ადარებდა, სიმაღლეს სიგანეს, გონს, ცოდნას, ხასიათს და ხვდებოდა, რომ ქმრის ადგილს ჯეელი იკავებდა. რა ექნა, თავი დაეხარა, ეღიარებინა? მაშინ ის ყველაზე სუსტ პოზიციაში აღმოჩნდებოდა, ანუ შეყვარებული, ანუ სხვაზე დამოკიდებული. მიიღებდა კი ჯეელი მის სიყვარულს, მიიღებდა კი მას შემდეგ რაც „ხასიათი“ გამოავლინა? ალბათ არა. რა უნდა ექნა? ამ ამბავს სხვასც ვერ მოუყვებოდა, არ იყო ნუგეში არსაით და იმედი, გამოსავალი. დაქალებში ხომ კაცების მჩაგვრელად ითვლებოდა. ასე გადიოდა ხანი. მარიამი საკუთარ წვენში იხარშებოდა. ბოლოს და ბოლოს იპოვა ის ვისაც გულით შეიყვარებდა, ვინც ტკივილის გზით, მაგრამ სული აპოვნინა, დაუბრუნა და მარიამი არ აღმოჩნდა მზად, რადგან ვერ ელეოდა, ვერც სიყვარულს, ვერც ქმრის ქონებას და ვერც გართობის მისეულ გზას. განსაკუთრებით კი ბოლოს.

მიტოვებულობის შეგრძნება აუტანელი იყო და ჩასაცხრობად ხან ერთს წაეფლირტავებოდა ხანაც მეორეს. ახალი მეგობრების შეძენა სცადა, მაგრამ მისი ტემპერამენტის ადამიანს ცოტა თუ აყვებოდა, გაუგებდა და დარჩებოდა. გარე გარე დადიოდა, რადგან ჯეელის გულცივობა მისი სიმარტოვის გამაძლიერებელი და მუდმივი წყარო გახდა. მრვალჯერ სცადა ნაცნობი გზა, გაუფასურებინა დაეკნინებინა, გაეფუჭბინა ყმაწვილის ხატება მის სულში. ყოველ ჯერზე როცა კი ფიქრობდა, აი უკვე მორჩა, აი უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, მოდუნდებოდა და სწორედ ამ მოდუნების პირას იწყებდა გონება ჩარხის, ბურღის, ტანჯვის ხმით ახალი წარმოსახვების გენერაციას, ახალი სურვილებისა და ძველების გახსენებას. და რაც უფრო ცდილობდა დაევიწყებინა მით უფრო ნათელი იყო, ცხადი არილი სიყვარულისა. ამიტომ გაამძაფრა გააძლიერა თამაში, ხან ვის მიაპყრო ყურადღება და ხანაც ვის. იმათაც კი ვისაც ადრე ზედაც არ დახედავდა და უყურებდა, უყურებდა იტანჯებოდა თუ არა მისი რჩეული. როცა ეხებოდნენ, როცა ეთამაშებოდნენ რას გრძნობდა ის, იყო გადამწყვეტი გასაგებად მისი გრძნობებისა. ჯეელი კი ყოველ ჯერზე უფრო და უფრო შორდებოდა. ალგორითმი არ მუშაობდა, არ მუშაობდა ის რაც მუშაობდა სხვებთან, დათოსთან, გიასთან, კახასთან… და მის ქმართან გივიკოსთან. სხვა გზა კი იყო აღიარება ანუ კედელი, ანუ გადაულახავი რამ და შიში უარყოფისა, იმ უარყოფისა რომლითაც ასე ხშირად აჯილდოვებდა სხვებს.

გცალია? – ჰკითხა მან

რისთვის?

მინდა გელაპარაკო!

ვერ ვხვდები რისთვის!
მარიამი გაშეშდა, არ იცოდა როგორ უნდა გაგრძელებულიყო დიალოგი, როგორ გადაელახა აღმართული კედელი. უეცრად შიშმა დაძლია და უსიტყვოდ გაბრუნდა. ძალების მოსაკრებად რამოდენიმე დღე დასჭირდა.

შეიძლება ყურადღება მომაქციო?

რისთვის? – გაისმა ნაცნობი კითხვა, ნაცნობ ტონალობაში.

გამომყევი და გაიგებ! – უპასუხა მბრძანებლური მაგრამ დამფრთხალი ხმით.

მე შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს!

გაქვს, რატომ შვები ამას?

რას?

გინდა მახვეწნინო?

მე შენგან არაფერი მინდა!

კარგი, მშვიდობით!

მშვიდობით!
მარიამი გაბრუნდა, მაგრამ ამჯერად ორ ნაბიჯში გაჩერდა. ზიზღმა აიტანა, თავისივე უძლურობის ზიზღმა, თავისივე დაძაბუნების აუტანელმა სიმძიმემ გააშეშა და გააშრო.

შენ ადგები და გამომყვები! – უბრძანა მას

არა!

საკმარისია, შენ მშვენივრად იცი თუ რაზე უნდა გელაპარაკო, შენ მშვენივრად იცი რაც ხდება!

ჰმ!

რა გინდა ასე საჯაროდ ვიყვირო, გინდა შეგარცხვინო?!

შენ მე ბევრჯერ შემარცხვინე, არც ყვირილი დაგიკლია თავის დროზე და არ მაინტერესებს, თუ რა გაქვს იქ!

კარგი მაშინი ვიყვირებ! – მარიამმა პირი დააღო და ხმის ამოღება როგორც კი სცადა მაშინვე არჩილის ხელი აეფარა.

რა დღეში ხარ?

ცუდში! – მიუგო მან და მთელი ქალური სინაზე გდმოაფრქვია, ის რის გამოც თავის დროზე არჩილმა შეიყვარა.

ნუ მანიმპულირებ!

აღარ!

რა გინდა?

შენ!

რისთვის?

ვილაპარაკოთ!
არჩილმა ხელი გაუშვა და განზე გადგა.

გიყვარვარ?

კი!

კარგი ვილაპარაკოთ!
დერეფანი დუმილით გაიარა, თითქოს ზურგზე გარდაცვლილი ეკიდა და სადღაც მიასვენებდა. იგრძნობოდა სიკვდილი, სიკვდილი ნდომისა და ურთიერთ დანდობისა.

გისმენ! – გააჩერა არჩილმა

აღარ მინდა ასე გაგრძელება!

როგორ?

აი ასე, არ მელაპარაკები, ზურგს მაქცევ. შენს გვერდით ვეღარ ვჯდები, ვეღარც ვდგები, ვეღარც ვლაპარაკობ. როდემდე აპირებ ასე გაგრძელებას?

უსასრულოდ, არ მაქვს პრობლემა!

რატომ შვები ამას?

მინდა შენგან შორს ვიყო!

დაგიშავე რამე?

კი, შენ ჩემში შენი თავი მოკალი, რწმენა და ნდობა!

ხომ იცოდი, რომ ქმარი მყავდა?

კი!

მაშინ რა გინდოდა?

შენ თავი ისე წარმოჩინე, რომ ხსნა გჭირდებოდა, თურმე ეს სატყუარა იყო!

მე შენ არ მომიტყუებიხარ!

განა?

არასდროს! მე ის ვარ რაც ვარ.

ახლაც კი იტყუები!

რას?

რომ გიყვარვარ, მე ეს კითხვა შენ მეორეჯერ დაგისვი წინაზე სხვ პასუხი გამეცი!

ხომ შეიძლებოდა, რომ ახლა შემყვარებოდი!

მე ვიცი როდიდან გიყვარვარ. როცა უარი მითხარი მაშინაც გიყვარდი და ახლაც. მაგრამ მაშინ გართობა გინდოდა, უკეთესის იმედმა დაგაბრმავა, ახლა კი ისევ დამნაშავე გამოგყავარ!

რაღაცები მეც დავაშავე!

რაღაცები? მანიპულაცია, სასიყვარულო სამკუთხედში ჩემი ჩათრევის მცდელობა, ყოველ გამვლელთან ფლირტი, მათთან განმარტოვება, ჩვენი ურთიერთობის მუდმივი დივერსია. შენ ამას რაღაცებს ეძახი?

არ იყო ეგ ეგრე!

აბა როგორ?

უბრალოდ ვმეგობრობდი!

შენ ყველას ვისაც შენთან დაწოლა უნდა მგონი მეგობარს ეძახი!

ნუ ბოდიალობ!

ანუ ვერ გამიგია, ვერ დამინახია, ასეა?

მე შენს წინააღმდეგ არაფერი გამიკეთებია!

ანუ არ მებრძვი, არ ებრძოდი ჩვენს ურთიერთობას?

საიდან მოიტანე?

ქალბატონო, მგონი თქვენ სიყვარული ბრძოლის გარეშე არ შეგიძლიათ. უფრო სწორად ვინც გიყვართ მას ისე ექცევით როგორც მტერს.

არა! – გაჯიუტდა მარიამი და ბავშვური, ნაწყენი სახე მიიღო.

ახლა, ამდენი წლის მერეც ისრებს ჩემკენ უმიზნებ. არ მინდა, აღარ მინდა ამ ავანტიურაში ყოფნა. მე წავედი, იმედს ვიტოვებ, რომ ოდესმე გაიზრდები. – არჩილმა სწრაფი ნაბიჯებით დატოვა. მარიამი კი სახტად გაშეშებული უყრებდა უბნის კუთხეში არჩილის გამქრალ ნაკვალევს.

სახლში მისულს ქმარი არ დახვდა, მაგრამ ვის ადარდებდა. დედამთილს გადაურეკა და ბავშვები მასთან გაამწესა. მარტო უნდოდა დარჩენა. ისე მარტო როგორც გრძნობდა თავს. გიორგი იმ საღამოს არ გამოჩნდა, აგვიანებდა. აივანზე ჩამომჯდარი მარიამი, ვისკის წრუპავდა და თბილისის ხედს შესსცქეროდა. ანძა საახალწოდ გაენათებინათ და მრავალ ფერში ციმციმებდა. შორს ტყვიის ფერი ღრუბლები ზამთრის შეგრძნებას აძლიერებდა და საბანმოხვეული ვისკის მოწრუპავდა. ასე იჯდა მთელი ღამე და ფიქრობდა და ოცნებობდა და ეჩხუბებოდა საკუთარ თავს, ვერ პატიობდა ამ მარცხს. შურისძიება სწყუროდა. უნდოდა დაეტანჯა, გაეთელა და გაენადგურებინა მისი სიყვარულის სუბიექტი. მეორე წამს კი ისევ მასთან ყოფნა წყუროდა. აღარც ქმარი ახსოვდა, აღარც შვილები, აღარც ტრაფარეტული სინდისი. ან ვის სჭირდება ეს სინდისი, ამ მოკლე და უსამართლო ცხოვრებაში. განა გაგვყვება რა?! ვის ემახსოვრება ერთი ჩვეულებრივი მოკვდავის სიცოცხლე, ვის გაახსენდება როგორ იქცეოდა, როგორ უყვარდა, როგორ კვდებოდა იმ ერთადერთის გარეშე. ჯანდაბას ყველაფერი, ჯანდაბას ასე არ იქნეაბა, ასე ვერ მოხდება. მან იპოვა საკუთარი ოცნება, საკუთარი სურვილი და თვითონვე გაფანტა დაფშვნა და გაანადგურა. რა იქნებოდა შემდეგ? ასე დაკიდებულს, გამოკიდებულს და დაუძლურებულს იმ საღამოს აივანზე ჩაეძინა.

გიორგი გვიან ღამე დაბრუნდა. მათ ახალ შეძენილ ბინაში, რომელიც მარიამის დაჯინებით ქალაქის ცენტრში, ლამაზ ხედებიან კორპუსსი იყიდეს, დუმილი იდგა. ბავშვები გადაამოწმა. ოთახებში არავინ იყო. მისაღებს გახედა, არც მარიამი ჩანდა. იფიქრა არ არიანო. აბაზანისთვის გაემზადა, საძინებლიდან გამოსულმა კუბოკრული ნაჭერი შეამჩნია აივანზე. გახედა. მძინარე მარიამი სიცივიეში პირიდან ორთქლს უშვებდა. გიორგი გავარდა. ეცადა გაღვიძებას, უშედეგოდ. ხელში აიყვანა და საწოლისკენ დაიძრა. „შენ, რომ არა, შენ რომ არა, ის, ის“ – ლუღლუღებდა მარიანი, გიორგი დუმდა და საძინებლისკენ მიდიოდა მკლავებში კი მარიამი ეჭირა. საწოლში ჩააწვინა, ზემოდან დაჰყურებდა. „სალომე შენი შვილი არ არის!“ – წაიბუტბუტა სიმთვრალის ძილბურნიდან მარიამმა. ამით გიორგიზე შური იძია. უნდოდა სიყვარულის სახელით დაენგრია ის რასაც თავისი ჭკუით უფრთხილდებოდა. ალბათ ეს მისი სულის კივილი იყო, ვიდრე დაფიქრებული ნაბიჯი. გიორგიმ, ოთახი დატოვა,ჩუმად, აუღელვებლად, გულმოდგინედ და მისაღების სავარძელში ჩამოჯდა. გაღვიძებულზე მარიამს გიორგი არ დახვდა. არ დარდობდა, სხვა რამ ჰქონდა სადარდებელი. სიყვარულის დაკარგვა უფრო უმძიმდა, ვიდრე ოჯახის. მარცხს ვერ ეგუებოდა, კიდევ უნდა დალაპარაკებოდა და ამ იდეით აღჭურვილი სახლიდან გავარდა.

მომისმინე, გთხოვ! – ადრე, მისთვის წარმოუდგენელი ფრაზა, წარმოუდგენელი პოზა, დამცრობილი იდგა არჩილის წინაშე

მე შენთან არაფერი მაქვს სალაპარაკო! – მოჭრილად, დაუნდობლად, კატანასავით დაუსვა მარიამის გულს

გეხვეწები მაპატიე!

რა სისულელეა, მე შენთან ყოფნა უბრალოდ არ მინდა!

რატომ, ლამაზი არ ვარ?

აღარ, ჩემთვის აღარ!

რა მოხდა?

შენ თავი მოიკალი, მე შენ დიდი ხანია გამოგიტირე, დაგმარხე იქ სადაც პირველად ჩამეხუტე.

ასე რა გაწყენინე? სხვებს…

სხვებს? – გააწყვეტინა არჩილმა – სწორედ, რომ სხვებს. სწორედ რომ ვერ გაჩერდები. ამიტომ!

გავჩერდები, შენთვის გავჩერდები!

რა სისულელეა, რა სიბრიყვეა. შენ შენი დედისთვის, შენი მამისთვის, შენი ოჯახისთვის, ქმრისთვის შვილებისთვის ვერ გაჩერებულხარ, რომ მათი ღირსება არ შეგელახა და ჩემთვის გაჩერდები? – ხმას აუწია არჩილმა, ზიზღი და აუტანლობა იგრძნობოდა – შეიძლება ერთი თვე, ორი, მაქსიმუმ წელი ითამაშო კარგი გოგოს როლი და მანდ დაასრულო. რა აზრი აქვს ურთიერთობას, რომელიც განწირულია თავიდანვე? ან ხელზე ჯერ კიდევ ბეჭედი გიკეთია. საერთოდაც არ უნდა მოსულიყავი. გაბრუნდი, დაუბრუნდი შენს ქმარს, ოჯახს და შენს გივიკოს გვერდზე დაიმარხე ასი წლის მერე!

ვეღარ?

რატომ, მიგატოვა?

ჩვენს შორის დიდ ხანია ყველაფერი დამთავრდა, ეს ბეჭედი უბრალოდ ფორმალობაა!

დამთავრდებოდა აბა რა იქნებოდა! – მოუჭრა არჩილმა

გთხოვ! – შესციცინებდა მარიამი

შემეშვი! – არჩილმა ნაბიჯი გადადგა, მარიამმა ხელი წაავლო – არათქო!

გეხვეწები! – მარიამი ჩაეხუტა. ასე იდგნენ ორი წამი. მალხაზს ცრემლები მოერია, მაგრამ გადაყლაპა.

არა! – რბილად და ნაზად, ისე როგორც ადრე. გრძნობით და სითფოთი, მაგრამ მალხაზის პასუხი იყო არა.

მარიამი ფეხის ტკივილმა შეაწუხა. მთელი დღე სიარულში გაატარა და ბოლოს ვაკის პარკში ამოყო თავი. მას არ ჰქონია მიზანი აქ მოსულიყო, რაღაცამ მოიყვანა, რაღაცა ეძახდა. მოგონება, მისი ყივილი სადღაც სულში იბრძოდა. უყურებდა შადრევანს და მისი ცეკვა აბსოლუტურად არ გამოხატავდა მარიამის გრძნობებს. მის გარეთ სხვა სამყარო იყო. ცხოვრება, რომელიც თავის გზას მიუყვებოდა, ხოლო შიგნით კი მხოლოდ ფიქრი და სიყვარულის ეპიზოდური გახსენება. მომენტში შადრევანი საფლავად მოეჩვენა. „მოცეკვავე საფლავი“ გაიფიქრა და გონებაში ღიმილი იგრძნო. ასე დაღამდა, ისევ აცივდა, ახალი წელი მოდიოდა. დრო სახლისა, დრო ოჯახისა, დრო სითბოსი და სიყვარულისა.

The post Anima Exodus – სულის გასახლება first appeared on ANIMO.

მისტერ არავინ
ეს მოთხრობა დაიბეჭდა “ლიტერატურულ გაზეთში” 11/10/2024

აღარ მახსოვს ჩემი სახე. ისიც აღარ მახსოვს მზგავსი საუბრები როგორ იწყება. თითქოს რაღაც შესავალი უნდა, მომზადება, თამაში. რაღაც კითხვა,  რაღაც პასუხი. მერე ისევ, და ასე. ყოველ ჯერზე ართულებ, უფრო ღრმად ჩადიხარ, უფრო მნიშვნელოვანს ატივტივებ იმის იმედით, რომ მსმენელი მოგყვება. და ისიც ცდილობს. უფრო რთულდება. ჰმ საინტერესოა უკვე. თავიდან სულელური სიტყვათ გაცვლა ახლა რაღაცის ძიებას ემზგავსება. მოგყვება, ცდილობს: უპს, შენი სიტყვების განმეორება დაიწყო და ხვდები, სადღაც ახლოსაა ის საზღვარი რომლის იქითაც მარტო რჩები. იხტიბარს არ იტეხ, გინდა გამოთქვა და მოსაუბრის შეუვალობა ვერა დაბრკოლებაა მოზღვავებულისთვის. საუბარი მონოლოგს ემზგავსება. ყვები უსასრულო დღეებზე, წუთებზე რომელიც შენებურად აღიქვი გგონია. წამით ამაყობ კიდეც, რომ გასცდი, გაკვეთე საზღვარი. აჯობე კიდეც მსმენელს, მეტი გცოდნია. მაგრამ საუბრის მიზანი გაგებული იქნა, აშკარად ხელიდან გასხლტდა. და გრძნობ, მცდელობა შეცნობილქმნა შენი მზგავსი არსებისგან, უსასრულოდ გადაიდო.  როცა გაივლის  წამიერი გამარჯვების ეიფორია, მოდის მწარე მარცხის გარდაუვლობა, მთავარი მიზნის მიუღწევლობისა.

საუბარი გრძელდება. ისევ ექსტერნა, და მერე ისევ. უკვე ხვდები, სადღაც შეტოპე, შეამჩნიე რა, რომ თვალი აგარიდა. გაიაზრე: სხვა გასართობი მოუნდა. შენი სიტყვების რაკანი ფარზე მოხვედრილივით ისხლიტება  ყურის საზღვრებთან. დროა დაბრუნდე, გამარტივდე, ნაცნობი სიტყვებით ელაპარაკო… ჰმ! ხედავ ისევ მობრუნდა, ცოტაც და ყურადღებას იქცევ… აი გამოიცნო, გაუხარდა, სიტყვა ჩამოგართვა. ახლა ის აგრძელებს და აქვეა ერთობის შეგრძნება.

დროებით,გიტაცებს, აჰყვები. თამაში გრძელდება. მაგრამ  ბრუნდება ის ძველი გრძნობა. ზურგს მოგპარვია, გულის კუნჭულში სადგურდება. ნელა ფართოვდება, იკავებს რა შენს გონებას აზრამდე, რომ ისევ ვერ იქენ გაგებული, ისევ ვერ იქენ შეცნობილი, ისევ და ისევ ძებნა მოგიწევს, გაცნობის თავიდან ინიციალიზირება. ჰმ! და ასე,  ამდაგვარად კარგავს აზრს  საუბარი, მოსაუბრე მასთან ერთად.

შეიძლება ამ მომენტში, მეც დავკარგე ვალიდურობა მკითხველთან და ჯიუტი  ვარ რომელიც იხტიბარს არ იტეყს, იმედით, რომ შენ მისმენ.

მე აღარ მახსოვს ჩემი სახე. მე დავკარგე მომენტთან წვდომა, როცა ის ბოლოს ვნახე. მე თვალს წინ მიდგას სარკე და მაინც სხვა ვარ თითქოს. მითქვამს ჩემი თავისთვის, ხშირად უნდა იხედო ანარეკლშითქო. იქნებ დაგამახსოვრდეს, იქნებ გაიგო. ვცადე, ბევრჯერ, არ გამოვიდა. ყოველ  ჯერზე მე მავიწყდება ეს ჩემი სახე.

და ასე, დავდივარ დავებოტები ქალაქის ქუჩებში. დაკარგული კი უბრალო სენსორია: გარეთ ცივა თუ ცხელა. ის უბრალო ტრაფარეტია ჩემი ადამიანობისა, რადგან მე აღარ ვარ, ვინ!

გაიცანით ეს ადამიანია. გიორგი უსახო. არ, არა, არ დაბადებულა ასეთი. ის გახდა. თხუთმეტი წლის იყო როცა პირველი ბზარი გაუჩნდა  სახეს. დილა იყო ესე ერთი. ჩვეულებრივი, არაფერი ისეთი ან ასეთი. წამოდგა, აბაზანაში გავიდა, სახე დაიბანა, ანუ ქონდა მაშინ დაებანა რა. კბილების ხეხვას შეუდგა. რაღაცნაირად, მაგრად ექაჩებოდა ჯაგრისს. იფიქრებდი, კიდევ კარგი ჯაგრისი რკინის არაა თორემ ორი წუთიც ეყოფოდა ყველას სათითაოდ დასაყრელად. ეს არ იყო რაღაც ბავშვური გამოხტომა, უბრალოდ ეზარებოდა, ცდილობდა ჩქარა მოეშორებინა. მისი მოკლე ჭკუით, ჯაგრისის სწრაფი და მარდი ქნევა სწრაფ რეზულტატს მოიტანდა. მორჩა, თმების დავარცხნაზე გადავიდა, ერთი კარგად აუსვა სავარცხელი. ხშირი თმები მარჯვნიდან მარცხნივ გადმოზნიქა. ოჰ როგორ ეჯავრებოდა ეს საზიზღარი, ჯაგარივით. ოცნებობდა იმ მომენტზე, როცა დაცვენას დაიწყებდა. სულელი იყო… დაცვენა დაწყებულს რაღა გააჩერებდა. არ ეშველა, დაისველოს უნდა, წყალი მოუშვა, ხელები კარგად დაინამა და მარცხნიდან მარჯვნივ მოუსვა. მოულოდნელად ხელის გულზე რაღაც იგრძნო, თითქოს მოეჩვენა. მერე ისევ. ბოლო ბოლო დაინტერესდა და სარკესთან მიყუდებულმა გადაშალა. იქ სადაც  შუბლი თმებში გდადადის, პატარა ორმო იყო გაჩენილი, თვალით ძლივს შესამჩნევი, მაგრამ ხელშესახები. მოკლედ დიდი არაფერი და გიორგიმაც ასე ჩათვალა.

ეს იყო პირველი ბზარი  , რომლის მიზეზიც არც მას ახსოვს კარგად და მე მითუმეტეს რა გამახსენებდა. მაგრამ  ღრმად ამოიტვიფრა მეორე ბზარი, მის ჯერ კიდევ ბავშვურ სახეზე. ეს ჭრილობა  მწარედ აგონდება. ოჰ როგორ მოსდიოდა ცრემლები სანამ რაღაც მექანიზმით შუბლიდან ყელამდე დაუარა წვამ, როგორ იტალღებოდა მეხივით.

დედა და მამა საუბრობდნენ აივანზე. გიორგის მეორე დღეს ბიძაშვილთან წასვლა უნდოდა, რადგან შაბათი იყო ეგონა უარს არ ეტყოდნენ და ამის სათხოვრად მიდიოდა მშობლებთან, როცა მიახლოვებულს თავისი სახელი მოესმა. ინტერესმა გაიღვიძა მასში, მიეყურადა. მშობლებს შორის ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, ისინი შორდებოდნენ ერთმანეთს, განიხილავდნენ გიორგი ვისთან დარჩებოდა.  პირველად ესმოდა ამბავი. რთული, მძიმე იყო  გაგონება, მაგრამ  სამეგობროში ბევრი მზგავსი ისტორია ხდებოდა. ეს გარემოება ოდნავ, მაგრამ მაინც ამსუბუქებდა მდგომარეობას. გიორგის უფრო მეტად მამის სიტყვები ეწყინა. სხვა ყვარებოდა ამ მომენტისთვის, შვილი კი აშკარა დაბრკოლება იყო. მამამ  უფხო და უარგისი უწოდა :“არ ვიცი მისგან კაცი როდის დადგება“ ეს სიტყვები ეხლაც მწარედ აგონდება. აგონდება  ტკივილი რომლითაც იმ წუთას სახე დაესერა. აგონდება  შეკავება, მოთმინება, რითიც  დაძაბუნებას შეხვდა და ბრაზი ერევა ყოველ გახსენებაზე. აქ დამთავრდა ბავშვობა, დილით სხვა გიორგიმ გაიღვიძა.

დიდი ხანი სარკეს აღარ უყურებდა: მოგონება, ნაიარევი არ ანებებდა თავს, დრო გადიოდა, მაგრამ არ ხორცდებოდა.  ასეა,თუ ტკივილი არ გეშვება გადასაფარად ახალი და უფრო მძაფრია საჭირო.

მას მერე განვლო დრომ. კიდევ ბევრჯერ დაისერა, დაიღარა სახე. ზოგი ტალღად აჩნდა, ზოგი  სწორ ხაზად…. იმ მომენტისთვის, როცა მან სახის ნაწილი დაკარგა უამრავი ნაკვალევი აჩნდა,  შეხორცებული, ზოგი კი ღია.

დიდი ხანი უყვარდა გიორგის ნანა, შორიდან ევლებოდა ლამის წლობით, ვერა და ვერ დაუახლოვდა, ამ ღია და მხიარულ გოგონას. იმედად ესახებოდა, ნანა შეძლებდა  ჭრილობების მოშუშებას, დაშოშმინებასა და განკურნებას. მიუხედავად ასეთი სახისა ნანა მას შეიყვარებდა. გიორგის არ ქონდა მარიფათი, არ ქონდა შნო, ფხა როგორც მამამისი იტყოდა, ის ვერაფრით გადადგამდა პირველ ნაბიჯს და ეს ნანამ გააკეთა. დამეგობრდნენ. მალე, უფრო მეტიც. გიორგის  ჭრილობები ულბებოდა, ინკურნებოდა დავიწყების გზით, იმედით, რომელსაც მომავალი უსახავდა. მაგრამ ნანა დაღალა, დაქანცა გიორგის ჭრილობების მოშუშებით, მან უარი თქვა საერთო საზიდრად ექცია გიოს ლაბირინთები, რადგან ნანასაც ჭირდებოდა ვიღაც, ვინც მის ჭრილობებს შეიწყალებდა. დიახ, მიუხედავად ასე მკვეთრად გამოხატული მხიარული ხასიათისა მასაც ქონდა დაემალა რა. მისი მომხიბლავი კისკისი ყველაზე მეტად მაშინ იჩენდა თავს როცა უჭირდა, როცა გონებას წარსული ემძლავრებოდა, ლამობდა აწმყო ამოეშალა,ამოეშანთა, მომავალი დაეხშო. მარტო დარჩენილს კი თვალები ულურჯდებოდა, კანი უფიტრდებოდა, ძალა ეცლებოდა. გიო  კი არსად ჩანდა. ის თავის სახეს დასტიროდა ისევ და ისევ უყურებდა სარკეს, მაგარმ ვერ იმახსოვრებდა, კარგავდა ხატებას თავისი არსებისა.

მას შემდეგ უამრავმა წელმა განვლო, არ მოვიტყუები, საუკუნეებმაც. დღეს გიორგის სახე აღარ აქვს,ნანამ ის მიატოვა.

მოხუცი კაცი სახლისკენ მიდიოდა. გვიანი შემოდგომა იდგა. დრო თოვლის მოლოდინისა და ქარს აყოლილი ხმელი ფოთლების შრიამულისა. ცივი ნიავი კისერზე მოხვეულ შავ შარფს, ჰაერში უმოწყალოდ ათამაშებდა. თხელი პალტო, აქ-იქ დატერილი, ზოგან გახუნებული და თვალმორღვეული, ვერა სითბოს აძლევდა პატრონს. ყავარჯენს ჩაჭიდებოდა, რომელიც ამას წინ ვაგზლის ბაზრობაზე ნახევარი პენსიის ფასად შეიძინა. ასაკი, რომ გეკითხათ, ვერ გიპასუხებდათ, ვერ გეტყოდათ. იმიტომ არა,რომ არ ახსოვდა, წლებია წლების თვლა შეწყვიტა, დრომ მნიშვნელი დაკარგა!

მოხუცი სახლში მიდიოდა, ეზოში დატრიალებული კორიანტელი, მის ისედაც ძალამიკარგულ მხედველობას აზრქელებდა, აბუნდოვანებდა. მოხუცი გაჩერდა, გაშეშდა, უფიქრელად იგრძნო აუცილებლობა. მას რომ არ უნდოდა,მაგრამ რისთვის, უეჭველი ვერ გიპასუხებდათ. სიკვდილს ხომ გადაწყვეტა უნდა, დროის,იგივ პაემნის დანიშვნა. ასე უგერგილოდ სხეული თავს არ გაწირავდა და მოხუციც იდგა, სანამ ჩაწურული მზის ბოლო სხივები მოდუნებულ ქარში მტვრის ნაწილაკებს ხვრეტდა. აი ისიც, წითელლი დირონი ლივლივით მიეკრო შენობის კედელს. იგრძნო იქით და ნაბიჯი გადადგა.

მისი ასაკის ადამიანს შვილიშვილები უნდა ყოლოდა,შვილები, შთამომავლობა, ანუ ის რითიც ასაკოვნნი “ჟამამდე” ირთობენ დროს და ნაკლებად მტკივნეულად ტოვებენ ფერად სამყაროს. მაგრამ არ ჰყავდა და არ ჰყვარობდა. არ იცოდა რისთვის უნდა განეგრძო ცხოვრება და როცა ფიქრობდა, როცა წუხდა ხვდებოდა, რომ სიკვდილი ეზარებოდა.

რა იქნება ის, რისთვისაც აქაურობა მომენატრება, რისთვისაც ბოლო პეშვი ჰაერი გამწარდება და უკან მომაბრუნებს? – ეკითხებოდა მოხუცი თავს, როცა ჩაის სმისას მაგიდის მოპირდაპირედ დუმილი იდგა. ისიც იდგა, არ ილეოდა არც ივსებოდა,იდგა და დუმდა. მოხუცი კი, ფანჯარაში ტოტების ქნარს შეჰყურებდა. ხე ისე იგრიხებოდა იფიქრებდით უნდა მოწყდესო და ბოლო წამს სწორდებოდა. „რა უდრეკია, რატომ არ ნებდება?“- იკითხა ხმამაღლა, გაოცებით და პასუხი არავინ გასცა.

მოხუცი საძინებლისკენ დაიძრა. ამ პატარა „ხრუშოვკის“ ერთოთახიანში დიდი მანძილის გავლა არ უწევდა და სიმოხუცეში მხოლოდ ეს იყო ამ ჩაჟანგებული ბინის ხიბლი. ჩაი კი მაგიდაზე ეულად ცივდებოდა, ისევე როგორც პატრონი საბნის ქვეშ. სწუხდა, შფოთავდა, კითხულობდა -„რატომ არ ნებდება… რატომ არ ნებდება… რატომ არ ნებდენა?“ და ცხადად,ცოცხლად წარმოუდგა თვითმკვლელობის სცენა. „თოკი არა!“,რადგან სუნთქვა უყვარდა, მდინარეც იმავე მიზეზით გადათქვა და ბოლოს გაახსენდა ახალგაზრდობაში ნაფიქრი მეთოდი, ვენების გადასერვა,მშვიდად, უშფოთველად, თითქოს ძილში, გაპარვა. დაინახა, დაინახა თუ როგორ ეგდო ის და მისი სხეული, როგორ ჟონავდა შავი სისხლი, როგორ მიცურავდა იატაკზე და ზოგან დამტვრეული პარკეტის ქვეშ იკარგებოდა. ხელშიც კი იგრძნო ოდნავი კბენა,ხახუნი, მზგავსი იმისა,როცა ჭრილობა გიხორცდება და ძალიან გინდა ხელი მოისვა. ისიც იგრძნო როგორ წავიდა გონებიდან ძალა,როგორ ბნელდებოდა ოთახი, როგორ ჩაქრა სინათლე და სუნთქვა, რომელიც ყოველთვის უყვარდა. სისველემ შეაწუხა. უკვე გაციებული შარვლის ქვეშ უსიამოვნოდ ჩაუყვა. დიახ მას შარვლით იძინებდა. იმ წამს ეს სიკვდილიც შეზიზღდა, გაუწყრა, გადათქვა. აგერ უკვე მრავალი წელი იყო, ისევ გადათქვა. თავისთვის სასურველი თვითმკვლელობა ვერ მოეფიქრებინა და სწორედ ამას აბრალებდა იმას, რომ მიუხედავად ცოცხალი იყო.

წვალებით ჩაეძინა, მერე დილა ისევ თავის ტკივილით დაიწყო. გალახული მაინც ადგა, რადგან თავშესაფარში წვნიანის მოსატანად უნდა წასულიყო. მერე ფიქრობდა და გზაში  კითხულობდა: -„რატომ არ ნებდება… რატომ არ ნებდება… რატომ არ ნებდენა?“

ქალაქში თოვლი მოვიდა, შეუმჩნევლად შემოიპარა დასავლეთიდან და ნაყოფად ბავშვების სიხარული გამოიღო. ქუჩაში ორომტრიალი და ოხშივარია, გუნდაობით დაღლილი ბავშვები ქოშინებენ, ისვენებენ, მერე ისევ დასდევენ და ასე დაუმთავრებლად. პატარების სიხარულს აყოლილი უფროსებიც არ აკლებენ ერთმანეთს. ვისაც არ ჰყავს პირმშო, ძაღლს ასეირნებს. ზოგი კი ფანჯრიდან ტკბება ამ მოვლენით:“კარგი კარგი გეყოფა“ –  დედა ვითომ ჩხუბით და უფრო ღიმილით ცდილობს დაამშვიდოს შვილი რომელსაც  გუნდა მოუღერებია. პატარა არ ეშვება, დედა გაემზადა ცივი უსიამოვნებისთვის. აი გამოფრინდა, პირდაპირ სახეზე მოხვდა, გაამწარა კიდეც მაგრამ შვილის კისკისმა სწრაფად დაულბო: „უხ შე პატარა გაიძვრეა, ახლა დაგიჭერ“. ბავშვი გაიქცა, დედა გაეკიდა. იქვე და ძმა დასდევს ერთმანეთს, მკაცრი მამა მაყურებლად დამდგარა მათ თავზე. იქით მოედნის ბოლოს ქალი თეთრ, ფუმფულა ძაღლს ასეირნებს, ღვედი ჩვეულზე მეტად აუშვია, ძაღლი თოვლში ნებივრობს, ხან ჩაეფლობა, ხან ცხვირით თხრის. პატრონი ხალისობს,  უხარია.  „მამა, მამა თხილამურებს მიყიდი?“ – ეხვეწება პატარა, ქერა, ცისფერტვალება გოგო, შავგრემან მამიკოს : „ახლა? რად გინდა?“ „აბა გუდაურში წაგიყვანო!“ – კეკლუცად უღიმის და თვალებს იმრგვალებს,მამას გული ულბება, იხუტებს:“გიყიდი აბა რას ვიზამ“ . მათ უკან კი მოხუცი ქალბატონი და მისი მეუღლე ნელი ნაბიჯებით მიიწევენ პარკის სკამისკენ, გზაში კისკისებენ და ერტურთი უხარიათ.

შორიდან ძაღლის ყეფა მოისმა, მკაფიო გახდა, როცა ღრენაში გადაიზარდა ყველამ ყურადღება მიაპყრო. პარკის ბოლოს შავი სილუეტი ზურგით დგას, აშკარად გავლითაა, გასასვლელს უმიზნებს. თეთრი ძაღლი კი წრეებს ურტყამს, ყეფით არ ეშვება. პატრონი  ჭორაობაში გართული გიჟივით გამოვარდა. პატრონ დანახულს მეტი ძალა მიეცა, ღრენას უმატა, ლამის და ეძგერა, როცა საყელურში ხელი მოეჭიდა :“გაჩერდი შე უჯიშო შენა, როგორ იქცევი!“ დაუყვირა, ძაღლმაც  გაიგო, იკმინდა

– ბოდიშით ბატონო გიორგი, როგორ გამომეპარა არ ვიცი!

– არაუშავს მაია, შენი ძაღლი ვერას დამიშავებს! –  ნაოჭებიდან თეთრი, მოვლილი კბილები გამოაჩინა.

– თქვენ როგორ ბრძანდებით?

– უკეთ ვიდრე ოდესმე!

– მაშინ წავალ თქვენის ნებართვით, სახლში ავიყვან, კიდევ ერთხელ ბოდიშით!

– რას ამბობ მაია, რომც ეკბინა ვერას დამაკლებდა, ვერას!  – გაუღიმა

– ნახვამდის ბატონო გიორგი!

– ნახვამდის!

„ არავინა ხარ, ვერც ვერას გაკლებს ვერა“ –  ჩაილუღლუღა მოხუცმა

– ბატონო? –  ყური მოკრა მაიამ

– არა, არაფერი მაია, კარგად იყავი! – მშვიდად მიუგო

– კარგად!

ქალმა ძაღლი სასწრაფოდ გაბუნძულა, მოხუცმა კი გზა განაგრძო.

ნაბიჯი ნაბიჯს მიუყვება, ნელა, ზანტად მაგრამ მოურიდებლად. ჯოხი უფრო ტვირთად ქცეოდა ვიდრე დამხმარედ, მიჩვეული ვერ მოეშორებინა. გრძელი მაკინტოში ნიავზე ქანქარებს. საწვიმარში შევარდნილი, თოვლ აკიდებული ჰაერის ნაკადი მოხუცის გამხდარ, უიმედო სხეულს სიცივით ავიწროვებს.ცილინდრი ჭაღარა და მელოტ თავზე ვერა სითბოს იძლევა. ყურებ გაწითლებული, ლოყაჩავარდნილი, სიცივეს აყოლილი მოკანკალე მარჯვენა ხელი უსასრულობაში დაეკიდა. მის გარეგნობაში სიცოცხლე, გადავადებულ სიკვდილს ჰგავდა. თითოეული ნაკვთი იხვეწება, იჭინთება ამ ცხოვრებისგან დაღლილი მოსვენების მომლოდინე. მხოლოდ თვალები ცოცხლობდა მის არსებაში. ქორივით დაემიზნებინა და მათი გადამწყვეტელობა გარდუვლად აიძულებდა მოხუცის სხეულს, დაჟანგებულ მექანიზმს, ნელა, მაგრამ მაინც ემოძრავა.  პარკიდან გავიდა, შენობას მიეფარა.

უკვე ღამეა, ზამთრის მთვარე ჩრდილებს აგრძელებს სახლებსა გარე. ქალაქის ბოლოს ლანდი გამოჩნდა. მშრალი თოვლი ფეხებთან ჭრაჭუნობს. განვლილი მანძილის ზრდასთან ერთად ჯოხი უფრო ეფლობა. სიარული ძნელია და  ნელი. ნიავი ქარად გადაქცეული მოხუცის სილუეტს ეკიდება, ცდილობს მისი მჩატე სხეული თან წაიყოლოს, ის კი არ ნებდება, მიიწევს და ეს მოძრაობაა მისი შემოქმედი. ახლა გორაკი უნდა გადაიაროს, გორაკს იქით კი ხე ელოდება.

ჰორიზონტი ოდნავ განათდა, გაწითლდა, ღრუბელი დაეტყო. მთვარემ თავისი დრო მოჭამა, დილა თენდება. პირველი სხივიც გამოჩნდა.  შორს მოსროლილი დროის სვლასთან ერთად ფოკუზს ისწორებს და თოვლიან მიწას ჯერ ოდნავ მერე სრულად ანათებს. გორაკის თავი გაყვითლდა, მიწის სილუეტმა ჩრდილი კრა ქალაქის შესასვლელს. თოვლის სისპეტაკემ განათება გააორკეცა. სახლების თავზე მტრედები ფარფატებენ, სადღაც მატარებელმა იყივლა, მანქანებიც აპიპინდნენ და ქალქმა იფხიზლა. სიცოცხლე გრძელდება.

მოხუცის ბოლო ნაკვალევი, ბოლო ფიფქით შეივსო და სამუდამო მივიწყებას მისცა. სამახსოვროდ აჩრდილი ჩანს ხის ძირას მუხლებს დაყუდებული. არც ხელი ინძრევა არც თავი, მხოლოდ იშვიათი სუნთქვა თუ გასცემს მის არსებობას. პირიდან წამოსული ორთქლი ჯერ ჰაერში ეკიდება მერე კი უჩინარდება. მოხუცი დუმილით  მუხლებზე დგას.

ხემ იშრიალა, ისევ ქარი ამოვარდა, ცაზე ნარჩენი ღრუბლების მიმოფანტა. მზე უფრო აცხუნებს მოხუცი კი ისევ მუხლებზე დგას, ელოდება. თვითონაც არ იცის რას, იქნებ დაკარგულ სიმხნევეს,  ის ხომ ამდენი ხანია აქ არ ამოსულა, არ უნახია, არ მონდომებია. მან  დიდი ხნის წინ დამარხა და სამუდამოდ მიივიწყა. ახლა კი ხელი უკანკალებს, უძრწის, ერიდება გადაწმინდოს საფლავის ქვას. აი მომენტი, გაუძალიანდა,  მოიმარჯვა, მაგრამ ისევ დაუშვა. უკან მოიხედა, განვლილი გზა შორეულად მოეჩვენა, აქ მოსვლა კი უაზრობად. თვალი მიწას უსწორა.

მზემ ცაზე ზენიტი პოვა, თოვლი სწრაფად დნება. მუხლებ მოდრეკილს სისველე აეკიდა მაგრამ ვეღარ გრძნობდა. სუნთქვა რომელიც სულ უყვარდა გაუნელდა, გამოიხშირა და შეწყდა. თოვლი  დნება ცოტაც და მოხუცის გასაკეთებელს თვითონვე გააკეთებს, ქვაც გამოჩნდება. აი ძგიდე, იქით თავი, ნაცრისფერი გრანიტის ქვა. და სხეული, მოხუცის სხეული ცივი და უნუგეშო.

გაიცანით ეს იყო  ადამიანი. გიორგი უსახო. არ, არა, არ დაბადებულა, ის გახდა.

The post მისტერ არავინ first appeared on ANIMO.

მორზეს ცხოვრება
შენიშვნა: მოთხრობაში მოყვანილი ფაქტები და მთავარი მოქმედი გმირები შეესაბამება ისტორიულ ანუ ფაქტობრივ მდგომარეობას, ხოლო დიალოგები წარმოადგენენ მოვლენათა რეკონსტრუქციას და განიხილება როგორც ჰიპოთეტურ დაშვება.

1825

ქალაქი ნიუ იორკი, 1825 წლის იანვარის მიწურულს.

მძიმე, თოვლიანი ღამის შემდეგ ქალაქი ნიუ იორკი ნისლის ბურანში გახვეული, მდინარე ჰუდზონსა და ატლანტიკის ოკეანეს შორის ტივტივებდა. იმ დილით ციოდა, იმ დილით მზე ანათებდა. რბილი ნაფლეთები ოხშივარად ასდიოდა მდინარის თბილ ზედაპირს.

ქალაქს რომელსაც არასდროს სძინავს, არ ეძინა დაბადებიდან. ლივლივა ტალღებს პორტისკენ ათობთ გემი მიუყვებოდა. ზოგი კი პირით ატლანტიკისკენ შებრუნებული, ნიავის ნაკადში გაშლილ აფრებს აფრიალებდა.

იდგა 1825 წლის თებერვალი, ქალაქი მასპინძლობდა სტუმარს საფრანგეთიდან.

– მუსიე, კომონ სავა? – ეკითხებოდნენ ფრანგულად და არა ფრანგულად მოლაპარაკენი. დიდი პატივი იგრძნობოდა მათ ტონში.
– სავა ბიენ! – პასუხობდა სტუმარი და თავს ამაყად ატრიალებდა, ხან მარჯვნივ ხან მარცხნივ. და ასე თავაწეული მიემართებოდა გუბერნატორის სახლიდან სასტუმრომდე რომელსაც სახელად „მონრო“ ერქვა.

1789 წლის ფრანგულ რევოლუციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მარი-ჯოზეფ პაულ ივ როშ გილბერტ დე მონტიერ მარკიზ დე ლაფაეტს უდიდეს პატივს მიაგებდნენ რევოლუციის გულშემატკივარ ამერიკაში. არც ის ღვაწლი დავიწყებიათ ქალაქის მაცხოვრებლებს, რომელიც მან ამერიკის განმანთავისუფლებელ ომში შეიტანა.

– ჩქარა, ჩქარა! – გასძახებდა ლაქიას, ასე 33 წლის ახალგაზრდა მამაკაცი.
– ვერ ხედავთ, მოყინულია?!
– მაგვიანდება!
– ოხ ეს ჩამოსულები! – წაიწუწუნა ლაქიამ – თქვენ სადაური ბრძანდებით მისტერ?
– მასაჩუსეციდან!
– ჰო, მასაჩუსეცი მიყვარს, ლამაზი ხეებია!
– შეგიძლიათ დაუჩქაროთ?
–  ვერ ხედავთ ცხენები ისედაც გათოშილები არინ?! – ახალგაზრდა მამაკაცი მიხვდა, რომ შეგონებას აზრი არ ჰქონდა.

– თქვენი სასტუმროს სახელი შემახსენეთ! – გადმოსძახა ლაქიამ
– მონრო! – ტყავის საკვოიაჟიდან წერილი ამოიღო – კი ნამდვილად მონრო!
– აი კიდევ ერთი მოსახვევიც და ეგაა! – ეტლმა მარჯვნივ გაუხვია და ნისლს მიღმა წარწერა ჰოტელ „მონრო“ გამობუნდოვნდა! – აი მოვედით
– აჰა ინებე! – მორზემ ლაქიას თანხა გაუწოდა.
– თუ რამე დაგჭირდათ ჯოი მენვილი იკითხეთ, წამში გავჩნდები მისტერ სამუელ! – მიაძახა ლაქიამ, იმედით.

სამუელ მორზეს შესრულებული თავისი თავის პორტრეტი

სამუელი სასტუმროს კარებს უსწორდა.
– თქვენ სამუელი ბრძანდებით? – დააზუსტა კონსიერჟმა, რომელმაც ყური მოკრა ლაქიას საუბარს.
– დიახ, სამუელ მორზე!
– მობრძანდით გელოდებიან! – კონსიერჟმა კიბეებისკენ მიუთითა.

– ნიუ იორკის მერე საით მონ ამი? – გადახედა თავის ერთგულ მეგობარს
– ვაშინგტონი მარკიზ! – თავაუწევლად უპასუხა ჟაკმა, რომელიც ჭიქა ვისკის ყნოსავდა.
– მოკლედ მოსვენებას არ გვაძლევენ ეს იანკები, მოდი ჩამოდი მოიარე 24 შტატიო, გეგონება ოცი წლისა ვიყო, კიდე კარგი მეტი შტატი არ აქვთ! – მარკიზმა ვისკი მოწრუპა.
– ლაფაეტი აქ ყველამ იცის, ბოლო ბოლო პრეზიდენტმა მონრომ გთხოვათ, სახელმწიფოს სტუმრის სტატუსი ცოტა არ არის!
– მონრო, ეეეჰ, ერთი გამხდარი და მოწყენილი კაცია! – ჩაიქნია ხელი ლაფაეტმა
– მარკიზ, მგონი ასაკი დაგეტყოთ!
– რაში?
– წუწუნში! – წამით ოთახში დუმილი ჩამოვარდა.
– შესაძლოა! – ლაფაეტმა ბოლო წვეთი ვისკით ყელი ჩაისველა და ფანჯრისკენ მიტრიალებული ჩაფიქრდა.
– ისე აქ რომ იცის სიცივეები ისეთი ჩვენთან არ იცის! – განაგრძო
– საფრანგეთში?
– ჰო!
– დალევთ კიდევ მარკიზ?
– კი დავლევ, ეს ბრიყვი მხატვარი მაინც აგვიანებს!
„ბრიყვი“ მხატვარი კი მისაღებ ოთახში ელოდა და მოჩუქურთმებული კედლების თვალიერებით იყო დაკავებული.

კონსიერჟმა კარებზე დააკაკუნა, შემდეგ შემოაღო.
– მხატვარი მოვიდა მუსიე!
– შემოუშვი, შემოუშვი! – გასძახა ოდნავ შეთრობილმა ლაფაეტმა.
ახალგაზრდა კაცი მისაღები ოთახიდან სასტუმრო ოთახისკენ დაიძრა.
– გამარჯობათ!
– გამარჯობა! – ახედა ლაფაეტმა მორზეს – შენ ხარ მონროს ნაქები მხატვარი?
– თუ მონრომდე იყო ჩემი ამბავი მისული არც ვიფიქრებდი! – გაეღიმა სამუელს.

– ჰმ? – კიდევ ერთხელ შეათვალიერა შავ მაკინტოშში გამოწყობილი ახალგაზრდა კაცი – დაჯექი დაჯექი! – სავარძლისკენ მიუთითა – ეს ჩემი თანამებრძოლი და მეგობარი ჟაკ მონპელიეა – ჟაკმა ახლად მოსულს ხელი გაუწოდა, იმანაც საპასუხოდ.
– სასიამოვნოა!
– აბა მითხარი ყმაწვილო, როგორ ხართ ოჯახში?
– თქვენ ჩემს მშობლებს ალბათ იცნობთ?
– კი, ვიცნობ, შევხვედრილვარ პასტორ ჯედიდას კონგრესში! – უშნოდ გაეცინა მარკიზს.
– სასიამოვნოა! – გაუღიმა მორზემ.
– აბა, რას ვშვრებით დღეს?
– მოდით ჯერ ადგილი და სამოსი ავარჩიოთ, მერე მე ქალაქში საღებავებს მოვიძიებ და ხვალ ან ზეგ დავიწყოთ ხატვა!
– მშვენიერი. მითხრეს რომ პორტრეტების სპეციალისტი ხარ!

ჩემო ერთგულო მეგობარო! – ასე იწყებოდა ლუკრეციას წერილი – მე კარგად ვარ, სუზანა და ჩარლზიც კარგად არიან. სუზანას ამბავი ხომ იცი, სულ ცანცარშია, ლამფა წაგვიქცია და ცოტა შეგვაშინა, მაგრამ ძიძამ ჩაქრობა მოასწრო. მუნჩმა კურდღელი დაიჭირა. შენ ვერ წარმოიდგენ მის სიხარულს, მთელი საღამო ყეფდა. მამა ჯედიდა და ელიზაბეტი ჩამოვიდნენ. როგორც ყოველთვის ბატონი კონგრესმერი ყველაფრით უკმაყოფილოა. გუშინ ისევ თოვდა. მამა შეწუხებულია, ეშინია რომ მშობიარობა თუ დამეწყო ექიმი ვერ მოგვისწრებს. ტკივილი მქონდა, მაგრამ გამიარა. ეტყობა ჩვენს პატარას სამყაროს თვალიერება ეჩქარება. შენ როგორ გიკითხო? ძვირფასო, აგიყვანა ლაფაეტმა? ძალზე მინდა ვიცოდე!  გვენატრები და გელოდებით. სიყვარულით ლუკრეცია! – ლუკრეცია პიკერინგ ვოლკერი სულ რაღაც ოცი წლის იყო როდესაც მეუღლედ 28 წლის მორზე აირჩია. წყვილს უყვარდათ ერთმანეთი და იმ მომენტისთვის, როდესაც სემუელ მორზე ლაფაეტს პორტრეტის დასასრულებლად ვაშინგტონში მიყვებოდა ცოლ-ქმარი მესამე შვილის მოლოდინში იყვნენ.

– მითხარი სემი, რას ფიქრობ შავკანიანებზე?
– შავკანიანები კარგი მუშა ხელია, მარკიზ!
– მუშა ხელი. არა?
– ხო, ისინი, რომ არა სამხრეთ შტატები შიმშილით მოკვდებოდნენ!
– შენ იცი როგორ ექცევიან მათ?
– კი, მარკიზ!
– რა მოხდება თუ მათ გავათავისუფლებთ?
– ჩემი აზრით! – მორზე ჩაფიქრდა და შორს ეტლის სარკმელში ჩამავალ მინდვრებსა და ბორცვაკებში დაიწყო პასუხის ძიება – აი წარმოვიდგინოთ, რომ მთელი ცხენები გავუშვათ ტყეებში და მინდვრებში, რა მოხდება?
– ეტლში ჩვენ შეგვაბამ თუ?! – უპასუხა ჟაკმა, რომელიც ლაფაეტისა და მორზეს საპირისპიროდ იჯდა.
– ჰო, სწორედ ეგ არის ჩემი პასუხიც!
– ჰმ! – ჩაეცინა ლაფაეტს – შენი აზრით ისინი ადამიანები არ არიან?
– როგორ გითხრათ, ისინი უფრო, აი, აი კუთვნილებაა. როგორც მაგალითად ცოლი ქმრისთვის, ცხვარი მწყემსისთვის! – მორზეს სიტყვების შემდეგ ლაფაეტმა ნუგეშის საძიებლად ჟაკს ფართო  თვალებით გახედა.
– ჰმ,გასაგებია! – ლაფაეტს ისევ გაეღიმა – ახლა ის მითხარი ერთად როგორაა შენში თავმოყრილი კალვინიზმი და შავკანიანებისადმი ეს დამოკიდებულება? – მორზეს საშინლად გაუკვირდა, სადღაც ეწყინა კიდეც, მაგრამ მის წინ დიდი გენერალი, ლაფაეტი იჯდა, რაც მას გრძნობების მოთოკვას აიძულებდა.
– ბიბლიაში, მონეობის საწინააღმდეგო არაფერია, მე და ჩემი ოჯახი აქედან გამოვმდინარეობთ!
– აააჰა, გასაგებია, პასტორი ჯედიდას გავლენა იგრძნობა! – მარკიზს ისევ გაეცინა.
– მეც, მაქვს კითხვა თუ შეიძლება? – ჟაკიც ჩაება
– კი მუსიე! – მიუგო მორზემ.
– მაშინ, ის მითხარი ამერიკის კონსტიტუციაზე და ადამიანის უფლებათა ფრანგულ დეკლარაციაზე რას ფიქრობ? – მარკიზი ეტლის სავარძელში აიფოფხა და ამაღლდა, რადგან ადამიანის უფლებათა დეკლარაცია მისი და ტომას ჯეფერსონის მონაწილეობით იყო შეიქმნილი. ამაყობდა ლაფაეტი.
– ჰმ! – მორზემ თავი დახარა – ვიტყოდი, რომ მშვენიერი იდეაა, კარგია, განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა დეკლარაცია, მე მომწონს თანასწორობის იდეა, მაგრამ ვფიქრობ ეს უტოპიურია!
– რატომ? – შეწუხდა ლაფაეტი
– თანასწორობა ვისთან? მონებთან? ეს ხომ წარმოდგენელია!
– რატომ, ჩემო ახალგაზრდა მეგობარო? – მარკიზმა უკვე მოახერხა წინარე აღშფოთების დამალვა და რბილად შეუბრუნა კითხვა.

– ხალხი არაა მზად! როგორც გითხარით თუ ყველა ცხენს გავუშვებთ და უეტლოდ დავრჩებით ხვალ პური აღარ იდება ჩვენს მაგიდებზე!
– გასაგებია! – მარკიზმა პირი ფანჯრისკენ იბრუნა და ცოტა ხანი ფიქრობდა ღირდა თუ არა ამ ყმაწვილის გადარწმუნება, მაგრამ შემდეგ მისი მზერა შორს დაბლობში, ნდინარე პოტომაკის ნაპირებზე ჩამალულმა ქალაქის სილუტმა მოიტაცა. ეს ვაშინგტონი იყო.

იმ დღეს მოსვენება ჰქონდა დაკარგული. მარკიზი კი მშვიდად პოზიორობდა. შეამჩნია რა, რომ ახალგაზრდა მეგობარი ცქმუტავდა, მზერა სემის უსწორა.

– რა ხდება სემ?
– ვერ გეტყვით, მგონი ცუდად მეძინა!
– ექიმს ხომ არ დავუძახო?
– არ, არ მგონია!
– ჟაკ, ჟაააკ! – დაიძახა ლაფაეტმა. ჟაკიც მაშინვე შემოვარდა ოთახში – ჟაკ, სახლში წაიყვანე დღეს დაისვენოს!
– არ, არაა პრობლემა, განვაგრძოთ!
– მირჩევნია დღეს წახვიდე, და ხვალ ორმაგად იმუშაო! – უჩვეულოდ მზრუნველი, მამის ტონით მიმართა სემის, სემიმაც თავი დაუქნია.
მორზეს მთელი გზა კრინტი არ დაუძრავს, გაუგებარ ფიქრებს შორის რაღაც ნაცნობს ეძებდა, მაგრამ ვერას მოეჭიდა და ასე განვლო მთელი გზა.
– სემი, რამე ხომ არ გჭირდება?
– არა მადლობა! – ჟაკი ეტლში დარჩა, მორზე კი თავისი ოთახისკენ გზას გაუყვა.

ეს დღე უცნაური იყო, უცნაური ყველაფრით და გაუგებარი, მაშ როგორ უნდა შეემჩნია საწოლად ჩავარდნილ მორზეს კარის ქვეშ შეცურებული წერილი. ვერ შეამჩნევდა და ვერც შეამჩნია.

„სამუელ, სამი დღის წინ ვაჟი შეგეძინა, ღმერთის წყალობით ჯამრთელი და ღონიერი ბიჭია.  ყველაფერი კარგად იყო დღევანდლამდე. უფლის ნება იყო ეს შვილო, ლუკრეცია ჩვენთან აღარაა! დიდი სიხარული რომელიც აქ “ნიუ ჰევანსში” დაგვეუფლა უდიდესმა მწუხარებამ მოიცვა. ლუკრეციამ დიდი ძალები დახარჯა მშობიარობისას, ძალიან ვწუხვარ! როგორც დოქტორი ბრედი ამბობს გულმა ვერ გაუძლო და ლუკრეცია გარდაიცვალა. გთხოვ, უახლოეს ჟამს ჩამოხვიდე. გახსოვდეს შვილო ყველაფერი ღვთის ნებაა!“- წერილზე ბეჭედი:”კონგრესმენი ჯედიდა მორზე.”

3 დღე გზაში გაატარა, დაკრძალვას ვერ მიუსწრო. სამუელ მორზე დაქვრივდა, დაქვრივდა გამოუმშვიდობებლად. ლუკრეცია 26 წლის იყო.

1832

მეუღლის გარდაცვალებიდან 7 წელი გავიდა. გემი საფრანგეთიდან ამერიკამდე ზღვას მიაპობდა. მზიანი იყო ეს საღამო. მზიანი იქით, დასავლეთით, საითაც სახლი ეგულებოდა. ზღვაზე ჩამავალი მზის წითელი ანარეკლის მყუდროებას ნიუ იორკის შორეული შუქურის სიყვითლე არღვევდა. სახლი ახლოს იყო, მოგზაურობა იწურებოდა. მხიარული იყო მორზე და მწუხარე. უკვე მესამე წელი მიდიოდა რაც ბავშვები არ ენახა. იქით სულ იქით სადაც მზე ჩადიოდა და მწუხარე იყო ეს საღამო. ლუკრეცია აღარ ელოდა, ვინ ჩაეხუტებოდა მოწყურებულ მოგზაურს? მამაც, გარდაიცვალა, ვეღარ მოაბეზრებდა  თავს რჩევებით, თანადგომითა და ერთგულებით. არც დედის თბილი გამოხედვა ელოდა სახლში, ქვეყანაში საითაც გული მიუწევდა მხოლოდ ბავშვები იყვნენ სიხარულის მიზეზი. მორზე იჯდა ქიჩოზე მწუხარე და მხიარული.

– კარგი საღამოა დღეს მეგობარო, კარგი! – ხელები ჰაერში გაშალა და ჟანგბადი ხარბად ჩაჰბერა ფილტვებს.
– ნამდვილად ჩარლზ! – უპასუხა მორზემ ისე, რომ ჩარლზ ჯეკსონისკენ არც კი გაუხედია, ისევ ტალღებზე ანარეკლებად  ასხლეტილ მზის დისკს და შუქურის ლივლივს უყურებდა.
– რას ხატავ? – შენიშნა რა მორზეს წიგნაკში ნახაზი სილუეტი და ფანქარი ხელში.
– არაფერს! – მორზემ წიგნაკი დახურა.
– ჰმ, მგონი ხელი შეგიშალე.
– არა მეგობარო, უმნიშვნელოა! – მორზემ ახედა . ჯეკსონი მორზეს გვერდით ჩამოჯდა.
– ექვსი კვირაა ამ გემზე გვძინავს და მაინც ვერ მივეჩვიე გემის ქანაობას! – აწუწუნდა ჯეკსონი.
– ქანაობას რა უჭირს, ბოცმანის ხუმრობები იკითხე თორე!

– ჰო, მაგისი დათრობა არ შეიძლება! – გაეცინა ჯეკსონს – სამუელ, გუშინ რომ ვილაპარაკეთ ფარადეიზე თუ გახსოვს?
– კი, როგორ არა, ინგლისელი სექტანტი, დაიცა რა ერქვა? – სიტყვა დაავიწყდა და ჰაერში დაიწყო ძებნა.
– გლასიტესისტი! – შეახსენა ჯეკსონმა
– ჰო გლასიტესისტი, ნეტა როგორ უძლებს თავს? – ღრმად მორწმუნე  მორზე რა თქმა უნდა ვერ და არ აღიარებდა კათოლიციზმის სხვა სექტებს გარდა კალვინიზმისა. მეორეს მხრივ ერთი სექტანტის მეორეს მიმართ დამცინავი ტონი ჯეკსონისთვის საკმაოდ სახალისო ჩანდა.
– რელიგია გვერდზე რომ გადავდოთ, სიმართლე გითხრა კარგი ექსპერიმენტატორია!
– ჰმ, გლასიტესისტი, ჯერ რა სიტყვაა! – მორზე თავისივე სარკასტულ განწყობაში ნებივრობდა.
– დეივის სიკვდილის შემდეგ ლაბორატორია მან ჩაიბარა. – ჯიუტად განაგრძო ჩარლზმა – წინა წლის ექსპერიმენტი მართლა შთამბეჭდავია. მის ლექციაზე ყოფილხარ სამუელ?
– არა, მე კუნძულზე არ ვყოფილვარ, ლუვრი, ძველი მხატვრობა, ხომ გესმის?!
– ჰო, მოკლედ, კარგი ვინმე ჩანს ეს მაქსველი!
– ამერიკელებიც, არ დააკლებენ! – პატრიოტიზმმა იფხიზლა მორზეში.
– ვინ, ჯოზეფი?

ჯოზეფ ჰენრი ამერიკელი ფიზიკოსი 1797-1878 წ

– ჰო, რატომაც არა, ჯოზეფ ჰენრი!
– ჰო! – დაფიქრდა ჯეკსონი – ალბათ დრო გვიჩვენებს. ისე ამბობენ ფარადეის სკოლაც არ დაუმთავრებიაო!
– აი, ხომ გეუბნებოდი, მაგან რა უნდა გამოიგონოს! -იცინოდა მორზე
– ჰო, მაგრამ მართლა კარგი ექსპერიმენტატორია.
– მაგალთად?
– ჰომოპოლარული მოტორის ექსპერიმენტი 1921 წელს!
– ეგ ორსენის დამსხურება უფროა!
– რანაირად?
– ელექტრომაგნეტიზმი რომ არ აღმოეჩინა კრისტიან ორსენს, ფარადეი ვერაფერსაც ვერ იზამდა!
– ელექტრო მაგნიტური ინდუქცია? – მორზე შეყოვნდა, რადგან ჩარლზი იმ ველზე გადავიდა სადაც მორზეს კომპეტენცია აღარ ყოფნიდა – ელექტრო გენერატორი? – განაგრძო ჯეკსონმა.
– ასე მგონია აღფრთოვანებული ხარ მაგ კაცით, მასეთ ექსპერიმენტებს ჯოზეფ ჰენრიც ატარებს! – უხეშად ჩაეჭრა სიტყვაში მორზე
– ჰენრი, ჰენრი არა! მაგის ელექტრომაგნიტი გენერატორთან ვერ მივა. წარმოიდგინე დენის უწყვეტი წყაროა გენერატორი!
– და რაში გამოგვადგება, რომ? – ჩარლზს მანამდე ნაფიქრი არ ჰქონდა თუ რა შედეგი შეიძლებოდა მოყოლოდა დენის ფართო გავრცელებას.
– იცი, იცი ჰმ! – ჯეკსონი ჯერ კიდევ ფიქრობდა. – ხომ გინახავს, ნუ გაზეთში წაგიკითხავს მაინც. დენის ორ წყაროს შორის ჰაერში ნათება, რომ ჩნდება?
– კი, მგონი ნიუ იორკის შტატის გაზეთში დაიბეჭდა, აღარ მახსოვს ვისი ექსპერიმენტი იყო!
– ჰო და წარმოიდგიე, რომ ეგ ნათება სულ გქონდეს! – ჯეკსონს თვალები უციმციმდა თითქოს მართლა უყურებდა ნახსენებ ნათებას. მორზე ცდილობდა წარმოედგინა ჯეკსონის დახატული სურათი. მერე ისევ პორტისკენ გაიხედა. თვალი შუქურის სინათლეს გამოაყოლა შემდეგ გემის ქიჩოს და ქიჩოს სიგრძეზე განლაგებულ ლამფათა რიგს, რომლებიც ვეშაპის ქონს შავ ჭვარტლად წვავდნენ.
– ჩარლზ ამ ნათების კონტროლი რომ შეგვეძლოს?
– რას გულისხმობ?
– ჩააქრო აანთო!
– ეგ ძაზლზე მარტვია მეგობარო, უბრალოდ ენერგიის წყაროს, გენერატორს ან ბატარეას უნდა გამოაერთო! – მორზე ისევ ჩაფიქრდა. – რაო, რა გაწუხებს მეგობარო?
– თუ ჩააქრობ და მერე აანთებ, მერე ისევ ჩააქრობ!
– რას გულისხმობ?
– აი შუქურას შეხედე, სინათლე რომ ტრიალებს ხან ჩვენკენ იყურება ხან არა!
– ანუ ელექტრო ნათება სიგნალად რომ ვაქციოთ, ნიშანი, რომ იყოს?
– ხო დაახლოებით, არი ეგეთი შემთხვევა?
– ნუ, ნუ! – ჩარლზი წამოდგა და ბოლთას სცემდა. – ნუ კი იყო ეგეთი შემთხვევა! – მეხსიერებაში ჯოზეფ ჰენრის განცხადება ამოტივტივდა – კი მგონი იყო რაღაც მზგავსი! – თვალები მორზეზე შეაჩერა – ჯოზეფ ჰენრიმ თქვა, რომ მრავალშრიანი ელემენტი შექმნა, რომელსაც შორ მანძილზე  შეეძლო იმპულსის გადაცემა. რა ერქვა, ჰმ?!
– ჰმ, საინტერესოა! – ახლებურად აენთო მორზე რადგან ჩარლზთან ეს საუბრები მის მეგობარ და კოლეგა, პროფესორ ჯოზეფ ფრიმანთან გრძელ და “ელექტრულად დამუხტულ” საუბრებს აგონებდა
– ჰო, ჰო ტელეგრაფი, ბერძნული სიტყვაა ხო?
– მემგონი!
– ტელე-გრაფ. რომელიღაცა აქედან მანძილს ნიშნავს!
– არ ვიცი ვერ დაგიდასტურებ!
– იცი, პირველი ელექტრული ტელეგრაფის იდეა ფრანცის რონალდს ეკუთვნის!
– ეგ ვინაა?
– კიდევ ერთი “კუნძულელია” – გაუღიმა ჩარლზ ტომას ჯეკსონმა
– იმედია ეგეც გლასიტესისტი არაა! – ორივემ ხმამაღლა გაიცინა.

ბოცმანმა თავის მრვალნახულ სასტვენს ჩაჰბერა და მეზღვაურბი ამოძრავდნენ. ზოკი აფრებს მიეშურა, ზოგი ღუზას, ზოგი თოკებს ჭიმავდა, კაპიტანი კი ამაყად გადაჰყურებდა სანაპიროს, გულმოდგინე აზრით, რომ კიდევ ერთი წარმატებული და რაც მთავარია უმსხვერპლო მგზავრობა დასრულდა.

ჯეკსონთან დამშვიდობების შემდეგ მორზე მოუსვენრობის მორევმა ჩაითრია. მისი გონება ტელეგრაფს დასტრიალებდა და ათასი კუთხიდან ათვარილეებდა აზრს, რომელიც გემზე სასიამოვნო საუბრისაგან ჩაეღვენთა . შორს ნისლში, სამშობლოს მიღმა, შვილების,  გარდაცვლილი მშობლებისა და მეუღლის მიღმა, რაღაც უფრო მნიშვნელოვანს უმზერდა თავისივე თავით განცვიფრებული.

“ნიუ ჰევანისკენ” გაემართა, სადაც მას საფლავები ელოდა. მამა, დედა და საყვარელი ლუკრეცია. იდგა მორზე საფლავებთან. ლუკრეციას საფლავი კი იწვა მარტოდ, მოშორებით, ისევე მარტო როგორც გარდაიცვალა. მორზე იდგა და თითქოს მამის გამოგზავნილ წერილს ლუკრეციას საფლავის ქვაზე კითხულობდა, იმეორებდა და იმეორებდა გონებაში: “დღეს ლუკრეცია გარდაიცვალა. გთხოვ, უახლოეს ჟამს ჩამოხვიდე. გახსოვდეს შვილო ყველაფერი ღვთის ნებაა!”.

მორზე ნიუ იორკში დაბრუნდა და სამხატვრო სტუდიის კაბინეტში ჰპოვა სიმშვიდე. კარჩაკეტილი იდეის განხორციელებას შეუდგა. ეს იყო მუზა, რომელიც მხატვარ მორზეს ჯერ არ ეგრძნო, არ გაეგო და უცნაურად ატორტმანებდა. იყო ძახილი, რომელიც მხატვრობას არ ჰგავდა, მაგრამ მძაფრად და უხეშად გუგუნებდა. მას ტელეგრაფი უნდა გაეკეთებინა.

1835

1935 წლამდე მორზეს პროტოტიპი არ წარუდგენია. სანამ მორზეს პირველი ტელეგრაფი “ცხვებოდა” მან მოასწრო გამხდარიყო ნიუ იორკის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მხატვრობისა და მოქანდაკეობის დარგში. ასევე მან დაასრულა ნახატი “ლუვრის გალერეა” სადაც ცენტრალურ ადგილს თვითონ მორზეს ფიგურა იკავებს. 1835 წელსვე ის ხდება ასოცირებული პროფესორი ნიუ იორკის სამხატრო უნივერსიტეტში, ამჯერად ლიტერატურის დარგში. და აი ისიც ჩამწერი ტელეგრაფის წარდგენის დღე.  ეს იყო მოძრავ ქაღალდზე (ლენტაზე)  ფანქრით დაბოლოვებული მხაზავი ისარი, რომელიც იმეორებდა წინასწარ გამზადებული შაბლონის კონტურებს.

1837-1844

მიუხედავად იმისა, რომ მორზეს ტელეგრაფი არ იყო პირველი პროტოტიპი მე-19 საუკუნის დასაწყისისთვის, მაგალითად: გაუსის ტელეგრაფი 1833წ, კუკისა და ვეტსტოუნის 1837 წ,  მანამდეც სხვა  ექსპერიმენტალური მოდელების მიუხედავად მორზეს მოწყობილობა ყველაზე წარმატებული და შესაბამისად ცნობადი გამოდგა. ეს განაპირობა რამოდენიმე ფაქტორმა. მიუხედავად იმისა რომ მორზეს ფიზიკაში ცოდნა სერიოზულად მოიკოჭლებდა, უნივერსიტეტში პროფესორის თანამდებობამ საჭირო ხალხის ნაცნობობა შესძინა. განსაკუთრებით ჯოზეფ ჰენრისა და ალფრედ ვეილის მხარდაჭერამ, კომპეტენციამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ამ მოწყობილობის შექმნაში. გამორჩეული წვლილი მიუძღვის ვეილს, რომელმაც მოახერხა და მოდიფიკაცია ჩაუტარა მორზეს მიერ ციფრებისთვის შექმნილ კოდს. სწორედ ვეილმა ჩამოაყალიბა მორზეს ანბანი იმ ფორმით როგორითაც ჩვენ მას ვიცნობთ. ასევე კონგრესში კავშირებმა შეაძლებინა სატესტო სისტემის (ვაშინგტონი-ბალტიმორის  50 კმ სატელეგრაფო ხაზი) ასაწყობი დაფინანსების მოპოვება ( 30 000$ ), რამაც უკვე სახელი გაუთქვა და რა თქმა უნდა მორზეს მიერ თავისი პატენტის  (1847 წ პატენტი) თავგადადებულმა დაცვამაც ითამაშა დიდი როლი, რომლის ფარგლებშიც ის ევროპასა და რუსეთშიც მოგზაურობდა. ასე გახდა მორზე ტელეგრაფის “მამა”.

მორზეს ყველაზე დიდ წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს ტრანსატლანტიკური სატელეგრაფო კაბელის გაყვანა 1850 წელს, ვალენტიადან (სამხრეთ ირლანდია) ნიუფაუნდლედამდე. თუმცა კაბელის ხარისხი საკმარისი არ აღმოჩნდა დაუმახინჯებელი სიგნალის მისაღებად და უკვე 1858 წელს გაუმჯობესებული კაბელის გაყვანამ მორზეს ტელეგრაფებს საერთაშორისო პოპულარობა მოუტანა. (კაბელის გაყვანას ახორციელებდა ბრიტანეთის და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა)

ვეილმა და მორზემ, ალფავიტის რიგითობა ყველაზე გამოყენებადიდან, E დან ყველაზე იშვიათად გამოყენებადს შორის დაალაგეს, Q მდე და შესაბამისადვე შეუფარდეს წერტილებისა და ხაზების სიმრავლე. მორზეს ალფავიტში სიმბოლოების რაოდენობა რომლებიც ასოს აღნიშნავენ ერთიდან ოთხამდე მერყეობს. ალფავიტში 2 ერთ სიმბოლოიანი ასოა, 4 ორ სიმბოლოიანი, 8 სამ სიმბოლიანი და 12 ოთხსიმბოლოიანი.

ანბანი

E

U

L

C

I

R

F

Z

T

D

B

J

S

M

K

Y

A

W

O

Q

N

G

P

H

V

X

მორზეს ინტერნაციონალური ანბანი.

A

H

O

V

B

I

P

W

C

J

Q

X

D

K

R

Y

E

L

S

Z

F

M

T

G

N

U

1

8

2

9

3

0

4

5

6

7

წინასწარ შეთანხმებული საერთაშორისო სტანდარტი ყველაზე გამოყენებადი ფრაზებისა.

SOS

BREACK

NEW LINE

CKOSING

NEW PAGE

SHIFT TO WABUN CODE

NEW PARAGEAPH

END OF CONTACT

ATTENTION

UNDERSTOOD

ERROR

INVITATION FOR NAMED STATION TO TRANSMIT

WAIT

INVITATION FOR ANY STATION TO TRANSMIT

რეკომენდირებული საიტი მორზეს ანბანის შესასწავლად:
morse.withgoogle.com.

რეკომენდირებული აპლიკაცია:
Morse Code – Learn and Play

The post მორზეს ცხოვრება first appeared on ANIMO.

სიკეთისა და ბოროტების მიღმა, ანუ როგორ უნდა მოკვდეს სული. “მისტერია”
სიკეთისა და ბოროტების მიღმა, ანუ როგორ უნდა მოკვდეს სული.

იმ სამყაროში, რომელზეც მოგითხრობთ, ყველაფერი ნაცნობი და ამავდროულად უცნობია იმათთვის, ვისაც თავი თვისი და ძმანი მისნი არ შეუცვნია, არ შეუსწავლია, არ უფიქრია და მერმე არ უნახია. ეს ამბავი არა არს, იმათთვის, ვინც ჯერ ხედავს და მერე ფიქრობს, რამეთუ მათი მხედველობა განსაზღრულია თვალით და არ გონებით. ეს სიტყვები ეძებენ მკითხველს, რომელისთვისაც ფიქრი პირველი სიყვარულია. ბავშვური, უმანკო და თავგადასავალი. ასეთია საჭირო და არა ვინმე, წარმავალი, გამავალი, ან და გარდამავალი. მთავარია მას ფიქრი ჰყვარებოდეს, რადგან თამაშია ერთგვარი და ვისაც თამაში უყვარს ის ბავშვია, უანგარო, დაუცხრომელი, მოსიყვარულე და რაც მთავარია, მეოცნებე. მიყვარს მე ბავშვი თქვენში და მსურს გიხილოთ სათამაშოთი, რომელსაც ფიქრი ჰქვიან.

მონადა – სულის ნაწილაკი

ტახიონი – ნაწილაკი, რომელიც სინათლის სიჩქარეზე უფრო სწრაფად მოძრაობს

ლუქსონი – სინათლის სიჩქარით მოძრავი ნაწილაკი

ტარდიონუ – ჩვეულებრივი ანუ სტაბილური ნაწილაკები

აქსიონი – ბნელი მატერიის ნაწილაკი

ქრონონი – დროის ნაწილაკი

არხიონი – პირველი აზრის ნაწილაკი, რომლითაც იწყება ფიქრი ან ქმედება.

შენიშვნა: არხიონი ავტორის მონაგონია.

ოდითგან მონადა* იდგა. მონადა ის ტიტანია, რომელიც კაცმა შვა. უნდა ემსახუროს მას, ანუ კეთილი ბოროტისგან განასხვაოს. მონადა დგას, უბრალოდ კი არა, მას თოხი უჭირავს ველზე, რომელსაც აქსიონების* ნაკადს ეძახიან. მონადა ქველის, ანუ გონიერების დაბადებიდან აქ დგას. დაუღალავია მონადა, მისი უნარი დაამუშაოს აქსიონთა ნაკადი, უბადლოა და დაუზარელი. მას თოხი მისცა კაცობრიობამ, გრძელი, მყარი კიპარისისა, რბილი და ამტანი. მონადა არ ჩერდება, წამით არ იღლება და კიდევ ბევრი „არა“ ეკუთვნის მას. მონადა ბევრის გადამტანია, ბევრის ამტანია და საეჭვოდ არასრულყოფილი. როგორ შეიძლება ამდენის ატანა უწევდეს და არ დანებდეს?მონადასაც გაჰკვირვებია, მაგრამ არ ჰქონია ქრონონი*, ანუ მომენტი, რომ სახეზე გაკვირვება გამოეხატა. მონადამ თოხი უნდა იქნიოს აქსიონთა უდონო ველსა ზედა.

იქვე ახლოს, მაგრამ ცალკე გრძნეული და უჩვეულო ტახიონი* დაძრწოდა. ტახიონი იმდენად სწრაფი იყო, რომ შეუმჩნევლად აუვლიდა გვერდს მონადას. გაძვრებოდა, გამოძვრებოდა აქსიონების ნაკადში, თითქოს მისთვის არაფერი არსებობდა. და იყო იგი ბრძენი და მცოდნე ყოვლისა, რადგან იყო ერთი და განუმეორებელი, არღვევდა რა კოსმიურ კანონებს, ის მათზე მაღლა იდგა და ამ დგომით ხედავდა ყველაფერს. ასე დაძრწოდა ტახიონი მონადას გარშემო. განვლო საუკუნეებმა, წლებმა უსასრულობისა და მზგავსად გაგრძელდებოდა ქრონონთა სვლათა თანა, რომ არა უბედურებაი იგი.

იდგა ჟამი ქრონონთა ნაკადის დაწყებიდან და უჩვეულოდ ბევრი აქსიონები დაიძრნენ მონადას საზღვარზე. მონადას ნაკისრი დიდი ვალი აქსიონების გაკეთილშობილებისა, საფრთხის ქვეშ დადგა. რაოდენ ხშირადაც უნდა ექნია კაცობრიობის თოხი, ვერას გზით ვერ ასწრებდა აქსიონთა ნაკადის გაწმენდას. ბევრი იწვალა მონადამ, ბევრი და ვერ მოერია.

ქრონონთა სვლის დაწყებიდან, ტახიონს შენელება პირველად მოუნდა. ჯერ ლუქსონად გადაიქცა და შემდგომ ტარდიონივით დაეკიდა. არსაიდან, დანარცხებული მონადას წინ სინათლის უსასრულო სვეტი აღიმართა.

– ვინ ხარ? – გასძახა მონადამ, რამეთუ პირველად იხილა უცხო ესრე რამე.

– ტახიონი! – მიუგო სვეტმა.

– რასა იქმნ?

– შენთან მოველ! – უპასუხა ტახიონმა. მონადა კი დაბნეული შესციცინებდა ამ ვეება სვეტს, რომელიც სივრცეს ორ ნაწილად ჰკვეთდა .

– რა გსურს ჩემგან?

– ვხედავ დახმარება გჭირდება!

– საიდან მოიტანე? – შეეპასუხა უდრეკად მონადა

– მე, ტახიონი, მე აქ ვარ მას შემდეგ რაც ქრონონთა ნაკადმა ძვრა ჰყო სივრცესა თანა. ვხედავ შენს შრომას, შენს დაუფასებელ ღვაწლს და ვხედავ როგორ მარცხდები!

– რა სისულელეა! – გაუნაწყენდა მონადა

– სისულელე? – ჩაეცინა ტახიონს – სისულელე ისაა, რომ მთელი შენი არსებობის მანძილზე ადამიანთა გულში დაბადებული აქსიონების გაწმენდას ცდილობ. ცდილობ რომ მათი ბნელი აზრები კეთილად იქმნას და ვხედავ მარცხდები. მარცხდები არა იმიტომ, რომ ტანად უძლური ხარ, უძლურება შენი უცოდინრობიდან მოდის!

– და შენ ხედავ, შენ იცი? – უკმეხად მოუბრუნა სათქმელი.

– ჰმ, ვგონებ, დახმარება არ გინდა!

– მშვენივრად ვარ, მე თვითონაც გავართმევ თავს!

– ჰმ, რა გაეწყობა! – ტახიონი ისევ აჩქარდა და გაუჩინარდა თითქოს არც არასდროს ყოფილიყოს და არც ეარსებოს.

აქსიონების ნაკადი ზვავად, ტალღებად მოედინებოდა, შეუჩერებელ ნაკადად და მონადას საბოლოო მარცხს უქადდა. ვერა გზა, ვერა მეთოდი დაადგამდა საშველს იმ ნიაღვარს, რაც მონადას აწყდებოდა. წამოდგებოდა, დაეცემოდა. ხელებს ჰკრავდა მერე ისევ და ასე განვლო ქრონონთა დიდმა ნაკადმა, სანამ მონადა, დასუსტებული, გავერანებული, გატყავებული გაიაზრებდა, რომ დახმარება სჭირდებოდა.

– ტახიონ! – გასძახა ერთხელ – ტახიონ, შე წყეულო! – ისევ – ტახიოოოონნნ, მიშველე! – ტახიონი კი შეჰყურებდა მონადას დაცემას და აცდიდა, სანამ მონადაში სიამაყე და ამპარტავნება ბოლომდე გატყდებოდა. – ტახიოოოონნნ, გეხვეწები, გემუდარები, მიშველე! – ბღავილით შესჩივლა მორიგჯერ.

– გისმენ! – მიუგო ტახიონმა

– სად ხარ? – მონადა მას ვერ ხედავდა

– ყველგან!

– დამენახე!

– თუ სათქმელი არ გაქვს ნუ მაწუხებ!

– კი, კი როგორ არა. მიშველე ტახიონ, აქსიონები მრავლდებიან. აღარ მაქვს ძალი, ღონი. დამეხმარე!

– დაგეხმრები, ოღონდ ერთი პირობით!

– რაც გინდა!

– მზად უნდა იყო!

– რისთვის?

– როცა ჭეშმარიტებას შეიცნობ და მიიღებ მას, შენ მოკვდები.

– რას ქვია მოვკვდები?

– გაქრები, თითქოს მანამდე არც ასებობდი!

– როგორ ეს, ეს როგორ?

– ჰმ!

– ამისთვის დაგიძახე?

– აბა რისთვის?

– რომ დამხმარებოდი!

– გეხმარები!

– მოკვდებიო, ეს არის დახმარება?

– კი არის!

– რანაირად?

– შენ აქ რაღაც მისიით ხარ, რაღაც დავალებით. მე ამ დავალების მოგაშორებ, ხოლო საფასური შენი სიკვდილია!

– ეს, ეს საფასური ვის უნდა, შეენ?

– არა მონადა, არა. შენი მისიის დასასრული, შენი სიკვდილია და ყველაფერი ის რაც შენ გიკავშირდება მოკვდება შენთან ერთად.

– ეგ როგორ?

– როცა რამე ან ვინმე ფუნქციას კარგავს, ის კვდება, ქრება და ქრონონთა ნაკადს მიჰყვება.

– გასაგებია! – ჩაფიქრდა მონადა – ძვირს ითხოვ, ძალიან ძვირს!

– მე არაფერს ვითხოვ, უმეცრებაში მყოფთათვის უმეცრების სიკვდილია ჭეშმარიტების ფასი!

– რატომ?

– უმეცრებაში მყოფი როგორც კი მიიღებს ჭეშმარიტებას მაშინვე კვდება მასში უმეცრება და ხანდახან აუტანლობით სხეულიც გადაჰყვება ხოლმე, რადგანაც უცოდინრობა გარკვეული სავანეა, თბილი და ნაცნობი. უცხო გარემოში მოხვედრილს თუ უკან დასახევი გზა აღარ არის და არც ქრონონი შეგუებისა, მაშ სიკვდილი გევლინება როგორც ხსნა და გარდუვალობა!

– ჰმ! – მონადა ჩაფიქრდა და ამ ფიქრმა ქრონონთა დიდი მანძილი მოითხოვა

– ჰე გადაწყვიტე, თუ არ წავედი! – ლოდინმა ტახიონი შეაწუხა

– არ ვიცი!

– თუ არ იცი, ეგერ აქსიონთა ახალი ნაკადი და თვითონ მიხედე!

– მოიცა, მოიცა! – მონადა შიშმა შეიპყრო – სხვა გზა არ არის?

– არა!

– მაშ მიამბე ეს შენი ჭეშმარიტება, ჩემო ტახიონ! – ამოიხვნეშა მონადამ.

– კარგი! – ტახიონმა სვლა შეაჩერა და ამჯერად გიგანტური სინათლის კუბის სახით წარდგა მონადას წინაშე.

– გისმენ! – მიუგო მონადამ

– საიდან მოდიან ამ ტიპის აქსიონები, კითხვა თუ გაგჩენია, ჩემო მონადა?

– ვიცი, ადამიანებიდან!

– რა იწვევს მათში ამ ბნელ ნაკადებს თუ გსმენია ამაზე?

– შური, შუღლი, ბოროტება ერთი სიტყვით!

– და რა იწვევს მათ ასეთ ზრახვებს?

– ალბათ, სურვილი!

– რისი, ჩემო მონადა?

– ბოროტების სურვილი!

– ოოო აი შენი კედელიც ვიპოვეთ! – გაეღიმა ტახიონს

– რა კედელი?

– რომლის იქითაც არ გადაგიხედია ჩემო მონადა.

– ჰმ! – დაფიქრდა მონადა. რუტინას მიჩვეულს არც კი ახსოვდა, ან არ იცოდა კითხვა როგორ უნდა დაესვა. ახლა კი ამ უძლურების ჟამს ფიქრი პირველად მოუწია. წამით, აქსიონების მძვინვარე ნაკადს გახედა და ისევ ტახიონს მიუბრუნდა – რა ხდება ამ კედელს იქით? – ჰკითხა მან.

– ჰმ. შენ რასაც ბოროტების სურვილს ეძახი, სინამდვილეში, თავის დაკმაყოფილების სურვილია. სურვილი, რომ მიიღო ის რაც გაკლია, გინდა!

– მაშ ადამიანები ბოროტებას იმისთვის ჩადიან, რომ ისიამოვნონ?

– დიახ, მათ უნდა ისიამოვნონ!

– მაშ მე აქ ქრონონთა სვლათა დღიდან იმისთვის ვდგავარ რომ მათ ისიამოვნონ?

– დიახ, ჩემო მეგობარო, დიახ!

– ჰმ, ეს არის შენი ჭეშმარიტება? – დამცინავად ჩაეკითხა მონადა ტახიონს.

– არა მარტო!

– კიდევ?

– თუ გეტყვი რომ სიკეთისა და ბოროტების საწყისი ერთია, დამიჯერებ?

– ეგ რანაირად? – გაიკვირვა მონადამ

– ალბათ აჯობებს მცირე მაგალითი მოვიყვანო! – ჩაფიქრდა ტახიონი – ადრე ვიცნობდი, უფრო სწორად, მინახავს ყმაწვილი იყო ესე, კარგი, კეთილი და სათნო. მახსოვს გაივლიდა ქუჩასა შინა და არ ტოვებდა მათხოვართა, მაშვრალთა, მიუსაფართა, გროში რომ არ გაეწოდებინა. ჰკითხავდი რატომ შვებიო, იტყოდა სინდისი ასე მკარნახობსო. მაგრამ ვისაც კი მის გვერდით უვლია წამსა მას სათნოებისა, ნახავდა რა ღიმილს მის სახეზე, როცაღა ქველის კეთებისას მაშვრალი გაუღიმებდა. ეს იყო მისი ვნება და სიტკბო. ეხმარებოდა ღიმილის სანაცვლოდ, რადგან თვითონ არ ეღიმებოდა, არ ეცინებოდა. მკვდარი იყო გული მისი და ითხოვდა გაღვიძებას. ასევე ჰქმნიდა იგი საქმნელსა, რომელსაც კაცნი ბოროტებას დაუძახებდნენ. აწვალებდა ცხოველთ, დასცინოდა კაცთა, გადაჰკიდებდა სხვათ ერთურთსა და იჯდა, უყურებდა, ტკბეობდა და ზუსტად ისევე იღიმებოდა, როგორც ქველის ქმნისას. ეს იყო მაგალითი ერთი განვრცობილი მრავალთა ზედა. დიდი სათქმელი დაკნინებული მომცრო საფიქრალითა.

– რას ამბობ ჩემო მეგობარო?

– ვამბობ და ეს არის ჭეშმარიტება, რომ სიკეთესა და ბოროტებისა ქმნის საფუძველი არის სიამოვნების მიღება ქმედებისგან და ვერას გზით ვერ იქნება ქმედების ფუძე თვითონ ქმედება. მაშ სიკეთე მოკვდა როგორც ბოროტება, რადგან კეთილი ან ბოროტი შეფასებითი ნაწილია და არა არსი ქმედებათა წარმოშობისა.

– რას, ამბობ, რას ამბობ? – გაიკვირვა მონადამ

– ეს არს ჭეშმარიტება! – მიუგო ტახიონმა

– მაშ რა არის სიკეთე და რა ბოროტება, რით განვასხვავოთ ერთურთისგან?

– მე გეტყვი, რომ ისინი ერთნი არიან და მაშასადამე ცალ ცალკე არ არსებობენ. ხოლო მათ შორის სხვაობა გამონაგონია. რადგან სიკეთისა და ბოროტების საფუძველი სიამოვნების მიღებაა, ფიქრის პირველ წამებში გონება ვერ განსაზღვრავს ფიქრის რაობას, მას სჭირდება შემდგომი ანალიზი, იმისა თუ ჩანაფიქრს, როგორი ინტერპრეტაცია შეიძლება მოყვეს, ჯერ სინდისის მხრიდან, ხოლო მერე საზოგადოების თვალთახედვიდან. ზუსტად ეს ანალიზი იძლევა პასუხს ჩანაფიქრი კეთილია თუ ბოროტი. ხოლო მანამდე, ჩანაფიქრის დასაწყისში მისი რაობა დაუდგენელია,ფუნქცია კი სიამოვნების მიღება!

– და სინდისი, ის სინდისი ვითარცა მხსნელი ღმერთი, საგულესა შინა დაბუდებული!

– ჰმ, სინდისი! სინდისი ისაა რაც შეუძენია, რაც ჩაუნერგიათ და უსწავლებიათ ადამიანისთვის, რამეთუ ღრმა ბალღობაში რამის დამტვრევისას, ან გაფუჭბისას ადამიანს ქენჯნა არ აწუხებს. სინდისი მანამდე არ ვლინდება, სანამ სინდისს ასწავლიან. მანამ სანამ ეტყვიან რა არს კარგი და რა ცუდი, რა არს სიკეთე და რა არს ბოროტება მათი, მასწავლებელთა წარმოდგენით, რომ ინდივიდი მათთვისვე მეტად მისაღები და ნაკლებად შემაწუხებელი გახადონ. ხოლო სიკეთისა და ბოროტების რაობაზედ უკვე ვისაუბრეთ და მაშ, კომპასი იგი, რომელსაც მოკვდავნი სინდისს ეძახიან, დაფუძნებული სხვათა წარმოდგენებზე ვერ ასახავს ჭეშმარიტებას რომელიც აქამომდე მოვყევი.

– მაშ,მაშ ღმერთი სად არის, მე ამ სიტყვებში მას ვეღარ ვხედავ?

– მოკვდა იგი, ანუ ის წარმოდგენა მასზე, რაც კაცობრიობას რაიმე სახით ჰქონია. რადგან სიკეთე და ბოროტება ერთ საწყისზედ დგას, ხოლო რაობა ბუნდოვანია, ყველა ღმერთი რომელიც სიკეთისა და ბოროტების დიხოტომიას ექვემდებარება მასსავით ბუნდოვანი, გაურკვევლი და შესაბამისად ჭეშმარიტებას აცდენილია. ანდა შენ რა, ფიქრობ, რომ ვინმე ზის და დავთარს ადგენს, ვინ რამდენჯერ მიანიჭა თავის თავს სიამოვნება, ან სიკეთით ან ბოროტებით?

– და?

– თავის მხრივ ხომ სიკეთისა და ბოროტების რაობაც ერთმანეთში აღრეულია და დამოკიდებული კაციდან კაცამდე, ადამიანიდან ადამიანამდე.

– ეგ როგორ?

– ხანდისხან სიკეთე სხვისი მხრიდან ბოროტებად აღიქმება. განსაკუთრებით გამცემსა და მიმღებს შორის თუ რაიმე სახის ქცევის წესებში, ანუ ისინი როგორც ეძახიან კულტურაში არის სხვაობა. ხანდისხან კი ზედმეტი სიკეთე, ზრუნვა ბოროტებად გვევლინება. ზრუნვა რამეზე ან ვინმეზე სიკეთის ერთგვარი ძალადობრივი ფორმაა. ეშორეთ იმათ ვინც ზრუნავს თქვენზე, რამეთუ ისინი თვითონ არიან დასაცავები. შორდით მათ ვინც წაქცეულს წამოგაყენებთ, რამეთუ ისინი თვითონ არიან წაქცეულები. ეშორეთ ყოველს სიკეთეს რომელიც არ მოგითხოვიათ,რადგან სხვათა ინიციატივა მათ ნაკლოვანებებზე მიუთითებს. მათი სურვილი, ფარულად ჩანჩქერობს და სიკეთის კეთებით ამ ჩანჩქერს წყლისა ახალ ნაკადს სძენენ. აქვთ რა განწყობა, მათაც იმ მანერით მოექცნენ, როგორც თვითონ იქცევიან, მანერით რითაც სიკეთეს აკეთებენ და არ გაგანებებენ თავს სანამ დაკმაყოფილდებიან. ერიდეთ მზგავსთა,მსურველებს კეთილისა, რამეთუ ამა ქცევით პირველ რიგში თავსა თვისსა ატკბობენ,აგემოვნებენ, ეფერებიან და ნუ შეგეშინდებათ ბოროტთა მათთა, რამეთუ ბოროტის სახე ხსნილია, გარკვეული, იგივ დადგენილი. გამხელილია მისი რაობა რადგან, განვლო მომენტი როდესაც შენ მასზე, როგორც სიკეთესზე ფიქრობდი და აწ ხილულია, აწ განმარტებული. და მაინც სად არის ზღვარი ბოროტებასა და სიკეთეს შორის

– სად?

– არ არის, არ არის ზღვარი! საზღვარი იცვლება თაობებს შორის, განსხვავებულია სხვადასხვა კულტურებში, განსხვავებულია ინდივიდებს შორის. უფრო მეტიც ინდივიდებს შორის უფრო დიდია განსხვავება ვიდრე ერებს შორის, რადგან ინდივიდები დამოკიდებულნი არიან თავიან ხასიათზეც, გარდა საზოგადოდ მიღებული დოგმებისა. ხოლო კულტურა კი დოქტრინაა კონკრეტული ხალხის, იგივ დადგენილი წესი ცხოვრებისა. მაშ სად არის ზღავრი სიკეთესა და ბოროტებას შორის? არსად! იმდენად არსად, რომ მას მე ერთ სახელს არხიონს* დავუძახებდი. არხიონი არის ის პირველი აზრი რომელიც ჯერ არც კეთილია და არც ბოროტი. მაშ ბნელი მატერიის ნაკადი რომელსაც შენ საუკუნეებია ამუშავებ, ათეთრებ და ამშვენებ არის აფსურდი, ილუზია და მეტი არაფერი.

– ანუ, ქრონონთა სვლის დღიდან, რაც კი აქსიონი დამიმუშავებია სულ ტყუილად?

– სულ ტყუილად! – ჩაიცინა ტახიონმა – ერთ სიმართლეს კიდევ გეტყვი!

– გისმენ!

– შენ არ გაჩენიხლხარ ქრონონთა სვლის დღიდან. მე უკვე გოოგოლ ქრონონია ვვარსებობ და მინდა გითხრა, რომ შენ სულ ახალი ხანია რაც გაჩნდი. იმ ჟამს, რაც კაცობრიობამ სახელი დაირქვა და თავი იცნო.

– მატყუებ! – წამოიძახა მონადამ

– ჰმ!

– მატყუებ! – ისევ გაიმეორა – ჯერ მეუბნები, რომ აქსიონების ნაკადი აბსურდია, გინდა რომ ეს დავიჯერო, მერე კი მეუბნები, რომ სამყარო ჩემზე ბევრად უფრო დიდი ხნისაა. თუ ეს არის შენი ჭეშმარიტება მე არ ვღებულობ მას!

– ჰმ! – გაეღიმა ტახიონს – ეტყობა შენ ჯერ კიდევ არ ხარ მზად! მე წავალ, უნდა წავიდე, მაგრამ დავბრუნდები, როდესაც იპოვი სიკვდილის გზას! – და იმ ქრონონსვე განქარდა.

მონადამ მიიხედ მოიხედა, თვალით ეძებდა ტახიონს, მაგრამ აღარ ეძახდა. მოსჭიდა ხელი კაცობრიობის თოხს და აქსოონების ნაკადს დაუწყო ფერთხვა.

და ჰქონდა მას შრომისა და ტანჯვისა ქრონონთა გრძელი ნაკადი, რადგან მონადა არ იყო მზად მიეღო ჭეშმარიტება ნათქვამი იგი და უკვე გაგონილი. და ელოდა,ელოდა სამყარო როდის გამოეცხადებოდა ტახიონი უკვე სფერული ფორმით, მერე ვინ იცის იქნებ ტესერაქსისა სახითაც, მას დაქცეულსა, გავერანებულსა მონადას, რომელიც სიკვდილისთვის ჯერ კიდევ არ იყო მზად.

The post სიკეთისა და ბოროტების მიღმა, ანუ როგორ უნდა მოკვდეს სული. “მისტერია” first appeared on ANIMO.

Alley scopulus – ლოდების ხეივანი , კლდეს მოწყვეტილები
Alley scopulus ლოდების ხეივანი, ანუ როგორ აზროვნებენ კლდეს მოწყვეტილები. (წიგნის სერიიდან ANIMO)

– ჰმ, რითი დავიწყო? აქ რთულია, ცალს სახადად მოპასუხობა!

ჩემი ცხოვრება ბუნდოვანია, უფრო მირაჟი. უცვლელი ცვლადების ცვლადი კომბინაცია. ვხედავ, ვაკვირდები და მეორედება, მეორედება, ანუ აზრს გამოცლილია. წინა დღე მზგავსია დღევანდელისა, ხვალ რატომ უნდა იყოს სხვა, იგივ უკეთესი? თუ არ ვცდები რეალისტი ვარ, ან და უიმედო. შესაბამისად მოლოდინი არ მაქვს, რომ რაიმე თავისით შეიცვლება. არც იმის მწამს, რომ შემთხვევით შეიძლება კეთილი შეგემთხვას, არც იმის რომ თუ სწორად იცხოვრებ დაგიფასდება. მე არ მწამს ღმერთის, ან უფრო იმ ღმერთისა, რომელიც წამთ იმათ. მათი ღმერთი მათივე ხატად არს ქმნილი და არა პირიქით.მე ვერ დავიბრალებ, რომ ვიცი ღმრთისა რაობა, მაგრამ მაქვს წარმოდგენა, ბუნდოვანი, ისეთივე როგორიც ცხოვრება არს. არ განვსჯი და რადგან მათთვის ასე უფრო მისაღები, მარტივია და თუ შველის ამაოებას არა ვარ წინააღმდეგი ჰყავდეთ ისეთი ღმერთი როგორიც სურთ. მე კი ვიქები მარტო, მაგრამ სუფთა და არაფრის მოლოდინში. ცოცხლობენ იმედით და იმედგაცრუებებით. ფიქრობენ, რომ სხვა დროს, სხვა გარემოებაში ან ადგილას სხვანაირად შეიძლებოდა მომხდარიყო. ცდილობენ ცვლილებისა, იგივ ფერიცვალების გარეშე მიაღწიონ მიზანს. ცდიან, კიდევ და კიდევ. და თუ ვერა არღვიონ კლდე აღმართული იგი, მოუფიქრებენ მიზეზს, გამართლებას, რომ უსუსურობა თავიანთი დაუნახაობისა, გადაფარონ, გადაჩქმალონ. ტყუილს ეტყვიან თავსა თვისსა, რომ ისევ იქ დარჩნენ საიდანაც დაიწყეს. მე ასეთი არ მყვარებია, არც შემშინებია, უბრალოდ შემცოდებია. ალბათ ესაა ჩემი მოტივი დახმარებისა, რამეთუ დაუცველნი არიან, უსუსურინი სურვილების, წარმოდგენებისა და ოცნებების წინაშე, რომ მხოლოდ შეცოდებით თუ გაუგებ მათ. ვცდილობ, ძალიან ვცდილობ, რადგან მეც მაქვს დაფარული რა. და რომ არა ნაკლი იგი არცერთი მათგანი არ დამჭირდებოდა, არც შეცოდებით შევინდობდი რომელიმეს. მე მარტო ვარ, საშინლად მარტო და არ მეშინია. უბრალოდ ტვირთია რომელიც მაწევს, რაც მივხვდი თუ ვარ ვინა! მეგობარი შემხვდა, რომელსაც ხშირად ვჩუქნი, მითხრა რომ ბებია გარდაეცვალა და გზის ფული არა ჰქონოდა. მივხვდი, მატყუებდა და არ შემიმჩნევია. გაჩნდა სურვილი ჩემში, არა იმიტომ რომ არსებობდა ალბათობა ბებიის გარდაცვალებისა, არამედ იმიტომ რომ მატყუებდა. რადგან მას შეეძლო მიზეზით ტყუილი ეთქვა, იყო მონა იგი თავისი სურვილისა ან და გარემოებისა, ამიტომ მომინდა დავხმარებოდი. უცნაურია ეს მექანიზმი ჩემში. გაუგებარი. დახმარების სურვილი ნაკლოვანებების საპასუხოდ. არ ვიცი რამდენად სწორია, ან ვინ უნდა იყოს მსაჯული ჩემი, მაგრამ ნამდვილად უცნაურია!

– მე არ დავრჩები, ან გავჩერდები შენ და საპასუხოდ! – მიუგო ადვენამ – მე ვისაუბრებ. დაე მიპოვო არსით სხვაობა!

o ჩემი ცხოვრება გზა სიზმარია, ბუნდოვანი და გაუგებარი. არ ვიცი საით უნდა წავიდე, ალბათ არ მაქვს მიზანი, წერტილი სადაც მივალ და ვიტყვი, რომ მორჩა ახლა შემიძლია განვისვენო, ანუ დავმშვიდდე. არის ჩემში რაღაც ძრავი ან მექანიზმი, მამოძრავებელი, მაგრამ მიმოფანტული და დაუზუსტებელი. ბევრ რამეზედ ვკარგავ დროს და იშვიათად თუ მაქვს შედეგი. უძღები ვარ, დაუმთავრებელი და ალბათ ესაა გაურკვევლობისკენ სვლის მექანიზმი. მეფიქრება, რომ მარტო არ ვარ, მზგავსნი ბევრია, დაუცხრომლად დაუზუსტებელი. უმიზნოდ მცხოვრებნი, უბრალოდ გზაზე რომლის ბოლოს სიკვდილია და ეს გზა ქრება მათთან ერთად, რამეთუ არაფერს ტოვებენ. ცოტაა მათში ისეთი ვისაც თავი გამოუჩენია და განადიდებენ, ალბათ სწორადაც. მე არ ვწერივარ მზგავსთა სიაში. მინდა კი? ვფიქრობ არა. მე ნავი ვარ, ან უფრო ტივი, თუ დავაკნინდები უფრო მორი მდინარის მღვრიე ზედაპირზე. მაშინებს? არა, მე ბედნიერი ვარ თუ ტივტივისას მორევი შემხვდება, რაიმე თავგადასავალი. მახსოვ ყოველი და მონდომებულად ხშირად ვიგონებ, არ დამავიწყდეს, ამის მეშინია. მეფიქრება, რომ მხოლოდ მათ აქვთ ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელობა, დანარჩენი კი ამაოებად ქმნილია. და გამო მე სიკვდილისა დიდი შიში მაქვს. მეშინია რომ დაიკარგებიან, დროს გაყვებიან, ან ჩემთან ერთად დაიმარხებიან.

– მე ვფიქრობ, რომ შეუძლებელია ითქვას თუ რომელია სწორი! – პეტრამ ლოგოსი ინება

o ვფიქრობ, ყველამ ისე უნდა იცხოვროს როგორაც მისთვისაა სასურველი, უფრო მეტიც ისე როგორც იმ წამს სჭირდებოდეს. რადგან არსებობს მომენტი და გადადებული ვერა სიტკბოს იძლევა თუნდაც საოცნებოდ გაკეთდეს, მოხდეს ან მოევლინოს. არ არსებობს სხვა დროება, თუ მიზანი ბედნიერებაა, ანუ კმაყოფილება არსებულით. რადგან ეს ასე არაა, იბრძვი, მანევრირებ წონასწორობის საპოვნელად. არ მაწუხებს მზგავსი ჭირვეულობა, გავმდგარვარ და შორიდან ვუცქერ ამაო მცდელობას, რადგან ხანდახან გაჩერებაა მთავარი, მაგრამ დაქოქილები ვერა ხედავენ მას. რომელი სჯობია კაცსა, დიდხანს დგომა მიზანთან თუ დიდხანს სირბილი მიზნისკენ? ჯერ კიდევ გაურკვეველია, ან და რატომ უნდა გაირკვეს, რამე თუ არ ძალგიძს გააზრება მიზნის არ არსებობისა. ვიღაც იტყვის ჩვენ თვითონ ვანიჭბთ არსსო, ან უფრო მეტნი, ყველას თავისი დანიშნულება აქვსო. საუბრობს ეგო და მეტი არაფერი. რაღაც მისია აჰკიდონ თავიან თავს და ამ ტვირთის ქვეშ განვლონ მთელი ცხოვრება ვიდრე სიკვდიმდე, იმედით და თან იწუწუნონ, ზოგან იტრაბახონ ამა სიმძიმით. ხანდისხან, ანუ უფრო ხშირად მათ ამ საზიდავს გარემო თუ აჰკიდებს და როგორც წესი ეს ტვირთი სიტყვა არათი აღიწერაბა. არ შეიძლება, დაუშვებელია და ყველა სინონიმნი მათნი როგორც მძვინვარე კედელი აღიმართება და ისინიც ემონებიან. ემონებიან შიშით, “ვაი თუ” შიშით. არ ვიცი რატომაა მათში მონობის სურვილი, იგივ მორჩილებისა. ალბათ იმიტომ, რომ ეშინიათ პასუხისმგებლობისა და განსაკუთრებით პასუხისმგებლობისა თავიანთი საქციელის მიმართ. ამიტომაც თავისუფლებას ცვლიან უპასუხისმგებლობის უფლებაში. გადასცემენ ვინმეს, გადაებარებიან და შემდგომ ემორჩილებიან. ის კი ხან კარგი პატრონია, ხანაც ცუდი. მაგრამ მონას უკვე აღარ აქვს ნება, შესაბამისად გვიანია. მაშ მონა თუ შეიძლება იყოს ბედნიერი, რადგან ბედნიერება არს თვითონ მიზანი?

– ასეა! – უპასუხა ადვენამ

o მონა შეიძლება იყოს ბედნიერი, თუ დაივიწყებს, რომ ოდესღაც თავისუფალი იყო. უფრო მეტიც მან ისიც უნდა დაივიწყოს, რომ წინაპრნი მისნი ყოფილან თავისუფალნი. მას არ უნდა ჰქონდეს მაგალითი. ანუ მონობა მოსული, ობიექტური მდგომარეობაა, რადგან არ იცის ალტერნატივის არსებობა და როცა საბოლოოდ შეეგუება, თუნდაც აჩუქო თავისუფლება ის ვერ გადაეჩვევა შეძენილ წესებსა და ჩვეულებებს. უარესი, განთავისუფლებული მონა თავისუფლების უვარგისი მასწავლებელია და შთამომავლობას, მიუხედავად თანდაყოლილი თავისუფლების ნიჭისა აბრკოლებს და ბოჭავს. დოგმატურ არას დაუსვამს და ეტყვის რომ ეს ტრადიციაა.შთამომავლობის გადასაწყვეტია ემორჩილოს მონა წინაპარს თუ არა, მაგრამ სანამ წინა ცოცხალია რთული ხდება დაკვალული გზიდან გაუკვალავში გადახვევა. რამეთუ სწორედ გაუკვალავშია თავისუფლება.

– გეთანხმები! – პეტრამ კისერი ისწორა და კმაყოფილებით გადმოხედა.

o აგერ უკვე საუკუნეებია აქ ვდგავარ, მრავალგზის მინახავს ერთურთის დამონება და ხშირად მაოცებდა მონათა ნიჭი ახალი ბატონის პოვნისა. ისიც მინახავს, რომ ამა ბატონის დაღუპვის მიზეზი დამონებულთა მონური თვისებები გამხდარა. მონას არ უყვარს ბატონი, მას ეშინია! ეშინია არა წკეპლისა, არამედ მონური კომფორტიდან ამოვარდნისა, ამოვარდნისა უპასუხისმგებლობის მდგომარეობიდან. ამიტომაც მთელი არსებით ეწინააღმდეგება დადგენილი ცხოვრების წესთა გარდაუვალ ცვლილებას. აწ ამავე შიშის გამო დაკარგული აქვს ქველისა კეთების ძალი და ხშირად წყურვილი. გასჩენია მონასა სურვილი კეთილი და საზოგადოდ მარგებელი, მერე კი ბრძანებას დაჰმორჩილებია. ხოლო ქველი ისეთი რამაა გაჩენის მომენტში თუ ხორცი არ ასხი, იკარგება ნელდება და ქრება. რადგან ქველი არს გრძნობა და არა უგრძნობი ფიქრი. გრძნობა კი მერყევია თუ მას პრაქტიკული გამოყენება არა აქვს.არს გარემოებათა უხილავი ჯაჭვით შეკრული მომენტი და არ გამოყენებით იღუპება სილამაზე, ვერ იფურჩქნება, უჩინარდება და აღარ მოაქვს სიკეთე. არა და ქველი არს მქნელი ყოველსა სათნოსა და სილამაზისა. არა არს ძალა უმეტესი ქველისა, უსულოსა ანდაც სულიერსა შესძინოს დახვეწილი მშვენიერება. უგულო და უსულო სილამაზე ფანდია, ხაფანგი, ხრიკი ამაოებისა. სწორედ ამ ფანდში მოხვედრილს ვხედავ მათ, რამეთუ უჭირთ გარჩევა წინ დებულისა, იგივ მდგომისა. ხშირად წინაშე არსი არს დამალული და იშვიათნი თუ გახსნიან ნამდვილობას, იპოვიან ან და იცნობენ. დაბნეულნი, გზა აბნეულნი განწირული შეცდომებისთვის ვერა ასცდებიან. ეს არის გზა მათი, დაუცხრომელი და დაუდგომელი. ასე თუ იპოვიან თავიანთ თავს და ვინც ვერა იდგეს როგორც ვდგავარ მე, ბუნდოვნი და გაურკვევლი.

– აქვს ყოველივეს ქველება. არ მინახია უნიჭო, არ მინახია უგულო, არ მინახია ყველა გზის უ , ანუ უქონო. არჩევანი კი მათი არს რას აირჩევენ იმ იარაღთაგან რაც მათთვის თანდაყოლილია. ხშირად, უმეცრად ფიქრობენ, რომ არჩეული გზა არასწორია. მათ არ იციან, რომ ნებისმიერი გზას რომელსაც ბოლომდე არ მიიყვანენ ყველა მცდარია. უჰ რამდენი მინახავს გაჩერებული, უკან დახეული სხვა მხარეს გადახვეული და მიკარგული, დაბნეული ან აბნეული. და რა აზრი აქვს ცხოვრებას ასეთს თუ ვერ ივარგე, თავს არ გამოადექ ანუ ვერ იპოვე ის რაც უნდა დაგეტოვებინა, დროებით მოვლენილს ამა გარსში, რომელსაც სხული ჰქვია. მე მეშინია სიკვდილის რადგან არ ვიცი მივიყვანე თუ არა რომელიმე ბოლომდის, ან რომელი ვარ მგზავრი თუ გზად დაგებული.

– გახედე ხევს, გახედე ხეივანს, გახედე იქ ურიცხვი კლდე, ანდა ლოდი, ანდა ქვა. მათ სძინავთ. უფრო მეტს კი არასდროს გაუღვიძია. ყველა პეტრა თავის ადვენას ელოდება და რადგან ჩვენ ვსაუბრობთ შენი ეს გზა აქ დასრულდება.

– მე დაღლილი, იგივ გათანგული, დაქცეული მცდელობებით მიუღწევლისა. აღარა ძალმიძს, ეს ალბათ ბოლოა.

– მაშინ გადი, იპოვე ალაგი იგი და დადექ მანდ სანამდის მზე ამოსულა. იყავი მშვიდად, მაშ უშფოთველად და როგორც კი სხივი ეხება კანსა შენსა, გაყუჩდები ვითა პეტრა სანამდის შენი ადვენა მოვა შენად. მე კი გახსნილი და აწი ღია, ანუ ხსნილი, გავუყვები გზასა ჩემსა ბუნდოვანსა იგივ ურკვევსა და თან წავიღებ შენად მოტანილ უცხო იმედსა

The post Alley scopulus – ლოდების ხეივანი , კლდეს მოწყვეტილები first appeared on ANIMO.