ბორის კრიგერი – ბედნიერი მარტოობა

ბორის კრიგერი ბედნიერი მარტოობა

ბორის კრიგერი – ბედნიერი მარტოობა

ბორია კრიგერი უკრაინელმა მეგობარმა მირჩია და არც უმტყუნებია.

“ბედნიერი მარტოობა” ამ მწერლის მეორე წიგნია რომელსაც მოვუსმინე და აი რა დამრჩა:

წიგნი შედგება 31 თავისგან ჯამში სადღაც 5 საათი. 5 საათი ტოტალური სიამოვნების. ალბათ იფიქრებთ მარტობაზე წიგნი მოსაწყენი, ზრქელო და უგემოვნო იქნება როგორც თვითონ მარტოობა. იმედი მიდა გაგიცრუოთ. ყოველი თავი შინაარსიანი გააზრებული და როგორც ჩანს კარგად ნარკვევია ფსიქოლოგიურ თუ ფილოსოფიურ მიმდინარეობა/მოძღვრებებში. მზგავსი ფორმატის წიგნის დაწერას უზომოდ დიდი მასალის შესწავლა და დამუშავება სჭირდება. მაგრამ ეს არ არის მშრალი ფაქტების ნუსხა. მწერლის დამოკიდებულება, გაღიზიანება და ზოგან აუტანლობაც კი მკვეთრადაა გამოხატული. ეს განსაკუთრებით ოჯახურ ცხოვრებას უკავშირდება. მწერალი ამ წიგნის წერისას მეუღლესთან გაყრილია და ტკბება ახლად აღმოჩენილი თავისუფლებით, მიღწეული განმარტოებითა და სულიერი სიმშვიდით. რა არის პირადი და სექსუალური თავისუფლება, როგორ შეიძლება სხვა პიროვნებაში დაკარგო საკუთარი იდენტობა და რა კავშირი აქვს პიროვნულ განვითარებას განმარტოების სიყვარულთან? რატომ ეშინიათ სიმარტოვის, რატომ ღალატობენ საკუთარ თავს ოღონდ მარტოობის დამთრგუნველ გავლენას გაექცნენ? რა კავშირი აქვს შემოქმედებასა და განმარტოებას?

თუ ოდესმე მზგავს კითხვებს შეუწუხებიხართ, ეს წიგნი ამომწურავად პასუხობს და მასთან ერთად ლირიკული, ზოგან დამცინავი ტონით არ გაძლევთ საშუალებას საკითხთა სირთულის მიუხედავად სადმე დაპაუზდეთ და შესვენება მოინდომოთ.

წიგნი კი გემოთი ნაპოლეონის ნამცხვარს მაგონებს, მრავალფენიანს, ზოგან რომ მარტო ტკბილი ცომია, ზოგან კი კრემის სიჭარბით გამოირჩევა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *