
Children of Dune – დიუნის შვილები
თავი 1: დამოკიდებულება ფრენკ ჰერბერტის მიმართ
ფრენკ ჰერბერტის მესამე და ჩემთვის ყველაზე ძვირფასი წიგნი. ეს ისტორია ჩემს ცხოვრებას გარკვეული “ფლეშბეკივით” მუდამ თან სდევდა. ალბათ 2003 წელს ნაყურები ამ უცნაური ფილმის (Children of Dune) ბრალია, James McAvoy -ის მონაწილოებით. მიუხედავად, ფილმის ყურებიდან წიგნის გაცნობამდე 21 წელი გავიდა. იმედები ნაწილობრივ გაამართლა, ნაწილობრივ გამიცრუა. ჰერბერტი ჩემითვის საუკეთესო მწერალი არ არის, მაგრამ ძალინ მომწონს, აი ძალიან! ვერ ვიტყვი, რომ საუცხოო, რაიმე გასაოცარი სტილით გამოირჩევა მაგრამ აქვს ის რაც ალბათ ძალიან ბევრ თანამედროვე მწერალ აკლია. ეს არის ინფორმატიულობა და დაკვირვების უნარი. მისი ტექსტები გასწავლის, ამახვილებს ყურადღებას საკითხებზე, რომელიც მნიშვნელოვანია ნებისმიერი საზოგადოებისთვის, აქ, ახლა და ალბათ სამუდამოდ. სწორედ ეს არის ჰერბერტი: საზოგადოებაში, ისტორიაში, პიროვნებაში არსებული ამბივალენტურის შემცველის პოვნა და ამ ამბივალენტურის სამყაროს ნექსუსთან დაკავშირება. ეს ქმინს გემოს, სუნს,ატმოსფეროს, ამ წიგნის მელანჟს. ჰერბერტი შეიძლება არ გიყვარდეს, მაგრამ შეგცვლის, განგმარტავს და გაგხდის საინტერესოს.
თავი 2: დიუნა
წინა სტატიებში უკვე შევაფასე Dune და Dune Messiah, მაგრამ მსურს მცირედით გადავავლოთ თვალი რომ ამ წიგნის Children of Dune -ს გასაგებად შედარებადი გვქონდეს რა!
როგორც გახსოვთ პირველი წიგნი ეძღვნებოდა იმპერატორ შადამ კორინო მეოთხის მიერ ჩადენილი დანაშაულისა და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას. შურისძიების ამ გზაზე პოლ ატრეიდასი ფორმირდება, როგორც სულიერი და სამხედრო ლიდერი პლანეტა არაკისის მაცხოვრებელთათვის, რომლებთაც ფრიმენებს ეძახიან. პოლი მოახერხებს გამარჯვებას, მაგრამ მისი იმპერიის გამტკიცებას სჭირდება უკმაყოფილოთა და აჯანყებულთა დამორჩილება. იწყება ათწლიანი ჯიჰადი, რომელსაც ათითასობით პლანეტაზე 61 მილიარდამდე ადამიანი ეწირება . წიგნში საინტერესო პასაჟია, როდესაც პოლი მოკლულების რიცხვს ჰიტლერის მიერ მოკლულებისას ადარებს. სტილგარი ვერც კი ხვდება რაზეა საუბარი რადგან, მას ეს მეხსიერება არა აქვს რაც აქვს პოლს. პოლს კი წინაპართა მამრობითი წარმომადგენლების მეხსიერება სულ თან დაყვება მას შემდეგ, რაც ის ლისან ალგაიპად, ანუ მესიად იქცა.
თავი 3: დიუნის მესია
მეორე წიგნი Dune Messiah ჰერბერტმა იმიტომ დაწერა, რომ მკითხველმა პირველი წიგნით ვერ გაიგო მესიონიზმის აფსურდი. მეორე წიგნი განმარტებაა იმისა, თუ როგორ გამოიყენეს პოლმა და დედამისმა ჯესიკამ სიტუაცია სათავისოდ და რისი გაღება უწევს პოლს მოპოვებული ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ის წიგნის ბოლოს თავს წირავს იმისთვის რომ ატრეიდასების ხელში დარჩეს ძალაუფლება. იმ მომენტში ნამდვილად არ ფიქრობს ხალხზე ან ფრიმენებზე, ის ფიქრობს მხოლოდ თავის მემკვიდრეობაზე განსახიერებულს მის შვილებში, ტყუპებში ლეტო ატრეიდას მეორესა და ხანიმაში. მიუხედავად მოტივებისა, ხალხი ჩადენილი სასწაულებისთვის მას მაინც მესიად მიიჩნევს და რელიგია ცოცხალია როგორც არასდროს. პოლის მმართველობის პერიოდში, რელიგია და სახელმწიფო თითქმის ერთი და იმავეა. ჯესიკას მსჯელობები და გაფრთხილებებიც სწორედ ამას ეხება. ის სერიოზულ პრობლემად მიიჩნევს მზგავსი მმართელობის სტილს.
თავი 4: ალიას რეგენტობა
ცალკე გამოყოფის ღირსია ალიას რეგენტობის პერიოდი. რომელიც ბავშვების დაბადებიდან და პოლის გაუჩინარებიდან თორმეტი წელი გაგრძელდა. ალია როგორც გახსოვთ პოლის დაა, რომელიც ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის პერიოდში გახდა “უხუცესი დედა”, წინაპრების მეხსიერების მატარებელი. ის ბევრი შესაძლებლობით გავს პოლს, მაგრამ მისი მომავლის განჭვრეტის შესაძლებლობები შეზღუდულია, სწორედ ამიტომ იღებს მელანჯის ძლიერ დოზებს და საბოლოოდ მის გონებას ვლადიმერ ხარკონენი შეიპყრობს. ვლადიმერი, პოლის და ალიას ბაბუა, ბაბუა რომელიც ალიამ თავისი ხელით მოკლა პოლის და ფრიმენების მიერ არაკინის აღებისას. სწორედ ბაბუამისი ხდება ალიას მზაკვრობის მთავარი წყარო. შედეგად ნელ ნელა შორდება თავის მეუღლეს დუნკან აიდაჰოს. საბოლოოდ როგორც მეუღლე და როგორც თანამოაზრე ღალატობს მას. ვლადიმერ ხარკონენით შეპყრობილი ალია ეცდება ჯესიკას მოკვლას და მისი მკვლელობის დაბრალებას კორინოს ოჯახისთვის.იმ მომენტში კი, როდესაც პოლის შვილების მოშორების გეგმებს სახავს, ლეტო მეორე ატრეიდასი და მისი და ხანიმა ლეტოს მკვლეობის ინსცინირებას მოაწყობენ. აქედან იწყება ოქროს გზა, ანუ გზა რომელიც კაცობრიობამ უნდა გაიაროს ლეტო ატრეიდასის მმართველობის ათიათასი წლის მანძილზე.
თავი 5: საუბარი სტილგართან
სწორედ ასე იწყება ჰერბერტის მესამე წიგნის ფილოსოფიურ-სოციალური შემადგენლის განშლა და გაფართოება. ჩვენ ვკითხულობთ ლეტოს საუბარს სტილგართან, რომელიც ერთ ერთი საკვანძო მომენტია ამ წიგნში. ლეტო ამ საუბარში ამახვილებს ყურადღებას ცვლილებებზე არაკისის საზოგადოებაში, მის ბუნებაში და თუ რას იქმნს მამაისის დაწყებული ტერაფორმირება ქვიშის ჭიების პოპულაციის შემცირების კუთხით. ის აღნიშნავს, რომ ტრადიციები აღარ მუშაობს და ცვლილებები გარდაუვალია, რომ მხოლოდ ცვლილებებია უცვლელი. სტილგარისთვის ლეტოს ერთი ფრაზა ხდება გადამწყვეტი: “შეხედე, ამ წელს როგორი პირსავსე გოგონები წამოვიდნენ”. ამ ფრაზამ სტილგარს მოსვენება დაუკარგა, რადგან ადრე ფრიმენი გოგონები უწყლობის გავლენით მშრალები და გამხდრები იყვნენ. ახლა კი ტერაფორმირების შედეგათ ახალი თაობის ფრიმენები აბსოლუტურად სხვა ხალხი იყო. ისინი ნელ ნელა შორდებოდნენ თავიანთ ტრადიციებს და ქალაქბში ცხოვრებით ზულუქდებოდნენ. ხოლო ფრიმენი ტრადიციის გარეშე უკვე აღარ არის ფრიმენი. ამავე საუბარში ლეტო ეუბნება მინიშნებას თუ რა მოხდება მომავალში და მართლაც სტილგარს ეს სიტყვები ცხადად აუხდება: “ხანიმა თან წაიყვანე და გაიქეცი!”
თავი 6: ოქროს გზის დასაწყისი
სწორედ იმ მომენტიდან, როდესაც კორინოს ოჯახმა არაკისზე მკვლელი ვეფხვები გამოაგზავნა ტყუპების მოსაკლავად და ცხოველები დამარცხებულნი იქნენ ამავე ტყუპების მიერ იწყება ოქროს გზის ძიება. ეს მომენტი და-ძმამ ლეტოს სიკვდილის ინსცნირებისთვის გამოიყენა. ლეტო შაი ჰულუდზე შეჯდა და მისტიური სიჩ იაკურუტუს მოსაძებნად გაემართა, სადაც მას ელოდა განსაცდელი და მოხუცი მამა. პოლ მოადიპი, გადაცმული მოძღვარის, წინასწარმეტყველის ფორმაში. მოძღვარის რომელიც არაკინს და ალიას შიშის ზარს სცემდა თავისი არსებობით და ეჭვებით “ნუთუ პოლი დაბრუნდა?”. ხანიმა კი სიჩ ტაბრში გაბრუნდა სტილგართან, რომ ლეტოს სიკვდილი ეცნობებინა. გზაში მან ბენ ჯესერიტების მეთოდების გამოყენებით თავი დაირწმუნა, რომ მისი ძმა მართლაც შაი ხულუდმა შეჭამა. ეს იმისთვის იყო საჭირო, რომ ალია დაერწმუნებინათ.
თავი 7: ლეტოს თავგადასავალი
ლეტოს მოგზაურობა სიჩ იაკურუტუსკენ არის გადამწყვეტი ფაქტორი ლეტოს ღმერთკაცად ქცევის გზაზე, რასაც ის თვითონ ოქროს გზას უწოდებს. სიჩ იაკურუტუ კი თავის მხრივ ძველი ტრადიციების მიმდევარი ფრიმენების თავშესაფარია, რომლებიც განუდგნენ პოლის რელიგიას და ცხოვრობენ იზოლირებულად. სიჩთან მიახლოვებული ლეტო ტყვედ ვარდება. ეს ჩასაფრება ბებიამისის ჯესიკას ჩანაფიქრის ნაწილი აღმოჩნდა, რომ ლეტო დაეტესტათ, იყო თუ არა შეპყრობილი ალიას მზგავსად. ტესტს ზედამხედველობდა ატრეიდასების ერთგული მსახური და ამჟამად ჯესიკას საყვარელი გურნი ჰალიკი. თვითონ ჯესიკა კი ამ მომენტისთვის კორინოების ტყვეობაშია. ის დუნკან აიდაჰომ ჩააბარა კორინოებს, რადგან არ სურდა მისი მეუღლის, ალიას ბრძანების შესრულება, რომელიც ჯესიკას მოშორებას გულისხმობდა. ჯესიკა საბოლოოდ ფარად კორინოს, შადამ მეოთხის შვილიშვილის და მემკვიდრის აღმზრდელი ხდება. ეს ბენ ჯესერიტების გეგმაში კარგად ჯდებოდა, რადგან მათი სელექციის პროგრამის გასაგრძელებლად კარგი იქნებოდა ფარადნისა და ხანიმას დაწყვილება. ამ საქმისთვის ჯესიკა როგორც ბენ ჯესერიტების ხელმძღვანელი საუკეთესო იყო.
დუნკანი მიმხვდარია, რომ ალია ის ალია აღარ არის. აღარ ემორჩილება ატრეიდასებს, ასე განუცხადა ჯესიკას და გამობრუნდა სალუსა სეკუნდუსიდან არაკისზე. სადაც თავს სწირავს იმისთვის, რომ სტილგარი დაარწმუნოს ალიას შეპყრობილობაში. ის მას თავს აკვლევინებს ალიასა და სტილგარს შორის შუღლის ჩასაგდებად. სტილგარი იძულებული ხდება სიჩ ტაბრი მიატოვოს და თავშეაფარი ხანიმასთან ერთად უდაბნოში ეძიოს. ასე ახდა ლეტოს წინასწარმეტყველება სტილგარზე.
ლეტოს კი დაბმულს სიჩ იაკურუტუში მელანჟის უზარმაზარ დოზებს აძლევდნენ, რომ რაც შეიძლება ღრმა ტრანსი გამოეწვიათ. ამ ტრანსში ყოფნისას მისი გონება უფრო და უფრო ღრმად იჭრებოდა წინაპართა მეხსიერებაში. აღმოაჩინა, რომ არსებობენ კეთილი და ბოროტი ხმები. ბოროტები მის დატყვევებას ცდილობდნენ, ისე როგორც ეს ვლადიმერ ხარკონენმა გააკეთა ალიასთან, ხოლო კეთილები პირიქით იცავდნენ. ერთ ერთი ასეთი ხმა იყო მამამისის პოლის ხმა. სწორედ ამ კეთილი ხმების წყალობით მოახერხა ლეტომ განსაცდელის გავლა და ის ტყვეობიდან გაიქცა.
თავი 8: უდაბნოში ხეტიალი
უდაბნოში ხეტიალისას ის იპოვის ქვიშის კალმახების ბუდეს. ქვიშის კალმახები უდაბნოს ჭიის ქვილითია და სიცოცხლის ამ ციკლში ისინი წყალში ცხოვრობენ. პოლი მათ ეხება და ამ შეხებისას ისინი მის კან ქვეშ ძვრებიან, შიგ მაგრდებიან და იწყებენ განსაკუთრებული სითხის გამოყოფას, რომელიც თორმეტი წლის ბიჭს არა ადამიანურ ძალას ანიჭებს. ასე იწყება ლეტოს ფიზიკური და სულიერი ტრანსფორმაცია.
თავი 9: ლეტოს მიზანი
ლეტო ახალი ძალით აღჭურვილი, იწყებს წყლის რეზერვუარებისა და არხების დანგრევას, რათა არაკისის ტერაფორმირება შეაჩეროს. ამ გზით ქვიშის ჭიების პოპულაციის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. ეს გიგანტური არსებები კი მელანჟის წყაროა, მელანჟი კი ძალაუფლების, რადგან მელანჟს იყენებენ გილდიის ნავიგატორები კოსმოსში სამოგზაუროდ, ასევე იმპერიის მოსახლეობაც ძალზე დამოკიდებული იყო მელანჟზე მისი მათრობელა თვისებების გამო. ვინც აკონტროლებდა მელანჟს აკონტროლებდა იმპერიას. ხოლო თავის მხრივ ქვიშის ჭიები, რომელთა ნივთიერებათა ცვლის გვერდითი მოვლენა მელანჟი და ჟანგბადი იყო მარტო არაკისზე არსებობდნენ. მცდელობა მათი მოშენებისა სხვა პლანეტებზე მუდმივი კრახით სრულდებოდა.
თავი 10: შეხვედრა პოლთან
მოხუცი რომელიც არაკინში, სხვა ქალაქებსა თუ სიჩებში დადიოდა და სიმართლის ხმა მოჰქონდა რელიგიის მიმდევართათვის, როგორც ეჭვობდნენ თვითონ ყოფილი იმპერატორი და ყოფილი ლისან ალგაიპი პოლი აღმოჩნდა. ის სასწაულით გადაურჩა ხორცის ძვლისგან განმაცალკევებელ შტორმს და აღმოჩნა იაკურუტუში, პოლის რელიგიისგან განმდგარ ფრიმენებს შორის. ისინი მას მელანჟით ჭყიპავდნენ, რომ მომავალი დაენახა. ისიც ხედავდა, მაგრამ მათ არაფერს ეუბნებოდა. ამ წამებაში მყოფი პოლ ატრეიდასი ასაკთან შედარებით ბევრად მოხუცდა და დაჭკნა.
და აი ისიც პოლი და მისი ერთგული მეგზური უდაბნოს ჭიაზე ამხედრებულნი არაკინიდან სიჩ იაკურუტუსკენ მიემართებოდნენ, როდესაც მათ წინ ყმაწვილის სილუეტი გადაეღობა. ჭია რომელიც არაფერს უშინდება ამ ყმაწვილის გამოჩენის თანავე გაშეშდა და მოძრაობა შეწყვიტა. მიუხედავად ბრძანებებისა ის მის ზურგზე ამხედრებულებს აღარ უსმენდა და მოჯადოებული იდგა, გაშეშებული. ასე შედგა ძალიან ღრმა და ყოვლისმომცველი ფილოსოფიური საუბარი მამასა და შვილს შორის. მამა ეწინააღმდეგება მას, ხოლო ლეტო უსუსურობაში ამხელს. პოლმაც იცოდა ოქროს გზის შესახებ, მაგრამ მან თავი ვერ გადადო საუკუნო ტრანსფორმაციისთვის, რომელიც მას კოსმიურ არსებად აქცევდა, თანასწორს სამყაროსთან. რადგან ეს გზა მოითხოვდა მსხვერპლს, ასეთ არსებას არ შეუძლია იცხოვროს ადამიანის ცხოვრებით, მას არ შუძლია უყვარდეს ჩანი, მას არ შეუძლია უყვარდეს საერთოდ ვინმე, რადგან ასეთი არსება ღმერთია სხვები კი უბრალო სხვები. აი ეს გზა აირჩია ლეტომ! და ამ არჩევანით რელიგიას გაუჩნდა ღმერთი.
თავი 11: ღმერთის დაბადება
ლეტოს თავისი გზის, იგივ გეგმის შესასრულებლად სჭირდება ძალაუფლება. ძალაუფლებას კი განასახიერებს ალია. ალია რომელიც მორიგ მზაკვრულ გეგმას ახორციელებდა. ის სასწრაფოდ დაეთანხმა კორინოს გვარიდან შემოთავაზებას, რომ შადამ მეოთხის შთამომავალ ფარადნ კორინოსა და ხანიმას შორის შემდგარიყო საქორწინო შეთანხმება. ალიამ კარგად იცოდა ხანიმას ფიცი ფარადნის მოკვლის შესახებ, ფიცი რომელიც მან ვეფხვების გამოგზავნის და მისი ძმის მკვლელობისთვის დადო. ალია შეუთანხმდა კიდეც, რომ უფლებას მისცემდა ხანიმას მოეკლა ფარადნი. ამით ფარადნის სახით კონკურენტს მოიშორებდა და ხანიმასაც დაასუსტებდა. მაგრამ ლეტოს თავისი გეგმები ჰქონდა.
ლოცვის დროს, ალიას ტაძართან, რომელიც სტუმრების ფარადნისა და მისი აღმზრდელი ჯესიკას საპატივცემლოდ იმართებოდა, ათასობით მომლოცველი შეიკრიბა. მათ შორის იყო მოძღვარიც, ახალ დამხმარესთან ერთად. მან სიტყვით გამოსვლისას ალია დაადანაშაულა შეპყრობილობაში და პოლის გზის გარყვნასა და მემკვიდრეობის განადგურებაში. ამ სიტყვით გამოსვლას თვალს ადევნებდა ალიაც და იმედოვნებდა, რომ მისი ერთგული მღვდლები ამ ცრუ მოძღვარს გააჩუმებდნენ. მღვდლები ნელ ნელა განლაგდნენ ტაძრის კიბეებზე და ალყა შემოარტყეს ღაღადად დავარდნილს. უცებ ხალხმა დაიწყო ყვირილი “ლისან ალგაიპ” და ატყდა ჩოჩქოლი. ამ არეულობით ერთ ერთმა მღვდელმა ისარგებლა და მოძღვარს დანა გაუყარა. პოლი ადგილზე დაეცა. ალიას სიხარულის საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც კარების განგრევის ხმა მოისმა. რკინის ალაყაფი რომელიც ალბათ ათობით ტონას იწონიდა მოისროლა რაღაც საშინელმა ძალამ. ეს იყო ლეტო ატრეიდას მეორე. უკვე ღმერთკაცი და არამქვეყნიური ძალის მქონე. ზურგს უკან კი ალიას მცველების სისხლიანი გუბეები იდგა. ალიამ ოთახში მყოფ მცველ ამორძალებ უბრძანა ლეტო შეეპყროთ, მაგრამ განგრეული კარის შემხედვარე, ვერავინ ბედავდა.
თავი 12: ალიას გასამართლება
ლეტო შეპყრობილობაში ადანაშაულებს. ალიას უწევს, რომ თავი გაიმართლოს, მაგრამ რაც უფრო მეტს საუბრობს მით უფრო ცხადი ხდება, რომ ალიას უცნობი ნაცნობი მართავდა. ჯესიკა თითების თამაშს ამჩნევს, ესეთი ქცევა მხოლოდ ხარკონენს თუ ახასიათებდა ნერვიულობის ჟამს. ლეტო მას აიძულებს რომ ან დანებდეს ან განდევნოს ავი სული მისი სხეულიდან. რაზეც ალია თავდასხმით პასუხობს. ლეტო კი მას ჰაერში ააგდებს და ისეთი ძალით დაატრიალებს, რომ დარბაზში ქარი ამოვარდება. ალია ხვდება რა რომ ლეტოს ვერ დაამარცხებს, ბავშვური ხმით დედას შველას ეხვეწება. რაზეც ჯესიკა იმავე მოთხოვნით პასუხობს რა მოთხოვნაც წარუდგინა ლეტომ. ალია გაქცევას ცდილობს, მაგრამ ლეტო არ აძლევს ამის უფლებას. უცებ ხარკონენის ხმით ალია იწყებს წყევლასა და გინებას, შემდეგ ხმა ისევ ეცვლება ასე ათასჯერ. თითთქოს ყველა ხმა ერთბაშად გაცოცხლდა რაც კი მის არსებაში იყო. ამ აგონიაში მყოფი ნელ ნელა მიემართება ფანჯრისკენ. ისევ ეხვეწება ჯესიკას, რომ არ უნდა სიკვდილი, შემდგომ ხარკონენის ხმით ყველას სიკვდილით ემუქრება და ნელა, რობოტული ბარბაცით მიმართება ფანჯრისკენ სადაც თავის სიკვდილს პოვებს. ასე ტაჯვით ასრულებს ალია სიცოცხლეს და გზას უთმობს ლეტოს.
თავი 13: ღმერთ-იმპერატორის 10 000 წლიანი მმართველობის დასაწყისი
იმ სამყაროში რასაც ლეტო ქმნის ყველაფერს თავისი დრო და ყველას თავისი როლი აქვს. მათ შორის ფარადნსაც.
ახალი იმპერატორის ტახტზე ასვლის მისალოცად არაკინის სასახლეში ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ტახტზე ლეტო, გვერდით ხანიმა ხოლო ერთი საფეხურით ქვემოთ ფარადნი. ცერემონია დიდხანს გაგრძელდა მაგრამ მაყად მდგარი ფარადნი ბოლომდე დარჩა. “ლეტო ის ლეტო აღარ არის”- უთხრა ხანიმამ: “ის სულ სხვა რამეა.” რას ნიშნავდა ეს? “მას შენი სარდაუკარები სჭირდება. უნდა მისცე, ისინი მისია” – ეუბნებოდა ხანიმა. ლეტოსთან მარტოდ მარტოდ დარჩენილს უამრავი კითხვა აწუხებდა, მაგრამ თავისუფლად გრძნობდა თავს.
ლეტომ ფარადნი თავისთან დაიტოვა როგორც ჟამთა აღმწერლი, კარის კაცის, მრჩეველისი და ხანიმას საყვარლი. საყვარლი რადგან ხანიმას ოფიციალური მეუღლე იქნებოდა თვითონ. ძალაუფლებას ასე სჭირდებოდა და რადგან ლეტოს აღარ შეეძლო შთამომავლობის დატოვება სწორედ ფარადნი ინქებოდა ატრეიდასების და კორინოს გამაგრძელებელი. ეს იყო როლი რომელიც ერგო ფარადს. როლი რომელსაც ბენ ჯესერიტებიც აძლევდნენ ხმას. თვითონ ლეტო კი იწყებდა სტილგართან ნასაუბრებ მტკივნეულ რეფორმებს, რომელიც მის თავს შეაძულებდა ხალხს და სწორედ აქ უნდა შეესრულებინა ფარადნს დამაბალანსებელის როლი. საუბრის ბოლოს ფარადმა სარდაუკარები გადასცა. ლეტოს ისინი დიადი ჯიჰადისთვის სჭირდებოდა. უკანასკნელი ჯიჰადისთვის, ჯიჰადისთვის როგორიც პოლ ატრეიდასს არც დაესიზმრებოდა.