ფროიდის სექსუალობის ფსიქოლოგია

ზიგმუნდ ფროიდი

ფროიდის სექსუალობის ფსიქოლოგია

ფროიდი, ფსიქოლოგია.

ეჰ ძია ზიგი და მისი ფსიქოლოგია 🙂…10 წლის წინ პირველი რაც ამ ოხუნჯი კაცის წიგნებიდან წავიკითხე იყო სექსუალობის ფსიქოლოგია. მაშინ ბევრ რამეზე პროტესტი გამიჩნდა და ზიგის კარგად არ მოვიხსენიებდი. დღევანდელი გადმოსახედიდან შეიძლება ითქვას, რომ ბევრი ფიქრის მასალას იძლევა ეს კონკრეტული მომცრო ზომის წიგნი. ამჯერად მას აუდიო ფორმატში მოვუსმინე, სულ რაღაც 6 სთ და 32 წთ. ნუ იფიქრებთ, რომ ეს საინტერესო დრო სავარძელში გავატარე. წიგნმა დარბაზში, ჰონტელებსა და ტრენაჟორებს შორის 8 დღე დაჰყო. ალბათ უფრო სწრაფადაც შეიძლებოდა, მაგრამ ხანდახან დარბაზის მუსიკას მხოლოდ საკუთარი ჯაბნის ხოლმე. და აი ისიც, 3 დღე გავიდა რაც მოვრჩი. ადრე მაჭარი იყო ახლა დაღვინდა.

ვფიქრობ ამ წიგნის მთავარი ნაკლოვანება მისი ტონი და მანერაა. მას შეიძლება ნაკლებად ვუწოდოთ სამეცნიერო ნაშრომი შემდეგი მიზეზების და გამო: ავტორი თავის თეზებს ხშირ შემთხვევაში ამყარებს ერთ ან ორ მაგალითზე, ან საერთოდ მაგალითის გარეშე ვარაუდობს. უფრო ხშირად კი ერთ ჰიპოთეზას ამყნობს მეორეს და ასე უსასრულოდ. რაც მკითხველს უტოვებს მხოლოდ ერთ გზას, განხილული საკითხები მიმართოს საკუთარი თავისკენ. უცნაურია, მაგრამ ამ წიგნის კითხვისას საუკეთესო შემაჯამებელი, დიაგნოსტიკი და “ლაბორატორიის ვირთხა” იქნებით თქვენ თვითონ. წიგნი არ ტოვებს გარდა საკუთარი თავისა მოცემული თეზები გადამოწმდეს სხვა მაგალითებზე დაყრდნობით. ამით ის ჩემთვის კარგად ნაცნობ, მაგრამ უსიამოვნო სფეროს გავს. ასტროლოგიაც ასე მუშაობს, არის აღწერა რომელსაც საკუთარ მესთან ადარებ და აუცილებლად პოულობ მზგავსებას. ეს წიგნიც ასეა, თქვენს ღრმა ბავშვობაში, ახალგაზრდობაში ან ზრდილობაში დიდი ალბათობით მოიპოვება ფაქტები, რომელიც მიახლოვებით შეესაბამება რომელიმე თეზას.

ამ წიგნის კითხვისას აჯობებს გვერდზე გადადოთ მორალური ბორკილები ან რელიგიური დოგმები. ეს წიგნი არის შიშველი ადამიანი თავისი ბუნებრივი და დაუფარავი ფორმებით. ზოგან იმდენად დაუჯერებელი, რომ საკუთარ თავთან კითხვებს გაგიჩენთ. მაგრამ ნუ გაბრაზდებით. ეს წიგნი არის საკითხთა კონკრეტულ ასპექტში დანახვის დამაჯერებელი მცდელობა. იმავე ფროიდის სხვა ნაშრომები იმავე საკითხებს ოდნავ სხვა კუთხით ვხედავთ, რომ არაფერი ვთქვათ იუნგზე და ადლერზე.

ამ ნაშრომის ანტაგონისტი მხოლოდ ის შეიძლება იყოს ვინც ფსიქოლოგიის შესწავლა ამ წიგნით დაიწყო და აქვე გაჩერდა.

ეს წიგნი ზოგისთვის აღმოჩენაა, ზოგისთვის თვითგამორკვევა, ზოგისთვის კი ადამიანის შეურაცყოფა. გემოთი ალბათ უფრო კომშია, ვიღაცა სანსლავს, ვიღაცა იხრჩობა.

პ.ს ჩემი მოქრთამვა თუ გნებავთ კომში კარგი ხილია… 😋

პ.ს ჩემი მოქრთამვა თუ გნებავთ კომში კარგი ხილია… 😋

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *